სასოწარკვეთა

18 4 0
                                    

ტელეფონი ხელიდან მივარდება საწოლთან ვიკეცები რამდენიმე წამი მჭირდება სხეულის დასამორჩილებლად. კარს ვაღებ და მთელი ხმით ვღრიალებ
- მოხუცო! სად ხარ მოხუცო?
საძინებელში არ არის კაბინეტში გავრბივარ, კარებს ვხსნი. გაგიჟებას აღარაფერი მიკლია
- მოხუცო მივდივარ! - კაბინეტში მაგიდას ყველა ის ადამიანი უზის ვინც ამ დღეებში გავიცანი როგორც ადვოკატები, ბუღალტრები, მოადგილეები, დამხმარეები და და დაცვის უფროსები. ყველას შეშფოთებული სახე აქვს. თვითონ მოხუციც ისე გამოიყურება თითქოს რომელიღაც სასიში ფილმიდან გადმოსული მოჩვენება იყოს. მათი შეკრებით და სახეებით ვხვდები რომ უკვე ყველაფერი იციან - თქვენ ახლა აქ არ უნდა იყოთ ბატონო გიორგი მაშინ როცა არც კი ვიცით ლილი როგორაა.
- ლილი საავადმყოფოშია შვილო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ ისინი კარგად იყონ. შენი წასვლა კი არ შეიძლება. შემდეგი სამიზნე შენ იქნები. - მოხუცის ხმა მშვიდია მაგრამ მწუხარებით სავსე.
- აქ ვერ გამაჩერებთ მაშინ როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ვჭირდები. არ მიღირს არავინ და არაფერი მათ გარეშე. - ვცდილობ არ ვიყვირო თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ გამომდის.
- ვიცი, მაგრამ..
ვცდილობ თავი გავაკონტროლო გაღიზიანებული ვარ ყველაფერზე საშინლად ვბრაზობ.
- მე ვთქვი რომ მივდივარ! ან დამეთანხმებით და გვერდში დამიდგებით, ან გააგეძელეთ რასაც აკეთებდით, ოღონდ უჩემოდ - ჩემი ხმა საკმაოდ მყარი და უხეშია - წავედით ბატონო გიორგი - ოთახიდან გავდივარ და გიორგიც ხმის ამოუღებლად მომდევს როცა იმ ქალის ხმა მეწევა
- ასე ყველაფერს საფრთხეს შეუქმნით ბატონო ენრი მათ შორის ყველა ჩვენგანს.
ვჩერდები უკან ვტრიალდები
- მე მივდივარ თქვენ კი ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ გაარკვიეთ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ვინც არ უნდა იყოს ჩემგან დანდობას ნუ დაელოდება. ყველამ ილოცოს რომ ლილი და ჩემი პატარები უვნებლები იყვნენ! - ჩემი ხმა მე თვითონ მაშინებს რაღაც დაუოკებელ მრისხანებას ვგრძნობ არ ვიცი რა შეიცვალა ჩემში, როდის გავხდი ასეთი მაგრამ ახლა ყველაფერს დაუფიქრებლად განადგურება შემიძლია. ასეთი რამ არასდროს განმიცდია ვცდილობ თავის ხელში აყვანას, მაგრამ ეს რაღაც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება. - თქვენგან ინფორმაციას ველოდები იმედი არ გამიცრუო მოხუცო!
საავადმყოფოში გიჟივით შევრბივარ არ მახსოვს აქამდე რიგორ მოვედი
- სად არის? გოგონა რომელიც უგონოდ მოიყვანეს სად არის? - მიმღებში შიშისგან აწურულ გოგოს ვუყვირი. პასუხის გაცემისთანავე კიბეებზე ავრბივარ ლიფტის დალოდების თავი არ მაქვს. გიორგი აქოშინებული მომდევს სახეზე ისედაც არ ედო ფერი ახლა კი მთლად მომაკვდავს დაემსგავსა.
საოპერაციოს წინ ძალით მაჩერებენ დევიდი და ვიღაც ბიჭი მიჭერს
- ენრი დამშვიდდი გთხოვ მიეცი ექიმებს საშუალება თავის საქმე გააკეთონ - დევიდი ცდილობს ყურადღება მასზე გადამატანინოს
ვჩერდები მაგრამ როგორ გინდა დამშვიდდე საავადმყოფოს კალიდორს ვათვალიერებ. გიორგი სკამზე ზის თავი ხელებში აქვს ჩარგული მხრები უცახცახებს ცდილობს არ იტიროს. ის ბიჭი კი ვინც წუთის წინ ჩემს შეჩერებას ცდილობდა საოპერაციოს კართან კედელს მხრებით ეყრდნობა მაისური მთლად სისხლიანი აქვს ეტყობა ფეხზე დგომაც უჭირს. მასთან ექთანი მიდის და დახმარებას სთავაზობს მაგრამ უარს ამბობს. კარგად ვაკვირდები ის ბიჭია კაფედან, ლილის რომ შოკოლადებზე ეჩხუბა. მასთან მივდივარ მის წინ ვდგები
- მომიყევი! რა მოხდა მომიყევი! - კბილებში ვცრი არ მინდა ჩემი მრისხანება ნებისმიერზე ვანთხიო ჩემში სუსტად, მაგრამ საღად მოაზროვნე რაღაც ნაწილი ჯიუტად მიბიძგებს სიმართლის გარკვევისკენ და ვფიქრობ ეს ადამიანი ყველაზე ახლოა მომხდარ მოვლენებთან.
- ლილის და ბავშვებს სახლში ვაცილებდი კაფედან გამოვედით თუ არა ორი მანქანა საშინელი სისწრაფით წამოვიდა ჩვენსკენ ძალიან ბევრი იყვნენ ჩხუბი დაგვიწყეს. როგორც ჩანს ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა მათი მოსვლისას ვინც გაქცევა შეძლო მათ პოლიცია გაედევნა ვინც ვერ გადაგვირჩა ზოგი საოპერაციოშია ზოგი მორგში - ცალყბად ჩაეცინა მის თვალებში უცნაური სხივი გაკრთა მთელ ტანზე დამბურძგლა ეს არ იყო ნორმალური ადამიანის გამოხედვა მაგრამ მალევე მწუხარება ჩაუდგა თვალებში - ერთი წუთით ყურადღება გამეფანტა, მოქნეული დანა ვერ დავინახე და ლილი - ხმა უწყდება ცრემლები ცვივა ერთი შეხედვითაც ჩანს როგორ იტანჯება.
- ბავშვები სად არიან დევიდ რა გაარკვიე?
დევიდი თავჩახრილი დგას ჩემს წინ
- ისინი მაშინვე გაიქცნენ როგორც კი ჩხუბი დაიწყო - მესმის ჩემს ზურგს უკნიდან. ვტრიალდები და კალიასკაში მჯდომ იმ ბიჭს ვხედავ კაფეში რამზით რომ გამეცნო ხელ - ფეხი თაბაშირში აქვს თავი დაბინტული ცალი თვალი ისე აქვს დასიებული ვერც იხედება- მათ იპოვიან არ ინერვიულო ის მოკვდება და მაინც იპოვის...
- ვინ? ვინ იპოვის? ვინ არის ის.. - წინ დევიდი მიდგება ხალებს ისე მხვევს რომ გამოძრავება ვერ შევძლო
- დამშვიდდი პატარავ ყველაფერს მოვაგვარებთ. შენ კი ექთანს გაყევი ჭრილობები დაიმუშავე ლილის კიდევ დაჭირდები.
- კობი გთხოვ ჩვენი გულისთვის ლილის გულისთვის ექთანს გაყევი. - რამზი ცდილობს მის დაყოლიებას.
დრო საშინლად იწელება კობი უკვე პალატაშია ჭრილობებს უსუფთავებენ, რამზის თავი უკან აქვს გადაგდებული სავარძლის საზურგეზე, დევიდი უშედეგოდ ცდილობს ვიღაცასთან დარეკვას, გიორგი კი მოსაცდელში არაა. ასეთ დროს წასვლა როგორ შეუძლია?
ტელეფონი რეკავს დევიდი სასწრაფოდ პასუხობს:
- მადლობა ღმერთს - მესმის როგორ ამბობს ტირილნარევი ხმით მასთან ახლოს მივდივარ მაგრამ ხელით მწევს არ მომწონს მისი ასეთი მოქმედება მაგრამ ვჩერდები.
- გაჩუმდი არ მითხრა! უბრალოდ მოკიდე ხელი ბავშვებს და წადით ისეთ ადგილას სადაც მხოლოდ შენ გეცოდინება არავის უთხრა სად ხართ უბრალოდ წაიყვანე ისინი შორს ამ ჯოჯოხეთიდან. - საუბრისას დევიდი პატარა ბავშვივით იწყებს ქვითინს - ფულს შენს სახელზე დავრიცხავ საკმარისზე მეტს რომ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ სანამ სიტუაცია დალაგდება.
ვცდილობ გავარკვიო ვის ესაუბრება მაგრამ არაფერი გამომდის.
- კარგადაა ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად. ტელე აღარ გათიშო ხაზზე დარჩი მანამ სანამ ქალაქიდან არ გახვალთ და რაც შეიძლება მალე წადით მე ენრის გავაგებინებ რომ ბავშვები კარგად არიან. - ამ სიტყვების შემდეგ ტელეფონს თიშავს და ღიმილით მეხვევა
- ბავშვები კარგად არიან საიმედო ადგილას.
- მადლობა ღმერთს ჩემი პატარები - ვგრძნობ როგორ მეხსნება მხრებიდან სიმძიმე, როგორ ივსება ჩემი ფილტვები საავადმყოფოს წამლებისგან გაჟღენთილი ჰაერით, რიგორ მიბრუნდება აზროვნება. ახლა მთავარია ლილი გადარჩეს მერე ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებ ამ ყველაფერს არ მივცემ უფლებას ამ ჭაობმა ჩაითრიოს ჩემი საყვარელი ადამიანები. ჭაობმა რომელიც სავსეა გვამებით და უნამუსო, ადამიანობა დაკარგული ხალხით, რომელსაც სისხლის და სიბინძურის სუნი აქვს.
- ვინ არის ენდობი?
-კი ენრი ვენდობი. ისე მიხედავს როგორც მე მივხედავდი.
- დევიდ დარწმუნებული ხარ? მართლა ენდობი იმ ადამიან ვისთანაც ახლა ბავშვებია?
- ნუ დარდობ ენრი მასთან კარგად იქნებიან საფრთხე არ დაემუქრებათ.
საუბარს ექიმი გვაწყვეტინებს. წამები საუკუნედ მეჩვენება. ექიმს ისეთი გადაღლილი სახე აქვს ვერ ვხვდები რას გვეტყვის
- მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები აღდგენილია, მაგრამ ახლა მის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ სხვას ვერაფერს გეტყვით დანარჩენი მასზეა დამოკიდებული კარგია რომ ახალგაზრდაა. - სანამ რომელიმე რამეს იტყვის ექიმი გვტოვებს მაგრამ გზას კობი უღობავს. არც კი ვიცი როგორ გაჩნდა დერეფანში. წუთში იმდენი კითხვა დასვა ნორმალურად გააზრებაც კი ვერ მოვასწარი.
- იცოცხლებს ახლა მხოლოდ ლოდინი შეგვიძლია - გადაღლილი ხმით უთხრა ექიმმა და სიარული გააგრძელა.
დერეფანი გოგოს წიკვინა ხმამ აავსო ინია ერიკას სახლში რომ იყო. კობის მივარდა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა როგორც კი დარწმუნდა რომ კარგად იყო რამდენჯერმე დაარტყა გაოცებას ვერ ვმალავ
- ეს იმიტომ რომ თავი ვერ დაიცავი და კიდევ იმიტომ რომ მანერვიულე - ჯერი რამზიზე მიდგა არც მას დააკლო მასთან ერთად მოსულმა ბიჭმა ძლივს დაიჭირა. როგორც კი დაწყნარდა ახლა ჩემზე გადმოვიდა
- ისევ ყველაფერი შენს გამოა. როდის მორჩები დამალობანას?
- შენ კი ისევ ალქაჯი ხარ - დევიდი ჩვენს შორის დგება გაბრაზებული
- ახლა ყველაზე ცუდი დროა იმის გასარკვევად ვინ იმალება და ვინ ალქაჯია. მგონი ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი - ინს მასთან ერთად მოსული ბიჭი უახლოვდება მხრებზე ხელს ხვევს მისი ხმა მშვიდი და რაღაც მბრძანებლურია მისი შეხედულება და ჩაცმულობა ისეთია ალბათ ნებისმიერ მსახიობს შეშურდება. ლამაზია და მამაკაცურიც, თავდაჯერებული და საოცრად მშვიდი.
- მე ლევი ვარ გუგას და ერიკას მეგობარი - ხელი ჩამოგვართვა და მაშინვე საქმეზე გადავიდა - მე მამაშენთან ვმუშაობ ადვოკატად ბევრი საკითხია რაც უნდა განვიხილოთ ასევე ის ხალხი ვინც თავს დაესხათ. ყველაფერი მისახედია. გთავაზობთ სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ და ვისაუბროთ ლილის აქ ვერაფერს გავუკეთებთ. აქ ლოდინი დროის კარგვაა.
ლიფტის კარი იხსნება იქიდან მოხუცი შემოდის უკან კი გიორგი მოყვება
- რას მეტყვი მოხუცო? - თვალებს ვუსწორებ და პასუხს ველოდები
- ეს საავადმყოფო ჩვენია. ბოლო სართულზე შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ იქ ვერავინ ამოვა სპეციალური პერსონალის გარდა.
მოხუცს უხმოდ მივდევ.
ყცელანი ბოლო სართულზე დიდ კაბინეტში შევდივართ გაოცებული ვარ საავადმყოფოებში ასეთი კაბინეტები რაში ჭირდებათ?
გრძელი მაგიდის გარშემო ყველა ადგილს იკავებს მაგიდის თავში და ბოლოში მე და მოხუცი ვზივართ მიკვირს რომ გუგას მეგობრებიც ჩვენთან არიან რამზიც კი მოიყვანეს კალიასკით. ერი ჩემს გვერდით ზის მაგრამ ის და დევიდი ფარულად უყურებენ ერთმანეთს. უცნაურია მწუხარება და სიბრაზე მჭამს შინაგანად არ ვიცი სად არიან ჩემი პატარები, ჩემი უსაყვარლესი ლილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ჩემი მიჩე სად არის არ ვიცი, ვერც ვუკავშირდები ყელამდე ნაგავში ვიფლობი და ყველა მცირე დეტალს ვამჩნევ ჩემს გარშემო.
- მოხუცო რატომ არიან აქ ეს ადამიანები და რა კავშირი აქვთ ამ ამბავთან?
მოხუცმა თვალები გამისწორა ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი მშვიდი მაგრამ დაღლილი ხმით დაიწყო
- მათ ჩემი ყურადღება პირველად მაშინ მიიქციეს როცა შენი და ლილის საავადმყოფოს ისტორიას ეძებდნენ მაშინ დავიწყეთ მათი და მათი ცხოვრების შესწავლა მეორედ მარტო ჩემი ყურადღება კი არა გაკვირვებაც გამოიწვიეს ლევმა და ინმა მოკლე დროში ისეთი ინფორმაციებზე შეძლეს წვდომა რომელზეც ჩვენ წლები დაგვჭირდა და რაც მთავარია ისინი ყოველთვის მხარში ედგნენ ერიკას და ყველანაირად ცდილობდნენ მის დახმარებას.
- აი თურმე რა - რატომღაც აგდებულად ვსაუბრობ არ ვიცი რატომ ვღიზიანდები მათი ჩემს გვერდით ყოფნით იქნებ დანის გამო?
მოხუცმა ბევრ რამეზე ისაუბრა მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს ვინ ჩააგდო ჩემი ლილი ასეთ დღეში
- მოხუცო ყველამ ვიცით რომ დღეის მერე ბევრი რამ შეიცვლება მათი აქ ყოფნით მათ თავი გამოიაშკარევეს "ძვირფასი მამაჩემი" კი სულელი არ არის. მე მხოლოდ ის მაინტერესებს ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან და კიდევ მინდა პირადად მივხედო იმ ხალხს ვინც ჯერ კიდევ გადარჩა.
- ვფიქრობ დავაგვიანეთ შვილო ვინც გაიქცა ყველა მკვდარია მათი მანქანები პირდაპირ პოლიციის თვალწინ აფეთქდა ვინც ცოცხალი გადარჩა თავი მოიკლეს მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა ვინც საოპერაციოდან ახლახან გამოვიდა. მათ გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ. დაცვა გავაძლიერეთ ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში ვერავინ შემოვა და გავა თუ ჩვენი ხალხიდან არ იქნება, ისინიც მკაცრ შემოწმებას გაივლიან.
- გაარკვიეთ ვინ დგას ამის უკან? ვარაუდები არ მინდა ფაქტები მჭირდება
ლევი სკამიდან დგება მოხუცის წინ მდებარე ნოუთბუქთან მიდის და მეხსიერების ბარათს აერთებს
" - იცი რომ ენრი ქალაქშია? - ქალის ხმა გაისმა ოთახში ბებიაჩემის ხმაა. ვიძაბები სიბრაზე იმდენად იმატებს ჩემში სუნთქვა მიჭირს
- წარმოდგენა არ მქონდა როგორც ჩანს ეს ლაწირაკი კარგად იმალება დღემდე რომ ვერ ვიპოვეთ - ეს მამაჩემის ხმაა
- არ იპოვე თემურ, არ იპოვე და მე მძულს მოღალატეები ხომ იცი. - სიჩუმე ჩამოვარდა მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ბებიაჩემის ხმა მესმის
- ჩემმა ხალხმა ის იპოვა მას ორი შვილი ყავს და იცი რას ნიშნავს ეს?
- დიახ ქალბატონო ლიდა ეს ნიშნავს რომ მომავალი ოცდახუთი წელი კიდევ არაფერი შეიცვლება. ახლავე მივხედავ ამ საქმეს
- არა ძვირფასო სიძევ ამ საქმეს ახლა მე თვითონ მივხედავ. მანამ არაფერს გააკეთებ სანამ ისევ ჩემს ნდობას არ მოიპოვებ თუ მოიპოვებ საერთოდ - ოთახში სიცილის ხმა მისმის - შენი ლაწირაკების წყალობით ხარ დღემდე ცოცხალი ცადე იქნებ ისევ გადარჩე. გაიყვანეთ!
ოთახში სიცილის ხმა ისმის მერე რაღაც გაურკვეველი ხმაური და ჩანაწერიც მთავრდება
სისხლი ყელში მებჯინება ბებიაჩემმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მისი დამპალი სული ხელები ისე მაქვს მომუჭული ფრჩხილები კანში მესობა დევიდი მხარზე ხელს მადებს მაგრამ უხეშად ვიშორებ
- გადადით თავდაცვაზე დააკვირდით ყველაფერს მათ გარშემო! უნდა ვიფიქრო არავინ გამომყვეს დილას ყველა მზად იყოს დეტალური მოხსენებისთვის ყველა მიიღებს თავის დავალებას ბატონო გიორგი ვიცი ლილი როგორი ძვირფასია თქვენთვის მაგრამ ახლა თქვენი აზროვნება და შესაბამისი მოქმედება მჭირდება გთხოვთ, ლილის გულისთვის - ჩემს ხმაში თხოვნის გარდა ყველაფერი იყო, ვცადე ხმის შერბილება მაგრამ მხოლოდ მკაცრი ტონი გამომივიდა.
კარისკენ მივდივარ მაგრამ მოხუცის თვალები... მისი თვალები ბრწყინავს რაც ამ სიტუაციისთვის შეუსაბამოა
- რამის თქმა გინდა მოხუცო?
- ამნეზია რომ მქონდეს ვიფიქრებდი რომ ახლა აქ ბაბუაშენია და არა შენ.
სართულს ისე ვტოვებ უკან არც კი ვიხედები. ლიზის პალატასთან მივდივარ. უხეშად ვიშორებ ექთანს რომელიც მეუბნება რომ ვერ შევალ. მას კი ისღა დარჩენია ხალათი და პირბადე მომცეს.
საწოლთან მივდივარ მუხლებზე ვდგები. ლილის თმებს ვუსწორებ და თავზე ვეფერები
- ნუ მანერვიულებ პრინცესა მალე გაღვიძე.
თვალები ცრემლით მევსება როგორი ულმობელია ჩემი ბედი. როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის გარეშე.
ამდენი უბედურებისგან გული ნაფლეთებად მეხლიჩება, სული მტკივა. მედიცინა საკმაოდ განვითარდა ყოველ დღე ახალ ახალ კვლევებს ატარებენ თითქმის ყველა დაავადების განკურნება შეუძლიათ. შველიან ყველანაირ ტკივილს მაგრამ არავის აინტერესებს ტკივილი როდესაც სული გტკივა. არ არსებობს ამის წამალი. არც არავინ ცდილობს განკურნოს ასეთი ტკივილი. ეს არავის აინტერესებს, არავის ადარდებს. ამ საკითხში ყველა უძლურია დროს გარდა. მხოლოდ დროს შეუძლია მტკივან სულს უმკურნალოს, თუმცა სულის იარებს ვერავინ კურნავს. ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრების გაგრძელებას ტკივილთან ერთად და ვცდილობთ არ შევეხოთ სულის იარებს, რადგან ისინი არსად ქრებიან, უბრალოდ დრო და დრო გვახსენებენ თავს.
ჩემი წარსულის მოგონებები ფილმის კადრებივით ცვლიან ერთმანეთს ცრემლებს ვერ ვაჩერებ ყველა აქ არის დანის მეგობრებიდან მაგრამ ის და გუგა არ გამოჩენილან ასე არ უნდა ჩემი ნახვა? ასე ვძულვარ? ნუთუ საერთოდ არაფერს ნიშნავდა მისთვის ის დღეები ნუთუ მართლა შემეშალა და ადამიანი ვინც რამდენიმე დღის წინ გადამეფარა დანი არ იყო?
დილის ექვსი საათია ორ საათში ყველა უნდა შევკრიბო და მოქმედება დავიწყო მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვაღწევ. ნეტავ რა იქნებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით რომ მეცხოვრა? ან იმ დღეს რომ არ გავქცეულიყავი და დანისთან დავრჩენილიყავი. დანი... როგორ მენატრება. ვინ ხარ? ჩემი ცხოვრების სიყვარული? ბედისწერა? ბედნიერება თუ სასჯელი აკრძალული სიყვარულისთვის, ისევე როგორც ენრი და ანრი? მაპატიე დანი მაგრამ დღეს უკანასკნელად ვიფიქრებ შენზე, უკანასკნელად ვიოცნებებ და ყველაფერს დავივიწყებ რაც მე და შენ გვაკავშირებდა და თუ ოდესმე ისევ შეგხვდები... თუ შეგხვდები...
არა დავივიწყებ ისე თითქოს არც არასდროს არაფერი ყოფილა, ისე დავივიწყებ.
ფეხზე ვდგები სხეულს ძლივს ვიმორჩილებ მთელი ეს დრო საწოლთან ვიყავი მუხლებზე დამდგარი. ლილის თავზე ვეფერები
- ცოტა ხნით უნდა დაგვტოვო პრინცესა, მალე გაიღვიძე გთხოვ - შუბლზე ვკოცნი და პალატას ვტოვებ.
საავადმყოფოს სასადილოში ჩავდივარ ყავას ვსვავ თან ტელეფონში სურათებს ვხსნი მინდა ჩემი პატარების სურათებს შევხედო მაგრამ თვალში ის რუკები მხვდება დედამ რომ დამიტოვა სურათებს ვადიდებ და ყველა წვრილმანს ვათვალიერებ რატომ ეს რუკები რა უნდა მეპოვა დედა? ერთ - ერთ სურათზე შავ წერტილს ვამჩნევ იმდენად პატარაა სურათი რომ არ გამედიდებინა ვერც მივხვდებოდი რა არის ეს წერტილი? ყველა სურათს ხელახლა ვათვალიერებ და ზუსტად ანალოგიურ წერტილს ვპოულობ მეორე სურათზეც. ჩემდა გასაკვირად მიწის ზედა და ქვედა რუკებს ერთიდაიგივე ადგილას აქვს წერტილი რას აჩვენებს რუკაზე ეს ადგილი? ძველ ტელეფონს ვიღებ და ანრის ვურეკავ.
- მოხუცო სად ხარ? შენთან მოვდივარ.

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now