რაღაც ახალს ვიგებ...

25 4 0
                                    

როგორი საშინელებაა როცა ექიმის შეცდომის გამო ასეთ შედეგამდე მიდიხარ თითქმის ორი წელი გავატარეთ საავადმყოფოში მხოლოდ იმიტომ რომ ჩვეულებრივი ენტერო ვირუსი ვერ მიხვდა ექიმმა და სულ სხვა დანიშნულება მისცა რამაც ათასგვარი პრობლემა გამოიწვია ეს დრო არავისთვის იყო ადვილი დევიდი და ლილი შეუსვენებლივ მუშაობდნენ რომ საავადმყოფოს ხარჯებში შემშველებოდნენ მეც ვმუშაობდი მაღაზიის საწყობში მტვირთავად ანაზღაურება სასაცილო იყო მაგრამ შხაპის მიღების საშუალება მქონდა აქ აღებული ფულით კი შემეძლო ღამის გასათევად რვა კაციან ოთახში საწოლი მექირავებინა. ისეც ყოფილა რომ კარგ ამინდში გარეთ დამიძინია რადგან აღებული ფულით ინტერნეტ კაფეში შევდიოდი და სახლში ვრეკავდი ხშირად ესკიზებს ვაკეთებდი და ვაგზავნიდი რომ მის შექმნაში დრო არ დაეკარგათ. ბედს არ ვუჩივი უფლის მადლობელი ვარ რომ ჩემი ანგელოზი გადამირჩინა.
საავადმყოფოდან გახარებული გამოვდივარ ორ დღეში ჩემს პატარას გამოწერენ. ხშირად მიოცნებია სახლიდან გაქცევაზე სადმე შორს გადაკარგვაზე მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს დავბრუნდე ჩემი დანი, ლილი და დევიდი ვნახო.
საავადმყოფოს ეზოში ვიღაც ორი მამაკაცი მიახლოვდება შავი შარვალ-კოსტუმი აცვიათ ზრდილობიანად მომმართავენ რომ გავყვე გაკვირვებული ვარ ცოტა შეშინებულიც ნუთუ ამდენი წლის მერე მამაჩემმა თავი შეიწუხა და მისმა კაცებმა მიპოვეს? რაღაც ლოგიკაში არ ჯდებოდა მაგრამ ვერ გამოვრიცხავდი უარს ვეუბნები მაგრამ არ ჭრის, ამბობენ რომ ბატონ ჯორჯს უნდა ჩემთან საუბარი და ნებით თუ არ წავალ ძალით მოუწევთ ჩემი წაყვანა. იძულებული ვარ დავთანხმდე რადგან ვერ გავექცევი, ვერ მოვერევი და წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის ჯორჯი
რესტორანში შევდივართ რომელიც საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება მშვიდი ატმოსფეროა ერთ - ერთ მაგიდასთან ლილის მამას ვხედავ გაკვირვებას ვერ ვმალავ ბატონი გიორგი ჯორჯია? ვესალმები და მის მოპირდაპირედ სკამზე ვჯდები ველოდები როდის დაიწყებს საუბარს ის კი არ ჩქარობდა სრული მნიშვნელობით თვალებით მჭამდა
- შენ იცი რომ უფასოდ არაფერია ამ ქვეყანაზე - როგორც იქნა დაიწყო საუბარი - შენ ჩემი ვალი გაქვს რადგან მე დავფარე შენი შვილის საავადმყოფოს ხარჯები ახლა ვალის დაბრუნების დროა
- როგორც კი დავბრუნდები დღე-ღამეს გავასწორებ რომ თქვენი ვალი მოვაგროვო და დავფარო - ვიცი რომ სისულელეს ვიძახი ალბათ სამი სიცოცხლე დამჭირდება იმისთვის რომ მისი ვალი მუშაობით მოვაგროვო მაგრამ გადავიხდი. ძილი სულ რომ არ მომიწიოს მაინც გადავუხდი ბოლო ცენტამდ ყველაფერს.
- მე შენი ქონების ნახევარი მინდა
დიდხანს ვუყურებ მეგონა ხუმრობს მაგრამ სერიოზულია არ ხუმრობს?
- დარწმუნებული ხარ? - ყოველი შემთხვევისთვის ვეკითხები ის კი თავს მიქნევს - ასეთ შემთხვებაში პრობლემას ვერ ვხედავ რადგან ჩემი ქონება ჩემი შვილების ლილის და დევიდისგან შედგება რადგან ლილი თქვენი შვილია დევიდი თქვენი ოჯახის ნევრი ხოლო ჩემი შვილები ლილის და დევიდის ნათლულები, გამოდის მთელი ჩემი ქონება გაქვთ რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ჩემი ვალი
ბატონი გიორგი ჯერ გაკვირვებული სახით მიყურებდა მერე გულიანად გადიახარხარა
- იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე ველოდი მაგრამ მართლა გგონია რომ მამაშენის ხალხისგან შენით დაიმალე? ან შენი დის ქმარმა და მისმა მეგობრებმა დღემდე რომ ვერაფერი გაიგეს ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა?
დის ქმარი? ერიკა გათხოვდა? ვინ არიან მისი მეგობრები? ვინ მეძებს? ჩემი შიშები ისევ დაბრუნდა. აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
- დამშვიდდი სანამ ცოცხალი ვარ არაფერი დაგემართება, მე სიტყვა მაქვს მიცემული და მას არ გავტეხ მაგრამ შენ მაინც მოგიწევს ჩემი დავალებების შესრულება. შენ დაბრუნდები სახლში მოითხოვ ქონებას რაც გეკუთვნის და ასე დამიბრუნებ ვალს.
- არა! სახლში არ დავბრუნდები ახლა მარტო არ ვარ შვილებზე ვარ პასუხისმგებელი ვალს დაგიბრუნებ მაგრამ მე და ჩემი შვილები რაც შეიძლება შორს დავრჩებით მამაჩემისგან.
- ახლა პატარა აღარ ხარ, თან შენს უკან მე ვიქნები. შენ და ერიკა ყველაფერს დაიბრუნებთ რაც კანონით გეკითვნით მხოლოდ ასე შეძლებ ჩემი ვალის გადახდას და მეც ასე შევძლებ ჩემი სიტყვის შესრულებას. - ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ წამოდგა მაგიდაზე თვითმფრინავის ბილეთები დამიდო, ნიკაპი ხელით დამიჭირა რამდენიმე წამი თვალებში მიყურა, შემდეგ ამოიოხრა - ძალიან გავხარ დედას...
საგონებელში ჩავარდნილი დამტოვა ის რა დედაჩემს იცნობდა? მის ყველა სიტყვას ვიხსენებდი ვაანალიზებდი მაგრამ ვერაფერს ვიგებ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვაა...
აეროპორტის გასასვლელში ვხედავ ლილის დევიდს და დანის სიხარულისგან ვტირივარ ვხედავ დანი როგორ უსხლტება დევიდს და ყვირილით გამორბის "ჩემი მამა" ფეხები ერთმანეთში ერევა და ძირს ეცემა მალევე დგება და მაინც ჩემსკენ გამორბის ტუჩიდან სისხლი მოდის თვალებში ცრემლები აქვს მაგრამ მხოლოდ მე მეძახის მასთან მივდივარ მუხლებზე ვდგები და ვეხუტები დევიდი და ლილიც მოდიან ისინიც მუხლებზე დამდგარი გვეხუტებიან ხალხი ჩერდება და გვიყურებს მაგრამ ვის აინტერესებს დანი არ მშორდება ხან მე მკოცნის ხან დანიელას არ მადარდებს რამდენი პრობლემა მაქვს ან მექნება მომავალში ჯანდაბამდე წასულა ყველა და ყველაფერი მე ბედნიერი ვარ და ყოველთვის ვიქნები სანამ ჩემი ოჯახი ჩემს გვერდითაა..
ერთი კვირაა რაც სახლში ვარ დევიდს ვეკითხები და ერიკას შესახებ არაფერი იცის ახლა ვერ ვეტყვი რომ წასვლა მინდა რადგან ბევრი საქმეა დაგროვილი. ჩემს არ ყოფნაში ორი პერსონალი ყავთ დამატებული მაგრამ საკმარისი მაინც არაა მართალია იქიდან ვუგზავნიდი ესკიზებს ინტერნეტით მაგრამ ახლა აქ ვარ საჭირო.
ჩემი ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ ბატონმა გიორგიმ მოგვინახულა და კი არ მთხოვა, მოითხოვა რომ დავბრუნებულიყავი და ჩემი კანონიერი ადგილი დამეკავებინა
- უჩვენოდ ენრი არსად წავა მამა აქ კი ბევრი საქმე გვაქვს და თუ შენი ფული გადარდებს მე უარს ვამბობ ჩემს მემკვიდრეობაზე დედის დანატოვარ ქონებაზეც და ვალიც გასტუმრებული იქნება
- ბავშვო მართლა გგონია რომ ენრისთან მხოლოდ შენი ჭკუით ხარ? როგორ ფიქრობ დედაშენმა საავადმყოფოში რატომ წაგიყვანა?
- ჯერ ერთი ის ჯოჯო დედაჩემი არაა და მეორეც რას გულისხმობ?
გიორგიმ ამოიოხრა სიგარეტს მოუკიდა ერთიხანობა მე მიყურა მერე ლილის შეხედა;
- ლილი შენ ჩემი სიცოცხლე ხარ ჩემი სუნთქვა ჩემი ბავშვი მაგრამ მასზე წესიერად ილაპარაკე ხუთი წლიდან გზრდის შეეგუე ბოლოს და ბოლოს რაც შეგეხება შენ ენრი, მე მაქვს ვალდებულებები რომელიც უნდა შევასრულო მე ელეს დავპირდი
- ელე? დედაჩემს ერქვა ელე, შენ, კი არა და თქვენ, დედაჩემს იცნობდით? გაოცებული შევყურებ ის კი თვალებს გვარიდებს ყველას და ფანჯარასთან მიდის მაგრამ მაინც ვასწრებ მის თვალებიში აკიაფებულ ცრემლების დანახვას
- ელეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თათა მოვიდა ჩემთან და მთხოვა მის სანახავად გავყოლოდი მამაშენი ორი დღით სადღაც იყო წასული ამიტომ თქვენს სახლში ვიყავი მან თქვენი დაცვა მთხოვა შენი და ერიკას დაცვა და დახმარება. იმ დღეს, როცა შენ და შენი და ოცდახუთი წლის გახდებით ყველაფერი მოძრავ-უძრავი, ხილული და უხილავი თქვენზე გადმოვა და თუ ამ ყველაფერს არ ჩაიბარებთ ავტომატურად გაიყინება ყველა ანგარიში. კომპანია გაიყიდება, ფული ორივეს ანგარიშზე გადავა. გაჩერდება ყველა და ყველაფერი და ასე დარჩება სანამ მისი პატრონი არ გამოჩნდება.
როცა შენ და ლიზი გაუჩინარდით თათამ დამირეკა და უნდა ვაღიარო მეც კი ვერ გიპოვე სანამ ამ ქალაქში არ მოხვედით მას მერე თვალს გადევნებ სწორედ მე ვიყავი ის ვინც ლიზის აყვანილ ძიძას სხვა უკეთესი სამუშაო შესთავაზა და ჩემს ცოლს ლილი საავადმყოფოში მოაყვანინა. როცა ჩემს კაცებს შენიშნავდი პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ლილი შენს ირგვლივ იტრიალებდა. მაპატიე ლილი, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო იმ დროისთვის. ყველაფერს ვაკეთებ რომ მამაშენმა ვერ გიპოვოს. რაც შეეხება ერიკას, თათამ დამარწმუნა რომ მას ის მიხედავდა. რატომ დაბრუნდა სახლში არ ვიცი. ერიკას ქმარი და მეგობრები ყველგან გეძებენ დედექტივიც კი დაიქირავეს, მაგრამ ვერ გიპოვიან სანამ საჭირო დრო არ მოვა. დროა დაბრუნდე სახლში და შენი ადგილი დაიკავო რაც შეეხება ჩემს ვალს, დედაშენს დღიური ქონდა რომელიც მისი სიკვდილის დღეს გაქრა ვერც მე და ვერც თათამ ვერ ვიპოვეთ მისი წაკითხვა მინდა მხოლოდ ასე გადამიხდი ჩემს ვალს მე კი ყოველთვის შევასრულებ მის სურვილს. თქვენ ბავშვებო კი მას უნდა გაყვეთ. თქვენ "სათამაშო ბიზნესს" ჩემი მდივანი მიხედავს სანამ აქ არ იქნებით - მაგიდაზე სახლის გასაღებს დებს ლიზის სახლის გასაღებია ბრელოკიც კი იგივეა - ის სახლი ისევ შენია დასაწყისისთვის იქ წადით.
ყველას არეულს და უამრავი კითხვებით გვტოვებს მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი გეგმა გვჭირდება, როგორ დავბრუნდე და როგორ გავარკვიო სიმართლე. როგორ ვიპოვო დედაჩემის დღიური და რა წერია იქ ისეთი რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც უნდა მისი პოვნა ....
დღეს ჩემი პატარები ოთხი წლის გახდნენ ლიზის საფლავზე მივდივართ ყვავილები მიგვაქვს ბოდიშს ვუხდი რომ მისი ბოლო სურვილის შესრულება ერთი წლით დავაგვიანე ბავშვებს იმ სამაჯურებს ვაძლევ რომელიც ლიზიმ დაუტოვა თან ვთხოვ არასოდეს დაკარგონ რადგან მათი დედიკო არ გაიღვიძებს და ახალს ვერ უყიდის. ისინიც პატარა უტვინო თავებით მპირდებიან.
ჩემი სიცოცხლეები...
ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქში გადავწყვიტეთ კიდევ კარგი ზამთარია და კაბის ჩაცმა არ მომიწევს თუმცა გოგოს ფორმაში ყოფნა მაინც არ ამცდა.
ახალწლამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვედით გადავწყვიტეთ ახალი წელი ერთად მშვიდად აგვეღნიშნა.
სახლი ისევ ისე დაგვხვდა როგორც ბოლოს დავტოვეთ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ ახლა უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყო როგორც ჩანს ბატონმა გიორგიმ იზრუნა ამაზე.
ლილიმ ნაძვის ხის დადგმა დაიჩემა ამიტომ დევიდი და დანიელა საახალწლო მოსართავების საყიდლად წავიდნენ, ლილი და დანი პროდუქტების - მე როგორც ყოველთვის სახლში ვრჩები ასე ადვილად გარეთ გასვლა არ მინდა სიფრთხილეს თავი არ სტკივა...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now