საშინელი რეალობა

24 8 0
                                    

ბავშვის ტირილი მესმის ჩემი პატარები თვალებს სწრაფად ვახელ საავადმყოფოს საწოლზე ვწევარ და გადასხმა მიყენია ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ. ლიზი ყველაფერი მახსენდება საწოლიდან ვდგები ბავშვების ტირილს ვაიგნორებ პალატიდან გავდივარ და ექიმს ვეძებ
- თქვენს მეუღლეს გულის პრობლემები ქონდა - შოკში ვარ ყოველთვის ყველა ანალიზი წესრიგში ქონდა რა გულის პრობლემა - არ უნდოდა რომ გცოდნოდათ იცოდა რომ რისკი დიდი იყო შეიძლება ვერ გადაეტანა მაგრამ თავის დროზე ბავშვები არ მოიშორა და მაინც საკეისრო აირჩია რადგან ფიზიკური მშობიარობის დროს საფრთხე მხოლოდ მას კი არა ბავშვებსაც დაემუქრებოდა
გონება შენელებულად აზროვნებს დამამშვიდებლების გამო. კაბინეტს ვტოვებ და გარეთ გამოვრბივარ სუფთა ჰაერი მჭირდება
- რატომ რატომ მტოვებს ყველა ვინც ჩემთვის ძვირფასია როდემდე უნდა ვიტანჯო ასე? არ ვიცი რამდენი ხანია გავრბივარ ბარს ვამჩნევ არც კი ვფიქრობ ისე შევდივარ
ბარში საშინელი სიგარეტის სუნია წითელი ნეონური განათებები რაც არ მსიამოვნებს მაგრამ მკიდია უნდა დავლიო და ჩემი საშინელი ცხოვრება დავივიწყო
უკვე მესამე ბოთლ ლუდს ვსვავ სასმელი არაფრით არ მეკიდება ცრემლებს ვერ ვაჩერებ ხალხი ისე მიყურებს როგორც კეთროვანს მაგრამ არ მაინტერესებს
- რამე ძლიერი მინდა - ვეუბნები ბარმენს და ისიც რაღაცას მაწვდის
- ვფიქრობ ლონგაილენდი საკმაოდ ძლიერია - მის ღიმილს ყურადღებას არ ვაქცევ სასმელს ვსვავ საკმაოდ მწარეა ყელს მწვავს მაგრამ ბოლომდე ვსვავ ვხვდები სიმთვრალე როგორ მეკიდება ბარმენს ერთ ბოთლ ლუდს ვართმევ და გარეთ გამოვდივარ კარში ვიღაცას ვეჯახები
- წინ იყურე ნაბიჭვარო - თითქოს შორიდან მესმის სადღაც გამიგია ეს ხმა მაგრამ სად? მკიდია ზედაც არ ვუყურებ ისევ კარისკენ მივდივარ სუფთა ჰაერი მჭირდება გარეთ გამოვდივარ და ნელნელა მიუყვები ქუჩას მინდა სადმე წყნარ ადგილას დავჯდე და ლუდი დავლიო ყველაფრის დავიწყება მინდა მგონი ვიღაც მომყვება მაგრამ ესეც მკიდია ახლა აღარაფერს აქვს აზრი ზღვის პირას ვჯდები ისე რომ ტალღებმა არ დამასველოს და ლუდის დალევას ვიწყებ თან ჩემს თავს ველაპარაკები როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი როგორ შეგეძლო სიბრაზე მივლის ბოთლს ზღვის მიმართულებით ვისვრი და ხმამაღლა ვყვირივარ: - როგორ შეგეძლო სიკვდილი მარტომ რა უნდა ვქნა - ყვირილისგან ყელი მტკივა ძალაც აღარ მაქვს მიწაზე ვწვები ხელებ გაშლილი თვალებიდან ცრემლები არ მშორდება - როგორ მოვიქცე რა უნდა ვქნა უშენოდ ასეთი რამ როგორ დამიმალე რატომ. ლიზიმაც ისე გასწირა სიცოცხლე როგორც დედაჩემმა ლიზიმაც დედასნაირად იცოდა რომ ბავშვები არ უნდა გაეჩინა მაგრამ გარისკა თავისი სიცოცხლით გარისკა განხვავება ის იყო რომ დედამ მშობიარობიდან ხუთი წელი იცოცხლა ლიზიმ ხუთი დღე იქნებ ვინმეს მივცე ბავშვები ვისაც შვილები არ ყავს და მიხედავს იქნებ...
ამის გაფიქრებაზე თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი თითქოს ლიზი მსაყვედურობდა არა არა მე არასდროს მივატოვებ ჩემს შვილებს არ იქნება გაზრდა ადვილი მაგრამ შევძლებ ლიზის სიკვდილი ტყუილად არ ჩაივლის არასოდეს ვიქნები ისეთი მამა როგორიც მამაჩემია უბრალოდ ყველაფერი უნდა გავაკეთო მათთვის
გაჭირვებით ვდგები ფეხზე და სახლისკენ მივდივარ ასეთი მთვრალი ბავშვებთან ვერ მივალ სახლში შესული პირდაპირ აბაზანაში შევდივარ ისეთი გაყინული ვარ ცხელ წყალს ვერ ვგრძნობ ამჯერად თმას ვიშრობ სუფთა ტანსაცმელს ვიცმევ ვწესრიგდები და სახლიდან გამოვდივარ სადარბაზოში ვიღაც დგას მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ შეიძლება მეზობელია მამაჩემის ხალხი რომ იყოს აქამდე დამიჭერდნენ ახლა შიშის დრო არ არის ყველაფერი ჩემს კისერზე იქნება ლიზის დაკრძალვა ბავშვების მოვლა სამუშაო უნდა ვიპოვო კიდევ ძიძა მჭირდება საკუთარი თავით გაკვირვებული ვარ მიუხედავად ჩემი მტანჯველი წარსულისა და არანაკლებ მტანჯველი აწმყოსი როგორ შევძელი და ჩემი თავის რეალიზაციას ვახდენ..
დილის ექვსი საათია საავადმყოფოში შევდივარ მორიგე ექთანს დიდი ხვეწნით ვითანხმებ პალატაში ამიშვას არც ბოდიშის მოხდა მავიწყდება ჩემი საქციელის გამო. პალატაში ექთანს ძინავს ბავშვების საწოლთან ფრთხილად ვჯდები რომ არ გავაღვიძო მისი მადლობელი ვარ რომ ჩემი პატარები მარტო არ დამიტოვა.
ისევ ექიმის კაბინეტში ვარ ამჯერად ბოლომდე ვუსმენ როგორც ჩანს ლიზიმ ყველაფერზე იზრუნა ექიმი რაღაც ნომერს მაძლევს რომელსაც მაშინ უნდა დავკონტაქტებოდი თუ ლიზის საავადმყოფოში რამე დაემართებოდა ჩემი პატარები უკვე გაწერეს სახლში უნდა წამეყვანა ასევე მიმეხედა ლიზის დაკრძალვისთვის და კიდევ ვიღაცისთვის უნდა დამერეკა საავადმყოფოს ძირითადი ხარჯები ლიზის წინასწარ ქონდა დაფარული დანარჩენი მე გადავიხადე ბარათიდან თანხას ვხსნი სანამ ლიზის გარდაცვალებას დავაფიქსირებ რომ ბავშვები მშიერი არ დამრჩეს
ძიძა რომელიც ლიზიმ შეარჩია არ მოვიდა ის კი არა და არც მიპასუხა ექიმს შევეხვეწე ბავშვები კიდევ ერთი ღამე გაეჩერებინა რომ ძიძის პრობლემა მომეგვარებინა მაგრამ სად უნდა მეძებნა ძიძა ქალაქში არავის არ ვიცნობდი ის იყო წასვლას ვაპირებდი რომ ექთანი შემოვიდა
- მთავარი ექიმი გეძახით მგონი თქვენი ძიძის პრობლემა მოაგვარა
მადლობა გადავუხადე და კაბინეტისკენ წავედი კარი ოდნავ შეღებული იყო და საუბრის ხმა გამოდიოდა კართან შევიცადე ვიფიქრე პაციენტი ყავდა
- ეს საქმე თუ გამოვა კარგი საჩუქარი ჩემზე იყოს
- გამოვა გამოვა მას ძიძა ჭირდება შენ კი გერის მოშორება - ეს უკვე მთავარი ექიმის ხმაა
რაც გავიგონე არ მომეწონა მაგრამ არჩევანი ნამდვილად არ მქონდა ახლა ისღა დამრჩენოდა ის გოგო დამეთანხმებინა
ერთი საათის მერე პალატაში მთავარი ექიმი შემოდის თან ის მეორე ქალი და ახალგაზრდა გოგო მოყვება რამდენი წლისაა თვრამეტის? თუმცა არც მე ვარ დიდი თვრამეტი წლის ორი შვილის მამა ვარ თან ქვრივი
- ლილი ნახე რა საყვარლები არიან არ გინდა მათი ძიძა იყო?
- ამით გინდა სახლიდან მომიშორო? როდის მიხვდები რომ ჩემს სახლში მხოლოდ მამაჩემის საყვარელი ხარ - დამცინავად უპასუხა გოგომ და პალატიდან გავიდა
- ლილი-უკან გავედევნე მისი გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ - გთხოვ ორი წუთი დამითმე- ძალიან გთხოვ დამეხმარე ჩემი მეუღლე წინა დღეს გარდაიცვალა ორი საყვარელი არსება დამრჩა დამეხმარე სანამ სხვა ძიძას მოვძებნი თან მეუღლეც უნდა მივაბარო მიწას ისევ ცრემლები მდის თავს ვერ ვიკავებ გოგოს ზურგს ვაქცევ რომ ცრემლები არ დაინახოს
- კარგი მხოლოდ რამდენიმე დღე მეტ სიამოვნებას მამაჩემის ძუკნას ვერ მივანიჭებ - ასეთ მომენტში თუ რამე გამახარებდა ვერც წარმოვიდგენდი მაგრამ მისმა თანხმობამ თითქოს ცოტა შემიმსუბუქა დარდი. ხელებს ვუკოცნი და მადლობას ვუხდი
- დანარჩენი აქედან რომ წავალთ მაშინ ვილაპარაკოთ ამბობს და პალატაში ბრუნდება
ექიმს რეკომენდაციას ვართმევ რა როგორ გავაკეთო და ბავშვებთთან და ძიძასთან ერთად სახლში მივდივარ ლილი სახლს ალღოს მალე უღებს ბავშვებს წინასწარ მომზადებულ მათ ოთახში ვაწვენთ
- ლილი არც კი გაგეცანი მე ენრი მქვია
- სასიამოვნოა ბატონო
- უბრალოდ ენრი კარგი? ლილი ბოდიშს გიხდი გთხოვ ხელფასზე და პირობებზე ხვალ ვილაპარაკოთ ახლა დამკრძალავი ბიურო უნდა მოვძებნო თუ არის საერთოდ ასეთი და საფლავის საკითხი უნდა მოვაგვარო
- დაგეხმარები და იცი რატომ? მამაჩემის გამო ყველა აფერისტულად მექცევა ყველა რაღაცას მოითხოვს ჩემგნ შენ კი მთელი გულით მთხოვე აი ამიტომ
ლილიმ რამდენიმე ადგილას დარეკა უბრალოდ ტელეფონით მოაგვარა ყველაფერი გაოცებული ვარ ვინ არის ასეთი? ლილის ვთხოვ რომ ღამე ბავშვებთან დარჩეს მე მორგში მივდივარ სადაც უკვე მელოდებიან რამდენიმე საბუთზე ვაწერ ხელს როგორც მრუბნებიან ლიზი უკვე დამკრძალავ ბიუროში ყავთ გადაყვანილი და მისამართს მაძლევენ
დარბაზი მთლიანად ყვავილებით არის სავსე ლიზის ჩასასვენებელიც ყვავილებით არის მორთული ანგელოზს გავს შუბლზე ვკოცნი და ვპირდები რომ აუცილებლად მივხედავ ჩვენს პატარებს არც საყვედური მავიწყდება მარტო რომ დამტოვა მთელი ღამე ტირილში და მასთან საუბარში გავატარე ლილის არ დაურეკია ალბათ გაართვა თავი...
ვიცი რომ მიცვალებულს ერთი კვირა აჩერებენ რათა ახლობლებმა გამომშვიდობება შეძლონ მაგრამ ჩვენ არავინ გვყავს ამიტომ არც არავინ მოვა არ მინდა ლიზის სხეული კიდევ ვაწვალო, მინდა რომ მეორე დღესვე დავკრძალო.
ლილი დარბაზში შემოდის ბავშვებიც მოყავს კალიასკით გაკვირვებული ვარ
- მგონი ბავშვებმა უნდა გააცილოს დედა და დაემშვიდობნონ არა? თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ ისე რომ გამეგო
ლიზი დავასაფლავე გული ცარიელი მაქვს ასე მარტოსულად არასდროს მიგვრძვნია თავი ამაღლებულ მიწაყრილის გვერდით ვზივარ და ვესაუბრები. ვიცი რომ წასვლის დროა რომ შეიძლება ბავშვებს შეცივდეთ მაგრამ არ მეთმობა. წამოვდექი მინდა ლილი გავუშვა და მე კიდევ დავრჩე მაგრამ იმ ადამიანს ვხედავ ვის დანახვასაც არასდროს ვისურვებდი ამ ქვეყანაზე.
არა ცხოვრება ნამდვილად დამცინის ჩემს წინ დგას ადამიანი რომელმაც ჩემი სული დაამახინჯა რომლის წყალობითაც ლამის მოვკვდი მის გამო სამი თვე საავადმყოფოში და ფსიქიატებთან გავატარე ახლა კი ჩემს წინ დგას და ხელში ყვავილები უჭირავს სხვა დროს უბრალოდ შორიდანაც კი რომ დამენახა შიშისგან ალბათ ნაბიჯსაც ვერ გადავდგავდი. მასსა და ლილის შუა სასწრაფოდ ჩავდექი ახლა შიშის დრო არ იყო მე უნდა დამეცვა ჩემი შვილები ყველასგან და ყველაფრისგან ასევე უნდა მეფიქრა ამ გოგოზე რომელთანაც იმდენად ვიყავი დავალებული რომ მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა მის გადასახდელად.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ - ჩემი ხმა ასეთი მტკიცე და უხეში არასოდეს ყოფილა
- მე მასთან დასამშვიდობებლად მოვედი მომეცი უფლება გთხოვ
გაკვირვებული ვიყავი ადამიანი რომელიც იმდენად თავხედი იყო რომ არავის არასდროს უწევდა ანგარიშს მისი მშობლების და ქონების გამო, იდგა თავდახრილი და რაღაცას მთხოვდა
- ენრი როგორც ჩანს დევიდს შენც იცნობ მაგრამ ახლა აქ ლიზის უნდა ვცეთ პატივი
სხვა გზა არ მქონდა ლილის კალიასკა გამოვართვი: - წავიდეთ ლილი.
საფლავებიდან გზამდე საკმაო მანძილი გვქონდა გასავლელი მერე ტაქსის გავაჩერებთ და სახლში დავბრუნდებით გზაში დევიდი გვეწევა
- მე წაგიყვანთ
- დევიდ მე შენ გიცნობ ძალიან კარგად გიცნობ - სანამ რამეს ვიტყოდი ლილიმ დამასწრო - თუ რამე არ მომეწონება იცოდე მკვდარი ხარ
- კარგი პატარა პრინცესა ნება მომეცით წაგიყვანოთ...
სადარბაზოსთან ისე მივედით არც ერთს ხმა არ ამოგვიღია მაშფოთებს ის ფაქტი რომ ლილი იცნობს ასევე ის რომ იცის რომელ სადარბაზოში ვცხოვრობ
- ენრი შეიძლება ამოვიდე? უნდა ვილაპარაკოთ
- არა - გადაჭრით ვამბობ არ მინდა ჩემი ნერვიულობა შეამჩნიოს
- მასმის შენი მაგრამ გთხოვ მინდა აგიხსნა
თავს ძლივს ვიკავებ რომ ყველაფერი პირში არ მივახალო მაგრამ არც სიტუაციის გამწვავება მინდა
- ახლა სახლში ავალთ და იქ ვილაპარაკებთ - გადაწყვეტილებას ჩემს მაგივრად ლილი იღებს არ მომწონს ეს სიტუაცია და არც ის თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას ლილი თითქოს ის იყოს მშობელი და მე ძიძა
სამივე მაგიდასთან ვზივართ თავს ძლივს ვიკავებ
- ერთმანეთს საიდან იცნობთ - სიჩუმეს ლილი არღვევს
- კლასელები ვართ
- ჰო ლილი კლასელები და მე მას ძალიან ცუდი რაღაც გავუკეთე - დევიდს ამ სიტყვების თქმის განამვლობაში თავი დახრილი ქონდა მაგრამ როცა შემომხედა მის თვალებში ძალიან დიდი ტკივილი დავინახე - ოდესმე შეძლებ მაპატიო?
თვალები ცრემლებით მევსება, ვდგები და საძინებელში შევდივარ

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now