მინდა მეტად გამიცნო..

45 9 0
                                    


- ჩემს მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ დედა ლამაზი ქალია ამიტომ ბიჭები მოსვენებას არ აძლევდნენ ერთ - ერთს მისი მოტაცებაც კი უცდია როცა თხუთმეტი წლის იყო ამიტომ ბევრი არც უფიქრიათ და ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიპარენ.დედაჩემი ათი წელი მკურნალობდა, რომ ორსულად დარჩენილიყო. როცა დავიბადე არ იცოდნენ გადავრჩებოდი თუ არა. წლამდე საავადმყოფოში უფრო ხშირად ვყოფილვარ ვიდრე სახლში, ამიტომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა. არასდროს მაინტერესებდა საიდან ან როგორ, მინდოდა და მისრულებდნენ. ყოველთვის ყველა ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მე მინდოდა. თუ ვინმეს სათამაშო მომეწონებოდა ჩემი უნდა ყოფილიყო. ვინმე რამეს ვერ მეუბნებოდა, იმიტო კი არა რომ ეშინოდათ ჩემი ან ვერ მომერეოდნენ, უბრალოდ ჩემს რაიონში ყველა ბავშვს ძალიან უყვარდა დედაჩემი. არასოდეს არც ერთ ბავშვს არ გაუშვებდა ჩახუტების და ტკბილეულის გარეშე მე კი ყოველთვის ყველა სიტუაციას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ. ასეთი ადამიანი ვარ ენრი... - გავჩუმდი რომ მისთვის შემეხედა მშვიდად იყო და ჩემს ქურთუკს ეხუტებოდა.
- პირველად სკოლაში რომ შევედი არ მომეწონა. კლასში ყველას ვიცნობდი ჩვენი რაიონი პატარაა, მამაჩემი კი ცნობილი ექიმი, ამიტომ ხშირად გვაკითხავდნენ სახლში მისი პაციენტები. მე ვიცნობდი ყველას რაიონში. მაგრამ ვიღაც პირველად დავინახე ბოლო მერხზე იჯდა ფანჯარასთან ნუშისებრი შავი თვალები და გრძელი წამწამები ქონდა ისე მომეწონა მისი თვალები გადავწყვიტე რომ ის მინდოდა და ჩემი უნდა ყოფილიყო - გამეცინა მოგონებებზე - ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთერთი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს მივიღე გაუცნობიერებლად ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ამ ხნის განმავლობაში ენრიმ პირველად აწია თავი და სახეში შემომხედა. მის სახეზე ინტერესს ვხედავდი. ცხვირზე ვაკოცე, ჩავიხუტე და გაღიმებულმა დავიწყე იმ დღის გახსენება.
- მისკენ წავედი, მის გვერდით გოგონა იჯდა არც კი მახსოვს ვინ, სკამიდან წამოვაგდე და მის გვერდით დავჯექი, ის კი საყვარელი ლეკვივით, თვალების ფახულით მიყურებდა
"- ვინ ხარ? ისე ვკითხე რომ თვალი არ მომიშორებია
- მე გურამი ვარ შენ?
- მე დანი ვარ და შენ ჩემი გუგა იქნები.
- მე გურამი ვარ და არც შენი ვარ.
- არ მომწონს შენი სახელი შენ ჩემი გუგა იქნები! - ვუთხარი და კისერზე ხელები მოვხვიე. ხელი მკრა და სკამიდან გადმომაგდო. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ვიღაცამ წინააღმდეგობა გამიწია, ამიტომ კიდევ უფრო მინდოდა ჩემი ყოფილიყო.
- ან ჩემი გუგა იქნები ან შენს თვალებს მომცემ! მე ისინე მომწონს!
- გაგიჟდი? ისინი ჩემია და მე მჭირდება! როგორ დავინახავ თუ შენ მოგცემ?
- მაშინ ჩემი გუგა ხარ! დავამთავრე ჩემი ხარ!
იმ დღეს იმდენი ვქენი რომ დავიმეგობრე, მაგრამ სახლში წასვლის დროს ის რომ დედას ცალკე მივყავდი არ მომეწონა ამიტომ გავიქეცი და გუგას მოვეხვიე. ხელი არ გაუშვი. არ მაინტერესებდა თუ ჩემი მეზობელი იყო და ახლოს ცხოვრობდა. ის ჩემი იყო! იმ დღეს კარგი გაყოლა კონცერტები ვატარე რატომღაც გუგაც ამყვა და ბოლოს მშობლები იძულებული გახდნენ გუგა ჩემთან დაეტოვათ. გუგა ერთადერთი ადამიანი იყო და არის ვისაც უფლება აქვს ჩემი ნივთები ისე აიღოს არ მკითხოს. იმ დღის მერე ყოველთვის ჩემი ტანსაცმელი ეცვა რადგან მისი ტანსაცმელი არ მომწონდა. ჩემს ოთახში ნელნელა გაჩნდა ორი საწოლი ორი სამეცადინო მაგიდა ორი კომპიუტერი და ორი გარდირობი ასე მოვდივართ ერთად უკვე 20 წელია.
ჰო, ახლა შენც ჩემი ტანსაცმელი გაცვია და წუხელ ერთ საწოლში გვეძინა ეს პირველად ხდება იცი?
ენრი უხერხულად შეიშმუშნა ისევ სიწითლემ დაფარა მისი ლოყები
- ენრი მოდი დავბეუნდეთ ოთახში ყავა დავლიოთ და საუბარი გავაგრძელოთ
- მე, მე უნდა წავიდე ბოდიში... ტანსაცმელს დაგიბრუნებ. - ცადა ჩემი ხელებიდან გათავისუფლება
- ენრი რამე სასწრაფო საქმე გაქვს? მე წაგიყვან და დაგელოდები. - არ მინდოდა მისი გაშვება.
- მე არა, არაფერი უბრალოდ მე, მე არ მინდა შენი შეწუხება.
- ენრი ასე არ თქვა პატარავ, არ მაწუხებ კარგი? მინდა რომ დღეს დარჩე. ხვალ წაგიყვან სახლში.
წელზე ხელი შემოვხვიე და სასტუმროსკენ გავუყევით გზას მომწონდა მისი სირცხვილისგან აწითლებული ლოყები საყვარელი იყო.
- იცი ჩემი გუგა ძალიან გახსნილი, თბილი და საყვარელია. მისი წყალობით მყავს მეგობრები რამზი, კობი, ლევი და ნი
ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევდით, რომ ყველაფერში საუკეთესოები ვყოფილიყავით. არავის ვაძლევდით უფლებას ჩვენ წინ ყოფილიყვნენ. ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ყველა ტურში რაც ქვეყნის მაშტაბით ტარდებოდა და ყოველთვის პირველ ადგილზე ვიყავით. ერთმანეთის სისუსტეებს ვავსებდით, ძლიერ მხარეებს ვიყენებდით, ამიტომ გუ-დანის გუნდს გვეძახდნენ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ვართ კიდეც. იცი ყველა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით მართალია სხვა და სხვა განხრაზე, მაგრამ ერთმანეთის საგნებსაც ვსწავლობდით ეს ჩვენი დაუწერელი კანონია თუ იცის ერთმა იცის ყველამ. ახლაც ყველანი ერთ სახლში ვცხოვრობთ როგორც ერთი დიდი ოჯახი.
ამ საუბრით სასტუმროში შევედით ვგრძნობ ენრის როგორ დაეძაბა სხეული უფრო მეტად მომიახლოვდა თავი დაეხარა თითქოს დამალვას ცდილობდა. სასტუმროს ლობი მოვათვალიერე ვიღაც ორი მამაკაცი მენეჯერს ესაუბრებოდა ამაში საგანგაშო არაფერია მაგრამ ენრის რეაქცია და მისი შრამები ზურგზე ჩემს შეშფოთებას იწვევდა.
- ენრი მენდობი? თავი დამიქნია ისე რომ არც კი შემოუხედავს თმებიდან სამაგრი მოვხსენი, სახეზე ჩამოვაფარე, ქურთუკის ქვეშ მოვიქციე, ორივე ხელი წელზე შემოვხვიე, მათკენ გავემართე და მენეჯერს მივმართე ისე თითქოს იქ მყოფი კაცები არც მაინტერესებდა
- უკაცრავად ჩემი ძმა თავს ცუდად გრძნობს თუ შეიძლება სიცხის დამწევი და გამაყუჩებელი გამომიგზავნეთ ნომერში. მაპატიეთ ხელი შეგიშალეთ, მაგრამ ჩემი ძმა ხშირად ავადმყოფობს და სახლიდან შორს პირველადაა.
ამ სიტყვებით ოთახხისკენ გავემართეთ. პირველად ვარ მადლობელი რომ უბრალო სასტუმროში დავბინავდი, სადაც არც კამერები და არც ლიფტია. ოთახში შევედით, მაგრამ არ მინდა მისი მოშორება. საწოლზე დავჯექით, მისი სახე ხელებში მოვიქციე, შუბლზე ვაკოცე, ჩემი შუბლი მისაზე მივადე, მისი სუნთქვა ჩემსაში ირეოდა, გული გამალებით მიცემდა, მაგრამ თავის კონტროლი უნდა მომეხერხებინა.
- ენრი ვინ იყო ისინი რატომ გეძებდნენ?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now