მიჩე რაპატა

8 4 0
                                    

- მოხუცო ყველა ის რუკა მინდა რომელიც დედაჩემის სიცოცხლეში არსებობდა - ხმის ამოღებას არ ვაცდი ისე მივდივარ იმ ოთახისკენ რომელიც ჩემი ახალი საძინებელია. უკან გაკვირვებული ანრი მომდევს. საძინებელში შევდივარ დედას დატოვებულ რუკებს ვიღებ და მოხუცს ვუტრიალდები რომელიც დაღლილი სახით მიყურებს.
- დასვენება გჭირდება შვილო წინ ბევრი უძილო ღამე გველის
-ახლა მაგის დრო არ მაქვს რუკები და შენი დახმარება მჭირდება
ბიბლიოთეკაში შევდივართ ამ ნაწილში ჯერ არ ვყოფილვარ ლაბირინთი კიდევ კარგი ნათქვამია. რომ არა ჩემი მეხსიერება ისე დავიკარგებოდი ვერც გავიგებდი.
ძველ რუკებს ვათვალიერებ რომელიც ჩემსდა გასაკვირად დიდ სენსორებიან ეკრანზეა გამოტანილი იმ ადგილს ვპოულობ სადაც წერტილები შევნიშნე დედის დატოვებულ რუკაზე ახლა ახალ რუკებს ვუყურებ
- მოხუცო აქ რა არის? - ვანიშნებ იმ ადგილებზე სადაც წერტილები ვიპოვე
- მიწის ზევით ელეს ბავშვობის საძინებლია ლიდას სახლში, მიწის ქვევით მისი სამუშაო ოთახი
- მოხუცო მივდივართ.
დედას სამუშაო ოთახი არქივს უფრო გავდა ვიდრე ოფისს, აქ იყო ყველა საქმიანი გარიგებები და იმ პერსონალის დოსიეები ვისაც კი ოდესმე უმუშავია მასთან ან ბაბუასთან.
- დაიმახსოვრე შვილო არავის მისცე აქ შემოსვლის უფლება მიუხედავად იმისა რომ ერის ყველაფერი ვასწავლე და ისე ვზრდიდი რომ შენი ერთგული დამხმარე იყოს აქ მხოლოდ მე და შენ შემოვალთ. რა იყო ელეს ბოლო სიტყვები?
- ძვირფასები ეს ჩემი რჩევებია არავის ენდო საკუთარ ჩრდილსაც კი მოიშორე ყველა სისუსტე საყვარელი ადამიანების ჩათვლით რადგან ისინი პირველი სამიზნეები იქნებიან ისე მოიქეცი თითქოს არავინ გადარდებს ასე ადვილია მათი დაცვა მიყვარხართ ჩემი ძვირფასები - ვამბობ მცირე ფიქრის შემდეგ
- არასდროს დაივიწყო შვილო ეს სიტყვები. ყოველთვის ამის მიხედვით იცხოვრე.
ოფისს ვათვალიერებ არაფერი არ არის განსაკუთრებული არც მინიშნება არაფერი. ჯანდაბა! მომიწევს აქ ყველაფრის გადაქექვა
- მოხუცო არის რამე რაც უნდა მითხრა?
- ყველაფერში ვერ დაგეხმარები შვილო არის რაღაცეები რაშიც თვითონ უნდა გაერკვე. ელეს ასე უნდოდა ამიტომ დატოვა ბევრი რამ საიდუმლოდ და რვა საათზე შეკრება რომ დანიშნე, არ დაგავიწყდეს მოსვლა.
საათს ვუყურებ რვის ნახევარია ოთახს ვათვალიერებ და იქაურობას ვტოვებ ანრი უხმოდ მომდევს უკან
- შენ თქვი რომ ყველგან გვყავს ხალხი მათ შორის იმ წრეებშიც რომელიც შავ სამყაროს მიეკუთვნება და ქუჩებს აკონტროლებს მინდა ისინიც მოიწვიო.
-რა ჩაიფიქრე? - გამჭოლი მზერით მეკითხება.
- ყველას ერთად გეტყვით მოხუცო და გთხოვ თორმეტისთვის ყველა ის ადამიანი მოიწვიო ვინც ხელისუფლებაში თანამდებობის პირები არიან და ჩვენთან მუშაობენ..
რვა საათია სადღაც დიდ დარბაზში ვარ სადაც მხოლოდ სკამები და მაგიდებია. ყველა მაგიდას თავის მონეტორი და მიკროფონი აქვს. მაგიდები ისეა განლაგებული ყველა იქ მჯდომი ერთ დიდ მაგიდას უყურებს სადაც მე, დევიდი, მოხუცუ და ერი ვზივართ. აქ არიან ყველა ვინც ანრის ნდობითაა აღჭურვილი და ის ხალხი რომელიც შავ წრეებს ეკუთვნის. მოხუცმა ჩემი თავი ყველას წარუდგინა ახლა კი ყველა მე მიყურებს და ელოდება როდის რას ვიტყვი
- არ დავიწყებ ლამაზ საუბარს რომ თითოეულ თგვენგანში კარგი შთაბეჭდილება დავტოვო მინდა რომ ყველამ ბოლომდე მომისმინოს და მერე თქვენს აზრს მოვისმენ - ჩემი ხმა ექოსავით გავრცელდა მთელს დარბაზში - მინდა ჩვენი ყველა საქმიანობა კანონიერი გავხადო ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდით იქნება ფინანსური დანაკარგებიც, მაგრამ დამალვას და სიცოცხლით რისკის გაღებას ჯობია
დარბაზში ხმაური ატყდა უკმაყოფილო საუბარი გაისმა ვიღაც იგინებოდა კიდეც
- თქვენ, გინება კარგად გამოგდით იქნებ მეც გამაგებინო უკმაყოფილების მიზეზი? - საკმაოდ ხმამახლა და უხეშად გაისმა ჩემი ხმა ერიმ ჩემს წინ არსებულ ეკრანზე ამ კაცის სახელი გვარი და ყველა ის ინფორმაცია მომაწოდა რაც მის შესახებ უნდა მცოდნოდა.
- მე მაქვს რამდენიმე საკმაოდ კარგი შემოსავლიანი ობიექტები რატომ უნდა მინდოდეს გუშინდელ გამოჩეკილ წიწილასთან თანამშრომლობა და შემოსავლის დაკარგვა?
მოხუცი ბრაზდება მიკროფონს მისკენ წევს ხმაურიანად ახველებს მაგრამ ხელს მხარზე ვადებ.
- რადგან თქვენს შემოსავალზე ასე ზრუნავთ გამოდის უკანონოდ მართავთ თქვენს ობიექტებს იქნებ იმ ქალებსაც თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ აჩერებთ რომლებიც გყავთ და მათ შორის არც ისე ცოტა - ანრის ხელით ვაჩერებ და საუბარს არ ვაცდი ისიც სკამის საზურგეს ეყრდნობა და ყველაფერს აკვირდება. - ბატონო ჯონ სამი პატარა ქალიშვილი გყავთ არა? არ გინდათ მათი უკეთესი მომავალი? არ ფიქრობ რომ ხვალ და ზეგ შენს გამო შეიძლება ისინი დაზარალდნენ? მე ყველას გთავაზობთ კანონიერ ბიზნესს კანონიერი შემოსავლით არ ვამბობ რომ ადვილია მაგრამ არა შეუძლებელი
- იმ ძმებზე რას იტყვით ვინც ციხეშია და შეთანხმების თანახმად მასზე უნდა იზრუნოთ? - გაისმა ვიღაცის დაბალი ხრინწიანი ხმა
- მე არ ვაპირებ დავარღვიო თქვენს წინაშე დადებული ვალდებულებები პატივს ვცემ ყველა იმ შეთანხმებას რომელიც აქამდე დადებულა და გავაგრძელებ მის შესრულებას მინდა რომ თვითოეული თგვენგანი დაფიქრდეთ ჩემს წინადადებაზე. ძველის გათვალისწინებით დავდოთ ახალი შეთანხმებები ნაკლები რისკებით და დანაკარგებით. თითოეული თქვენგანი ან ჩენთან ერთად ხართ ან ჩემს გარეშე არჩევანი თქვენზეა მოსაფიქრებლად ორი საათი გაქვთ
- როგორ გინდა დაუშალო ქურდს ქურდობა - გაისმა დამცინავი ხმა დარბაზში.
- მე არ ვაპირებ ვინმეზე რამის დაშლას ყველას თავის გზა აქვს ყველა თავისუფალია გადაწყვეტილებებში. მე გთავაზობთ ახალ შეთანხმებებს ძველის გათვალისწინებით ვინ დარჩება ჩვენთან ნებაყოფლობითია.
შეხვედრამ ხმაურიანად ჩაიარა თუმცა ბოლოს ანრიმ ისაუბრა რასაც ყველას თანხმობა მოყვა. ვიცი რომ ყველას ცხოვრებას ვერ შევცვლი, ისინი მაინც გააკეთებენ თავისას მაგრამ მათი თანხმობა და ახალი შეთანხმებების დადება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე ხმაურით ჩაიარა მეორე შეხვედრამაც ბევრს არ მოეწონა ჩემი წინადადება თუ ყველაფერს ყველა კანონიერად გააკეთებენ მაშინ თანამდებობის პირები იმ ქრთამის გარეშე დარჩებიან რაც მათ ყველა თვე დამატებით შემოსავალს ნიშნავს მაგრამ ანრიმ აქაც დაალაგა სიტუაცია. შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ ეს ყველას ნათლად დაანახა და გააგებინა. მეც კი გაკვირვებული ვარ თუ რამხელა ძალა აქვს მის სიყტვებს.
შეხვედრების შედეგით განსაკუთრებით კმაყოფილი ბატონი გიორგი და ქალბატონი ნადია იყო.
- რადგან ასე გადაწყვიტე დანარჩენს მე მივხედავ დროა ყველამ ის მიიღოს რასაც იმსახურებს - მუქარანარევი ჩაცინებით წარმოთქვა გიორგიმ და კაბინეტი დატოვა.
გადაწყდა ბებიაჩემის და მისი ხალხის ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი ფაქტების შეგროვება და მათი სამართალდამცავებზე გადაცემა. დიდად ამ აზრის მომხრე არ ვარ მაგრამ ეს ყველაფერი ხომ თვითონ დავიწყე თუ მას ჩემით გავუსწორდები მაშინ როგორ გამომყვება ის ხალხი ვისაც კანონიერ ბიზნესზე მოვუწოდებ? ამიტომ დავთანხმდი.
საავადმყოფოში ლილის პალატაში შევდივარ დავიღალე სასწაულად მეძინება მაგრამ ლილის მდგომარეობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. არ ვიცი სად არიან ჩემი პატარები ჩემს რაღაც ნაწილს შურისძიება წყურია და მე იძულებული ვარ სიმშვიდე შევინარჩუნო რომ შევძლო სწორი გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება.
- გამარჯობა პრინცესა - ლილის საწოლთან სკამს ვდგამ და მასთან ახლოს ვჯდები. მისი ხელი ავიღე და ნაზად ვეფერები - მგონი ამდენხანს არ უნდა გეძინოს უკვე საღამოვდება. გაიღვიძე ზარმაცო. - თმას ვუსწორებ და სახეზე ნაზად ვეფერები ამ წლების მანზილზე ის ისეთივე ძვირფასი გახდა ჩემთვის როგორც მიჩეა. ვერ ვეგუები მის ამ მდგომარეობაში ყოფნას გული მტკივა ცრემლები თავისით იწყებს დენას. პალატაში კობი შემოდის, როგორც კი მხედავს კართან ჩერდება. მართალია მას არ ვენდობი მაგრამ ვხედავ როგორ მართლა განიცდის ლილის მდგომარეობას. ამიტომ პალატას ვტოვებ და კობის საშუალებას ვაძლევ მასთან მივიდეს.
ექიმს ვესაუბრები რომელიც იმედს მაძლევს რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ცოტა დამშვიდებული მივდივარ დედაჩემის კაბინეტში უნდა წავიდე და ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლო მისი დღიურის გარეშე კომპანიაში ოფიციალურად ვერ დავიკავებ ჩემს ადგილს ეს უკანასკნელი კი ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ჩემი გეგმების განსახორციელებლად.
დედას ოფისში ვბრუნდები მისი სამუშაო მაგიდით ვიწყებ. უჯრიდან საბუთებს ვიღებ და...
როგორ ჩამეძინა ვერ მივხვდი. საათი დილის ხუთს აჩვენებს სახეზე ღიმილი მაქვს ლიზი დამესიზმრა ჩვენს პატარებთან ერთად თამაშობდა მათთან მიახლოება დავიწყე თან მათ სახელებს ვიძახდი მაგრამ ბავშვები ისევ ჩემს საწინააღმდეგო მხარეს გაიქცნენ ისევ ის ბიჭი სახეს ისევ ვერ ვამჩნევ ბავშვებს გულში იკრავს მერე კი ხელჩაკიდებულები მიდიან მუხლები მეკვეთება ძირს ვეცემი მათ სახელებს ვიძახი მაგრამ არ ესმით ჩემთან ლიზი მოდის ფეხზე მაყენებს ხელებს მკიდებს
" - მათ არაფერი მოუვათ ენრი ნუ ნერვიულობ. ისინი კარგად არიან უბრალოდ ენატრები სამივეს მენდე.
- ვინ სამივეს? ვინ არის მესამე?
- დამიჯერე ენრი ისინი გელოდებიან ნუ ნერვიულობ"
არ ვიცი რატომ მაგრამ მშვიდად ვარ სახეზეც ღიმილი მაქვს არ ვიცი ლიზის ბედნიერმა სახემ იმოქმედა ჩემზე თუ მისმა სიტყვებმა.
რამდენიმე დღეა თითქმის არ მძინებია დედას სამუშაო ოთახში არსებული მასალების ნახევარზე მეტი შევისწავლე მაგრამ არაფერია ისეთი რაც მის დღიურზე მიანიშნებს. ლილიზე არაფერია ახალი გარდა იმისა რომ ექიმები იმედს გვაძლევენ. ბავშვებზე ისევ არაფერი ვიცი მაგრამ იმ სიზმრის მერე მშვიდად ვარ.
დღეს ჩემი და მიჩეს დაბადების დღეა მისი ნახვა მინდა მაგრამ თავს ვიკავებ არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო. კიდევ ერთი წლი გადის უიმისოდ მძულს ჩემი ცხოვრება ყველა ვინც მიყვარს და ნენატრება ან მტოვებს სამუდამოდ ან ვერ ვნახულობ. ნეტავ ჩემს გაჩენაში საერთოდ თუ ერია ღმერთი?
ჩემს საძინებელში შევდივარ დევიდი უნდა მოვიდეს თითქმის ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს ერისთან ერთად კომპანიის საქმეებს განიხილავს და სწავლობს რა როგორ მართოს. დიდი სურვილი არ ჰქონია მაგრამ უარი ვერ მითხრა.
- მომენატრე ენრი - ხელგაშლილი დევიდი მისაღებში შემოდის მისკენ მივდივარ ისე ვეხუტები თითქოს ამაზეა ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული
- ბავშვებზე ხომ არაფერი გაგიგია როგორ არიან - ვეკითხები და თვალებში ვუყურებ ჯერ კიდევ მასზე ვარ ჩახუტებული
- არა ენრი მას ვთხოვე ტელეფონი არ ჩაერთო ისინი კარგად იქნებიან მათზე სანერვიულო არ გვაქვს
- ლილი? მეორე დღეა მასთან ვერ მივედი
- ექიმები ამბობენ რომ მალე გაიღვიძებს ისიც კარგად იქნება ჩვენი პრინცესა ძლიერია ხომ იცი - ისევ მეხუტება და ჩემს თმებზე იწყებს თითებით თამაშს - თმა გაგზრდია მხრებს ჩამოცდა არ უნდა შეიჭრა?
-ახლა მაგის დრო არ მაქვს დევიდ - მობეზრებით ვეუბნები და დივნისკენ მივდივარ.
- ენრი... - მის ხმაში ყოყმანი იგრძნობა თითოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ არ არის დარწმუნებული. ჩემთან მოდის მხრიდან ჩანთას იხსნის იქიდან მწვანე ფერის ყუთს იღებს და მაძლევს.
- ეს შენი დაბადების დღის საჩუქარია შენ გამოგიგზავნეს.
ყუთს მუხლებზე ვიდებ, გაკვირვებული ვხსნი და ვგრძნობ როგორ იმატებს ჩემი გულისცემა ხელები კანკალს მიწყებს და თვალები ცრემლებით მევსება ყუთში წიგნი დევს სათაურით "მიჩე რაპატა" წიგნის ყდა მწვანეა, სათაურის დაბლა იმ სურათის სილუეტია სადაც მე ხელის ორი თითი მაქვს აწეული დანი კი მოულოდნელად მკოცნის.
" - იცი ვიღაც გავიცანი ძალიან საყვარელი და საინტერესო ადამიანია
- ჰოოო ანუ კიდევ ერთ წიგნს უნდა ველოდოთ? იმიტომ დაგვეკარგე ამდენი ხანი რომ მასზე წერ ისე საუბრობ საინტერესო ცხოვრება უნდა ქონდეს- უპასუხა მეორე ხმამ"
მოგონებები თავისით დაბრუნდნენ გული საშინლად მტკივა
- ანუ მართალი იყო ის ჩემზე წერდა - ხმამაღლა წამომცდა ჩემდაუნებურად. - დევიდი მხარზე მადებს ხელს და ოდნავ მიჭერს. ცრემლებს ვიწმინდავ წიგნს ყუთიდან ვიღებ ვშლი და ვშეშდები. წიგნის შიდა ყდაზე ლამაზად არის კალმით ნაწერი:
" დაბადების დღეს გილოცავ პატარავ
მენატრები"
ჩემს გარშემო ყველაფერი ტრიალებს ცრემლებისგან ვერაფერს ვხედავ არ ვიცი რა ვიფიქრო წიგნი დაწერილია, მაგრამ ეს სიტყვები... ნუთუ რაც ჩვენს შორის იყო მისთვისაც მნიშვნელოვანია? თავში ყველაფერი მერევა ცრემლები წიგნს ასველებს.
დევიდი ჩემს წინ დგება მუხლებზე გულში მიკრავს და ზურგზე მისმევს ხელს. არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავით მაგრამ ცოტა დავმშვიდდი. დაბნეული ვარ თითქოს პრობლემები მაკლდა.
- მე უნდა წავიდე ენრი გთხოვ დაწყნარდი ვფიქრობ ეს წიგნი შენს ბევრ კითხვაზე გაგცემს პასუხს და მაპატიე რომ არ მეყო გამბედაობა შენთვის სიმართლე მეთქვა - დევიდს ავხედე ის კი პატარა ბავშვივით თავჩაღუნული დგას ასე მაშინ იქცევა როცა დანაშაულის გრძნობა აწუხებს.
- შენ... - ხმა მიწყდწბა გაბრაზება და გაკვირვება ერთმანეთში მერევა
- უბრალოდ წაიკითხე და მაპატიე გთხოვ. როცა ყველაფერი დასრულდება ყველაფერს გეტყვი ყველა წვრილმანს მოგიყვები. - ამ სიტყვებით მტოვებს არეულს, გაკვირვებულს და გაბრაზებულს.
ჩემს ოთახში შევდივარ საწოლზე ვჯდები წიგნს ვათვალიერებ. დეი, აი თურმე რომელ სახელს იყენებ ამიტომ ვერ ვიპოვე შენი წიგნები...
წიგნის კითხვას ვიწყებ წიგნი იმ დღით იწყება როცა მას შევხვდი პირველად. ისეთი სიზუსტით აქვს აღწერილი ყველაფერი, ყველა დეტალი, ისე საინტერესოდ, კითხვას თავს ვერ ვანებებ. ცრემლებმა ხელახლა დაიწყეს ჩემს სახეზე დენა მაგრამ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ. მთელი ღამე კითხვაში გავატარე არავის ვპასუხობ მოხუცსაც კი. წიგნში აღწერილია ყველა დეტალი რაც ჩვენ გვქონდა და ჩემი მისგან წასვლა. როგორი ტკივილი მიმიყენებია მისთვის, როგორ მეძებდა მთელი ეს დრო, როგორ იცვლიდა ყველა ღამე პარტნიორებს ჩემი დავიწყების მცდელობაში. აღწერილია ჩვენი შეხვედრა წლების მერე და უამრავი ეროტიული სცენა.
- ანუ ასე გინდა დანი? ასე გინდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა? და რა ვუყო იმ ხალხს ვისაც ყველა ღამე იცვლიდი - ვბუტბუტებ გაბრაზებული და კითხვას ვაგრძელებ. წიგნი დავამთავრე გაბრაზება გაოცებამ შეცვალა, ის წერს ტყუპ და - ძმაზე რომლებსაც ცისფერი და მწვანე თვალები აქვთ.
" და რაც არ უნდა თქვას საზოგადოებამ ჩვენზე, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ჩვენ მაინც ვიქნებით ბედნიერი ოჯახი ჩვენს პატარებთან ერთად"
წიგნის ბოლო აბზაცი რამდენჯერმე გადავიკითხე ნორმალურად აზროვნება მიჭირს რატომ და - ძმა? და რატომ ტყუპები? ის რა ჩემს პატარებს იცნობს?
არ ვიცი რას ვგრძნობ ბედნიერება, სიყვარული, გაკვირვება, სიბრაზე ყყველაფერი ერთმანეთში ერევა. წიგნს ვიხუტებ საწოლზე ვწვები არ ვნანობ ლიზისთან ურთიერთობას ჩემი პატარები ყველაზე ძვირფასი რამ არის რაც კი გამაჩნია ამ ქვეყანაზე მაგრამ ვნანობ დანისთან დაკარგულ დროს ვნანობ რომ არ დავრჩი და არ გავარკვიე ყველაფერი, ვნანობ რომ არ ვენდე.
დანი... რომ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის....

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now