შეხვედრა

127 12 6
                                    

ცხოვრებაში პირველად ვარ ასე შორს სახლიდან, პირველად ვარ მარტო, პირველად ვზივარ კაფეში და პირველად უნდა დავლიო ყავა, რომელსაც ლატე ქვია, პირველად შემიძლია დავტკბე მზიანი ლამაზი დღით, მიუხედავად იმისა რომ შიში ერთი წამით არ მტოვებს, შიში რომ მიპოვიან და იქ დამაბრუნებენ საიდანაც გავრბივარ...
ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნაგავია, ჭაობი საიდანაც ვერასდროს ამოხვალ რაც უფრო მეტად ეცდები, მით მეტად გითრევს შიგნით. არ ვიცი რას მომიტანს ხვალინდელი დღე ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია, რომელიც დღემდე არ მაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას. არის მცირე დრო, როცა ჩემს ნაიარევებს ბედნიერების მალამო ფარავს, მაგრამ ის იმდენად მცირეა ჩემს ჭრილობებს უფრო აღრმავებს, რადგან როგორც კი ვფიქრობ რომ ყველაფერი დასრულდა სწორედ მაშინ იწყება ახალი საშინელებები და პრობლემები, რომელიც უსისხლოდ მკლავს და შინაგანად ანადგურებს ყველაფერს რაც გამაჩნია.
ახლაც ვზივარ სადღაც უცხო ქალაქში უცხო ადგილას და არ ვიცი რა ვქნა ადამიანი ვის სანახავადაც მოვედი სახლში არ დამხვდა არავინ იცის როდის დაბრუნდება ოთახი რომელიც ვიქირავე იმაზე საშინელებაა ვიდრე წარმოდგენა შეიძლება და სადამდე მეყოფა ფული ოთახისთვის? ან როგორ მოვიქცე ახლა?
- შეიძლება თქვენი მაგიდა გავიზიარო? თავისუფალი ადგილები არაა
ჩემს წინ ვიღაც დგას და დაჯდომის ნებართვას ითხოვს ჩემგან. ეს რა მამაჩემის ახალი ოინია?

ზამთრის მიუხედავად თბილი და მზიანი დღე იყო. ქუჩებში ხეტიალი და თვალიერება მომწყინდა, გადავწყვიტე სადმე მყუდრო ადგილი მეპოვა და ყავა დამელია. ასეც მოვიქეცი სკვერის კუთხეში პატარა ლამაზი კაფესკენ გავემართე მაგრამ თავისუფალი ადგილი არაა ყავა შევუკვეთე და აქეთ-იქით დავიწყე ყურება სად შეიძლებოდა სკვერში დავმჯდარიყავი მაგრამ თვალი მარტოდ მჯდომ ადამიანზე გამიჩერდა. ყავის ფინჯანზე ხელები ჰქონდა შემოხვეული თავი დახრილი რაღაცნაირად სევდიანად გამოიყურება ნეტავ ვინ არის?
- ინებეთ თქვენი ყავა
ყავა ავიღე სწრაფად გადავიხადე და მაგიდისკენ გავემართე
მუქი წაბლისფერი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი თავი ისევ დახრილი და მისი სუსტი მხრები ნერვიულად ცახცახებდა ის რა ტირის? გულში თითქოს რაღაც გაწყდა. უნდა დაველაპარაკო მასთან დავჯდები. გადავწყვიტე და მის წინ დავდექი ოჰ საინტერესო ჩანს იქნებ მასზე დავწერო კიდეც ვინ იცის
- შეიძლება თქვენი მაგიდა გავიზიარო? თავისუფალი ადგილები არაა
თავი აწია და შეშინებულმა შემომხედა მე კი მის წინ სულელივით გაღიმებული ვდგავარ - მაპატიეთ თქვენი შეწუხება არ მინდოდა უბრალოდ ყავის დალევა მინდა. თვალებში შიში გაუქრა თავი უხმოდ დამიქნია. მეც თავისუფლად დავჯექი, მაგრამ თვალს ვერ ვაშორებ მისი მუქი მწვანე თვალები ისე ლამაზად და უძიროდ გამოიყურება, მაგრამ არის მასში რაღაც დაფარული ტკივილის მსგავსი და მისი სახე, თეთრი რძის ფერი კანი, პატარა ლამაზი ცხვირი და სისხლივით წითელი ტუჩები ღმერთო ის ლამაზია ძალიან ლამაზი არის მასში რაღაც დახვეწილი მიმზიდველი და ამავე დროს რაღაც, რაც ჩემს ყურადღებას იქცევს არ ვიცი რა არის თვალს ვერ ვაშორებ რაღაც გაურკვეველს ვგრძნობ იქნებ გავიცნო?
-გამარჯობა- ვცდილობ საუბარი წამოვიწყო.
ისევ თავი დამიკრა მაგრამ ხმა არ გაუღია ვერ ლაპარაკობს? - მე დანი მქვია სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ხელი გავუწოდე და ველოდები მის რეაქციას ყოყმანობს რატომ? ასე ძნელია ხელის ჩამორთმევა და ვინმეს გაცნობა? ჩემი თავი გამახსენდა თუ ვინმე არ მომეწონებოდა ზედაც არ შევხედავდი, სიტყვის ღირსადაც არ ჩათვლიდი. გამეღიმა ისევ ვცადე ხელის ჩამორთმევა - მე დანი მქვია- გავმეორე -აქ დასასვენებლად ვარ რთული პერიოდი მაქვს და ახლობლებს გამოვექეცი ხელი არ ჩამომიწევია ისევ მისი მიმართულებით მქონდა გაშვერილი.
- მე ენრი- ხელი ჩამომართვა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა საშინლად ცივი ქონდა ხელი და უკანკალებდა კიდეც, ამიტომ ინსტიქტურად წავიღე მეორე ხელი და მის ხელს ზევიდან დავაფარე. თითქოს მინდოდა გამეთბო მაგრამ უცებ თითქოს თავში ურო ჩამცხეს ენრი? ბიჭია? ხელები სწრაფად გავუშვი და სკამიდან წამოვხტი ისევ ის შეშინებული თვალები და რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ
- მაპატიეთ ენრი მითხარით - ისევ სკამზე დავბრუნდი- უბრალოდ არ მეგონა თუ ბიჭი იყავით მაპატიე
გაოცებული მიყურებდა - არაუშავს მისი ხმა კანკალებდა
არ ვიცი რატომ მინდოდა მეტის გაგება მასზე
იქნებ კიდევ ერთი ყავა? პასუხს არ დაველოდე და მიმტანს შეკვეთა მივეცი. თავიდან ძნელი იყო საუბარი, მაგრამ ნელ-ნელა თითქოს ადვილდებოდა სიცილიც ისმოდა ჩვენს საუბარში. არ მინდოდა მასთან დაშორება საინტერესო იყო მასთან საუბარი. საინტერესო და ამავე დროს უცნაური, თითქოს იყო რაღაც კარგად დამალული და მიუწვდომელი რაც ინტერესს მიჩენდა. ცოტა იმედ გაცრუებული ვიყავი, რადგან მეგონა ანგელოზივით მომხიბვლელი გოგონა იყო, მაგრამ ბიჭი აღმოჩნდა თანაც საკმაოდ საინტერესო რაც ნამდვილად უჩვეულო იყო ჩემთვის უცხოზე ასეთი ინტერესის გამოვლენა.
იმდენად არ მინდოდა ამ ყაველაფრის დამთავრება, უკვე მეოთხე ჯიქა ყავას ვსვავდი და ვაიძულებდი მასაც დაელია. ალბათ მალე გული გამიჩერდება, მაგრამ არ მადარდებს მსიამოვნებს მისი საზოგადოება. ვერ გავიგეთ როდის გავიდა ამხელა დრო უკვე ბინდდებოდა ადგომა რომ ვიკადრეთ.
- ენრი მომცემ შენს ნომერს?
- მმმ ტელეფონი არ მაქვს- თქვა დარცხვენით
- არაუშავს მოდი ჩემს ნომერს მოგცემ მე აქ სასტუმროში ვარ გაჩერებული ამ ქუჩის ბოლოს- ნომერი ფურცელზე დავწერე და გავუწოდე ისევ დავიწყეთ საუბარი ამჯერად ერთერთ სკამზე ჩამოვჯექით თითქოს მასაც არ უნდოდა წასვლა სასიამოვნო იყო საუბარი მაგრამ წვიმამ ხელი შეგვიშალა. წამოდგა, ბოდიში მოიხადა და წასასვლელად შეტრიალდა. არ უნდა გაუშვა ვეღარ ნახავ თითქოს რაღაც მიკაკუნებდა ტვინში.
- ენრი - ჩქარი ნაბიჯით დავეწიე სად ცხოვრობ ახლოს ხარ სადმე.
- არა ქალაქგარე უბანია რამეს გავყვები
- ჩემი სასტუმრო აქვეა წვიმა ძლიერდება. წამოდი. არ მომყვებოდა, ყოყმანობდა, არ მენდობოდა და გასაგებიცაა სულ რამდენიმე საათია რაც ვიცნობ
- ენრი გთხოვ უბრალოდ სულ ცოტა მენდე წამოდი მშრალ ტანსაცმელს მოგცემ და ჩემი მანქანით წაგიყვან თუ არ გენდომება ტაქსს გამოგიძახებ სახლამდე მისასვლელად. უბრალოდ არ მინდა ავად გახდე მე არც კი ვიცი როგორ მოგძებნო მერე ხელი მხრებზე მოვხვიე და ჩემი სასტუმროსკენ დავიწყე სიარული თავიდან თითქოს ფეხს ითრევდა მერე თავისუფლად დაიწყო სიარული ჩემს გვერდი გვერდ. ხელი ისევ მის მხრებზე მქონდა მოხვეული ისე ვსაუბრობდი თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო მაგრამ არასოდეს არავის მიმართ გამომიჩენია ინტერესი მეგობრების გარდა არავისზე გადამიხვევია ასე ხელი ჩემი მეგობრების გარდა უცხოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ახლა კი ჩემი ხელი ისევ მის მხრებზეა მიუხედავად იმისა რომ სასტუმროს ფოიეში შევედით მომწონს მისი სიახლოვე და არ მინდა მომშორდეს გაოცებული და იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ოთახში სწრაფად მოვცილდი კარადიდან სუფთა ტანსაცმელი ავიღე ხელებში მივაჩეჩე მხრებში ხელები მოვკიდე და თითქმის ძალით შეუშვი აბაზანაში შხაპი მიიღე ყველა საჭირო ნივთი თაროზე დევს. ახალი ჯაგრისიც მაქვს, არ მოგერიდოს კარგი?
გული გამალებით მიცემს. ასეთ კარგ ხასიათზე არ ვყოფილვარ რამდენი ხანია. სტეიკი შევუკვეთე, არც ღვინო დამვიწყებია. მდივანზე დავჯექი და მოუთმენლად დავიწყე ლოდინი როდის გამოვიდოდა.

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now