ძალიან გგავს

29 4 0
                                    

რაც ენრიმ მიმატოვა ორ თვეში ხუთი წელი გახდება და ხუთი ნაბიჯითაც კი ვერ წავიწიე წინ ყველაფერი ერთფეროვანი გახდა აღარ ვიცი რა ვქნა გუგაც აღარ არის ჩემს გვერდით, ყველა დღე ისევ ბარში ვარ ისევ ვსვავ მაგრამ აღარავისკენ გახედვის სურვილი არ მაქვს რამდენჯერმე წავიყვანე ქალი მაგრამ არანაირი რეაქცია, რამდენჯერმე ვცადე ბიჭთან სექსი მაგრამ ყველაფერი ჩემი ტვალეტში გაქცევით და გულის არევით დამთავრდა. თავს ვერაფერს ვუხერხებ ვერც ვაიძულებ. გვერდით აღარავინ მყავს მხოლოდ კობი, რომელსაც ჩვენი ბიზნესის საქმეები დააწვა მხრებზე და იმდენად დაღლილი მოდის სახლში ხშირად წყლის გადავლების თავიც არ აქვს. ერიკა და გუგა დაახლოვდნენ, მაგრამ თითქოს ერთ ადგილზე არიან გაყინულები. მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის ჩახუტებით და შუბლზე კოცნით შემოიფარგლება. არა და არც ერთი არ არის ერთმანეთს მიმართ გულგრილი.
ინი და ლევის ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრობას გასცდა, მაგრამ ორივე კარგად მალავს. კაბინეტის ჩხრეკის დროს შეუსწრო თემურმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ლევმა ინი მაგიდაზე გადააწვინა და კოცნა დაუწყო რაღაც ახლის ცდა გვინდოდა და ხელი შეგვიშალეო, იქით დაადანაშაულა თემური. ასეთი მომენტები რამდენჯერმე ჰქონდათ. სამაგიეროდ თემური დაარწმუნეს რომ ეს ორი ექსტრემალურ სექსზე გიჟდებოდა ამიტომ უფრო თავისუფლად შედიოდნენ ნებისმიერ ოთახში. ვფიქრობ მათ ეშინიათ საკუთარი გრძნობების აღიარება. ან თუ რამე ისე არ წავა იმ მეგობრობის დაკარგვა არ უნდათ, რაც აქვთ და ორივე თავს იკავებს. მხოლოდ რამზის აქვს აქტიური ცხოვრება როცა ისვენებს ყოველთვის თავის ამპლუაშია წვეულებები გართობა ქალები...
დედექტივმა ვერაფერი გაარკვია გარდა იმისა რომ ლიზი გარდაიცვალა ამ ამბავმა ყველა დაგვამწუხრა ერიკამ და თათამ ძალიან განიცადეს ეს ამბავი სხვა ვერაფერი გავარკვიეთ მამაჩემთანაც კი ჩავედი და მთელი ერთი კვირა მოსვენებას არ ვაძლევდი სახლში თუ სამუშაოზე ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე ლიზის და ენრის საავადმყოფო ისტორია მოვაძებნინე. ენრიზე მხოლოდ ის იყო რაც უკვე ვიცოდი მაგრამ ლიზის ისტორიის ნახვას სპეციალური ნებართვა უნდოდა რომელიც რა თქმა უნდა ვერ მოვიპოვეთ მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ენრის ვიღაც აფარებდა ხელს და მალავდა ყველასა და ყველაფრისგან მაგრამ ეს ვიღაც თემური ნამდვილად არ იყო რადგან მის ინტერესში ნამდვილად შედიოდა ენრის გამოჩენა სხვანაირად ერიკა მის ქონებას ვერ მისცემდა. უფრო მეტიც, გავარკვიეთ რომ თუ ენრი არ გამოჩნდებოდა როცა ისინი ოცდახუთი წლისები გახდებოდნენ მათი მემკვიდრეობით მიღებული ქონება შეჩერდებოდა თუ რომელიმეს გარდაცვალება ან დაკარგვა დადასტურდებოდა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდა მეორე მემკვიდრეობის მიღებას რაც იმას ნიშნავს რომ ერიკას და მამამისს მხოლოდ ორი წელი აქვთ მის საპოვნელად ამ ინფორმაციამ თემური შოკში ჩააგდო რადგან ეს ინფორმაცია მისთვის მიუწვდომელი იყო ლევისთვის კი მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი რომ ერიკას ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსით ფირმის ადვოკატებს შეუერთდა და და ცდილობდა შეუმჩნევლად მოეპოვებინა ინფორმაცია. თან თანამშრომლების ნდობაც დაემსახურებინა რაც წარმატებით მოახერხა
ახალი წელი მოდის ამ წელს დაგეგმილი გვაქვს ყველა ერთად შევხვდეთ. ერიკას სახლში აღვნიშნავთ რადგან თემურს მარტო ვერ დატოვებენ, მე კი სულაც არ მეხალისება ეს ახალი წელი დიდად არც ჩემი წიგნის საქმე მიდის წინ არ ვიცი როგორ დავამთავრო რაღაც გრანდიოზული მინდა მაგრამ თავში არაფერი მომდის
კობიმ ძალით წამომათრია პროდუქტებია საყიდელი ყველაფერს ვყიდულობთ მაგრამ ბედი არ გინდა? შოკოლადები რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის არც ერთ მაღაზიაში არაა. ბოლოს როგორც იქნა მივაგენით სადღაც გარე უბანში მიგვასწავლეს მარკეტში დავბოდიალობ ლუდის მაცივრებისკენ მივდივარ პატარა ბავშვს ვამჩნევ ცდილობს დახლიდან ატმის წვენი აიღოს მეღიმება მასთან მივდივარ
- მარტო ხარ პატარავ? დაგეხმარო?
- ის წვენი მინდა - ხელი ატმის წვენისკენ გაიშვირა მე კი ადგილზე გავშეშდი ჩემს წინ თითქოს დაპატარავებული ენრი იდგა ოღონდ მას ცისფერი თვალები ჰქონდა და ქუდის ქვეშიდან ქერა კულულები უჩანდა - არ დამეხმარები ბიძია? - მისმა კითხვამ გონზე მომიყვანა ატმის წვენს ვაწვდი
- ეს არ მომწონს მეორე მინდა
ავტომატურად ვაძლევ იმ წვენს რომელზეც მეუბნება ეს ბავშვი გარდა იმისა რომ ენრის გავდა იმ წვენს ითხოვდა რომელიც ენრის მოსწონდა ეს ფირმის წვენი შემთხვევით აღმოვაჩინეთ მას შემდეგ ენრი მხოლოდ ამ წვენს სვავდა
- მეორეც მომეცი ჩემს ანგელოზს უნდა წავუღო
- ანგელოზი გყავს? - მისი ასეთი საუბარი მახალისებს
- ჩემი დაა ჩემი ანგელოზი მე მასზე უნდა ვიზრუნო - ეს ერთი ციდა არსება ისე დიდი კაცივით ლაპარაკობდა აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი
- მარტო ხარ პატარავ?
- მე შენი პატარა არ ვარ დიდი ვარ თან აქ დედასთან ერთად ვარ - ლოყები დაბერა და ტუჩები წინ გამოსწია იმის საჩვენებლად რომ გაბრაზდა ღმერთო როგორი საყვარელია მის ასეთ მიმიკაზე გამეცინა - კარგი დიდო ბიჭო მაშინ რა გქვია?
- დანი მქვია დედას უნდოდა ეს სახელი მრქმეოდა - ისეთი სიამაყით მითხრა პირველად ვიგრძენი თუ როგორი კარგი ყოფილა ჩემი სახელი
- სასიამოვნოა დანი იცი მეც დანი ვარ
- ჰაჰაჰაჰა რა სასაცილო ბიძია ხარ
- კარგი დანი მოდი შენი დედა ვიპოვოთ.
თავი დამიქნია სალაროსთან მივდივარ ვფიქრობ გასასვლელ კართან მივალთ რადგან ნებისმიერი ადამიანი ვინც მარკეტშია ამ გზით უნდა გავიდეს სალაროსთან საკმაოდ უცნაური სიტუაცია მხვდება კობის ვიღაც გოგო მოხტომია ზურგზე და ლანძღვით ცდილობს პირში ჯერ კიდევ გაუხსნელად ჩადებული შოკოლადი წაართვას
- დედააა - დანის ვიჭერ ხელში ამყავს
- ისაა დედაშენი? - გაბრაზებული თავს მიქნევს
- გამიშვი ის ბიძია უნდა ვცემო დედაჩემს ატკენს
- დანი მოდი ეს წვენები ვიყიდოთ და მათ გარეთ დაველოდოთ რადგან მალე დაცვა გაყრის ორივეს
წვენის ფულს ვიხდი გარეთ გავდივარ და ისეთ ადგილას ვჩერდები საიდანაც ეს ორი მოჩხუბარი კარგად ჩანს
- ბიძია დედას არ ატკენენ?
- არა დანი დედაშენი კარგად იქნება მაგრამ ვფიქრობ ჩემი მეგობარი საავადმყოფოში გახდება წასაყვანი იმდენი ნაკაწრები ექნება - საუბრის დამთავრებას ვერ ვასწრებ რომ კობი გარეთ გამოდის და ზურგზე მომჯდარ გოგოს მოათრევს
- ახლავე გამოაგდე მაიმუნო ეს ჩემი შოკოლადია ასე ვერ შეჭამ - გაბრაზებული ლანძღავს გოგო ცალი ხელი შოკოლადზე აქვს მოკიდებული ცალი ხელი თემებში აქვს ჩაკიდებული
- ახლავე მომშორდი კოალა ეს ჩემი შოკოლადია კობი გაბრაზებული ცრის სიტყვებს კბილებში
- დედაა - ყვირის დანი მე კი სიცილს ვერ ვიკავებ და სურათებს ვუღებ ასეთი კობის ნახვა ისეთი სახალისოა ეს ახალგაზრდა მოხუცი იდგა და პატარა ბავშვივით შოკოლადის გამო ჩხუბობდა
- კარგით როდემდე უნდა კაწროთ ერთმანეთი მომეცი და მაგ შოკოლადს მე და დანი შევჭამთ
- არა ჩემია - ორივემ ერთდროულად იყვირა
მე კი უბრალოდ გამოვტაცე შოკოლადი და დანის ვაძლევ
- გაბედეთ და ბავშვს გამოართვით - ახლა მე ვბრაზობ
ვიცი კობისთვის რას ნიშნავს ეს შოკოლადი მაგრამ ასე ხომ ვერ იქნებოდა?
შოკოლადს ვხსნი და დანის ვაჭმევ ორივე კი ისე მიყურებს რომ შეეძლოთ დაუფიქრებლად. მომკლავდნენ.
ამ პატარა საოცრებასთან განშორება არ მინდა მაგრამ ვინ რას გაცდის გოგო დანის ხელებიდან მართმევს შემდეგ კობისკენ ბრუნდება
- საზიზღარი მაიმუნი - ენას უყოფს და გაბრაზებული გვშორდება
კობის ვიჭერ რადგან ისეა გაცეცხლებული მეშინია არ დაავიწყდეს რომ ის ქალია თუმცა მაინც აწევს რაამდენიმე სიტყვას
- მომაბეზრებელი კოალა
დანისთან დაშორებამ გული დამწყვიტა ასე მეგონა დიდი ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და უცებ მომაშორეს ის ჩემს ენრის გავდა მე კი სიკვდილამდე მენატრებოდა...
ახლა მხოლოდ დალევა მინდა მაღაზიაში ვბრუნდები ვისკს ვყიდულობ და დალევას ვიწყებ სახლში ძლივს შევდივარ კობი არ მეხმარება გაბრაზებულია შოკოლადის გამო თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს სახლი ენრი და ის პატარა ბავშვი ისევ სახლი, ენრი და ვიცი როგორც დავამთავრებ ჩემს წიგნს....

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now