ერთნაირი ტატუ

47 7 0
                                    

დილით ადრე ვდგები. ენრის ისევ ძინავს. ისეთი საყვარელია თავს ვერ ვიკავებ, თმებს ნაზად ვაშორებ სახიდან შუბლზე ვკოცნი და რესეფშენში ჩავდივარ.
- ანი ძვირფასო, ჩემი ძმა ისევ ცუდადაა კარგ ექიმს ხომ ვერ მირჩევდი?
ვცდილობ სასტუმრო ისე დავტოვო, ეჭვი არ გამოვიწვიო. ანი საავადმყოფოს მისამართს მაძლევს, მე კი იმაზე ვწუწუნებ თუ როგორ ვერ ვესწრები გამოფენას, რომელიც ორ დღეში იქნება, რადგან ავადმყოფ ძმას უნდა მივხედო. ანის ჩემს ნომერს ვაძლევ, თუ რამეა დამირეკეთქო. არც ლოყაზე ამბორი მავიწყდება და აწითლებულ გოგოს ვტოვებ.
ნომერში ვბრუნდები. ენრის ისევ ძინავს, კოცნით ვაღვიძებ:
- პატარა ზარმაცო ადექი.
მისთვის გამზადებულ ტანსაცმელს ვაძლევ. მოწესრიგდი, მე ნივთებს ჩავიტან მანქანაში და მოვალ.
ჩემოდნებს მანქანაში ვალაგებ და ანგარიშს ვასწორებ. ენრი პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი ჩამომყავს და მანქანაში ვაჯენ ისე, რომ მისი სახე არ გამოჩნდეს. ვერ დავუშვებ ვინმემ რამე იეჭვოს. ანის ვანიშნებ რომ დამირეკოს. ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და სასტუმროს ვტოვებთ.
ახალ სასტუმროში ვჩერდებით. სასიამოვნო და კომფორტული გარემოა. ენრის ნამდვილად მოსწონს.
- პატარავ, წამოდი ვჭამოთ და ტანსაცმელი ვიყიდოთ. - წელზე ხელს ვხვევ და ჩემსკენ ვიზიდავ. ყოყმანს ვატყობ, ალბათ ფული არ აქვს. ნეტავ სად ცხოვრობს? საერთოდ ქონდა ღამის გასათევი? - ენრი შემომხედე. მინდა ახლოს მყავდე. მინდა ყველა დილას კოცნით გაგაღვიძო, ყველა ღამეს შენთან ერთად დავიძინო, ამიტომ მომეცი უფლება შენზე ვიზრუნო გთხოვ. - ლოყები ისევ უწითლდება თავს მიქნევს, მე კი მის სისაყვარლეზე გული მიჩქარდება. როდის გავხდი ასეთი? რას მიშვება ეს არსება? საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
საუზმის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მივდივართ. პირველ რიგში მასკებს და კეპებს ვყიდულობთ. ასე უფრო თავისუფლად ვიქნებით. ენრის წელზე ვხვევ ხელს და ერთ ერთ მაღაზიაში შევდივართ. ვგრძნობ რომ უხერხულადაა, ამიტომ ერთნაირ ტანსაცმელებს ვარჩევ მისთვის ერთი ზომით პატარას.
- წამოდი მოვისინჯოთ გასახდელში შემყავს მაგრამ ერთ ადგილზე დგას არ ინძრევა. მარტო ვტოვებ და გარეთ ველოდები ტანსაცმელი ზუსტად მისი ზომაა, მაგრამ ცდილობს მკლავებზე უფრო მეტად ჩამოიწიოს.
- პატარავ ძალიან მაგრად გაქვს - მკლავებზე ხელს ვკიდებ ოდნავ ზევით უწევ სახელურებს და ვშეშდები. მკლავებზე ორივეგან წითელ ზოლად დასდევს ნაიარევი, თითქოს ხელებით ყავდათ დაბმული. ხელებს სწრაფად მაცლის, სვიტერით იფარავს და გასახდელში შედის დაპანიკებული. უკან მივდევ. კარის დაკეტვის საშუალებას არ ვაძლევ:
- ენრი პატარავ ყველაფერი რიგზეა. - მკლავებს ვუჭერ და ნაიარევებზე ვკოცნი - აღარაფრის შეგეშინდეს, მე შენთან ვარ. არასდროს დავუშვებ რამე გეტკინოს. მკერდზე თავს მადებს და გულამოსკვნით ტირის ძლიერად ვიხუტებ თავზე ვეფერები დასაწყნარებელ სიტყვებს ვეჩურჩულები.
- უბრალოდ მგრძნობიარეა - ვეუბნები გასახდელთან მოსულ კონსულტანტს, რომელიც შეშფოთებით გვიყურებს.
ენრი ნელ - ნელა დამშვიდდა. ტირილი შეწყვიტა, მაგრამ თავი ისევ ჩემს მკერდზე აქვს
- არ გძულვარ? - ხმა უკანკალებს ნერვიულობისგან.
- შენ როგორ უნდა შეგიძულო? ისეთი საყვარელი ხარ. - ახლა უკვე მის ტუჩებს ვაგემოვნებ და ნაზად ვკოცნი. არ ვაძლევ უფლებას რომ თავი დახაროს. - გინდა პატარა საიდუმლო გითხრა? - თმებს ვუწევ და მის ნაიარევზე თითებს ვატარებ. - ეს... მე ძალიან მომწონს, როცა აქ გკოცნი - მის გაკვირვებას ვაიგნორებ და რამდენჯერმე ვკოცნი - ალბათ ძალიან ბევრი ტკივილი გამოიარე, მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა. აღარ დავუშვებ რამე გეტკინოს, მაგრამ როცა მზად იქნები მინდა მთელი შენი ისტორია მომიყვე. მოგისმენ და არ შემძულდები, გპირდები.
ანრი მშვიდდება უკვე თავისუფლად მომდევს გვერდით ნელ ნელა სიმორცხვეც უქრება და ტანსაცმლის არჩევას იწყებს. ვხედავ როგორ მხიარულად არჩევს ტანსაცმელს ორივესთვის. ბევრ ერთნაირ ტანსაცმელს ვყიდულობთ, ვსვავთ ყავას და ჩემს საყვარელ ნამცხვარს ვაყოლებთ, ახლა უკვე ენრის საყვარელსაც.
ტატუს სალონს ჩავუარეთ. ვხედავ როგორ გაურბის თვალები სალონისკენ.
- გინდა ტატუ გქონდეს?-თავს მიქნევს - როგორი ტატუ გინდა?
ცოტა ხანს ფიქრდება მერე გაუბედავად ამბობს:
- წარწერა "მიჩე რაპატა" ასე დავიწერდი, მაგრამ არ ვიცი სად. თან, მე... ჩემი...
ხმა აუკანკალდა თვლებში ცრემლები ჩაუდგა
- გინდა ერთად გავიკეთოთ? ოღონდ თუ მეტყვი რას ნიშნავს. ეღიმება, სხეზე ბედნიერება ეტყობა. ღმერთო, როგორი ადვილია მისი გაბედნიერება.
- ჯერ გავიკეთოთ მოგეწონება. ოთახში გეტყვი რას ნიშნავს
- პატარავ იცი რომ მტკივნეულია?
თავი დამიქნია - შენ ხომ ჩემთან იქნები? გავუძლებ.
მასკას ვიხსნი და ცხვირზე ვკოცნი:
- წამოდი - სალონში შევდივართ გადავწყვიტე მაჯაზე გაგვეკეთებინა ტატუ. ასე ენრის ერთ იარას მაინც დავმალავდით: - პატარავ იცი როგორი ტატუ მინდა? - მის წინ ვდგები და თმებს სახიდან ყურებისკენ ვუწევ. - ის სიტყვები რომელიც გინდა, რას იტყვი რომ უსასრულობის ნიშანში ჩავწეროთ და სამაჯურს დავამსგავსოთ? - თავი დამიქნია. მისი თვალები ბრწყინავდა სიხარულისგან.
ტატუს გაკეთება საკმაოდ მტკივნეული იყო მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ენრის ისედაც ცრემლებით ქონდა თვალები სავსე, უნდა მენუგეშებინა. ვცდილობდი მეხუმრა და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანინებინა. საბოლოოდ ორივეს ერთნაირი ტატუ გვაქვს ორივეს მარჯვენა ხელზე მაჯის შიგნით როგორც წყვილს.
წყვილს?.... არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს მაგრამ მომწონს სიტყვა წყვილის გაფიქრება...
ნომერში ორივენი დაღლილები დავბუნდით, მაგრამ დღევანდელი დღით კმაყოფილები ვიყავით. ბედნიერი ენრი სულ სხვანაირად გამოიყურება: იმდენად ლამაზი და მომხიბვლელია თვალს ვერ მოსწყვეტ, მინდა გულში ჩავიკრა და არასოდეს გავუშვა. ასეც ვიქცევი ქურთუკს ვიხდი მასაც ფრთხილად ვხდი და გულში ვიხუტებ, თან ვცდილობ ხელზე არ მივედო. საწოლისკენ მივდივარ ვწვები და ვანიშნებ ისიც დაწვეს ფრთხილად ვეხუტები და ვთხოვ ამიხსნას რას ნიშნავს ეს სიტყვები? ენრი ჩემსკენ ბრუნდება, ხელს მაშლევინებს და მკლავზე ისე წვება რომ ტატუს არ შეეხოს. ხელებს ჩემს მაისურს კიდებს და სახეს ჩემს ყელში მალავს. უკვე ვიცი ასე მაშინ იქცევა, როცა რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდა მაგრამ რცხვენია. თავზე ვეფერები რომ გავამხნევო.
- ეს ორი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს უკავშირდება. მიჩე ნიშნავს ჩემი, რაპატა ნიშნავს პატარა. სიტყვებში უბრალოდ ასოებია გადაადგილებული.
- ვის უკავშირდება პატარავ? ვეკითხები და ვგრძნობ როგორი დაძაბული ვარ, არ მინდა რამე უსიამოვნოს მოსმენა.
- შენ პატარას მეძახი. - მითხრა და უფრო მჭიდროდ მომეკრა- ვგრძნობ გული სითბოთი როგორ მევსება მაგრამ..
- ენრი პირველი სიტყვა? ვის ეკუთვნის ის?
- ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს, უბრალოდ მეტს ნუ მკითხავ ახლა არა...
ვგრძნობ როგორ მისველდება ყელი ენრის ცრემლებისგან. გულში უდიდეს ტკივილს ვგრძნობ, ვერ ვიტან მის ცრემლებს, მაგრამ უნდა გავიგო ვინ არის. ასე გაურკვევლად ვერ დავტოვებ. იმდენად მტკივნეულია რდაც არ უნდა დამიჯდეს უნდა გავარკვიო.
- ენრი! ის ადამიანი ვინ არის შენთვის? გთხოვ პატარავ, მითხარი არ დამტოვო ასე გაურკვევლობაში. შენ ის გიყვარს? ვეკითხები, მაგრამ თითქოს ვიღაც უხილავი დანით მსერავს და მარილს მაყრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, წუთი საუკუნედ მეჩვენება და პირველად ცხოვრებაში არ მინდა არაფრის ცოდნა. ჩემდა უნებურად ხმა მიმკაცრდება ხელს მხარზე ვადებ და რაც ძალა მაქვს ვუჭერ - ვინ არის გიყვარს?
- არა, არა - ანრიმ თავი წამოწია. მისი ხმა შეშფოთებას გამოხატავდა. თვალებში კი შიში და ტკივილი დაბრუნდა - არა დანი, არა, არავინ მიყვარს, გეფიცები, არავინ. ერთ დღეს ყველაფერს გეტყვი, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა არა. არ დამაძალო გთხოვ, ახლა შენ მენდე, არავინ მიყვარს. - ტირილი ქვითინში გადაუვიდა "არავინ მიყვარს" ისტერიულად იმეორებდა. გონებაში ჩემს თავს ვწყევლიდი, როგორ შემეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.
- ენრი მაპატიე, პატარავ მაპატიე, სახე ხელებით დავუჭირე და მისი ტუჩები ჩემით დავფრე. ტუჩებიდან ნიკაპზე გადავედი, ლოყებზე, თვალებზე, მის ცრემლებს კოცნით ვაშრობდი, თან მაპატიეს ვეჩურჩულებოდი. ძლივს მოვახერხე მისი დამშვიდება.
- პატარავ, გპირდები არაფერს დაგაძალებ, როცა მზად იქნები მაშინ მომიყევი. მაპატიე გთხოვ.
- დანი გპირდები მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ.
- მჯერა შენი პატარავ. მოდი ვახშამი შევუკვეთოთ კარგი?

საწოლზე ვწევარ და თვალს ვადევნებ როგორ ალაგებს დღეს ნაყიდ ტანსაცმელს დანი. ორ ცეცხლს შუა ვარ, არ ვიცი რა ვქნა, დანის ყველაფრის გაგება უნდა, მაგრამ რა ვუთხრა? როგორ მოუყვე? ისიც კი ვერ ვუთხარი რომ მიჩე ჩემი დაა. მას ვეძახი ასე, ვერ ვუთხარი რომ საყვარელი ძიძა და ტყუპისცალი და მყავს. მათ სიცოცხლეს უფრო მეტად ვერ შევუქმნი საფრთხეს, საკუთარი სიცოცხლეც უნდა გადავარჩინო. სულ სასტუმროში ვერ ვიქნებით, მე კი არ ვიცი რა გველის მომავალში. თუ არ მიმატოვებს იქნებ ჩემი ოჯახის ნახვა მოუნდეს, რა გავაკეთო? ჩემს გვარსაც ვერ ვეტყვი რადგან ჩემი ოჯახი საკმაოდ ცნობილია, როგორც ერთ ერთი მსხვილი ბიზნესმენი ქვეყანაში. მხოლოდ ლოცვაღა დამრჩენია, რომ დანიმ ისეთი მიმიღოს როგორიც ვარ, ზედმეტი კითხვების გარეშე, მაგრამ ჩემს ლოცვას როდის ქონია შედეგი ახლა რომ ქონდეს?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now