მიყვარხარ...

55 3 0
                                    

ვერტმფრენი სადღაც ტყის შუაგულში ჯდება სწრაფად გადმოვდივართ, წინ გუგა მიდის ირგვლივ თვალს ვავლებ ლამაზი ადგილია ყვავილებით მორთული. წუთით ისიც კი წარმოვიდგინე როგორ ვიქნებოდით მე და დანი ამ ყავავილებში ჩამჯდარი ერთმანეთზე მიყრდნობილი და როგორ ვუყურებდით დანის და. დანიელას თამაშს ბედნიერნი, მაგრამ გუგას სიტყვები "სახლს ვუახლოვდებით" რეალობაში მაბრუნებს.
ეზოს ვათვალიერებთ შვიდი კაცია ორი სახლის შესასვლელთან ორი წინა ეზოში და სამიც უკანა ეზოში. ადვილად გავუმკლავდებით მაგრამ არ ვიცით სახლში რამდენი არიან თან ვფიქრობთ რომ სხვებიც აქვე იქნებიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა. მოულოდნელად ვერტმფრენის ხმა მესმის მაღლა ვიხედები მაგრამ ეს ჩვენი ვერტმფრენი არაა ალბათ ბებიაჩემი მოვიდა. ყველა მზად ყოფნაში ვართ ერთადერთი რაც უპირატესობაში ჩაგვაყენებს მოულოდნელობის ეფექტია. ბებიაჩემთან ერთად ჩვენი ერთ ერთი დაცვის წევრს და იმ ადამიანს ვცნობ ვინც პირელმა გამოთქვა უკმაყოფილება მისი ბიზნესის კანონიერად წარმართვის შესახებ რა თქმა უნდა ისინი ხომ ძმები არიან ციხე კი ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ვგრძნობ როგორ ვკარგავ კონტროლს სიბრაზის მოთოკვა ნელნელა მიჭირს მხოლოდ დანიზე ფიქრი მაკავებს არ მინდა ჩემს გამო კიდევ მეტად დავაზარალო.
მოქმედების დროა. ყველა შეიარაღებულია თამცა არც ჩვენ ვართ უიარაღოდ, მაგრამ სახლში შესვლამდე გამოყენება არ გვინდა. სახლისკენ მივიწევ მაგრამ წინ ის კაცი მეღობება ვინც გვიღალატა და ვისაც ასე ძალიან არ მოვწონვარ დევიდი ჩემთან გაჩნდა
- მე მივხედავ დანისთან წადი
მაშინვე სახლისკენ გავრბივარ დანის მეგობრები უკვე იქ არიან. შიგნიდან სროლის ხმა მესმის. ფეხებში ძალა მეცლება ჩემი ტვინი წამში ათასგვარ ვარიანტს მაწვდის როგორ ვერ ვუსწრებ დანის და როგორ.... არ მინდა ამაზე ფიქრი
- ენრი ფრთხილად - დევიდი მიძახის ვტრიალდები და ბებიაჩემს ვხედავ რომელიც იარაღს მიმიზნებს.
- შენ ისეთივე ბინძური ხარ როგორც ბაბუაშენი იყო ახლავე გაგიყენებ მის გზას. შენც და მის საყვარელსაც ჩემი ხელით მოგიღებთ ბოლოს. - მისი არაბუნუნებრივად მკივანი ხმა ძარღვებში სისხლს მიჩერებს. ვგრძნობ როგორ მეხვევა წელზე ხელები და როგორ მატრიალებს საპირისპირო მიმართულებით ახლა ზუსტად ისეა როგორც მაშინ ჩხუბის დროს. დანი. მას ჩემი დაცვა უნდა. პანიკა მეწყება სროლის ხმა და დანის კვნესა თითქმის ერთდროულად მესმის მისკენ ვტრიალდები:
- დანი არა
- პატარავ მომენატრე - მხარზე თავს მადებს ხელებს წელზე ძლიერად ვხვევ მაგრამ ბებიაჩემი არ ჩერდება მისკენ ზურგით ვტრიალდები აუტანელ ტკივილს ვგრძნობ ზურგში ვცდილობ დანი რაც შეიძლება ახლოს მყავდეს ძლიერ ჩავიხუტო მაგრამ არაფერი გამომდის მკლავებში ძალას ვკარგავ. თუ ეს დასასრულია, თუ ვეღარასოდეს უნდა ვნახო არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ არ იცოდეს რას ვგრძნობ:
- მიყვარხარ - მხოლოდ ამის თქმას ვასწრებ და ვგრძნობ როგორ მძიმდება დანის სხეული ბოლო ძალას ვიკრებ მუხლებზე ვდგები რომ არ დამივარდეს და.....
თვალებს როგორც კი ვახელ ისევ სასწრაფოდ ვხუჭავ ძლიერი სინათლე უსიამოვნოა ვცდილობ გავიგო სად ვარ და რატომ მოგონებებმა კადრებივით გამიელვეს
- დანი - ვყვირივარ და ვცდილობ ავდგე მაგრამ ჩემი ხმა რაღაც არაადამიანურია ყელი საშინლად მშრალი მაქვს და საშინელი ტკივილი მაიძულებს ვიწვე თვალებს ძალას ვატან რომ გავარჩიო რას ვხედავ და სად ვარ
- მადლობა ღმერთს მან გაიღვიძა, ექიმო გაიღვიძა - ვერ ვხედავ მაგრამ ეს ანრის ხმაა. მისი მიმართულებით ვიხედები
- მოხუცო სად არის დანი, როგორაა - ძლივს ვამბობ და თან ოთახს ვათვალიერებ. ვაცნობიერებ რომ საავადმყოფოს პალატაში ვარ ექიმის და მოხუცის გარდა პალატაში ქალია არ ვიცი ვინაა მაგრამ სასიამოვნო გარეგნობა აქვს და თან ორსულია. ოთახს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ და ჩემს გვერდით საწოლზე დანის ვხედავ აპარატზეა მიერთებული. გადასხმის მილებს ხელიდან ვიძრობ და საწოლიდან ვდგები თავბრუ მეხვევა მაგრამ მის საწოლამდე ვახერხებ მისვლას. მოხუცი და ექიმი ჩემთან გაჩნდენ მაგრამ არავის და არაფრის გაგონება არ მინდა დანის გარდა.
- დანი, დანი - შუბლზე ვკოცნი ცრემლები თავისით იწყებს დენას - მაპატიე გთხოვ, გთხოვ. ექიმი, ექიმი მჭირდება მალე დავბრუნდები - ისაევ შუბლზე ვკოცნი თავის და ზურგის ტკივილს არაფრად ვაგდებ ვბრუნდები - ექიმი მჭირდება შენ ექიმი ხარ ხომ?
- შენი ასე მოძრაობა არ შეიძლება არც ნერვიულობა უნდა დაისვენო ახლა შემოწმებას გავივლით და ანალიზებს...
- არა მას მიხედეთ გთხოვთ ასე რატომაა მე ხომ გავიღვიძე ის რატომაა ასე? - ექიმს ხელებს ვუჭერ მაგრამ რატომღაც თვალს მარიდებს.
- დამშვიდდი შვილო ყველაზე ცუდი უკან დარჩა ახლა მხოლოდ უნდა დაველოდოთ - ანრი ჩემს დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ მე ისევ დანისკენ ვტრიალდები თმებს ვუსწორებ, შუბლზე ვკოცნი, ცრემლები თავისით იკვლევენ გზას და მის სახეს ეცემიან.
-დანი გაიღვიძე გთხოვ მარტომ რა უნდა ვქნა ამ სამყაროში, გთხოვ - ტირილს ვეღარ ვიკავებ პატარა ბავშვივით მოვთქვამ. მკლავზე შეხებას ვგრძნობ თითქოს ტკივილსაც, ვის ადარდებს მე მხოლოდ დანი მაინტერესებს, მაგრამ ნელნელა რატომღაც ვმშვიდდები, თვალები ისე მიმძიმდება გახელა შეუძლებელია დანის ხელზე ვეჭიდები რაც შემიძლია და ისევ ყველაფერი შავდება.
ვგრძნობ რომ საწოლში ვწევარ თბალების გახელა არ მინდა. საშინელი სიზმარი ვნახე დანი აპარატზე იყო შეერთებული და არ ვიცოდი გონს მოვიდოდა თუ არა მე კი საშინლად ვტიროდი. ყველაფერი კარგად იქნება ჩემს თავს ვამხნევებ მაგრამ ჩემი გონება ისევ კინოს კადრებივით მაწვდის მოგონებებს.
- მგონი გონს მოდის - ქალის ხმა ჩამესმის. თვალებს ვახელ და ის ორსული ქალია არ ვიცი ვინ არის მაგრამ რადგან აქ არის ალბათ უცხო არ უნდა იყოს არა?
- დანი როგორ არის? - ვეკითხები და ტკივილის დაიგნორებას ვცდილობ რომ საწოლიდან ავდგე.
- ენრი მადლობა ღმერთს - მოხუცი ჩემს საწოლთან მოდის ჩემს დანახვაზე სიხარულის ცრემლები მოდის ძლიერად მეხვევა რაც ჩემი ზურგის ტკივილს იწვევს მაგრამ ახლა მხოლოდ დანიზე შემიძლია ფიქრი
- მოხუცო ის... დანი... რატომ არ იღვიძებს მე ხომ კარგად ვარ - ტირილს ვეღარ ვიკავებ და პატარა ბავშვივით ვტირი მოხუცის მკლავებში
- კარგად იქნება შვილო უბრალოდ უნდა დაველოდოთ
- რომ არ გაიღვიძოს მის გარეშე რა ვქნა? ყველაფერი ჩემი ბრალია ყველაფერი...
- ასე ნუ ამბობ ენრი ის აუცილებლად გაიღვიძებს რომ მარტო არ დაგტოვოს
- თქვენ ვინ ხართ - ვეკითხები იმ ქალს რომლის ხმასაც რატომღაც სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის და მისი სიტყვები "მარტო არ დაგტოვოს" იმედს მაძლევს
- დანი ჩემი შვილია - ღიმილით მპასუხობს
- მაპატიეთ გთხოვთ მაპატიეთ რომ დანი ჩემს გამი დაშავდა - მოხუცს ვშორდები და თავდახრილი პატიებას ვთხოვ
- როგორ შემიძლია შენზე გავბრაზდე, როცა ჩემი შვილის ბედნიერება გქვია - თავზე მეფერება მისი ხელები საოცრად თბილია ისე ვეხუტები როგორც დედას ექიმი კი გაბრაზებული ოთახს ტოვებს.
მოხუცის თხოვნით ექიმს ნებას ვრთავ გამსინჯოს და სისხლსაც მიღებენ ანალიზისთვის. დანის საწოლს არ ვშორდები მისი დატოვება აღარ მინდა, მინდა რომ გაიღვიძოს მინდა მის მკლავებში ვიყო მინდა მასთან დაკარგული დრო ავინაზღაურო.
პალატაში ჩემი პატარები შემოდიან ორ თვეზე მეტია არ მინახავს როგორ გაზრდილან. ორივე ჩემსკენ მოდის მეხუტებიან და მკოცნიან მერე დანის საწოლზე სხდებიან და ჩემსდა გასაკვირად მასაც ეხუტებიან
- მამიკოო გაიღვიძე რა. იცი დევიდი ისე არ მიკეთებს თმებს როგორც შენ - დანიელა თან სახეზე ეფერება თან გაუთავებლად ესაუბრება დანი არაფერს ამბობს მხოლოდ მისი ხელი უჭირავს და ცდილობს არ იტიროს.
- დევიდი? როდიდან ეძახით მას დევიდს? - მას შემდეგ რაც ისინი დანიმ მომტაცა - სიცილით ამბობს დევიდი და მხოლოდ ახლა ვამჩნევ დევიდს და მიჩეს რომლებიც კართან დგანან და უხერხულობისგან არ იციან რა ქნან რადგან მათი შესვლა ვერც შევამჩნიე. ძლივს ვდგები საწოლიდან.
- მიჩე, დევიდ მომენატრეთ ვიღიმები და მათთან მივდივარ ორივე ჩემსკენ წამოვიდა მე და ერიკა ერთმანეთს გადავეხვიეთ დევიდმა კი ორივეს შემოგვხვია მკლავები.
- ასე აღარ მომექცე ენრი ლამის გავგიჟდი ნერვიულობით - ერიკა ცრემლების შეკავებას ცდილობს.
- არა მიჩე, პირიქით შენს განებივრებას ვაპირებ სანამ ჩემი დისშვილი დაიბადება. - ერიკას სახე უწითლდება და თავს ხრის მე და დევიდი კი ვიცინით
- დანარჩენები გარეთ არიან იმათაც უნდოდათ თქვენი ნახვა მაგრამ უფლება არ მისცეს - დევიდი როგორც ყოველთვის თმებს ყურებს უკან მიწევს და თავზე მეფერება მხოლოდ ახლა ვიაზრებ როგორ მაკლდა ეს ყველაფერი მიჩეს ჩახუტება და დევიდის ეს თითქოს უმნიშვნელო ჟესტი თავს დაცულად და მშვიდად რომ მაგრძნობინებს.
დანის საწოლთან მივდივარ დანიელას კალთაში ვისვავ
- ანგელოზო მას მამიკოს რატომ ეძახი? - ვეკითხები და თავს უცნაირად ვგრძნობ ოცნებაშიც კი ვერ გავბედავდი წარმოდგენას რომ ჩემი პატარები დანის მიიღებდნენ.
- მე მინდა დანი ჩემი მამა იყოს დევიდს ერი ყავს. ისედაც ეყოლება სხვა პატარა მამას ის დაუძახებს. - დანიელა გაღიმებული სახით ამბობს და მე კიდევ უფრო გაკვირვებული დევიდს ვუყურებ.
- ჰო რა ვიცი ასე მოხდა... მე და ერი ერთად ვართ და... - დევიდი სახე - აწითლებული თვალს მარიდებ
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ პალატაში დანის დედა შემოდის
- ბებიაა - დანიელა ჩემი კალთიდან ჩამოდის და ქალს ეხვევა.
- ბავშვებო უნდა წავიდეთ ენრიმ უნდა დაისვენოს მერე კიდევ მოგიყვანთ - დანიელას ხელს კიდებს და დანის ელოდება.
- მალე გაიღვიძე დეი მინდა ისევ ერთად ვწეროთ - ჩემი პატარა ჯერ დანის კოცნის შემდეგ მე და პალატიდან გადის. გაკვირვებული ხან დევიდს ვუყურებ ხან კარებს რომელიც წუთის წინ დაიხურა
- დაისვენე ენრი ყველაფრის გაგებას მოასწრებ მანამდე გამოკეთდი - სიცილით მპასუხობს დევიდი და ერიკასთან ერთად ისიც მიდის. პალატაში მე და დანი ვრჩებით რამდენიმე წუთი მჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად და მხოლოდ ახლა ვფიქრდები რა დღეა დღეს ან რა რიცხვი ნეტავ რადენი ხანია აქ ვარ?
ჩვენი საავადმყოფოში მოყვანის დღიდან სამი კვირა გავიდა. მე მლე მოვედი გონს დანი კი ისევ კომაშია. არავინ იცის როდის გამოვა მდგომარეობიდან. შემიძლია სახლში წასვლა, მაგრამ დანის არ ვტოვებ აღარასოდეს დავტოვებ. არაფრის გაგონება არ მინდა ყველს ავუკრძალე სახლში წასვლაზე რამის თქმა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი ახლა დანია. მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს, მის გაღვიძებას დაველოდები. დანის დედა ყოველ დღე მოდის ჩემ პატარებთან ერთად. დანიელა ყოველთვის ისე ელაპარაკება დანის თითქოს ძინავს და მისი საუბრით გააღვიძებს, დანი კი უბრალოდ ზის მის გვერდით და წერს ან ხსტავს მხოლოდ მოსვლისას ესალმება ლოყაზე კოცნის და წასვლისას ემშვიდობება. ასეთ დროს ძალიან მიჭირს მათი ასე დანახვა ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ჩემი ერთი ნაწილი სევდიანი და განადგურებულია მეორ კი ბედნიერი, რადგან ჩემს პატარებს დანი ასე უყვართ. დანის დედა საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. მთხოვა მისთვის მეც ისე დამეძახა დედა როგორც დანი ეძახის. თავიდნ თითქოს უხერხულად ვგრძნობდი თავს როცა ასე მივმართავდი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ყველა დღე მიყვება მისი პატარაობის შესახებ და თვითონაც ინტერესდება ჩემით უნდა რომ უკეთესად გამოიცნოს. დანის მამა კი მხოლოდ მაშინ ამბობს რამეს თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანია. მისგან მხოლოდ სიბრაზეს, სიცივეს და უნდობლობას ვგრძნობ. ალბათ ვერ იღებს ჩემი და დანის ამბავს. ვერ ან არ უნდა ჩვენი გაგება. მისი აზრით ეს სიმდაბლეა მკრეხელობა და როცა მე მიყურებს სახეზე თითქოს ზიზღი ესახება.
როგორც მოხუცმა მომიყვა მამაჩემი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს მას მრავალი დანაშაულისთვის გაასამართლებენ. ბებიაჩემი კი დევიდის წყალობით სამუდამოდ იქნება სავარძელს მიჯაჭვული, რადგან ტყვიამ ხერხემალი დაუზიანა და წელს ქვევით მოწყვიტა. ახლა საგიჟეთშია გამოკეტილი სადაც ნამდვილად მისი ადგილია ჩემი თხოვნით მოხუცი ყველაფერს გააკეთებს მისი სამუდამოდ იქ დაყოვებისთვის. ეს მისი სასჯელი იქნება ოთხ კედელს შუა გამოკეტვა. საკუთარი უსუსურობის შეგრძნება და გააზრება, რომ არავისთვის არაფერს წარმოადგენს. ექთანიც კი დღეში მხოლოდ ორჯერ შევა დილა - საღამოს ისიც მხოლოდ საჭმლის შესატანად და საფენის გამოსაცვლელად. ის ადამიანები ვინც გვიღალატა ცოცხლები აღარ არიან მოხუცის თქმით ყველა უმკაცრესად დაისაჯა ღალატისთვის რომ სხვებს კარგი გაკვეთილი ჰქონოდა.
უკვე ერთი თვეა აქ ვართ. დანი ისევ კომაშია. ამ დროის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობ ვისწავლო უველაფერი რაც მისი მოვლიათვის საჭიროა. ექთნებს ახლოს არ ვუშვებ თვითონ ვასუფთავებ და ვუცვლი. რომ შემეძლოს მისი ექიმიც მე ვიქნებოდი, მაგრამ ამდენი ცოდნა არ მაქვს.
დევიდს მისი წიგნი მოვატანინე თითქმის ყოველ დღე ვკითხულობ ახლაც დანის საწოზე ვზივარ და ჩემდაუნებურად ხმამაღლა დავიწყე კითხვა. როგორც კი იმ მომენტზე მივედი სადაც ჩევენი ერთერთი ინტიმური სცენაა აღწერილი რატომღაც დანის გულისცემა გახშირდა აპარატს შევხედე მაგრამ საგანგაშო ნიშნულს არ აჩვენებს. წიგნი გადავდე დანისკენ დავხარე თმა შუბლიდან გადავუწიე მისი გულის ცემა ნელნელა სტაბილურდება. ისევ წიგნს დავბრუნდი კითხვა ხმამაღლა გავაგრძელე თან მონიტორს ვუყურებ მაგრამ ცვლილება არ არის. იმ მომენტს მივაღწიე სადაც დანის ვტოვებ გულისცემა ისევ იმატებს და ახლა უკვე საგანგაშო ნიშნულს აღწევს. თავზარდაცემული პალატიდან დერეფანიში გავრბივარ ექიმს ვეძახი. როგორც კი ექიმს ვხედავ დანის საწოლთან ვბრუნდები დახუჭული თვალენიდან ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდის, გულის ცემა კი არ იკლებს. ექიმები დამამშვიდწბელს უკეთებენ განმეორების შემთხვევაში ინსტეუქციას მაძლევენ რა როგორ უნდა ვქნა და პალატას ტოვებენ.
ინტერნეტში ინფორმაციას ვეძებ მსგავსი შემთხვებების შესახებ. ათასგვარ ამბავს ვაწყდები იმის შესახებ თუ როგორ გამოდიან მდგომარეობიდან სიყვარულის ან ძლიერი გრძნობების გამო ეს ძალიან მაფიქრებს.
მეორე დღეს ისევ ხმამაღლა ვკითხულობ დანის წიგნს მაგრამ იმ მომენტებს ვარჩევ სადაც ინტიმური ურთიერთობები აქვს აღწერილი. გულის ცემა ისევ უჩქარდება მაგრამ საგანგაშო ნიშნულამდე არ მისულა. არ ვიცი რა ვქნა. ვიცი რომ ჩემი ესმის მაგრამ რატომ ვერ გამოდის მდგომარეობიდან? მხოლოდ ერთხელ წავიკითხე ის ადგილი სადაც მას ვტოვებ და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ამის გამო ექიმს დამამშვიდებლის დამატება მოუწია მის გადასხმაში. ფიქრისგან თავი ამტკივდა რა ვქნა იქნებ... არა არა სარისკოა. რა უნდა ვქნა?
დღეს დედას ბავშვების სახლში დატოვება ვთხოვე მინდა რაღაც ვცადო იქნებ ამან მაინც შეძლოს მისი გამოღვიძება. ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება დანის იმ სიტყვების მოსმენისას რასაც ვეტყვი, მაგრამ უნდა ვცადო.
როგორც კი პალატაში დანის მშობლები მოდიან ვესალმები და დედას ვეხუტები ექიმი როგორც ყოველთვის დანის საწოლთან მიდის მის მდგომარეობას ამოწმებს და ხმის ამოუღებლად პალატაში არსებულ დივანზე ჯდება.
- დანი გაიღვიძე გთხოვ - მის საწოლზე ჩამოვჯექი და ხმის კანკალით დავიწყე საუბარი - მეტი აღარ შემიძლია თუ არ აპირებ გაიღვიძო მე... - ხმა მიწყდენა ვცდილობ ცრემლები შევიკავო არ მინდა საუბრის გაგრძელება. ვიცი ეს სიმართლე არაა, მაგრამ მაინც არ მინდა. მხარზე დედას ხელს ვგრძნობ. გამბედაობა მეძლევა საუბრის გასაგრძელებლად.
- დანი ან გაიღვიძე ან მე უბრალოდ წავალ... - მოლოდინში სინთქვაც კი მეკვრის. დანის აპარატი გულის პულსის აჩქარებას აჩვენებს საშინლად ვნანობ ჩემს სიტყვებს ცრემლებს ვერ ვიკავებ. ის ისევ ზარალდება და ისევ ჩემს გამო. საწოლიდან წამოვდექი, ცრემლებს ვერ ვაჩერებ აბღავლებას აღარაფერი მიკლია. შევტრიალდი რომ პალატიდან გავსულიყავი. არ მინდოდა დანის ჩემი ტირილი მოესმინა,მაგრამ ხელს მიჭერენ ეს დედა ვერ იქნება არა? გაფიქრებასაც ძლივს ვასწრებ რომ მისი თითქმის ჩუმი ხმა წვდება ჩემს ყურებს
- პატარავ არ დამტოვო...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now