უშენობა მტკივა

23 9 0
                                    

ლიზის სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. უხმოდ შევედი არფრის თავი არ მაქვს.
- ენრი რა მოხდა კარგად ხარ? თავს ვუქნევ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. - ენრი ხომ იცი რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი შეგიძლია დარჩე.
ისევ თავს ვუქნევ. ჩანთას მართმევს, შესასვლელში არსებულ საკიდ კარადაზე დებს და ძლიერად მეხუტება.
- ხომ იცი რომ გაივლის.
ლიზი ჩემი კლასელია, ყოველთვის მე და ჩემი ერიკას გარშემო ტრიალებდა. ჩვენ იდენტური ტყუპები ვართ. ნეტავ როგორ ახერხებდა ლიზი ჩვენს გარჩევას? როცა ერთადერთი ადამიანი მხოლოდ ძიძა იყო ვინც ყოველთვის გვარჩევდა. ერთმანეთისაგან. მიუხედავად იმისა რომ ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდით, მაინც არ გვშორდებოდა. დროთა განმავლობაში გარკვეული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: "ესეც გაივლის" ასე ვამშვიდებდით ერთმანეთს. მასაც არანაკლები ტანჯვა აქვს გამოვლილი. თოთხმეტი წლის იყო მშობლები რომ ავარიაში დაეღუპა მისმა ნათესავმა და მეურვემ ყველაფერი მოპარა რისი წაღებაც შეძლო და გაიქცა. ლიზიმ ოჯახის ადვოკატის დახმარებით მშობლების სახლი გაყიდა, რომელიც სასახლე უფრო იყო და გარეუბანში ორ ოთახიანი ბინა იყიდა. დანარჩენი ბანკში შეინახა, სანამ სწავლას დაამთავრებს და მუშაობას დაიწყებს ამ ფულით აპირებს თავის გატანას. ჭკვიანი და მამაცი გოგოა მარტო გადარჩა ამ სასტიკ სამყაროში და მეც გადამარჩინა. მისი წყალობით ვარ ცოცხალი და სახლშიც მან შემიფარა, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
- ენრი მოდი ვჭამოთ არც მე მიჭამია, ხომ იცი მარტო ჭამა არ მიყვარს.
სამზარეულოში გავდივარ და ჩუმად ვიწყებ ჭამას. ლიზის თვალები ბედნიერებისგან ანათებს. როცა მხედავს ყოველთვის ასეთი თვალებით მიყურებს. ვიცი რომ ვუყვარვარ, სუფთად და უანგაროდ ისე რომ არასდროს არაფერი სდომებია სამაგიეროდ. უბრალოდ ჩემი საზოგადოებაც კი აბედნიერებს. მეც მიყვარს ისე როგორც მეგობარი. მის მიმართ მადლიერების უზომო გრძნობა მაქვს. ნეტავ იმის მეათედად მაინც მიყვარდეს როგორც დანი მიყვარს. ჰო, მიყვარს, სამწუხაროდ მიყვარს ადამიანი, რომელსაც თითქმის არ ვიცნობ, რომელსაც სხვა უყვარს და მე მხოლოდ მიყენებდა, მაგრამ მთელი ჩემი უბადრუკი სიცოცხლის განმავლობაში ბედნიერად მაქცია, მართალია მცირე ხნით, მაგრამ მაინც...
ერთი კვირა გავიდა რაც ლიზისთან ერთად ვცხოვრობ. თითქმის არაფერს ვჭამ, ერთ ადგილას ვზივარ თვალებ გაშტერებული ან სახლს ვალაგებ. ვცდილობ ასე მაინც შევუმსუბუქო ჩემი აქ ყოფნა ამ თითისტოლა გოგოს, რომელსაც ჩემი არსებობა მხოლოდ იმიტომ დააწვა მხრებზე რომ უყვარვარ. დანის გარეშე გატარებული ყველა წამი ჯოჯოხეთია ჩემთვის. რომ ვიცოდე სად ცხოვრობს აუცილებლად მივიდოდი, შორიდან მაინც მოვკრავდი თვალს, მაგრამ ვერასოდეს ვკითხე, მეშინოდა რამე მეკითხა. ჩემზე ვერაფერს ვეუბნებოდი და ვფიქრობდი რომ არც მე მქონდა უფლება მისთვის კითხვები დამესვა რა სულელი ვიყავი. მასზე მხოლოდ ის ვიცოდი რაც მან მითხრა სხვა არაფერი....
ხუთი მარტია ლიზი აგვიანებს რამე ხომ არ დაემართა? ვნერვიულობ მაგრამ როგორ გავიგებ? მე გარეთ არ გავდივარ, არ მინდა ვინმე ნაცნობს გადავეყარო, ტელეფონი კი არ მაქვს. ნოუთბუქი ლიზიმ წაიღო, ვნერვიულობ.
ვოხრავ და თავს ვიქნევ თითქოს ასე უსიამოვნო ფიქრებს ამოვყრი ჩემი მეხსიერებიდან.
- ისევ ლიზიზე გამექცა ფიქრი. ფანჯარასთან ისე დავდექი, რომ გარედან ვინმეს ვერ შევემჩნიე, მაგრამ მთელ ქუჩას ვხედავდი. ამ გზით უნდა დაბრუნებულიყო. ლიზი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი. ისე არ მიყვარს როგორც ქალი, მაგრამ იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მეგობარი. არ ვიცი ეს რა გრძნობაა, მე არასდროს მყოლია მეგობრები, არც სასიამოვნო ნაცნობები. მყავდა ძიძა და ერიკა, რომლებიც ჩემი ოჯახი იყო და რომლებთანაც საერთო ბედს ვიზიარებდი და მყავდა ლიზი, რომელიც ყველაზე მძიმე დროს გვერდში დამიდგა, ჩემი თავი სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან. ასე უანგაროდ ვუყვარდი და ჩემგან არაფერს ითხოვდა. როგორ არ მინდოდა აქ დაბრუნება, არ მინდოდა კიდევ უფრო მეტკინა მისთვის გული ჩემი უპასუხო სიყვარულით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. კიდევ დანი მყავდა, მართალია ძალიან მცირე ხნით, მაგრამ ყველაზე სუფთა და წმინდა გრძნობით მიყვარდა მიუხედავად ყველაფრისა მისი მადლობელი ვიყავი, ჩემი სიცოცხლის მანძილზე თავი მხოლოდ მასთან ვიგრძენი ბედნიერად. ჩემი ცხოვრება მის გვერდით ფერადი გახდა. ვგრძნობდი რისთვის უნდა მეცოცხლა. ახლა? ახლა ისევ ყველაფერი უფერულია მხოლოდ ნაცრისფერი და მე ვიცი რომ უნდა ვიცოცხლო მხოლოდ ერიკას და ძიძის გამო, მაგრამ მხოლოდ ვიცი არ ვგრძნობ რომ მთელი არსებით მინდა სიცოცხლე უბრალოდ ვიცი...
კარების გაღების ხმა მესმის ცრემლებს ვიწმენდ არ მინდა ლიზიმ ასე მნახოს.
- კარგად ხარ? რატომ დაიგვიანე?
- ნუ ღელავ კარგად ვარ. დღეს ჩემი დღეა. ტორტი და დასალევი ვიყიდე. მე და შენ ისე ავღნიშნავთ მტერსაც შეშურდეს.
მისი წყენინება არ მინდოდა სულ მცირე ასე მაინც შემეძლო მისი გაბედნიერება ამიტომ დავეთანხმე და მაგიდის გაშლა დავიწყე
საათი თითქმის თორმეტს აჩვენებს მე და ლიზი კი საკმარისზე მეტად ნასვამები ვართ თუმცა ბოთლში არაყი ნახევარზე მეტია
- ლიზი მორჩა შემიძლია აღარ გაგათამამო შენი დღე დასრულდა - ძლივს ვლუღლუღებ მე.
- არა ჯერ ადრეა ხუთი წუთი დამრჩა და შენ ვალდებული ხარ ერთი სურვილი ამისრულო, რომელიც ჩემი ოცნებაა. ეს იქნება ჩემი დაბადების დღის საჩუქარი.
- ჰაჰაჰა დოხ ციპი დოხ ციპი დოხ არ ასრულდა? აქეთ-იქით ვიყურები
ლიზი იცინის და მიხარია მისი გაცინება რომ შევძელი.
- ენრი ისეთს არაფერს გთხოვ რისი გაკეთებაც არ შეგეძლება - სერიოზულად დაიწყო საუბარი აშკარად ემჩნეოდა რომ ნერვიულობდა - მოდი კიდევ ერთი ჭიქა.
ჭიქებს ვცლით და ვატყობ ჭკუა დიდად აღარ მომეკითხება.
- მხოლოდ ამ ერთხელ გთხოვ ერთხელ-მიახლოვდება, ჩემს გაკვირვებას ყურადღებას არ აქცევს და ტუჩებში მკოცნის მისი მოშორება მინდა, მაგრამ მისი ტუჩები ისეთივე რბილია როგორიც დანის... ამის გააზრებაზე იმ ღამის ყველა დეტალი მიტივტივდება თავში და აღგზნებას ვერ ვაკონტროლებ კოცნას ვაღრმავებ თავში კი მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს დანი...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now