მშვიდი დილა

47 10 0
                                    


ეს დილა რაღაც განსხვავებულია. დიდიხანია ასე მშვიდად არ მიძინია. ნუთუ ჩემი კოშმარები გაქრა? თვალებს ვახელ და ისევ სწრაფად ვხუჭავ. ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა რატომ ვარ საწოლში დანისთან ერთად. ნუთუ მასთან.... არა.... არა.... არა.... რატომ არ მახსოვს? შიში დამიბრუნდა, შევიშმუშნე, ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ უფრო ჩამეხუტა
- შენთან ვარ: დამშვიდდი უსაფრთხოდ ხარ, ჩაიბუტბუტა და ძილი გააგრძელა
ვერ ვიჯერებდი ვიღაც უცხო როგორი მზრუნველი იყო ჩემს მიმართ. ამ თითქოს უმნიშვნელო მოქმედებამ დამამშვიდა. მახსოვს ყველა ტკივილი რაც გამომივლია. არასოდეს ნელდება ყოველ გახსენებაზე გულს ათას ნაწილად მიმსხვრევს, მაგრამ ახლა კარგად ვარ არც ფიზიკური ტკივილი მაწუხებს რაც ნიშნავს რომ ჩვენ არაფერი გვქონია. ეს კიდევ უფრო მაკვირვებს ადამიანი რომელიც ასე კარგად მექცევა. იჩენს მზრუნველობას და არაფერი უნდა ჩემგან ასეთი ადამიანებიც არსებობენ? გულში სითბოს ვგრძნობ მის მიმართ მადლიერების გრძნობა მიჩნდება, მაგრამ არის კიდევ რაღაც რაც ამდენი ხნის შემდეგ ღიმილს მაიძულებს.
- დილამშვიდობის პატარავ - ოდნავ ბოხი ხმით ჩამჩურჩულა ყურთან და მისი ნასუნთქი კისერთან მიჩერდება რაც მთელ სხეულში სიამოვნების ტალღებს მიგზავნის. ეს რა არის რა გრძნობაა? შევიშმუშნე ოდნავ მოვაცილე თავი და მივესალმე: - დილამშვიდობის.
ის დილა მართლა მშვიდობიანი იყო, ბედნიერებით და სიხარულით სავსე
- მოდი ავდგეთ პატარა ზარმაცო შხაპი მიიღე მანამდე მე მივალაგებ და ერთად ვისაუზმოთ კარგი? - ჩემსკენ მოიწია ცხირზე მაკოცა და საწოლიდან ადგა.
ეს ადამიანი არ წყვეტდა ჩემს გაკვირვებას ისე იქცეოდა თითქოს ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი და პირველად არ ხდებოდა. ან.... იქნებ არც ხდებოდა... იქნებ ეს მისი ტაქტიკააა ასე უდგება ყველას ვის მიმართაც...
- რასაც არ უნდა ფიქრობდე მაგ ლამაზ თავში, უბრალოდ ამოიგდე მანდედან. ყველაფერი კარგად იქნება როცა შხაპს მიიღებ წყალი აცოცხლებს ადამიანს.
ისევ ჩემს გვერდით იჯდა ისევ ჩახუტებული ვყავდი და თმაზე მეფერებოდა როდის მომიახლივდა ასე
- იცი, როცა ასე შეშინებული თვალებით იყურები გულს მტკენ. ჩემი ნუ შეგეშინდება გთხოვ უბრალოდ სულ მცირე ნდობა გამოიჩინე, გთხოვ.
ვერაფერი ვთქვი. თითქოს მისთვის გადაშლილი წიგნი ვიყავი რომელსაც კითხულობდა. თავი უხმოდ დავუქნიე და მის მკერდში კიდევ უფრო ჩავიმალე. ეს მამშვიდებდა. თითქოს მისი მკერდი ჩემი უსაფრთხო თავშესაფარი გამხდარიყო.
ორივე მოვწესრიგდით და რესტორანში ჩავედით. პატარა მაგრამ კომფორტული ადგილია.
- რას მიირთმევ?
- ვენდობი შენს გემოვნებას. მოხერხებულად ავირიდე პასუხი. ისე არ იყო თითქოს მოქცევის ეტიკეტი არ ვიცოდი ან საჭმელებში ვერ ვერკვეოდი უბრალოდ მე არასოდეს გამომითქვამს ჩემი აზრი რის ჭამა მინდოდა, ან ვინ მეკითხებოდა ერთი ნაჭერი პური ბევრჯერ სანატრელად მქონდა.
დანის ჩემი ხელი თავისით გადაეფარა და ღიმილით შემომცქეროდა:
- დღეს ჩემი სტუმარი ხარ კარგი, ყველაფერს მე ვიხდი! წინააღმდეგობა არ განიხილება!
ისევ უხმოთ დავუქნიე თავი და ვცადე ყურადღება მოტანილ საკვებზე გამემახვილებინა.

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now