1 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

2.1K 93 57
                                    

ვიდეო არ მეკუთვნის მე! შემთხვევით გადავაწყდი და ამის შემდეგ გადავწყვიტე ფიქციაზე მუშაობა. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ💫

                              《●》

ცაზე გამოჩენილ პირველივე მზის სხივს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ძალიან მალე იაპონიის ერთ-ერთმა ქალაქმა კურასიკმაც იგემა მზის ნაზი და თბილი სხივები. გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდი იყო. ისევე, როგორც წინა დღეებში.

ახლად გაცილებული ზამთარი ფეხს ითრევდა და ჰაერში ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო მისი სუსხიანი სიცივე, თუმცა მხოლოდ გამთენიას და შემდეგ ისიც ისევე უკვალოდ ქრებოდა, როგორც ღამით ბალახზე წარმოქმნილი ნამი.

იაპონიაში გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. წელიწადის ეს პერიოდი ყველაზე ლამაზი და ტკბილი შესაგრძნობია. ამომავალ მზის ქვეყანაში, ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დღესასწაული, ჰანამი, ამ მოვლენას ეძღვნება. საკურას ყვავილობა დაახლოებით შვიდ დღემდე გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში იაპონელები საკურას ხის ძირში ატარებენ მთელ დღეს, სვამენ საკეს, ტკბებიან ულამაზესი, სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით და საუბრობენ სასიამოვნო თემებზე.

დილის შვიდი საათი შესრულდა თუ არა, მაღვიძარის ხმამ მთლიანი ოთახი მოიცვა. თბილ საწოლში ნებიერად მწოლ სხეულს მზის ოქროსფერი სხივები ნაზად დასთამაშებდნენ სახეზე. ოთახი საშუალო ზომის იყო, ღია ფერის კედლებით და უზარმაზარი ფანჯრით, რომელსაც აივანზე გასასვლელი კარი ამშვენებდა.

სხეული მაღვიძარის ხმაურზე ფრთხილად შეიშმუშნა, რა წამს თვალები გაახილა და მზის სხივებმა მწველი ეფექტი იქონიეს მასზე, მაშინვე ინანა უკანასკნელი ქმედება და ზურგი აქცია ფანჯრიდან შემომავალ ნათებას. თვალებში ჯერ კიდევ სიწითლესა და მასში მცურავ ბურთულებს ხედავდა, მზის უეცარი მოქმედებისგან იყო ეს ყოველივე გამოწვეული.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz