მტკივნეული წარსული

24 6 0
                                    

კაბინეტს პირველი სართულის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ამ ოთახში გვაქვს გაკეთებული ცალცალკე კუთხე სამუშაოდ ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ მაგრამ ყველაზე მთავარი კაბინეტის შუაში მდგარი მრგვალი მაგიდაა რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება აქ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს ასევე მაგიდაზე ექვსი ნოუთბუქია რომელსაც წვდომა ჩვენს პერსონალურ ინფორმაციაზე აქვს და ექვსივე დაკავშირებულია იმ დიდ ეკრანთან რომელიც კაბინეტის კედელზე კიდია. ამ კაბინეტში ხდება ყველაფრის განხილვა რაც გვეხება. ერიკას ჩემს ადგილზე ვსვავ მე კი გუგას ვუჯდები კალთაში
- ერიკა გთხოვ ყველაფერი მოგვიყვე ენრის შესახებ სულ ყველაფერი ცრემლმორეული თვალებით ვემუდარები არაფერს მეუბნება მაგრამ თავს მიქნევს
- მკითხე რა გაინტერესებს
- რატომ ეძებს მამაშენი ენრის რატომ აქვს ამდენი შრამი საერთოდ ყველაფერი მინდა ვიცოდე
ვხედავ რომ ერიკა ყოყმანობს ამიტომ ნოუთბუქს ვხსნი ჩემი მონაცემები შემყავს დაფარულ ფაილებს ვხსნი და ეკრანზე ჩემი და ენრის სურათები ჩნდება
სურათზე მე და ენრი ერთმანეთის გვერდით ვდგავართ ენრის საჩვენებელი თითი ლოყაზე ზუსტად იმ ადგილას ედო სადაც სიცილის დროს ღრმულები უჩნდებოდა მე კი მის თავზე მქონდა ორი თითი რქებივით ორივე ვიცინოდით
- აქ პაემანზე ვიყავით - მოგონებებით ისე გავერთე ვერც კი მივხვდი ხმამაღლა რომ ვთქვი
მეორე სურათზე ენრი იყო ხელები გაეშალა და იცინოდა
- აქ სკვერში ვსეირნობდით და ჩემს ჩახუტებას ცდილობდა
მესამე სურათზე ენრი საწოლზე იწვა საბანი მხოლოდ წელზე ეფარა თმები ნახევრად უფარავდა სახეს პირი ოდნავ შეხსნოდა ხელზე კი ის ტატუ უჩანდა რომელიც ორივეს გვქონდა
- ღმერთო ასე მშვიდად ენრის არასოდეს უძინია
- ვიცი როცა ერთად გვეძინა მას კოშმარები არ აწუხევდა
- რა? ერთად გეძინათ? პაემანი? როდის მერე გადადი კაცებზე ერთი ქალიც კი არ დატოვე უხმარი ჩვენს კურსელებზე აღარაფერს ვამბობ - ნიას გამკივანი ხმა პირდაპირ ძვლებამდე დადიოდა თითქოს ცოცხლად მაცლიდნენ კანს
- მე.... მე არ მომწონს კაცები... მე მხოლოდ ის მომწონს ხელს ეკრანისკენ ვიშვერ სადაც ისევ ენრის ფოტოა გამოსახული
- ამის გამო გვანერვიულე ამდენი? რა ვერ თქვი - სიბრაზეს ვერ იკავებს კობი რამზი კი როგორც ყოველთვის დამცინავ რეპლიკებს აკეთებს. სირცხვილისგან თავის აწევა არ შემიძლია მხოლოდ გუგას მანუგეშებელ ჩახუტებას ვგრძნობ
- იქნებ გაჩუმდეთ ყველა და ერიკა შენი ამბის მოყოლა დაიწყო - ლევს ყველა ემორჩილება ჩუმდებიან და ერიკას ველოდებით
ერიკამ ღრმად ჩაისუნთქა და სახიდან ცრემლები მოიწმინდა
- როგორც იცით მე ერიკა მქვია ტყუპისცალი ძმა მყავს ენრი ჩვენ ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში დავიბადეთ დედას საკმაოდ დიდი ქონება და სახელი ჰქონდა საზოგადოებაში მამას არაფერი გააჩნდა მაგრამ უყვარდათ ერთმანეთი დედა ყველას წინააღმდეგ წავიდა და დაქორწინდნენ. ისე აღმოჩნდა რომ დედას ორსულობა არ შეიძლებოდა იცოდა რომ საკუთარი სიცოცხლით რისკავდა მაგრამ ჩვენზე უარი მაინც არ თქვა ამის გამო მამაჩვენთან ურთიერთობა გაუფუჭდა ექვსი წლისები ვხდებოდით დედა რომ გარდაიცვალა და აქედან იწყება ჩვენი ტანჯვაც. დედამ ყველაფერი ჩვენ დაგვიტოვა რაც კი გააჩნდა. სახლიც კი სადაც ვცხოვრობდით მე და ჩემს ძმას გვეკუთვნის, რადგან დედის ავადმყოფობის დროს მამაჩვენი ძალიან შეიცვალა ხშირად მთვრალი მოდიოდა და ჩხუბობდა არც ჩვენი სიყვარულით იკლავდა თავს მაგრამ დედას სიკვდილის მერე მთლად შეგვიძულა ჩვენ გვაბრალებდა დედის ავადმყოფობას და სიკვდილს. სახლიდან მომსახურე პერსონალი გაუშვა მხოლოდ ძიძა დარჩა. არც ძიძა უყვარდა რადგან დედას ბავშვობის მეგობარი იყო, დებივით იყვნენ დედას ავადმყოფობის დროს გვერდიდან არ მოშორებია თან ჩვენც საკუთარი შვილებივით გვზრდიდა მამაჩვენი ხალხის დასანახად კარგად გვექცეოდა მაგრამ მარტო როგორც კი დავრჩებოდით ნებისმიერ მიზეზზე შეეძლო ჩვენი ცემა. ძიძა ხშირად გადაგვფარებია ჩვენი მოსახვედრი ხშირად მას მოხვედრია. ვერ გვტოვებდა, რადგან ძალიან ვუყვარდით და ისიც ჩვენსავით დალურჯებული დადიოდა
როცა სკოლაში მივედით ცოტა ამოვისუნთქეთ რადგან სკოლაში მაინც შეგვეძლო რამდენიმე საათი წყნარად გაგვეტარებინა ჩვენ საუკეთესოდ გვეცვა ყოველთვის დილით მამას მივყავდით და მამას მოვყავდით. სკოლაში ყველაზე მზრუნველი მამის როლი ქონდა მორგებული ის კი არადა გულშემატკივრებიც კი ყავდა მასწავლებლების თუ მშობლების სახით საწყალი კაცი თურმე ცოლი მოუკვდა მაგრამ ბავშვებს არაფერს აკლებს ვერავისთან ვერაფერს ვამბობდით რადგან გვემუქრებოდა რომ ძიძას მოკლავდა ძიძას კი ჩვენი სიკვდილით ემუქრებოდა ბევრი უბედური შემთხვევა ხდებაო. ჩვენი დასჯის მიზეზი ყველაფერში იყო რატომ გვეცვა ღია ფერის ტანსაცმელი თუ მუქი გვეცვა რატომ ღია არ გვეცვა რატომ შევჭამეთ ორი ნაჭერი პური ან რატომ შევჭამეთ ან არ შევჭამეთ საჭმელი რომელიც თეფშზე გვედო სულ ერთია რას ვიზამდით მაინც ვისჯებოდით გვცემდა და სარდაფში გვკეტავდა ერთადერთი რასაც უნდა ვუმადლოდეთ ის იყო რომ სარდაფში ყოველთვის გვქონდა შუქი და წიგნები რომ გვესწავლა ღვთის მადლით სახლი ისე იყო დაპროექტებული სარდაფში სველი წერტილი იყო ასევე სახლის საერთო ტემპერატურა სარდაფზეც ვრცელდებოდა სიცხის დროს გრილოდა და სიცივის დროს თბილოდა
ყოველთვის ყველგან პირველები უნდა ვყოფილიყავით კარგად უნდა გვესწავლა შესაბამისად ფასიან სკოლაში დავდიოდით სადაც გაძლიერებულად გვასწავლიდნენ უცხო ენას და ხელოვნებას. ჩვენც მთელი ძალით ვსწავლობდით რადგან მამაჩვენს თავმოყვარეობა არ შელახოდა და ჩვენით ტრაბახი შეძლებოდა ყოველთვის ისეთ ადგილებში გვირტყავდა რომ არ გამოჩენილიყო ამიტომ ვერასდროს ვერავინ ხვდებოდა რა მდგომარეობაში ვიყავით სახლში
ენრი 10 წლის იყო პირველად საავადმყოფოში რომ მოხვდა სამი ნეკნი ჰქონდა გატეხილი ერთი ყლუპით ნაკლები ღვინის დასხმა როგორ გამიბედეო წიხლებით შედგა - ერიკას მსგავსად ცრემლებს ვერც მე ვიკავებდი ჩემი ენრი როგორი ლამაზი სიცილი აქვს როგორი საყვარელია თურმე რამხელა უბედურება აქვს გადატანილი
- დილით როცა გამოფხიზლდა საავადმყოფოში წაიყვანა თამაშის დროს კიბიდან დაგორდაო ისეთი დამწუხრებული სახე ქონდა საუბრის დროს ცრემლებსაც კი იწმენდდა რომ არ გვცოდნოდა სინამდვილეში რა მოხდა მე და ძიძაც კი დავიჯერებდით და ასეთ თავგადაკლულ მამას ვინ არ დაუჯერებდა? ერთი დღე-ღამე საავადმყოფოშიც კი გაათია მერე ბოდიში მოიხადა სასწრაფო საქმე მაქვს სამუშაოზეო და ენრი ძიძას გადააბარა თან გააფრთხილა თუ ვინმე რამეს გაიგებდა მე ვეღარასდროს მნახავდა ერთ კვირაში გამოიყვანეს ენრი საავადმყოფოდან ამ ხნის განმავლობაში ჩემზე გადმოერთო ხან მისი სკამი ვიყავი რომელზეც ფეხებს ალაგებდა თუ მუხლებზე დგომა აღარ შემეძლო და წავიქცეოდი მაშინ სასტიკად მცემდა ხან მაშიმშილებდა ან სარდაფში მკეტავდა.
მე და ენრი ერთმანეთს ისე ვგავდით მამაჩვენი ვერც კი გვანსხვავებდა ამიტომ ენრი ხშირად მენაცვლებოდა და საცოდავს ორმაგად ხვდებოდა ძალიან ბევრჯერ გადავურჩენივარ ცემისგან მიცავდა როგორც შეეძლო და ცდილობდა ყველაფერი თავის თავზე აეღო თავის საჭმელსაც ჩუმად მე მაჭმევდა გოგო ხარ და ძლიერი უნდა იყოო სამაგიეროდ თითქმის ყველა დღე ნაიარევები ემატებოდა.
საავადმყოფოში მეორედ რომ მოხვდა 11 წლის იყო მამაჩვენმა ისე ცემა რომ გონება დაკარგა. თვითონ ნასვამი იყო ამიტომ ძიძას მოუწია წაყვანა. მე როგორც ყოველთვის სახლში დავრჩი მასთან, ამიტომ ძიძამ მოიტყუა ხიდან ჩამოვარდაო. მეორე დღეს მე და მამა საავადმყოფოში მივედით, ძიძას დიდი ხვეწნის შემდეგ ექიმმა არ უთხრა რომ პაციენტი გოგო კი არა ბიჭი იყო. არ ვიცი ძიძამ როგორ დაარწმუნა, მაგრამ ამჯერად გადავრჩით.
ერიკას ტირილისგან თვალები ჯქონდა დასიებული საუბარიც უჭირდა, თუმცა არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. ფანჯარასთან მივედი ვიცოდი ენრის შრამები მისი საშინელი ცხოვრების შედეგი იყო მაგრამ ამის მოსმენა მაინც მტკივნეული იყო გუგა ფეხზე წამოდგა, მეგონა ჩემთან მოვიდოდა, მაგრამ ერიკას წყალი მიაწოდა თავზე რამდენჯერმე გადაუსვა ხელი. გაკვირვებული ვიყავი გუგას საქციელით ჯერ ერიკასთან კამათს არ წყვეტდა ახლა ჩემთან კი არა მასთან მივიდა და ცდილობდა დაემშვიდებინა ჩემში ჩემმა მესაკუთრეობამ გაიღვიძა მაგრამ რაღაც ნაწილი მეწინააღმდეგებოდა გუგასთან მივდივარ მინდა ერიკას მოვაცილო და ჩავეხუტო მაგრამ გუგა ცალი ხელით მე მიხუტებს ცალ ხელს ერიკას უსვამს თავზე სწორედ მაშინ ვიაზრებ რომ ერიკამ როგორც ქალმა მასში ინტერესი გამოიწვია
- მგონი ყავა კარგი იქნებოდა - რამზის სიტუაციის შეუსაბამოდ მოქმედებაში და საუბარში ბადალი არ ყავდა მაგრამ ერიკას დაწყნარება ნამდვილად ჭირდებოდა გუგას ერიკა გაყავს კაბინეტიდან მე მოწყვეტით ვეცემი სავარძელში ინი და ლევი ჩაფიქრებულები გადიან სამზარეულოში ყავისთვის რამზი წინ და უკან დადის ხოლო კობის სიბრაზიგან ისე აქვს ტუჩები მოკუმული თითქმის არ უჩანს
ათი წუთის შემდეგ ერიკა უკეთესად გამოიყურებოდა გუგამ სააბაზანოში შეიყვანა სადაც ცივი წყალი შეისხა სახეზე თან ცოტა დაწყნარდა ერიკა და გუგა ერთად ზიან დივანზე გუგას მისი ხელი უჭირავს ცდილობს დაამშვიდოს ხან და ხან თავზე უსმევს ხელს როგორი ნაცნობი სიტუაციაა ენრისაც ამშვიდებდა თავზე მოფერება მეღიმება ჩემი ენრი ჩემი პატარა რაც უფრო დიდხანს ვუყურებ ერიკას მით უფრო ვამჩნევ განსხვავებას მასა და ენრის შორის
ლევსა და ინს ყავა შემოაქვთ კაბინეტში არსებულ დივანზე ვინაცვლებთ მე გუგას მეორე მხრიდან ვჯდები ერიკას ხელებს ვუჭერ და გუგას კალთაში ვათავსებ ვცდილობ ამ ჟესტით გავამხნევო ერიკა წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და უნებურად გუგას მხარს ეყრდნობა მას კი ჟრუანტელი უვლის მართალია თითქმის შეუმჩნევლად მაგრამ მე არ გამომპარვია გუგას ისევე კარგად ვიცნობ როგორც საკუთარ თავს
რადგან ყველა ისევ კაბინეტში ვიყავით ერიკამ მოყოლა გააგრძელა:
- პირველად ბიჭი რომ მომეწონა თორმეტი წლის ვიყავი ჩემზე ორი კლასით წინ იყო ძირითადად წიგნებზე ვლაპარაკობდით იშვიათად ერთად ვჭამდით შესვენებაზე ასეთ დროს ენრი შორიახლოს იყო ცდილობდა პირადი სივრცე მოეცა მერე ერთმანეთს ვუყვებოდით როგორ გავატარეთ დრო. იმ დღეს ძიძამ წამოგვიყვანა მამაჩვენი გვიანობამდე სახლში არ მოვიდოდა ჩვენც თავისუფალად დავსხედით მისაღებში და ენრის იმ ბიჭზე ვუყვებოდი
ვერ გავიგეთ როგორ შემოვიდა მამაჩვენი და ჩვენი საუბარი მოისმინა. იმ დღეს ორივე ისე გვცემა, საავადმყოფოში მოვხვდით. ძიძა შეშინებული მოვარდა საავადმყოფოში ენრი უგონოდ სამი დღე იყო რადგან მას ყოველთვის მეტის გადატანა უხდებოდა და მისი სხეული ძალიან დასუსტებული იყო საავადმყოფოში ერთი თვე დავრჩით შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ მაგრამ ის დრო ყველაზე სასიამოვნო იყო ჩვენს ცხოვრებაში რადგან მამაჩვენს მხოლოდ ერთი საათი ვხედავდით და ისიც მოსიყვარულე მამას თამაშობდა.
ძიძამ რომ ცემის მიზეზი გაიგო საიდუმლო სასაუბრო ენა გვასწავლა რომლითაც თურმე დედა და მან საუბრობდა ხოლმე. საავადმყოფოში ყოფნის დროს მე და ენრიმ ისე გავითავისეთ ეს საუბარი უკვე ძიძას ვჯობდით ენრი მიჩეს მეძახდა...
- რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეს შენ იყავი რა სულელი ვარ - ვერ შევიკავე თავი ყველა გაკვირვებული მიყურებდა ჩემდ უნებურად ტატუზე ვისმევდი ხელს მიჩე ეს შენ ხარ პატარა - ენრი რადგან ასე მე ვეძახდი
- ეს ტატუ... - ერიკამ სურათს გახედა
- ჰო ერთად გავიკეთეთ - თვალებში ისევ ცრემლები მომერია როგორი ტკივილი მივაყენე როცა ვიეჭვიანე გული მიკვდება როცა მისი ცრემლიანი თვალები მახსენდება წელიწადზე მეტი გავიდა და მასზე მოგონებები ისევე მძაფრად მოქმედებს როგორც მაშინ როცა ამ წუთებს გავდიოდით - რატომ მიჩე?
- ენრი ყოველთვის ამბობდა რომ მე ერთადერთი ვიყავი რაც მას ეკუთვნოდა - თავს ვერ იკავებს ტირილს იწყებს გუგა ერიკას დამშვიდებას ცდილობდა ცრემლებს აშორებს თავზე ეფერება და ნამდვილად არ მომჩვენებია ერიკაზე ეს მოქმედებს

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now