კარგა ხნის გათენებული იყო, როდესაც ნამჯუნს ჯინის გვერდით გაეღვიძა, მის დანახვაზე ღამით მომხდარი დეტალებში გაახსენდა და სიამოვნებისგან ღრმად შეისუნთქა ჰაერი. საკუთარ შიშველ მკერდზე მიძინებულ ჯინს შუბლიდან თმა გადაუწია, ოდნავ წამოიწია და ნაზი კოცნის დატოვების შემდეგ უმცროსი ოდნავ შეაქანა. ჯინის მშვენიერი სახის ყურება არასდროს მოსწყინდებოდა, მაგრამ სამსახურში იყო წასასვლელი და სავარაუდოდ უკვე აგვიანებდა კიდეც, ბიჭის გაუფრთხილებლად წასვლა კი სწორი საქციელი არ იქნებოდა, ამიტომ მოუწია ჯინისთვის მშვიდი ძილის დაფრთხობა. გაღვიძებულმა უმცროსმა კი დილა ლანძღვით დაიწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნამჯუნი კიდევ დააგვიანებდა სამსახურში.
_ჯინ, მეგონა ყველაფერი მოგვარდა და
_და რა, ნამჯუნ? გეგონა ჩემთან სექსი ყველაფერს მოაგვარებდა?
უფროსმა აბურდულ თმაში ორივე ხელი შეიცურა და ნერვიულად დაიზილა საფეთქლები.
_არ ვიცი, კარგი? ღამით სხვაგვარად ჩანდა.
_დაახვიე, ნამჯუნ.
ჯინი საწოლში ისე იყო ჩაწოლილი და საბანი ისე ეფარა, რომ მხოლოდ თვალები უჩანდა, რომლებიც ყვრილისას უფართოვდებოდა.
_ჯინ, ჩემს სახლში ვართ.
ნამჯუნის მშვიდი ტონით წარმოთქმულმა სიტყვებმა ჯინი მიახვედრა, რომ ოთახი, სადაც გაიღვიძა სულაც არ იყო მისი და ადამიანი, რომელსაც სახლიდან დახვევა მოუწევდა ნამჯუნი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა საქმე, როდესაც ჯინს ეხება არაფერია გასაკვირი. საბანში გახვეული უმცროსი მოდუნდა, წამით თბილ მატერიას ცხვირით გაეხახუნა და ისე წამოიწია საწოლიდან, რომ სახე ნორმალურად გამოსჩენოდა. ნამჯუნს მოეჩვენა კიდეც, რომ ჯინი მორცხვობდა საკუთარი შიშველი სხეულის გამო და საბანს ამიტომ იხვევდა სხეულზე.
_კარგი, ჯუნ, გაპატიე. ახლა აქ მოდი და ჩამეხუტე, ძალიან ცივა.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》