ცვლილება

18 5 0
                                    

ყოველთვის სახლიდან წასვლაზე და თავისუფლებაზე ვოცნებობდი მაგრამ არასოდეს მიფიქრია თუ ასე მტკივნეული იქნებოდა თავისუფლება ჩემი ძმის გარეშე
ინტერნეტში შემთხვევით ნაცნობ სიტყვებს ვაწყდები "მიჩე რაპატა" გული გამალებით მიცემს საჩქაროდ ვწერ კომენტარებში - ადს არხ (სად ხარ) მაშინვე მიბრუნებენ პასუხს
- ენშ ადს არხ ნატრემომე (შენ სად ხარ მომენატრე)
- ადს ხოგნა? (სად გნახო?)
უცნაურია ისე მწერს როგორც ენრი მაგრამ ძიძაზე არაფერს მეკითხება იქნებ ფრთხილობს? მთელი ღამე ვფიქრობდი და დილას მაინც ვწერ:
- ველზეპირ ხვდიშემ (პირველიზე შემხვდი) ადგილმდებარეობასაც ვუგზავნი ყველაზე ხალხმრავალ კაფეს
კაფეში ადგილები არაა. შეკვეთილ ყავას დახლთან ველოდები ვიღაც უკნიდან ხელებს წელზე მხვევს ენრი მგონია ვტრიალდები და ვიღაც იდიოტი მხვდება
გაკვირვებული ვარ დაბნეული და აღრფრთოვანებული ენრის შესახებ რაღაც ახალს ვგებულობ ის ბიჭი ვისაც ენრი ვეგონე სურათს მაჩვენებს სადაც ენრი ბედნიერებისგან ბრწყინავს სურათის უკან ენრის ნაწერია "მუდამ მემახსოვრები და მეყვარები შენი პატარა" ეს ყველაფერი მაიძულებს ამ ადამიანს ვენდო მას დანი ქვია ძალიან ლამაზია მომხიბვლელი და მისი თვალები ისეთი სუფთაა სარკესავით ირკლავს ჩემს გამოსახულებას. ჩუმად ვათვალიერებ და ვიცი რატომ მოეწონა ჩემს ძმას. მის სახლში მივდივართ მის ოჯახის წევრებს მაცნობს გაკვირვებული ვარ ყველა ერთმანეთის მეგობრები არიან და არა და - ძმანი როგორც მეგონა.
ყველა სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ის რომელსაც გუგა ჰქვია რატომღაც დანახვისთანავე სულ მეკამათება არც მოვწონვარ და არც თავს მანებებს...
კაბინეტში შევდივართ სადაც დანი ენრის და თავის სურათებს მაჩვენებს ენრი ყველა მათგანში ბედნიერია არ ვიცი რა მაიძულებს მათ ნდობას მაგრამ მათ ჩემი და ენრის შესახებ ყველაფერს ვუყვები დედის გარდაცვალებიდან იმ მომენტამდე როცა დანის მივწერე. ყველაზე მეტად რაც მაოცებს ის ადამიანია ვინც შანს არ უშვებდა ჩემს დასაცინად და ჩემთან საკამათოდ ახლა კი ყველაზე მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ მეუცხოვა როცა პირველად თავზე გადამისვა ხელი მაგრამ მესიამოვნა ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა როცა წელზე მომხვია ხელები, თავი ყველაზე დაცულად ვიგრძენი არც გამიპროტესტებია თუმცა სირცხვილისგან თავის მაღლა აწევას ვერ ვბედავ...
ყველა ცდილობს დამეხმაროს რაღაც გეგმასაც ადგენენ მე და გუგა როგორც ცოლ-ქმარი ისე უნდა მივიდეთ მამაჩემის სახლში. მართალია გუგას დამოკიდებულება ჩემს მიმართ შეიცვალა, მეც რატომღაც მიზიდავს და მომწონს, რამდენჯერმე ჩემი თავი მასზე ფიქრშიც დავიჭირე, მაგრამ ცოლ - ქმრის თამაში და ერთ ოთახში დაძინება უკვე მეტისმეტია. ამ ყველაფერში მამაჩემის დარწმუნება არც ისე ადვილია. ძიძა და ბადრიც მათ ეთანხმებიან და მარწმუნებენ, როცა ყველაფერი ჩაივლის ბრალოდ გავეყრებით...
გუგას და ენრის დამოკიდებულებას ვერ ვარკვევ ხშირად არიან ერთმანეთზე ჩახუტებულები სადაც დანია იქ გუგაც მოისაზრება ან პირიქით ასე უნდა იყვნენ მეგობრები? სხვებთანაც ახლოს არიან მაგრამ ას ორი მაინც სხვაა. არ მინდა ილუზიები შემექმნას რადგან გუგას მიმართ ჩემი მოწონება იზრდება...
დღეს ხელს ვაწერთ გუგას შარვალ-კოსტუმი აცვია მისი შავი თმა მხრებზეა დაყრილი მოგრძო თვალების ჭრილი შავი თვალები და გრძელი შავი წამწამები სწორი თხელი ცხვირი და წითელი ტუჩები ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და არ მივაშტერდე რომ არა დადგმული ცერემონია ეს დღე ალბათ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში თეთრი საპატარძლო კაბა მაცვია გუგას ხელი წელზე აქვს შემოხვეული სურათებს გვიღებენ
სახლში შევდივართ და ყველა ერთხმად ყვირის სურპრიზი. არ ვიცი რა ვქნა ასეთ სიტუაციას არ ველოდი უბრალოდ ხელი უნდა მოგვეწერა დანიმ ქორწილი მოაწყო და ყველას მშობლები დაპატიჟა ახლა რა უნდა ვქნა? იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის...
ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც გუგას ოჯახს უნდოდა ამ უცხო ხალხმა ამ მოკლე დროში იმხელა სითბო და სიყვარული მომცა რაც არ მქონია წლების განმავლობაში. ყველაფერში ინტერესს ვავლენდი ვაკვირდებოდი ვკითხულობდი როგორ მექნა, ვსწავლობდი. არ მინდოდა ვინმე უყურადღებოდ დამრჩენოდა განსაკუთრებულ ყურადღებას დანის ვაქცევდი რადგან ჩემი ენრის რჩეული იყო და ვიცოდი რამდენად ძვირფასი იყო გუგასთვის. არამარტო გუგას მშობლების არამედ მთლიანად ყველას ოჯახების მოწონება დავიმსახურე.
ამ ყველაფერში ყველაზე რთული მაინც გუგასთან ერთ ოთახში განმარტოება და დაძინება იყო იმდენად მიზიდავდა იმდენად მომწონდა მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო ხანდახან დანის მშურდა კიდეც ერთადერთი რაც არ შეიცვალა ამ ორის ურთიერთობა იყო ისინი ისევ ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და არ ადარდებდათ სხვების საყვედურები რომ გუგას უკვე ცოლი ყავდა და მასაც უნდა ეფიქრა დაოჯახებაზე....
ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდით ყველა დედაქალაქში ვბრუნდებით არ ვიცი როგორ ახერხებენ ეს ექვსი ადამიანი ისე ცხოვრებას თითქოს ერთი მთლიანი იყვნენ მიხარია რომ მათი ნაწილი ვარ თუნდაც დროებით...
თათას დახმარებით კომპანიაში ყველაზე ჭორიკანა თანამშრომელმა ვითომ შემთხვევით ნახა ჩემი და გუგას ქორწილის ფოტოები და კომპანიაში მისული მოსაწვევი რომელითაც მამაჩემს შეხვედრას ვთხოვდი, შემთხვევით სწორედ ამ თანამშრომელის ხელში აღმოჩნდა გეგმა მუშაობს...
რესტორანში მაგიდა ექვს კაცზეა შეკვეთილი დღეს მამაჩემს ვხვდები ეს რესტორანი სპეციალურად შევარჩიეთ აქ ხშირად ქალაქის ელიტა იკრიბება. მამაჩემი იძულებული იქნება რესტორანში მოვიდეს რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ მის ყველა თანამშრომელს, ბიზნეს პარტნიორებს მათ ოჯახებს თუ მეზობლებს ყველას იმაზე ელაპარაკა როგორი მაგარი და მდიდარი ქმარი ყავს მის შვილს
ყოველი შემთხვევისთვის რესტორანში ჩვენს მაგიდასთან ახლოს დანი და კობი ისხდებიან რამზი ერთი კვირაა მამაჩემის პირადი დაცვაა, ხოლო ჩვენთან ერთად ძიძა ლევი და ინიც მოდიან
ღია იისფერი გრძელი კაბა მაცვია რომელიც წინ შეხსნილია და ცალი ფეხი თითქმის შიშველი მიჩანს ძლივს მივეჩვიე ასე ჩაცმას მაგრამ მაინც მრცხვენია. კაბას ზურგი მოხსნილი აქვს მხოლოდ მძივებად აკინძული თვლები აფიქსირებს ჩემს ტანზე.თუ სპეციალისტი არ ხარ თვლები ადვილად აგერევა ბრილიანტში. მხრებზე დაყრილ თმებზე გრძლად ჩამომდევს იგივე თვლების საყურეები, ანალოგიური კოლიე და სამაჯურები მიკეთია, ის კი არა და ჩემი ფეხსაცმელიც იგივე თვლებშია გაწყობილი
ეს ყველაფერი ისეა ერთმანეთთან შერწყმული რომ კლასიკურობას და სინაზეს ასხივებს
მაგიდასთან ძიძა, ლევი, ინი და მამაჩემი გველოდება ისე ვღელავ ნაბიჯის გადადგმა მიჭირს გუგა გულში მიხუტებს თავზე მკოცნის უნებურად მშვიდდები გამბედაობას ვიკრებ ხელს ვკიდებ და რესტორანში შევდივართ
მთელი რესტორნის ყურადღებას მაშინვე ვიქცევთ თვითონ მამაჩემიც კი გაოგნებისგან ფეხზე დგება
ლევი და ინი როგორც გუგას და და სიძე ისე გავაცანით. გუგამ მამაჩემს მოუბოდიშა, რადგან მის გარეშე დავქორწინდით ჩვენს შეცდომას გამოვასწორებდით ცოტა ხნით მასთან ვიცხოვრებდით ლევი და მისი ადვოკატები კი საბუთებს გაამზადებდნენ და ერიკა მის ქონებაზე უარს იტყოდა მამაჩემი ამ ყველაფერს უნდობლად უყურებდა მაგრამ იდეა აშკარად მოეწონა.
ჩემი და გუგას ფოტოები ინტერნეტში ვრცელდება როგორც ულამაზესი წყვილი და ლევი გვთავაზობს კონტრაქტს რომლის თანახმად მე და გუგა ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელს და სამკაულს ვატარებთ და რეკლამას გავუკეთებთ ცნობილ ადგილებში სიარულით
ისევ ჩემს საძულველ სახლში ვარ ამჯერად გაიმეტა მამაჩემმა ნორმალური ოთახი. როგორც ყოველთვის გუგა ისევ იატაკზე აპირებს დაწოლას მაგრამ ოთახში ერთი საბანი და ერთი გადასაფარებელია ღამე კი ცივა გამბედაობას ვიკრებ და გუგას საწოლზე დაწოლას ვთავაზობ მე კი რაც შემიძლია საწოლის ნაპირში ვწვები
ხვალ ჩემი დაბადების დღეა მამაჩემმა ცხოვრებაში პირველად მისი აღნიშვნა გადაწყვიტა. რესტორანში მაგიდას ჯავშნის უფრო ხალხის დასანახად. გუგა დილიდანვე ემზადება დანისთან წასასვლელად მარტო დარჩენა არ მინდა ამიტომ ვთხოვ მეც წამიყვანოს. რაც სახლში დავბრუნდით გუგა უფრო ყურადღებიანია უფრო მეტი ფიზიკური შეხებებია ჩვენს ურთიერთობაში თავიდან ვფიქრობდი მამაჩემის დასანახად, მაგრამ მაშინაც ასე იქცევა როცა მამაჩემი საერთოდ არაა ჩვენს ახლოს. ახლაც გულში მიხუტებს შუბლზე მკოცნის მეუბნება რომ ლამაზი ვარ და ხელჩაკიდებული გავყავარ ოთახიდან
მის სახლში მივდივართ დანი ცუდ ხასიათზეა დილიდანვე დალევა აქვს დაწყებული
- იცი ერიკა დღეს რა დღეა? დღეს ორი წელი გახდა რაც ენრიმ დამტოვა - გუგა ამშვიდებს ცრემლებს წმინდავს გულში იხუტებს. ის ღამე იქ დავრჩით გუგას დანის ოთახში ეძინა მე კი მთელი ღამე სიცარიელის გრძნობა ვერა და ვერ მოვიშორე მხოლოდ გამთენიისას მოვახერხე დაძინება
- დაბადების დღეს გილოცავ ანგელოზო - თვალებს ვახელ გუგას და დანის ვხედავ საწოლზე აქეთ-იქიდან სხედან დანის ხელში ტორტი უჭირავს ზედ ის ტატუა გამოსახული რაც დანის და ენრის აქვს ხოლო გუგას თეთრ ვარდების თაიგული აქვს. რაღაც არ მახსოვს მეთქვას თუ როგორ მიყვარს თეთრი ვარდები...
საღამოს რესტორანში მივდივართ გუგას ნაჩუქარი თეთრი მოკლე კაბა მაცვია თეთრი მაღალქუსლიანები და თეთრი ოქროს სამკაულები გუგას წელზე აქვს ხელი მოხვეული დანი კი ფოტოაპარატით მოგვყვება როგორც ყოველთვის ყველას ყურადღებას ვიქცევთ საღამო ნორმალურად მიდის მაგრამ ლევის და ინის შორის გაჩენილი უხერხულობა ყველასთვის შესამჩნევია...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now