ბიბლიოთეკა

22 5 0
                                    

რაც სახლში დავბრუნდი ნელ ნელა ყველაფერი დალაგდა ვერც მე და ვერც ძიძა ვერ ვიგებთ რამ აიძულა მამაჩემი შეცვლილიყო ხშირად კარგ ხასიათზეა ამბობს შვილიშვილებს რომ დავინახავ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო ჩვენც ვპირდებით, როგორც კი ჩემი და გუგას კონტრაქტი დამთავრდება, რამდენ შვილიშვილსაც იტყვით იმდენს ვიყოლიებთო. პირველად რომ მისი სიცილი ვნახე შოკში ვიყავი ხშირად ვფიქრობ რომ ლევმა და გუგამ იქონიეს გავლენა მის აზროვნებაზე ნეტავ ენრიც აქ იყოს ხუთი წელზე მეტია არ მინახავს ძალიან მენატრება ვგრძნობ როდის არის ცუდად და როდის კარგად ამ ბოლო დროს კი გულში უცნაური სიმძიმე აღარ მაწუხებს რაც იმის ნიშანია რომ ენრი კარგად არის მაგრამ წუხელ რატომღაც აფორიაქებულს გამეღვიძა ვერ დავიძინე იმდენი ვიწრიალე გუგაც გავაღვიძე მე და გუგა ისევ ცოლ-ქმარს ვთამაშობთ ერთ საწოლში ვწევართ ხშირად მეხუტება შუბლზე მკოცნის რამდენჯერმე ინტიმური შეხებები და კოცნაც გვქონდა მაგრამ ყოველთვის ვცდილობ დისტანცია დავიჭირო არასდროს მავიწყდება რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდება.
დილით ადრე ავდექი. საწოლში წოლას რა აზრი ქონდა გულს ვერაფერს ვუხერხებ. დაბლა ჩამოვდივარ ვფიქრობ ყავა დავლიო სამზარეულოში ლევი მხვდება:
- ისევ არ გძინავს? ყელი კიდევ გტკივა?
- კარგად ვარ გმადლობ - გაკვირვებული ვარ ისევ? ყელი? როდის მტკიოდა.
ყავის ჭიქით ხალში ნაძვის ხესთან მივდივარ და ანგელოზი რომელიც დედამ მაჩუქა ხეზე აღარ კიდია ყველგან ვეძებ მაგრამ არსადაა არავინ არაფერი იცის ვერ ვმშვიდდები კამერების ოთახში შევდივარ და ვცდილობ ვნახო რა მოხდა. ოთახში ვიღაც ორი ადამიანი შემოდის კიბეებზე ადიან რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოდიან ნაძვის ხესთან ჩერდებიან ერთი იმალება მეორე ლევს ესაუბრება შემდეგ ანგელოზს ხსნის ნაძვიდან და ისევ ისე მიდიან როგორც მოვიდნენ. ჩანაწერის წაშლას ვასწრებ დაცვას ვებოდიშები შეცდომით მომივიდათქო.
სასადილოში მაგიდასთან ვსხედვართ რატომღაც არაფრის სურვილი არ მაქვს იმ მხარეს საიდანაც შემოვიდნენ და გავიდნენ უკანა ეზოა რაც იმას ნიშნავს რომ....
- ენრი - სახელი ჩემს და უნებურად ხმამაღლა წამომცდა ყველამ მე შემომხრდა კითხვები მომაყარეს
- მე უბრალოდ რაღაც ვიგრძენი მაპატიეთ - შეშინებული ვიტყუები არ ვიცი რა მაიძულებს ტყუილის თქმას რაღაც შინაგანად მკარნახობს რომ გავჩუმდე ენრი ჩემი ენრი სახლში დაბრუნდა ნუთუ არ იცის ჩემს შესახებ? ის ბიჭი ვინ იყო? დანის რა ვუთხრა? ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დავუახლოვდი ვიცი როგორ უყვარს ჩემი ძმა როგორ ენატრება მაგრამ ის ბიჭი? დანი მეცოდება არ ვიცი რა ვქნა. ფიქრებით ისე გავერთე ვერც მივხვდი ენრის ოთახთან როგორ მივედი ოთახში არაფერია შეცვლილი ყველა კვირას ვალაგებ არც ვიცი რისი იმედი მაქვს მაგიდაზე რვეულს ვხედავ ეს მე არ დამიდია ასე გადავშალე და ფურცელი მოხეული აქვს გულმა გამალებით დაიწყო ცემა საწოლის ლეიბს ვწევ და ფურცელის ნაგლეჯს ვიღებ: მომენატრე მიჩე დავბრუნდები. ცრემლები თავისით ჩამომდის, თავს ვერ ვიკავებ, ძირს ვჯდები და ტირილს ვიწყებ. ოთახში გუგა შემოდის ხელში მიყვანს, საწოლზე მაწვენს, თვითონაც გვერდით მიწვება, პატარა ბავშვივით მეფერება, მამშვიდებს მკოცნის სასიამოვნო სიტყვებს მეჩურჩულება.
- რამდენად ძვირფასი ვარ შენთვის? - ვეკითხები და მის მკერდში ვიმალები
გულში მიხუტებს ყელში მკოცნის
- ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის
- დანიზე მნიშვნელოვანი?
გაკვირვებული მიყურებს - ეს რა კითხვაა ანგელოზო? დანი ჩემთვის ძმაა შენ ჩემი მეორე ნახევარი შენთვის მოვკვდები კიდეც მაგრამ გთხოვ არასოდეს მაიძულო არჩევანის გაკეთება თქვენ ორს შორის - გულში მიხუტებს თავზე მეფერება მეც ნელნელა ვმშვიდდები.
ისევ ის შეგრძნება მაღვიძებს საწოლიდან ვდგები მალე ისეც გათენდება სამზარეულოში ყავას ვამზადებ არვიცი რა ვქნა თითქოს ეს სახლი დაპატარავდა ჩემი ადგილი არაა სახლში სიარულს ვიწყებ ვერ ვისვენებ რატომ დაბრუნდა ან რატომ არ მომძებნა ეს წერილი ჩემთვის დატოვა მაგრამ რატომ წერილი მამაჩვენის ეშინია? ამ ფიქრებით ვერც ვამჩნევ სახლის ამ ნაწილში როდის მოვედი. ბიბლიოთეკიდან თითქოს სუსტმა შუქმა გაიელვა. სახელური ჩამოვწიე, მაგრამ დაკეტილია. ამან დამაეჭვა გასაღები მჭირდება. სასწრაფოდ უკან ვბრუნდები კაბინეტში შევდივარ დაუფიქრებელი საქციელია ჩემი აქ შემოსვლა მაგრამ ბიბლიოთეკაში უნდა შევიდე...
ბიბლიოთეკაში შუქს ვანთებ გაოცებული ვარ ყველაფერი მტვრით და ობობის ქსელებითაა სავსე მაგრამ აშკარად ემჩნევა ფეხსაცმელების კვალი მაგიდა კი გადაწმენდილია ყველაფერს ვაკვირდები აღელვებული ვარ მაგრამ თან მეშინია ვხვდები რომ აქ ერთზე მეტი ადამიანი იყო თანაც რამდენიმე წუთის წინ ნაკვალევს მივდევ კუთხის კედელთან ჩერდება ვაკვირდები და სულ ოდნავ კედელს ფორმა აქვს შეცვლილი სასწრაფოდ ვტოვებ ბიბლიოთეკას ოთახში ვბრუნდები და გუგას ვაღვიძებ
- ადექი რასაც დაინახავ და გაიგებ ჩვენს შორის რჩება არავის ეუბნები არც დანიის - გუგა თვალებში მიყურებს და თავს მიქნევს - მპირდები?
- გპირდები ანგელოზო
- ენრი ჩუმად დაბრუნდა მისაღების კამერები შეამოწმე თან ხაზზე იყავი არავინ უნდა გაიგოს მე ბიბლიოთეკაში ავალ ვფიქრობ ვერ მოასწრო სახლიდან გასვლა
ბიბლიოთეკაში ვბრუნდები კედელთან მივდივარ ვცდილობ გავიგო რატომაა ასე ეს კედელი და ჩემდა გასაკვირად კედელი იხსნება ტელეფონის შუქს ვრთავ კარგად ვაკვირდები ვიწრო დერეფანია ჩამრთველს ვპოულობ და მთელი დერეფანი ნათდება
- ერიკა - გუგა მეძახის სასწრაფოდ გამოვდივარ და მას ვეჯახები
- აქ რა გინდა - ვჩურჩულებ - წადი კამერები შეამოწმე
- ახლა შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ
გუგა პირველი შედის შესასვლელში მე უკან მივდევ
- ეს რა ადგილია ანგელოზო?
- წარმოდგენა არ მაქვს - ვპასუხობ ჩურჩულით დერეფნის ბოლოს კართან მივდივართ გუგა ჩერდება და მაიძულებს ყური დავუგდო ძლივს ვარჩევ სიტყვებს ისე ხმა დაბლა საუბრობენ
- დაღამებამდე მოგვიწევს მოცდა - თითქოს ნაცნობი ხმაა მაგრამ ვერ ვიხსენებ
- ტელეფონი არ იჭერს ლილი ინერვიულებს და ბავშვები? - ენრი ეს აშკარად ენრის ხმაა მოთმენა აღარ მინდა კარებს ვაღებ და დევიდს ვეჩეხები
- დევიდ - შიშისაგან შევკივლე გუგა წინ მიდგება, მუშტს იქნევს მაგრამ ჩემს და გასაკვირად წამებში დევიდის წინ ენრი ჩნდება და გუგას მოქნეულ მუშტს ბლოკავს
- არ გაბედო - მისი ხმა ისეთი ცივი და მბრძანებლულია სისხლი მეყინება მაგრამ ეს მაინც ჩემი ენრია
- ენრი მომენატრე - ხმის კანკალით ვამბობ გუგას ხელით ვწევ და ენრის ვეხუტები ცრემლები თავისით მომდის. რამდენი ხანი ველოდი მის ნახვას. მის გვერდით თავს სრულფასოვნად ვგრძნობ თუნდაც საშინელი და მტკივნეული ცხოვრება გვქონდეს, ჩვენ მაინც ერთნი ვართ, ერთი მთლიანი როგორც გაჭრილი ვაშლის სხვადასხვა ნაწილები.

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now