მხოლოდ შენ მახსოვხარ...

17 1 0
                                    

    - მიყვარხარ - სადღაც შორიდან მხოლოდ ამას ვიგებ ენრისგან. ვცდილობ მეც ვუპასუხო მაგრამ აუტანელი ტკივილისგან ვერ ვლაპარაკობ და გარშემო ყველაფერი ბნელდება...
     არ ვიცი რამდენი ხანია ამ სიბნელეში ვარ. ენრის ვეძახი მაგრამ არ მპასუხობს მეც კი ძლივს მესმის ჩემი ხმა ვერაფერს ვაკეთებ ვერ ვმოძრაობ არაფერი მესმის და ვერც ვერაფერს ვხედავ მხოლოდ ერთი რამ მაძლევს იმედს. ენრის ბოლო ნათქვამი, რომ ვუყვარვარ. ერთადერთი რამაა რაც მაიძულებს რომ ამ ყველაფერს გავუძლო. არ ვიცი რა დრო გავიდა მას შემდეგ რაც ასე ვარ დროის შეგრძნება არ მაქვს წუთები? საათები? დღეები? იქნებ კვირეები ან თვეები, არ ვიცი მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია ფიქრი ერნი, ჩემი ენრი...
   "  - არ მჯერა რომ ეს მშვენიერი ადამიანი ახლა ჩემია მენდობა და შემიძლია მაშინ შევეხო როცა მინდა შემიძლია მის თვალებს ვუყურო და საერთოდ არაფეზე ვიფიქრო შემიძლია მის წითელ ტუჩებს იმდენჯერ ვაკოცო რამდენჯერაც მომესურვება..."
     ეს ხმა, ეს ენრის ხმაა ჩემი ენრის ხმა ამ ხნის მანძილზე პირველად მესმის რაღაც და ეს ჩემი ენრის ხმაა... მინდა დავუძახო მაგრამ არ შემიძლია თითქოს ხმა არ მაქვს სიტყვები ყელში მაქვს გაჭედილი და ვერ ვამბობ ისღა დამრჩენია მოვუსმინო. ის ჩემს წიგნს კითხულობს ეს ის სიტყვებია რაც მე დავწერე ვხვდები რომ ცრემლები თავისით მომდის. ამ ხნის განმავლობაში პირველად ვგრძნობ სიხარულს რადგან ენრი ჩემს წიგნს კითხულობს თანაც ისე რომ მეც მესმის მაგრამ რატომ ვერაფერს ვამბობ? როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი როგორმე ენრის უნდა გავაგონო, უნდა მოვძებნო. ვცდილობ გავარკვიო საიდან მოდის ენრის ხმა მაგრამ ის სიტყვები რაც მესმის გულს ძალიან მტკენს ვიცი რომ ეს ჩემი დაწერილი სიტყვებია ვიცი რომ ჩვენი დაშორება წიგნში დავწერე მაგრამ ისევ ისე მტკივა როგორც მაშინ. ვგრძნობ რომ გული სადაცაა გამისკდება. სასოწარკვეთილება მიპყრობს და ისევ ის სიბნელე ენრის ხმაც გაქრა ვერც ვერაფერს ვგრძნობ თითქოს ყველა ჩემი გრძნობა გათიშეს და გულიც ამომაცალეს.
 "   - დანი გაიღვიძე გთხოვ..."
   ენრის ხმაა ჩემი ენრი მაგრამ რატომ უნდა გავიგვიძო მე რა მძინავს? სად ვარ აქამდე რატო. არ მიფიქრია ამაზე?
    "- დანი ან გაიღვიძე ან მე იბრალოდ წავალ..."
     არა ისევ ვერ წახვალ არა ენრი რატომ არ ესმის ჩემი ხმა რატომ? ჯანდაბა ჯანდაბა არ უნდა წავიდეს არ უნდა გავუშვა
- ენრი - ვცდილობ გავაგონო მაგრამ არაფერი გამომდის არ უნდა გავჩუმდე უნდა გაიგოს ხმა უნდა მივაწვდინო ვერ დავკარგავ... ბოლო ძალები უნდა მოვიკრიბო თუნდაც მერე საერთოდ ვერ ვთქვა ვერაფერი ენრიმ არ უნდა დამტოვოს. აქეთ-იქით ვიხედები ენრი უნდა ვიპოვო საიდან მოდის მისი ხმა? უნდა გავაგონო რაც ძალადაღონე მაქვს ვყვირი
- პატარავ არ დამტოვო...
- დანი დანი ძვირფასო დანი - ვგრძნობ როგორ მეხვევა ვიღაც ეს სუნი ეს ენრის სუნია ნუთუ მან ჩემი ხმა გაიგო ნუთუ... ცრემლები თავისით მომდის
- ენრი... მე... - ვცდილობ თვალები გავახილო მაგრამ საშინელი სინათლე თვალებს მტკენს - პატარავ არ დამტოვო - ძლივს მესმის ჩემი ხმა.
- დანი მადლობა ღმერთს გაიღვიძე. არ მივდივარ, არასოდეს წავალ, არასოდეს მიგატოვებ - ბედნიერებისგან გული სწრაფად მიცემს თითქოს ძალის მოზღვავებას ვგრძნობ ენრის ვიხუტებ არასოდეს გავუშვებ აღარასოდეს დავკარგავ.
   ნელნელა ენრის სახეს ვარჩევ ისიც ჩემსავით ტირის არ მინდა იტიროს მის ცრემლებს ვერ ვიტან
- ნუ ტირი პატარავ გთხოვ - თავს ძალას ვატან რომ ჩემი ხმა გაიგოს.
- ვის ეუბნები - ამბობს და ეცინება თან სახიდან ცრემლებს მწმენდს.
      - მადლობა ღმერთს მადლობა - ვიღაც ქალი მეხუტება საოცრად ნაცნობი სახე აქვს მაგრამ ვინ არის? თახში არსებულ ხალს ვათვალიერებ ყველა აცრემლებული თვალებით მიყურებს ექიმებიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს  ნაცნობი საქმე მაგრამ ვერც მას ვიხსენებ მხოლოდ ენრია ვინც მახსოვს არ ვიცი რა ვქნა ძლივს ვახერხებ ორი სიტყვის თქმას
- ვინ ხართ?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 24 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now