ზამთრის ცივი დღე იყო, ცაზე ნაცრისფერ ღრუბლებს მოეყარათ თავი და თოვლიც არ წყვეტდა ბარდნას. ამინდის მიუხედავად ბავშვები მაინც მხიარულად განაგრძობდნენ თოვლში თამაშსა და სიცილ-კისკის. ბავშთა სახლში ყოველთვის იყო მომენტები, როდესაც ბედნიერებისგან და მხიარულებისგან ახმაურებული შენობა სასურველ ადგილად იქცეოდა, დიდს თუ პატარას სახეზე უზარმაზარი ღიმილი ესახებოდათ და დროებით ყველა ივიწყებდა საკუთარ ისტორიას.
გათენდა თუ არა ბავშვები საწოლებიდან წამოიშალნენ და გამზადებული საუზმის მისართმევად სასადილოში ჩავიდნენ, რომელიც პირველ სართულზე მდებარობდა, თითქმის ნახევარი სართული სასადილოს ეკავა, მაგრამ ბავშვთა რაოდენობა მის სრულიად შევსებას ვერ ახერხებდა. პატარა წითურმა გოგონამ, რომელიც ერთ-ერთი უმცროსი იყო იქ მყოფთა შორის ადრიანად ახარა დანარჩენებს, რომ დიდი თოვლი მოსულიყო და ყველაფერი გადაებარდნა. იმ დღეს ბავშვებმა ეზოში გასვლაც მოახერხეს და უფროსებიც აიყოლიეს გუნდაობაში, მათთან ერთად დადგეს უზარმაზარი თოვლის პაპა. ძველი, თვალ წასული კაშნით, ღუმლიდან გამოღებული გაციებული ნაკვერჩხლითა და სამზარეულოდან მოპარული საშუალო ზომის სტაფილოთი თოვლის პაპაც შემოსეს.
_ბებია, შეგცივდება, შიგნით შედი.
თეჰიონი ამ დროისთვის უკვე 12 წლის იყო, ბიჭმა დაინახა იქვე სიცივისგან წელში მოხრილი მოხუცი და შენობაში შესვლა შესთავაზა.
_ბები, შენ არ შემოხვალ?
_არა, ცოტახანსაც ვიქმები, ჯინ ჰიონსა და ჯუნ ჰიონს უნდა დავეხმარო, შეხედე ანგელოზებს ხატავენ თოვლზე.
თეჰიონმა ბებიამის ხელით მიუთითა ორ ბიჭზე, რომლებიც თოვლში იწვნენ და ხელ-ფეხს განზე შლიდნენ, თეთრ ფანტელთა გროვაში საკუთარი სხეულით ანგელოზის ფორმებს ამჩნევდნენ და კისკისითაც იკლებდნენ ერთმანეთის სმენას.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》