გაქცევა

28 7 0
                                    

მზიანი დილაა. საერთოდაც უცნაური ზამთარი იყო წელს. მზიანი დღეები უფრო მეტი იყო ვიდრე წვიმიანი, თოვლზე ხომ ზედმეტია საუბარი. ახლაც ასეთი ლამაზი დილაა. გუშინდელი ღამე კი საოცრება იყო. დანი ერთდროულად ნაზი და და უხეში იყო, თითქოს ერთ სხეულში ორი არსებაა თავმოყრილი. წუხელ პირველად ვიყავით ერთად აბაზანაში: ისე მბანდა, ისე მივლიდა ახლაც ჟრუანტელი მივლის გახსენებისას. ნეტავ ყელზე დატოვებული ნიშნები გაფერმკრთალდა? მას რომ კითხო ყველა უნდა მიხვდეს რომ ჩემი ხარო, ასეთი მესაკუთრეა? მაგრამ რას გვიმზადებს ცხოვრება როგორი ოჯახი ყავს? ერთი დღე რჩება ჩემს დაბადების დღემდე და ჩემი ნერვიულობაც უფრო იმატებს გული ცუდს მიგრძნობს რა მოხდება მისმა ოჯახმა რომ არ მიმიღოს დანი ხშირად საუბრობს ტელეფონზე და ამ დროს აივანზე გადის არ უნდა მე მოვისმინო ეს გულს მტკენს ამ ტკივილს ვერაფერს ვუხერხებ არც ის ბიჭი მავიწყდება ლეპტოპის ეკრანზე დანისთან ერთად როა
თავს აქეთ-იქით ვაქნევ ეს ფიქრები უნდა ამოვიგდო თავიდან საწოლიდან ვდგები აბაზანისკენ მივდივარ კარი ოდნავ შეღებულია დანის მხიარული ხმა ისმის ვიღაცას ესაუბრება კართან ვჩერდები არ მინდა ხელი შევუშალო
- იცი ვიღაც გავიცანი ძალიან საყვარელი და საინტერესო ადამიანია
- ჰოოო ანუ კიდევ ერთ წიგნს უნდა ველოდოთ? იმიტომ დაგვეკარგე ამდენი ხანი რომ მასზე წერ. ისე საუბრობ საინტერესო ცხოვრება უნდა ქონდეს- უპასუხა მეორე ხმამ
- მომენატრე სიცილით დაუბრუნა პასუხი.
- მეც მენატრები დანი იცი როგორ გვანერვიულე? ასე აღარასდროს მოიქცე აღარასდროს გაბედო ასე უნამუსოდ გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან
- კარგი კარგი - სიცილით პასუხობს დანი - გპირდები, აღარ გავქრები, მაპატიე და კიდევ იმაზე მალე დავბრუნდები ვიდრე გგონია წავედი უნდა ვიბანაო, თავს მიხედე მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ დანი. დროებით.
სამყარო თავზე დამემხო ის რაც მოვისმინე გულს ნაფლეთებად მიხევდა ახლა რა უნდა ვქნა ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს ამ ქვეყანაზე, სხვა უყვარს და მე კი თავის წიგნზე დასაწერად მიყენებს. მთლიანად განადგურებული ვარ. ამ ადამიანმა რამდენიმე წუთში მოახერხა ის რაც მამაჩემმა ვერ შეძლო წლების განმავლობაში. სულიერად გამანადგურა. ნუთუ ყველა მისი სიტყვა ყალბი იყო? ერთად ერთი სურვილი მაქვს სასწრაფოდ მოვშორდე ამ დაწყევლილ ადგილს და რაც შეიძლება შორს წავიდე. ფრთხილად მივდივარ კარადასთან ჩანთას ვიღებ ჩემს ტანსაცმელებს ვალაგებ. ხის ყუთს პირველი ვდებ მისი დაკარგვის უფლება არ მაქვს. დანის ნაყიდი ტანსაცმელებიდან მხოლოდ საღამურები და რამდენიმე საცვალი მიმაქვს მის სპორტულ ზედას რომელსაც მისი სუნი აქვს ფრთხილად ვდებ ჩანთაში თავზე ჰუდის ქუდს ვიფარებ ზევიდან ჩემს ჯინსის ქირთუკს ვიცმევ, არც პირბადე მავიწყდება და ოთახს სასწრაფოდ ვტოვებ სანამ დანი აბაზანიდან გამოვა.
სატუმროსთან ტაქსში ვჯდები მისამართს ვეუბნები და ისიც მიდის ვცდილობ არ ვიტირო, არაფერზე ვიფიქრო, ახლა ტირილის დრო არ არის.
კარზე ვაკაკუნებ ისევ არავინ მპასუხობს. თავიდანვე ამ ქალაქში იმიტომ ჩამოვედი რომ ძიძამ მთხოვა: სანამ ყველაფერი დაწყნარდება მის დეიდასთან ვყოფილიყავი, თან მარტოხელა ქალს დამლაპარაკებელი მაინც ეყოლებოდა, მაგრამ სახლში არ დამხვდა, სადღაც წავიდა მგონი დასასვენებლად და როგორც ჩანს კიდევ არ დაბრუნებულა. ის ხის ყუთიც მისთვის უნდა მიმეცა. არ ვიცი რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს ყუთი მაგრამ ძიძამ მთხოვა თან მითხრა მოვა დრო და გაიგებო მეც აღარ ჩავძიებივარ.
- ისვ მოხვედი შვილო? - ფიქრებიდან მოხუცმა მეზობლის ქალმა გამომიყვანა - ჯერ არ მოსულა და არც უთქვამს როდის მოვა
მადლობა გადავუხადე გარეთ გამოვედი ტაქსი გავაჩერე და ქალაქიდან გაყვანა ვთხოვე დანის მადლობელი ვარ მისი გაცნობის დღიდან არც ერთი კურუში არ დამიხარჯავს ფული იმდენი მაქვს სახლამდე მივაღწევ. სახლი... როგორი დიდი აზრი დევს ამ სიტყვაში მაგრამ სად არის ჩემი სახლი?
ტაქსიდან ჩამოვდივარ და ვცდილობ სტოპით გავაჩერო მანქანა ძალიან მეშინია, მაგრამ ახლა აქედან რაც შეიძლება შორს უნდა წავიდე. არ მინდა დანიმ მიპოვნოს საერთოდ თუ დამიწყებს ძებნას...
საჭესთან ქალი ზის ალბათ არ გამიჩერებს, მაგრამ ხელს მაინც ვუქნევ გაოცებული ვარ როცა მანქანას ფეხებთან მიჩერებს.
- წაგიყვანო? სასიამოვნო ხმა აქვს სწრაფად ვჯდები მანქანაში ის კი ინტერესით მომჩერებია
- დანი დანი მქვია ენის ბორძიკით ვამბობ არ ვიცი რატომ ვიტყუები თავდაცვა?
- კარგი დანი როგორც ჩანს მორცხვი ხარ არაუშავს მარტო სიარულს ჯობია.
მას ლუნა ჰქვია მხიარულია მაგრამ მისი თავი არ მაქვს. თითქოს გული ამომგლიჯეს, სული წამართვეს და ცარიელი ფიტული დატოვეს...
ღამის თორმეტი საათია ქალაქამდე ჩავაღწიე ლუნამ ბევრი რამ მიამბო მის შესახებ. ალბათ ნორმალური ცხოვრება რომ მქონოდა კარგი მეგობრები ვიქნებიდით.
სად უნდა წავიდე? სახლში ვერ დავბრუნდები მხოლოდ ერთი ადამიანი დამრჩა ვისთანაც მიმესვლება. არ მინდა მასთან მისვლა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს...
სადარბაზოში ფრთხილად შევდივარ გარშემო საეჭვოს ვერავის ვამჩნევ ალბათ მამაჩემის ხალხი მიხვდა რომ აქ არ ვიყავი და თვალთვალი შეწყვიტეს. კარზე ვაკაკუნებ - ვინ არის? შეშფოთებული ხმა ისმის კარის მიღმა
- ლიზი... გამიღებ?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now