ყოველთვის გკარგავ...

25 6 0
                                    

უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი ემოციურად მე რამდენიმე საათია ვუსმენ ერიკას და ასე საშინელ დღეში ვარ მათ კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადეს და წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ იქნებოდნენ
- ბებიაჩვენმა დედის დედამ იკადრა და გვესტუმრა საავადმყოფოში მამაჩვენი არ უყვარდა მაგრამ ჩვენი ამბავი ყველამ გაიგო და სხვა გზა არ ქონდა საჩუქრად თუთიყუში მოგვიყვანა არ ვიცი რატომ მაგრამ ამ საყვარელმა არსებამ ხშირად გადაგვარჩინა. ენრი განსაკუთრებით უყვარდა და რადგან ენრი მიჩეს მეძახდა მანაც ეს სიტყვა ისწავლა პირველი
ძიძამ მამაჩვენს მოატყუა თითქოს ბებიაჩვენმა დაუბარა რომ მისი საჩუქრისთვის კარგად მოგვევლო მასაც სხვა გზა არ ქონდა ბებიას გადაკიდება არ უნდოდა რადგან დიდი გავლენა ჰქონდა და მასთან ომს არავის ურჩევდა
ერთი თვის მერე სახლში დავბრუნდით და ჩვენი ტანჯვა წამება ისევ დაიწყო დამთავრდა ჩვენი ბედნიერების ერთი თვე საავადმყოფოში ერთ პალატაში ვიწექით არავინ გვცემდა არ გვშიოდა თავისუფლად შეგვეძლო საუბარი და სიცილი. მართალია საავადმყოფოში ყველაზე ცუდი ბავშვების სახელი გვქონდა რადგან მამაჩვენმა ისევ დააჯერა ექიმები რომ ერთმანეთში ვიჩხუბეთ, კიბიდან დავაგორეთ ერთმანეთი მან კი სამუშაოდან მოსულმა ასეთ მდგომარეობაში ძირს დაყრილი გვიპოვა
მამაჩვენი ისევ ძალადობდა თუთიყუშს მამაჩვენი არ მოწონდა ეშინოდა როცა ის ყვირილს და ლანძღვას იწყებდა ამიტომ მიჩეს ყვირილით მთელს ოთახში დაფრინავდა ხოლმე მერე ისე მიეჩვია როგორც კი მამაჩვენს დაინახავდა მიჩეს ძახილს მოყვებოდა და ჩვენც ვიცოდით რომ მამაჩვენი სახლში მოვიდა და ეს რამდენიმე წუთს გვაგებინებდა მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვხვდით საავადმყოფოში. რადგან ყოველთვის გვემუქრებოდა, თუ რამეს ვიტყოდით ძიძას მოკლავდა ჩვენც ყოველთვის ერთმანეთს ვაბრალებდით საავადმყოფოში მოხვედრას
ჩვენს სახლს ოცდაოთხ საათიანი დაცვა ყავდა მაგრამ მათ სახლთან მოახლოება ეკრძალებოდათ რომ არაფერი გაეგოთ ან დაენახათ თუმცა ვერც ჩვენ და ვერც ძიძა მამაჩვენის ნებართვის ან დაცვის გარეშე ვერსად გავიდოდით. განსაკუთრებით ძიძას გასვლა-მოსვლას აკონტროლებდა იცოდა ძიძის გარდა არავინ გვყავდა ის ერთადერთია ვისაც ვუყვარვართ უანგაროდ და ერთმანეთს ვერ მივატოვებდოთ სამი წელი ისე გავიდა არაფერი შეცვლილა პირიქით როგორც კი შვილებზე თავგადაკლული მამის სახელი დაიმკვიდრა სკოლაში თუ კომპანიაში აღარც ადარდებდა თუ ვინმე ჩვენზე ცუდს იტყოდა მისი ძალადობები უფრო და უფრო გახშირდა დიდად სკოლაშიც ვეღარ დავდიოდით დალურჯებების გამო მხოლოდ ერთმანეთს ვანუგეშებდით ისღა დაგვრჩენოდა ერთმანეთისთვის გაგვეძლებინებინა ვოცნებობდით როდის დადგებოდა ის დღე როცა ეს ყველაფერი დასრულდებოდა ოდესღაც ხომ უნდა დასრულებულიყო როცა სრულწლოვანი გავხდებოდით მერე ხომ მაინც შევძლებდით თავის დაღწევას მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე
ჩვენ კლასელი გვყავდა ლიზი ენრი ძალიან უყვარდა ყველაფერს აკეთებდა ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო თოთხმეტი წლის იყო მშობლები რომ დაეღუპა მისმა მეურვემ რის მოპარვაც შეძლო ყველაფერი მოპარა და გაიქცა ბევრი ცუდის გამოვლა მოუწია აქედან გამომდინარე რომ
ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით და ვამხნევებდით მხოლოდ მასთან ვურთიერთობდით და ვმეგობრობდით სხვას ზედაც არ ვუყურებდით მაგრამ მოულოდნელად ჩვენზე უფროსკლასელმა დაიწყო ჩვენთან დაახლოება ვცდილობდით მისგან თავი შორს დაგვეჭირა მაგრამ რაც მეტად ვცდილობდით მით უფრო არაფერი გამოგვდიოდა ისე მოხდა რომ ჩვენი სახლის სასურველი სტუმარი გახდა მამაჩვენს მოსწონდა მისი საჩუქრები სავარაუდოდ ჩემი საშუალებით მისი მშობლების ქონებას უმიზნებდა. იმ დღეს მამაჩემმა ძიძა ძალით სადღაც წაიყვანა მე და ენრი მარტო ვიყავით ამიტომ ტელევიზორში ფილმის ყურება გადავწყვიტეთ მაგრამ ის მოვიდა, დევიდი ხუთ ბიჭთან ერთად დასალევები მოიტანეს მამაჩვენმა შემოუშვა როგორც მერე გავიგეთ რაღაც ნარკოტიკული ტაბლეტებიც მიუცია არ ვიცი რა ქონდა გეგმაში მაგრამ ის დღე ენრისთვის ჯოჯოხეთი იყო როგორც კი მათ დალევა დაიწყეს ენრიმ სახლს მომაშორა მთხოვა საიდუმლო სამალავში ვყოფილიყავი სანამ არ დამიძახებდა მთელი ღამე იქ დავრჩი სიკვდილამდე მეშინოდა მაგრამ ენრის შევპირდი დილით გამოვედი სამალავიდან სახლში ჩუმად შევედი ყველა წასულიყო მისაღებში ენრი მაგიდაზე შიშველი იწვა ნაცემი და სისხლში მოსვრილი ხელ - ფეხი თოკით ქონდა დაბმული მაგიდის გარშემო არსებულ ავეჯზე მთლად სისხლში იყო მოთხვრილი და არ ინძრეოდა - ერიკას ქვითინი აუვარდა გუგა გულში იხუტებდა წყალი მივაწოდეთ ძლივს დამშვიდდა მე კი გაგიჟებას აღარაფერი მიკლდა ახლა ვიცოდი რატომ ქონდა ხელფეხზე შრამები რა კოშმარები აწუხებდა ძილის დროს კაბინეტიდან გამოვდივარ ვისკს ვისხავ და სულმოუთქმელად ვსვავ არ შემიძლია მეტის მოსმენა
კაბინეტში დაბრუნებულს ერიკა შედარებით დამშვიდებული მხვდება
- სამწუხაროდ ძიძა და მამაჩემი მაშინ მოვიდნენ როცა თოკების გადაჭრას ვცდილობდი. თავი არც შეუწუხებია სიტუაციის გაგებით, მაშინვე საცემრად მივარდა გულ წასულ ენრის. მე და ძიძა ზედ გადავეფარეთ როცა დაიღალა სახლიდან გავიდა უმჯობესია რომ დავბრუნდები ჩემმა თვალებმა არ დაინახოსო. ენრი ძლივს მოვასულიერეთ გავწმინდეთ ოთახში შევიყვანეთ რაც შეგვეძლო გავუკეთეთ მაგრამ მას ექიმი ჭირდებოდა მთელი ღამე მაღალი სიცხე ჰქონდა ყვიროდა ბორგავდა ყვირილის დროს პირზე ბალიშს ვაფარებდით რომ მამაჩვენს არ გაეგო მეორე დილას ჩუმად სარდაფში გადავიყვანეთ რადგან იქიდან ხმა არ ამოვიდოდა ვიღაც უნდა დაგვხმარებოდა ამიტომ სკოლაში წავედი ლიზის მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და დახმარებაზე დავითანხმე იმ ღამეს ენრის სახლიდან ჩუმად გავაპარებდით
როცა მე და ძიძას ენრი სალონიდან უკანა ეზოში უნდა გაგვეყვანა მამაჩემს შევეჩეხეთ ისე გაბრაზდა, მოგვარდა ენრი ხელებიდან გამოგვტაცა წიხლებით შედგა ბოლოს მაგიდიდან საყვავილე აიღო თავში უნდა ჩაერტყა ძიძამ ხელი კრა მაგრამ საყვავილის პირი მაინც მოხვდა საფეთქელთან
- თუ მოკლავ დაგიჭერენ და ფულიც და ქონებაც ოხრად დაგრჩება - ძიძას ამ სიტყვებზე თითქოს გონს მოეგო საყვავილე გადააგდო და სახლი დატოვა გარშემო სისხლი იყო და მამაჩემის სისხლიანი ნაფეხურები ნორმალურად ვერ ვაზროვნებდი ძიძამ ერთ ერთ დაცვას დაუძახა მისი დახმარებით საიდუმლო გასასვლელით გავიყვანეთ ენრი და საავადმუოფოში მოვათავსეთ ძიძამ დედას ნაჩუქარი საყურეები და კოლიე გაყიდა დაცვის ნაცნობობით კი ენრი დახურულ ვიპ პალატაში მოვათავსეთ სადაც კონფიდენციალობა დაცული იქნებოდა ენრი მხოლოდ ორი კვირის მერე მოვიდა გონზე მთელი ეს დრო მას ლიზი აქცევდა ყურადღებას სამი თვის მერე ენრი საავადმყოფოდან გამოწერეს ლიზიმ თავის სახლში წაიყვანა ენრის გაქრობის მერე მამაჩემმა სარდაფში გამომკეტა ყველა დღე ცდილობდა ცემით ეთქმევინებინა რამე მაგრამ არ ვეუბნებოდი ვიღაცამ ენრი ლიზის სახლთან შეამჩნია მამაჩვენმა თავის ხალხი გაგზავნა მაგამ იმ დაცვის საშუალებით რომელიც ძიძას ეხმარებოდა ენრის ქალაქიდან გაყვანა მოვასწარით, ძიძამ თავის დეიდასთან გაგზავნა
- ის ქალი კი სადღაც დასასვენებლად იყო წასული ენრის სწორედ მაშინ შევხვდი
- როგორც ვიცი იქიდან ენრი ერთ თვეში დაბრუნდა რაც სახლიდან წავიდა აღარ მინახავს მხოლოდ ერთხელ შევძელი მისი წერილის მიღება და ჩემგანაც გაგზავნა მაგრამ მამაჩემი არ ჩერდებოდა არ ვიცი ვინ რას ეუბნეოდა ენრის დაბრუნებიდან ორი თუ სამი თვის მერე დაცვა ისევ გაგზავნა ლიზის სახლთან ერთ დღეს კი მოულოდნელად სახლში შეჭრა ბრძანა სანამ დაცვის უფროსი მივიდოდა მანამდე მოვასწარით გაფრთხილება და ისინი გაიქცნენ მას შემდეგ აღარაფერი ვიცი ვერ ვპოულობ რიცა ლიზი და ენრი გაქრა მე და ძიძაც გამოვიპარეთ სახლიდან. მამაჩვენმა ხმა გაავრცელა რომ ენრი უმადური შვილია დედის სამკაულები მოიპარა და სახლიდან გაიქცა ხოლო მე და ძიძა სამოგზაუროდ გაგვიშვა. რადგან ჩვენ საკმაოდ ცუდი სახელი გვქონდა კომპანიაში არც არავის ვჭირდებოდით როგორც ახლად გამომცხვარი უფროსები პირიქით გახარებულებმა ამ ტყუილის გავრცელებას შეუწყეს ხელი
არის ერთი ადგილი სადაც ენრის უნდა შევხვედროდი მაგრამ არ მოვიდა როცა შემთხვევით შენი წიგნის სახელი წავიკითხე გამიკვირდა მაგრამ მაინც მოგწერე ვიმედოვნებდი რომ ენრი მიპასუხებდა მაგრამ შენ შემრჩი
ერიკას ისევ გუგას მკერდზე ქონდა თავი მიდებული გუგას კი წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ნიკაპი მის თავზე ედო სხვები გაშეშებულები ისხდნენ მოსმენილისგან
- სად უნდა შეხვედროდი? როდის? - ვეკითხები და ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს
- გასართობ პარკში. დედა დაყავდათ მშობლებს პატარაობაში ყოველ შემოდგომის დასაწყისს. ჩვენც ასე ვაპირებდით წასვლას მაგრამ დედის სიკვდილის გამო ვერ წავედით. შარშან ველოდი მაგრამ არ მოვიდა იქნებ წელს მოვიდეს
- ჩემი გუგა შენ თქვი რომ ვიღაცას დაეჯახე კამერები ვნახოთ რომელი ფილიალი იყო?
- კამერების ჩანაწერს ერთ თვეზე მეტხანს არ ვინახავთ დანი ეს არ გამოგვადგება - ჩაფიქრებული ამბობდა ლევი
- ვინ იყო ის ბიჭი ვისთან ერთად იყო როგორ გამოიყურებოდა - ახლა გუგას ვეკითხები მაგრამ გული გამალებით მიცემს იქნებ მის გამო დამტოვა ან იქნებ მერე შეხვდა
- არ ვიცი დანი შენთან შესახვედრად ვჩქარობდი შორეს ვკითხოთ მენეჯერს
ტელეფონს ვიღებ და მაშინვე ვრეკავ კობის შენიშვნას რომ გვიანია ვაიგნორებ ხვალამდე ვერ მოვიცდი
- გისმენთ ბატონო დანი - გაისმა ტელეფონის მეორე მხარეს ტელეფონი სპიკერზე ჩავრთე.
- შორე გახსოვს გუგა ვიღაც გოგოს დაეჯახა
- დიახ ბატონო დანი
- ყველაფერი მომიყევი რაც გახსოვს არაფერი გამოგრჩეს ეს მნიშვნელოვანია
- არ ვიცი ბატონო დანი კაბინეტში რომ შევედი დივანზე იჯდა კანკალებდა ცუდად იყო თან ბატონ გუგას თვალს არ აშორებდა ბატონი გუგა რომ წავიდა იმ ბიჭს უთხრა სახლში წამიყვანეო მარტო არ იყვნენ გოგო და ორი პატარა ბავშვი ყავდათ ბატონმა გუგამ მითხრა მათი ანგარიში ობიექტზე დამეწერა მაგრამ მაინც გადაიხადეს
- ხომ არ გახსოვს გოგო ვინ იყო ან ბიჭი ან როგორ გამოიყურებოდა? - ერიკამ ტელეფონი გამომტაცა და საუბარი გააგრძელა
- არა ქალბატონო თუ სწორად მახსოვს ბიჭს დევიდი თუ რაღაც ამდაგვარი დაუძახა გოგო არ ვიცი ბავშვები კი ძალიან საყვარელი ტყუპები იყვნენ - ერიკას ტელეფონი დაუვარდა ხელი რომ არ შემეშველებინა წაიქცეოდა.
ერიკა ჩემს ოთახში მოვათავსეთ გუგა არ შორდება მეც კი დავავიწყდი
მენეჯერთან საუბრით ვარკვევ რომ ყველა ახლოს ჩანდნენ ერთმანეთთან თავს უცნაურად ვგრძნობ ერთმანეთთან ვერც მე და ვერც ერიკა ვერ ვაკავშირებთ გაგებულს ენრის დევიდთან რა ესაქმებოდა იქნებ სხვა დევიდია და ბავშვები? ვისი ბავშვები იყვნენ? თან ტყუპები გოგო ალბათ ლიზი იყო გული მტკივა ყოველთვის როცა ვცდილობ ენრის მიუახლოვდე ყოველთვის უარეს გაურკვევლობაში ვარ და ყოველთვის უფრო ვშორდები ფიქრისგან თავი მისკდება რა ჯანდაბა გავაკეთო?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now