ვგრძნობ რომ შენ ხარ...

18 5 0
                                    

სამზარეულოში მაგიდასთან ვზივარ ყავას ვსვავ და ღამის სიბნელეს გავყურებ. ყველას ძინავს, მე კი რატომღაც დანიზე გამირბის ფიქრები. ძალიან მენატრება ნეტავ როგორ არის რას აკეთებს ახლა? მისი ნახვა მინდა მაგრამ ვერ ვბედავ მეშინია მისი რეაქციის რა ვქნა მის თვალებში იმედგაცრუება რომ დავინახო? ამას ვერ გადავიტან არ შემიძლია მე ხომ მისგან ისე წავედი სიტყვაც არ მითქვამს არ გამირკვევია, არ ვენდე უბრალოდ მის საუბარი მოვისმინე და უკან მოუხედავად გავიქეცი. წასვლის მერე მალევე ლიზისთან ვიწექი ამას როგორ ავუხსნი? გული მტკივა თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ მირჩევნია მენატრებოდეს და არ ვნახო ვიდრე მის თვალებში ზიზღი ან იმედგაცრუება ვიგრძნო ჩემდამი.
სახლის ყველა კუთხე - კუნჭული გულდასმით დავათვალიერეთ მოსასმენი აპარატებიც ვიპოვეთ თითქოს სახელმწიფო დამნაშავეები ვიყოთ. მე და დევიდი გარეთ გავდივართ, როცა რამე სერიოზული თემა გვაქვს განსახილველი.
ბოლო ორი დღე სიწყნარეა, მაგრამ დევიდი რატომღაც დაძაბულია არ ვიცი რატომ არაფერს ამბობს მეც ველოდები როდის მეტყვის თვითონ.
ღამის ორი საათია.დევიდის ძველ მეგობრებს ვხვდებით როგორც დევიდი ამბობს საჭირო ხალხია და ერთ დღეს აუცილებლად გამოგვადგებიან. სადღაც მიტოვებულ შენობაში შევდივართ რამდენიმე ადამიანი გვხვდება ისინი ჩვეულებრივად გამოიყურებიან. ყოველთვის მეგონა რომ ასეთ ადგილებში მხოლოდ მაფიოზიები ან ბანდიტები იყვნენ. საშიში შეხედულებებით და ტატუებით, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ხალხია ჩვეულებრივი საუბრით. გარედან ხმაური ისმის. აშკარად ჩხუბია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ვცადე დევიდისთვის მეთქვა მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. საუბრის მერე გარეთ გამოვდივართ ამ ადგილს აშკარედ ეტყობა ჩხუბის კვალი მაგრამ არავინ ჩანს.
- აქ რამე მოხდა? - ვკითხულობ
- არაფერი ენრი, უბრალოდ იცოდე მე შენ გიყურებ! - ამბობს და მანქანაში ჯდება
- რაზე ლაპარაკობ? - ვეკითხები, მაგრამ დევიდი აღარაფერს ამბობს. მეორე დღეს ისევ შუაღამეს მივდივართ ინფორმატორს უნდა შევხვდეთ რომელსაც მამაჩემზე აქვს ინფორმაცია. ქუჩა ჩაბნელებულია მაგრამ მთვარის შუქი საკმაოდ ანათებს ვცდილობთ უხმაუროდ ვიმოძრაოთ. უკნიდან რაღაც ხმაური ისმის, ვტრიალდები და ვხედავ როგორ ცდილობს ორი ადამიანი ხალხის ჯგუფის შეკავებას, მაგრამ ერთი მაინც ახერხებს ჩემსკენ წამოსვლას. წინ დევიდი უდგება და ერთი დარტყმით იგერიებს. აშკარად უპირატესობა მათ მხარესაა რიცხობრივად ალბათ ერთი ოთხზეა. მეც ჩხუბში ვერევი. კარგი მოჩხუბარი არ ვარ, მაგრამ დევიდთან ერთად ვარჯიშობდი თავის დაცვა შემიძლია. ნელ-ნელა უკან ვიხევ და ვიღაცას ვეჯახები. თვალის შევლებას ვასწრებ თავზე ქუდი ახურავს და ნაჭრის პირბადე უკეთია ნეტავ ვინ არის? რატომ გვეხმარება? ალბათ დევიდის მეგობარია. არ ვიცი ასე ზურგშექცევით რამდენი ხანი ვჩხუბობდით მაგრამ უცებ წელზე მისი ხელები მეხვევა მატრიალებს და ჩემი მოსახვედრი მას ხვდება. მხრებზე ვეჭიდები და თავდამსხმელს ვიგერიებ შემდეგ ის გადადის შეტევაზე. ეს ისე სწრაფად ხდება თითქოს დაგეგმილი გვქონდეს ჩვენი მოქმედება. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე რომ ეს დანი იყო, მაგრამ აქ საიდან....
ისევ ზურგი - ზურგ ვდგავართ ვატყობ ვიღლები და დიდხანს ვერ შევძლებ წინააღმდეგობის გაწევას
- კარგად ხართ? - ახალმოსული კითხულობს თუმცა პასუხს არავინ უბრუნებს. ორი ბიჭი შემოგვემატა ალბათ ისინიც დევიდის მეგობრები არიან. მათი მოსვლა აშკარად აუმჯობესებს ჩვენს პოზიციებს ცოტაც უნდა მივითმინო.
- ენრი ფრთხილად - დევიდის დაძახება და მისი ჩახუტება ერთია. მისკენ მაბრუნებს თავზე ხელებს მხვევს ნაცნობი სურნელია, მაბრუებს და მოძრაობის უნარს მართმევს. მოქნეული ხელკეტი მის მკლავებს ხვდება. თავდამსხმელს ფეხით იგერიებს, მაგრამ ახლა ზურგში ურტყავენ. ბარბაცებს მაგრამ მაინც ძლიერად მიკრავს გულში და სწორედ მაშინ მინათდება გონება ეს დანია ჩემი დანი. მის სვიტრს ვეჭიდები და თავდახრილი მის მკერდში ვეფლობი მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ასე მის სურნელს ისე ხარბად ვსუნთქავ თითქოს უჰაეროდ ვრჩებოდე. ჩემი დანია ის არის გული გამალებით მიცემს დრო მიჩერდება ისიც კი მავიწყდება რა სიტუაციაში ვართ.
- ფრთხილად - ვიღაც იძახის. ისევ ძლიერად მიკრავს გულში მაგრამ რაღაც ისე ვერაა ხელზე სისველეს ვგრძნობ თავს ვწევ და მისი სახე სისხლით არის დასვრილი
- პატარავ - მხოლოდ ამას ამბობს და ძირს უგონოდ ეცემა.
- დამეხმარეთ - ვყვირი განწირული სრული შოკი მაქვს ასე ვერ იქნება
- წადით სანამ პოლიცია მოვა - ვიღაც იძახის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ძირს ვზივარ გულში ვიხუტებ ვცდილობ სისხლი მოვწმინდო სახიდან. ქუდი მოვხადე და ნიღაბი უნდა მოვხსნა რომ ხელებიდან მართმევენ. მასაც ასევე ნიღაბი უკეთია და ქუდი ახურავს. არ მინდა დამაშორონ მაგრამ დევიდი მიჭერს
- წავედით ენრი დრო არ გვაქვს - დევიდი მანქანისკრნ მიმათრევს ვხედავ როგორ მიყავს ორ ბიჭს დანი და როგორ უჩინარდება მანქანა ჩემი თვალსაწიერიდან. დევიდი მანქანაში მსვავს მაგრამ განადგურებული ვარ
- დევიდ გთხოვ იმ მანქანას გაყევი ის იყო ვიცი ის იყო უნდა ვნახო გაუჩერებლად ერთი და იგივეს ვიმეორებ
-დამშვიდდი ენრი ახლა მაგის დრო არაა ყველაფერი მოგვარდება ოღონდ ახლა დამშვიდდი.
- ერიკა! ერიკა მჭირდება - სიფრთხილეს ვივიწყებ და მასთან ვრეკავ არ მაინტერესებს რომ ჯერ კიდევ ღამეა. რამდენიმე ზარზე ტელეფონზე მპასუხობენ - მიჩე... - ისევ ტირილი მივარდება
- გაიღვიძე ანგელოზო შენი ძმა რეკავს - მესმის მეორე მხრიდან
- არა მოიცადე! დანი, როგორ არის? სად არის? სად ვნახო როგორ დავურეკო? - ერთმანეთის მიყოლებით ვაყრი კითხვებს
- რა მოხდა ენრი დანი რამდენიმე დღით ქალაქგარეთაა ორი დღის წინ წავიდა
- არა გუგა არ შემეშლებოდა ის იყო ვიცი ის იყო ჩემსგამო დაშავდა დაურეკე გაიგე როგორაა არა ნომერი მომეცი
დევიდი გზიდან უხვევს მანქანას აჩერებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს. რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს ერიკას ნომერია
- მიჩე - ვპასუხობ ხმის კანკალით
- გუგა ვარ ენრი დანი კარგადაა არანაირი პრობლემა არა აქვს უბრალოდ ცოტა ნასვამია და აღარაფერი მითქვამს.
ტელეფონს ვთიშავ ვცდილობ დავმშვიდდე ვიცი რომ ჩემი დანი იყო ვინც გადამეფარა, ვინც ჩემს მაგივრად დაზიანდა. არ ვიცი რატომ არ მეუბნევიან სიმართლეს გუგასგან არ მიკვირს მისთვის უცხო ვარ, მაგრამ დევიდი? რატომ ცდილობს დამარწმუნოს რომ მისი მეგობრები იყვნენ და მეშლება?
ერთი კვირა ისე გადის ნორმალურად ვარ ვაზროვნებ თითქოს ენერგია გამომაცალეს მხოლოდ ბავშვები მაძლევენ სიხარულს და ცხოვრების გაგრძელების ენერგიას. ერიკას ვერ ვუკავშირდები რამდენჯერაც დავრეკე მისი ქმარი მპასუხობს ამბობს რომ რეკლამის გადაღებებზეა, დაღლილია ისვენებს, ძინავს მიზეზები არ ილევა. რამდენჯერაც არ უნდა ვთხოვო დანის ნომერს არ მაძლევს ამბობს რომ წიგნზე მუშაობს და ამ დროს ყველას აკრძალული აქვს დაკონტაქტება მასაც კი. დევიდი მამაჩემის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. არ ამბობს მაგრამ მამამისთან კავშირი აქვს და თუ რამეს ვარკვევთ მამამისის დამსახურებით. ბატონი გიორგი აღარ შეგვხმიანებია არ ვიცი რატომ და რომ არა დანი ეს კვირა იდიალური იქნებოდა დასასვენებლად ჩემს ოჯახთან ერთად. რატომღაც დევიდი ახლაც არაა სახლში ლილი კი ცდილობს ჩემს გამხიარულებას და სახლიდან გაყვანას ბავშვებიც მეხვეწებიან ეზოში უნდათ თამაში. უარს აღარ ვამბობ და ეზოში ჩავდივართ. ბავშვებმა თამაშით გული იჯერეს მე და ლილიმაც ბევრი ვისაუბრეთ. ბევრიც ვიცინეთ
- ენრი ჩვენი ბინის წინ ახალი კაფეა არ გინდა ყავა დავლიოთ თან ისეთ მაგარ ნამცხვრებს ყიდიან...
- კარგი - არ ვაცლი სიტყვის დამთავრებას ბავშვებს ვეძახი და თან დევიდს ვწერ სად არის.
კაფე პატარაა რამდენიმე მაგიდა ეტევა მაგრამ საკმაოდ მყუდრო და ლამაზია ლილი და ბავშვები მაგიდასთან ზიან მე შეკვეთის მისაცემად მივდივარ. ისევ დანი მახსენდება ეს ადგილი საკმაოდ გავს იმ კაფეს სადაც ერთმანეთს შევხვდით ორი ყავა და ორი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე გოგონას რომელიც მემსახურება თითქმის ისეთივე ფორმა აცვია როგორც მაშინ იმ მიმტანს. ღმერთო, ეს მართლა ასეა თუ მისი მონატრებისგან ისე გავგიჟდი მეჩვენება?
- წინ იყურე მაიმუნო - ეს ლილის ხმაა
- შენ ხარ შოკოლადის ქურდო? - მესმის ბიჭის ხმა მაგრამ რატომ მიჩნდება ისეთი გრძნობა თითქოს ადრეც მომისნენია?
- შოკოლადის ქურდი? ეს შენ გინდოდა ჩემი შოკოლადის მოპარვა მაიმუნო - მათთან მივდივარ
- ლილი დამშვიდდი რა გჭირს? - მათ შორის ვდგები და ვცდილობ ლილის დამშვიდებას მის სახეს ხელებში ვიქცევ
- ლილი შემომხედე პრინცესა ბავშვები გვიყურებენ დამშვიდდი
- იცი ენრი ამ იდიოტის გამო ლამის ჩემი შოკოლადების გარეშე ჩაიარა ახალმა წელმა
- იდიოტი? ლამის? ჩემმა ახალმა წელმა ნამდვილად ჩაიარა შოკოლადების გარეშე - არც ბიჭი რჩება ვალში.
ბავშვებთან მივდივარ რადგან შეიძლება შეეშინდეთ ამ ორს კი ასე ვტოვებ და შორიდან ვუყურებ
-ასეც მოგიხდება მე მიზეზი მაქვს მიყვარდეს ეს შოკოლადი?! მაიმუნი!
- გგონია მე არ მაქვს? მეც მაქვს მიზეზი კოალა! - არც ბიჭი აპირებს დანებებას. მათი შემყურე მეცინება თუმცა კართან მდგარი ბიჭიც არა ნაკლრბ დღეშია ცდილობს სიცილი შეიკავოს მაგრამ არ გამოდის. თავჩახრილი მოდის ჩვენს მაგიდასთან:
- ბოდიშს გიხდით მაგრამ შეგიძლიათ თქვენი მეგობარი გააჩეროთ? არ ვარ დარწმუნებული რომ კობი დღეს გადარჩება
ორივეს სიცილი გვიტყდება. სიცილზე ლილი და ის კობი ჩერდება და ჩვენ გიყურებს.
- რამზი მქვია - სიცილით მიწვდის ხელს
- ენრი - მეც სიცილით ვართმევ ხელს - ასე ჩემი შვილებიც კი არ ჩხუბობენ - ისევ ვიცინივართ
- მე მაქვს მიზეზი - ამბობს ორივე ერთად გაბრაზებით და ერთმანეთს ისე უყურებენ თითქოს ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ.
-ეს შოკოლადი მნიშვნელოვანია - ისევ ერთად ამბობენ
- დედაჩემს მახსენებს - ზედიზედ მესამედ ერთიდაიგივე ერთად თქვეს გაოცებული ვუყურებ ხან ლილის ხან კობის თუმცა ისინიც გაოცებული უყურებენ ერთმანეთს
- მგონი ჩხუბს ჯობია ერთმანეთი გავიცნოთ თორემ კობის ისევ ნაკაწრებით მოუწევს სიარული - სიტუაციის განმუხტვა სცადა რამზიმ.
როგორც აღმოჩნდა ეს კაფე მათ მფლობელობაში იყო რამზიმ ბავშვების გული ადვილად მოიგო ტკბილეულითაც გაუმასპინძლდა არ ვიცი რაზე ესაუბრებოდა როცა ნამცხვრების დახლთან მიიყვანა ბავშვები, მაგრამ დანიელა აშკარად გახარებული იყო თან ტკბილეულს ჭამდა თან იძახდა: - მიკალს ბიძიას სულპლიზი. დანიელას ასეთი საქციელი მიკვირს მაგრამ ის ხომ ბავშვია ადვილია მისი გულის მოგება. კობი და ლილი უკვე ზრდასრული ადამიანებივით საუბრობენ, ის კონკრეტული შოკოლადი ორივეს იმიტომ უყვართ რომ დედას ახსენებს არცერთს არ ყავს დედა ორივეს პატარაობისას გარდაეცვალა თუმცა ლილის მამა ყავს კობის კი ჯერ ბებია ზრდიდა მერე მეგობრის მშობლები. არ ვიცი კიდევ ბევრ რამეზე საუბრობენ მაგრამ აღარ ვუსმენ ჩემს გონებაში ისევ დანია, ისევ მისკენ გამირბის ფიქრები ვცდილობ ცრემლები შევიკავო.
- ლილი გთხოვ ბავშვებს მიხედე მე სუფთა ჰაერი მჭირდება
- მაგრამ შენ...
- ვიცი. გპირდები - არ ვაცდი სიტყვის დამთავრებას. მხოლოდ ახლა დავფიქრდი ჩემს შეცდომაზე ისე გამოვიყურები როგორც ქალი მაგრამ სახელი ენრი? გაგიჟება შეიძლება. ბავშვებს გულში ვიხუტებ ჯერ მათ ვკოცნი შუბლზე, შემდეგ ლილის
- კარგი გოგო იყავი პრინცესა და ბავშვებს მიხედე მე შეიძლება არ მოვიდე ამაღამ. ფიქრი მჭირდება.
ხმადაბლა ვეუბნები და კაფედან გავდივარ გარეთ შებნელებულია ამიტომ თავისუფლად მივაბიჯებ ქუჩებში. არ ვიცი რამდენ ხანს ვიარე დანიზე ფიქრით მაგრამ გადავწყვიტე სახლში წავიდე თუნდაც მამაჩემმა დამინახოს დღეს ერიკას მაინც ვნახავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს!
ისევ საიდუმლო შესასვლელით შევდივარ. ვფრთხილობ არავინ დამინახოს, მაგრამ სახლი იმაზე უკაცრიელივით გამოიყურება ვიდრე ჩემს ბავშვობაში. ერიკას ოთახში შევდივარ ჩამრთველს ვრთავ მაგრამ ოთახში არავინაა ძიძას ოთახი როგორც ადრე ახლაც ცარიელია. სტუმრების ოთახებს ვათვალიერებ, ყველა ცარიელია. როგორც ჩანს არც ის გოგოა აქ ინი რომ ერქვა. ნეტავ ძვირფასი მამაჩემი სადაა? მის საძინებელში შევდივარ და ისიც ცარიელია ყველაფერს ვათვალიერებ ჩემსდა გასაკვირად აქ ყველაფერი ისევ ისეა როგორც ადრე როგორც მაშინ როცა დედა ცოცხალი იყო. აქ შემოსვლის უფლება არასდროს გვქონდა კარიც ყოველთვის ჩაკეტილი იყო ან როგორ გავბედავდით აქ შამოსვლას მამაჩრმის გამო.
საწოლის თავზე დაკიდებულ მამას და დედას სურათთან მივდივარ დედას გამოსახულებას ვეფერები ნეტავ როდის გაწმინდეს ბოლოს? ჯიბიდან ხელსახოცს ვიღებ რომელიც რატომღაც მას მერე დამაქვს რაც ჩემი ქურთუკით მომიწია მტვრის გაწმენდა ბიბლიოთეკაში. სურათი საგულდაგულოდ გავწმინდე საწოლზე დავჯექი და მისი ყურება დავიწყე
"-ენრი ერიკა სად დამემალეთ პატარა ონავრებო? - ეს დედას ხმაა.
მახსენდება ბაღი რომელიც ყვავილებითაა სავსე ყვავილებში მე და ერიკა ვართ ჩამალულები დედა შუა ბაღშია და სიცილით გვიძახის თეთრი გრძელი კაბა აცვია მუქი წაბლისფერი თმა წელამდე ჩასდევს საოცრად ლამაზია თუ სადმე ანგელოზი არსებობს დედაჩემია ის ანგელოზი"
თვალებიდან ცრემლები მომდის. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ეს ერთად ერთი მოგინებაა დედაჩემზე. ნელ - ნელა ბრაზი მერევა მამაჩემზე. ის არ იყო დედაჩემის ღირსი არ იმსახურებს არც მასზე მოგონებებს და არც ამ სურათს! ფეხზე ვდგები სურათის ჩარჩოს ვეჯაჯგურები ვიცი ადვილი არ იქნება მაგრამ აუცილებლად ჩამოვიღებ არ არის მამაჩემი ამ სურათის ღირსი. ჰაერი ჩავისუნთქე და ძლიერად მოვეჭიდე სურათმა ადგილმდებარეობა იცვალა და და ისეთი ხმა გაისმა თითქოს რამე გატყდა. ინსტიქტურად თავი ხელებით დავიფარე. რამდენიმე წამის მერე მივხვდი რომ არაფერი ხდება, თავი ავწიე და შიშისაგან შევყვირე:
- ჯანდაბა გული გამისკდა! სახლია თუ ლაბირინთი?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now