9 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

664 78 88
                                    

ჰო! წარსულს დიდი ტკივილის მოტანა შეუძლია. მას შეიძლება გაექცე, მაგრამ უმჯობესია მისგან რამე ისწავლო.

~~~~~~~~

მშვენიერი დღის დასაწყისი იყო დილით მზის თბილი სხივების ფონზე გამოღვიძება. იდეალურად კარგი დილა გათენდა, ამინდი ზაფხულის მცხუნვარე დღისთვის დამახასიათებელი გახლდათ. თავიდან, ჯერ კიდევ ახლად გათენებულზე გრილი სიოც ქროდა, შეხსნილი ფანჯრიდა გამჭირვალე ფარდას აფრიალებდა ოთახში, შემდეგ სრულიად მიჩუმდა და ქალაქში სიცხე ჩამოწვა. რამდენიმე წუთში შვიდი საათი შესრულდებოდა, კაფის გახსნამდე კი ერთ საათზე მეტი იყო დარჩენილი.

დილა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დაიწყეს ჯონგუკმა და თეჰიონმა, თავს იმაზე თავისუფლად გრძნობდნენ, ვიდრე აქამდე. ჯონგუკს უფროსის შიშველ მკერდზე ედო თავი და საჩვენებელი თითს ნაზად დაასრიალებდა კანზე. თეჰიონს ორივე ხელი თავ ქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა, ხანდისხან ჯონგუკისკენაც აპარებდა მზერას, ბიჭს თვალები ჰქონდა დახუჭული, მშვიდად ღიღინებდა რაღაც სიმღერას, რომელიც თეჰიონს საერთოდაც არ ეცნობოდა. ფანჯრიდან სვეტად დაშვებული მზის სხივების გამო სახე მთლად ასწითლებოდა უმცროს და მწველი სინათლისგან თვალებსაც ვერ ახელდა. თეჰიონს მისი კოცნებით ავსება მოუნდა, იმ წამსვე მიეტანებოდა ბიჭის კანს, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა ჯონგუკს თავი უხერხულად ეგრძნო, მხოლოდ მზერით შესწავლას დასჯერდებოდა.

_ჯონგუკ, მე უნდა წავიდე.

ნახევარ საათიანი ლოგინში ნებივრობის შემდეგ თეჰიონმა ოთახში გამეფებული სასიამოვნო სიჩუმე დაარღვია და თავი წამოსწია ბალიშიდან.

_უკვე? იქნებ ჯერ ყავა დაგველია?

უფროსის მკერდიდან წამოყო თავი და აწ უკვე თვალებ გახელილმა, მომუშტული მტევნით მოიფშვნიტა შავი სიმრგვალეები, მზის ნათებისგან აცრემლიანებული, რომ ჰქონდა.
თეჰიონმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია, საწოლიდან წამომდგარმა იატაკზე მიგდებულ შარვალსა და გრძელ მკლავიან მაისურს დაავლო ხელი. ჯონგუკის თვალწინ ჩაიცვა ტანსაცმელი და უკვე გამზადებული კარის ზღუდესთან გაჩერდა, იქიდან აკვირდებოდა ოთახში ფეხშიშველად მოტანტალე ჯონგუკს, რომელიც თავს იწესრიგებდა.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now