პრველად მექცევა ვიღაც კარგად

54 8 0
                                    



არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო, ცხელი წყალი სახეზე სასიამოვნოდ დამდის ცოტას მამშვიდებს. ვინ არის ეს ადამიანი? რატომ ცდილობს კარგად მომექცეს? ცხოვრებაში არასოდეს არავინ მომქცევია კარგად არც ერთი ნაცნობი ჩემი დის და ძიძის გარდა. ეჰჰჰ... ჩემი ცრემლები წყალს შეერია, ნეტავ ასე შემეძლოს ჩემი წარსულიც წყალს გავატანო. თავი გავაქნიე, თითქოს ფიქრების მოშორება შემეძლოს. სწრაფად გადავივლე წყალი. დანის მიერ მოცემული ტანსაცმელი ჩავიცვი. თმა ცოტა შევიშრე. შეძლებისდაგვარად ვჩქარობ, ჯობია მალე წავიდე. არაფერი გაუკეთებია ისეთი რაც ჩემს შეშფოთებას გამოიწვევდა, პირიქით ზედმეტად კარგად მექცეოდა, მაგრამ რატომ რა მიზეზი ქონდა? აბაზანიდან გამოვედი და დივანთან დავდექი ფეხზე წამოდგა გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ.
- ასე ჯობია უკეთესად გამოიყურები-
მომიახლოვდა - ნებას მომცემ?
გაკვირვებულმა შევხედე პასუხს არ დალოდებია ჩემი თმის მოგროვება დაიწყო და კეფაზე დამიმაგრა
- საჭმელი შევუკვეთე ერთად მივირთვათ და მერე როგორც გენდომება ისე..
საუბარი კარზე კაკუნმა გააწყვეტინა გაკვირვებული ვუყურებდი ხმის გაღება ვერ მოვახერხე ჩემი გული ისე სწრაფად ფეთქავს თითქოს სადაცაა უნდა გამისკდეს ძალიან ლამაზია ვერ ვუარყობ, მხრებზე დაყრილი ქერა თმა ბოლოში კულულებად ეხვევა. ვარდისფერი მსხვილი ტუჩები, სწორი ცხვირი, გრძელი წამწამები და მისი ლურჯი ფერის თვალები ისეთი წმინდაა საკუთარი თავის დანახვა შემიძლია. სასიამოვნო მოსაუბრეა მომწონს მასთან, მაგრამ ეს შეხება ტანში ჟრუანტელი მივლის
- ენრი მოდი მივირთვათ მე ძალიან მშია შენ არა?
მაგიდასთან უჩუმრად დავჯექი დანი ისეთი სასიამოვნო მოსაუბრეა, ისეთი ქარიზმატული.
ჭიქებში ღვინო ჩაასხა, რამაც ჩემში პანიკა გამოიწვია ის მოგონებები გააღვიძა რომლის დავიწყებასაც უკვე რამდენიმე თვეა ვცდილობ ფსიქიატრთანაც კი მიწევს სიარული მაგრამ.....
- დამშვიდდი ნუ ღელავ- დანი ჩემს გვერდით დაჯდა სავარძლის სახელურზე. თავისკენ მიმიზიდა ცალი ხელით თავზე მეფერებოდა და მკერდში მიკრავდა მეორეს ზურგზე მისვავდა თან ყურში ჩამჩურჩულებდა - დამშვიდდი არაფერს გაძალებ უბრალოდ სტეიკს უხდება ღვინო თუ არ გინდა ნუ დალევ ოღონდ ნუ შეგეშინდება ჩემი გთხოვ.
უცნაურია მაგრამ დავმშვიდდი თითქმის უცნობთან თავი მშვიდად და უსაფრთხოდ ვიგრძენი როდის ვიყავი ასე ბოლოს? ხუთი წლის ასაკში?
- ენრი უბრალოდ ვივახშმოთ და ვისაუბროდ. თუ ღვინო არ გინდა არ დალიო იქნებ სხვა რამის ჭამა გინდა? გინდა რესტორანში ჩავიდეთ?
- არა ყველაფერი რიგზეა მე უბრალოდ არ ვსვავ. არც ისე კარგი მოგონებები მაქვს დასალევთან დაკავშირებით. ხმის კანკალის ძლივს მოვახერხე დალაპარაკება
- კარგი ჩვენ არ ვაპირებთ დათრობას, მხოლოდ რამდენიმე ყლუპი სტეიკთან ერთად ისიც თუ გინდა რა თქმა უნდა.
თავის ადგილზე დაბრუნდა, მე კი უფრო დამშვიდებულმა დავიწყე ჭამა. საუბარში ისე შევყევი ვერც კი მივხვდი როგორ დავლიე მთელი ბოკალი ღვინო. ჩემი შიშები სადღაც გაუჩინარდა. თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ბედნიერიც კი ვიყავი იმ ადამიანის მოსმენით რომელიც რამდენიმე საათის წინ გავიცანი, მაგრამ ვის ადარდებდა. მთელი ჩემი უკუღმართი ცხოვრების განმავლობაში პირველად მექცეოდა ვიღაც კარგად.
- კიდევ დალევ? - მკითხა და თავის ჭიქა შეავსო რატომღაც თავი დავუქნიე. რამდენიმე ყლუპს კიდევ ვსვავ. შემდეგ ძლიერ თავბრუსხვევას ვგრძნობ მაგრამ სასიამოვნოა, თუმცა დანი ნელ ნელა შორს მოჩანს.....

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now