უცხო გარემო...

15 4 0
                                    

- დაბრძანდით ბატონო ენრი - მამია მაგიდის მეორე მხარეს სკამზე მანიშნებს - თქვენ რა თქმა უნდა არ გემახსოვრებით მაშინ პატარა იყავით მე დედათქვენის, ელის აღმზრდელის მეუღლე ვარ. ელი ჭკვიანი ქალი იყო და ბევრი რამ წინასწარ გათვალა წლების მანძილზე ძალიან ბევრჯერ მოსულან ვიღაცეები და შეუწუხებივარ უნდოდათ გაეგოთ რა დაგიტოვათ თქვენ და ქალბატონ ერიკას დედათქვენმა. დასამალი რაა ელის სურვილით ეს სახლი და რესტორანი რომელიც შენობის პირველ სართულს იკავებს ჩემს სრულ მფლობელობაში გადმოვა როგორც კი იმ ანგარიშს გადმოგცემთ რაც წლების მანძილზე გროვდებოდა. საბუთებზე თქვენი ხელმოწერით ანგარიში თქვენი იქნება შენობა ჩემი.
- სულ ესაა? ამდენი იმიტომ ვიარე იმ სიბინძურეში რომ თქვენთვის სახლი მომეცა? უფრო ცივილური გზა არ არის დარეკვა და ადამიანური შეხვედრა? - ვატყობ სიბრაზეს ვერ ვაკონტროლებ რატომღაც ამ ყველაფერში ლოგიკას ვერ ვხედავ
- ბატონო ენრი მე მხოლოდ ჯაჭვის ერთი პატარა რგოლი ვარ ამ საბუთებს გადახედეთ თუ შეიძლება - მშვიდად მიმეორებს იგივე სიტყვებს რაც სარდაფში მითხრა
პირველი რაც თვალში მხვდება წებოვანი პატარა ფურცლელია წარწერით კედლებსაც ყურები აქვს ბატონ მამიას ვუყურებ ეღიმება და თავს მიქნევს ფაილს ვხსნი და ფურცელზე ხელით ნაწერს ვკითხულობ
" სინამდვილეში ელიმ ის ნახატი დაგიტოვა ჩემს ზურგს უკან რომ ხედავ არ დაივიწყო ის სიტყვები რაც აქ მოსვლამდე წაიკითხე როგორც კი კითხვას ვრჩები ფურცელს იღებს და ცეცხლს უკიდებს
- შეგიძლიათ მოწიოთ ფანჯარას გავაღებ
- მადლობ ბატონო მამია რომ დედას სურვილი ჩემამდე მოიტანეთ - სიგარეტს ვუკიდებ და ნაჩუქრობის ხელშეკრულებას ხელს ვაწერ თუმცა ბატონი მამიას ხელმოწერის გარდა კიდევ ერთია - ეს დედას ხელმოწერაა?
- კი მას ეშინოდა რომ ეს შენობა ხელს შეგიშლიდა ამიტომ მე დამიტოვა მე კი ვალდებული ვიყავი ყოველ თვე გარკვრული თანხა შემეტანა თქვენს ანგარიშზე. წარმატებით გამოიყენე გამეხარდა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა
ბატონი მამია თან საუბრობდა თან კედლიდან სურათი ჩამოხსნა ჩარჩო გახსნა იქიდან ნაჭრის ტილო და ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო. ფურცელზე მისამართი ეწერა ხოლო ტილო სიძველისგან დაყვითლებული იყო მაგრამ ზედ არანაირი წარწერა არ იყო ოთხად გაკეცილი ტილო გამომაწოდა ფურცელზე დაწერა დაიმახსოვრე და ისევ დაწვა. მისი გასვლა და იმ გოგოს შემოსვლა ერთი იყო:
- ყავა მოვამზადე წამობრძანდით თქვენს ოთახამდე მიგაცილებთ
ოთახში მოხუცი მხვდება:
- ახლა შეგვიძლია საუბარი მისამართი ხომ გახსოვთ? აქედან ისე გახვალ როგორც ჩვენი კურიერი პირდაპირ მისამართზე მიდი ბევრი დრო არ გვაქვს იცოდე ფეხდაფეხ გამოგყვებიან მოტოციკლეტის მართვა იცი?
- მოვახერხებ.
-წარმატებებს გისურვებ
თხუთმეტი წუთის შემდეგ ტყავის შარვალში და ტყავის ქურთუკში ჩაცმულმა ჩაფხუტი დავიხურე და მოტოციკლეტით იმ მისამართზე წავედი რაც ფურცელზე ეწერა.
სახლი სადაც მივედი საკმაოდ კარგად იყო დაცული ჭიშკართან დაცვა დამხვდა
- ბატონი გოგის ნახვა მინდა მამიასგან მოსაკითხი მოვიტანე ელიმ გამოუგზავნა - ვეუბნები ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს ეს უკანასკნელი კი სადღაც რეკავს და მაშინვე სახლისკენ მიმაცილებენ სახლი ორსართულიანია ძველია მაგრად კარგად მოვლილი კლასიკური სტილი საოცარი თანაფართობითაა შერწყმული სიმდიდრესთან როგორც ჩანს სახლის პატრონი კი არ მალავს თავის სიმდიდრეს პირიქით ყველამხრივ ახდენს მის დემოსტრირებას ერთ-ერთ კართან ვჩერდებით როგორც კი შესვლის ნებართვას ვიღებთ დაცვის თანამშრომელი კარს ხსნის მე შიგნით შევდივარ ის კი კარს მიღმა რჩება მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არსად წასულა. ჩემსდა გასაკვირად კაბინეტი საკმაოდ ძველია და არაფრით ჩამოუვარდება ბატონი მამიას კაბინეტს წყობაც კი თითქმის ერთნაირი აქვთ.
- მოდი შვილო რამდენი ხანია გელოდებოდი - ბატონი გოგი მაგიდასთან ზის და ადგომით არც კი შეწუხებულა სადღაც სამოცდახუთწლამდე იქნება მისი წვრილი გამჭოლი თვალები თითქოს ფეხისფრჩხილიდან თმის ძირამდე მასკანირებდა, რაც უსიამოვნო გრძნობას მიტოვებს. სკამს მთავაზობს მაგრამ ერთად ერთი რაც ჩემს ყურადღებას იქცევს სურათია რომელიც მის ზურგს უკან კიდია სურათზე ადამიანის ჩრდილია დახატული და ისევ შავი მსხვილი შრიფტი
" რთულია ჩრდილი იყო"
სურათი ძალიან სევდიანია მაგრამ ვხვდები რომ წინა სურათის გაგრძელებაა პროცედურა და დიალოგი აქაც იგივეე იმ განსხვავებით რომ ეს ადამიანი დედაჩემის მასწავლებელი იყო. ახალ მისამართზე მივდივარ მაგრამ ამ ჯერად მანქანით რომელიც ბატონმა გოგიმ მომცა შემდეგი ტრანპორტი რა იქნება? სატვირთო მანქანა თუ ცხენი? დანიშნულების ადგილზე მივედი მაგრამ არანაირი დაცვა ჩვეულებრივი სახლია. რატომღაც ის სახლი გამახსენა მე და ლიზის რომ გვქონდა ნაქირავები სახლის პატრონი სასიამოვნო შეხედულების ასაკიანი ქალია დამინახა თუ არა ცრემლები წამოუვიდა ჩამეხუტა და მხარზე მკოცნიდა არ მახსოვს ასე თბილად სიყვარულით ბოლოს როდის შემხვდნენ
- მეშინოდა რომ ვერ გნახავდი ჩემი ჯანმრთელობა არც ისე კარგია ამ ბოლო დროს ჰო მართლა მე ერიკა მქვია ისევე როგორც შენს დას და ენრიკე შენი ბაბუა ჩემი ძმა იყო.
სასიამოვნო მოსაუბრე იყო თან ჩემს ოჯახზე ბევრი რამ მომიყვა სახლი სუფთა და მოვლილი იყო მაგრამ სიძველე აშკარად ეტყობოდა ალბათ წლებია რაც არაფერი შეუცვლიათ კაბინეტი აქაც ისეთივეა როგორც წინა ორი მაგიდასთან კი სურათი. ძალიან უცნაური და დამაფიქრებელი ნახატია ზურგით მდგარ ადამიანზე მეორე დანის დარტყმას ცდილობს მაგრამ მისი ჩრდილი ხელს უშლის. საინტერესო და დამაფიქრებელი ნახატია. და ისევ ის მსხვილი შავი შრიფტი:
"ადამიანის და ჩრდილის გაერთიანება ძალა თუ ღალატი!?"
ქალი გაუჩერებლად დედაზე საუბრობს და მის ძმაზე თან სურათიდან ნაჭრის ტილოს იღებს კეცავს და მაწვდის ისევ საბუთებზე ვაწერ ხალს მაგრამ ამ ჯერად ყველაფერი პირიქითაა ბინა ჩემს მფლობელობაში გადმოდის მაგრამ სანამ ეს ქალი ცოცხალი იქნება მანამ ის იქნება სახლის დიასახლისი. ახლა კი წამოდი კიდევ ერთგან უნდა წაგიყვანო ეს უკანასკნელი ქონება იქნება რაც დედამ დაგიტოვა ხელს მჭიდებს და კაბინეტიდან გამოვყავარ. უკანა ეზოში მომცრო სატვირთო მანქანა აყენია მეცინება მაგრამ თავს ვიკავებ იქ ვჯდებით ნეტავ მუშაობს? იმდენად ძველია იმასაც ვერ ვხვდები რა მოდელია. ნახევარი საათის სიარულის მერე სადღაც მივედით
- ეს საჯინიბო და იპოდრომი ასევე შენს განკარგულებაში გადმოვა ჩემი სიკვდილის მერე - ქალბატონ ერიკას წინადადება ნორმალურად არ ქონდა დასრულებული რომ სიცილი ამიტყდა
- საჯინიბო? ცხენი? სულს ძლივს ვითქვამ
- წამოდი შვილო ჯერ სიცილის დრო არ გვაქვს უნდა ვიჩქაროთ. ისევ კაბინეტში ვარ ისევ სურათი მაგრამ ამ ჯერად ადამიანის გამოსახულება და ჩრდილი ერთმანეთზეა მიყრდნობილი
"მშვიდობა"
ერთადერთი ეს სიტყვა წერია აქაც იგივე პროცესი ნეტავ ვიცოდე რა ჯანდაბად მინდა ეს ძველი ტილოები?
ჩემსდა გასაკვირად ქალი ზურგჩანთას მაძლევს, კედლის კარადას ხსნის და შიგნითა მიშვებს ეს რაა ისევ კიბეები და საიდუმლო გასასვლელები?
- ყველაფერი ნახე და გაიგე რაც გჭირდებოდა ახლა შენზეა დამოკიდებული რას იზავ. დაიმახსოვრე სიცხეში ყველაფერი კარგად ჩანს.
შევდივარ თუ არა კარი იკეტება ისღა მრჩება წინ ვიარო ნეტავ დანი როგორ არის აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? ახლა ჩემს შვილებთან უნდა ვიყო და დანის ამბავს ვარკვევდე მე კი სადღაც მიწის ქვეშ დავბოდიალობ
- ბატონო ენრი - ფიქრს ვიღაცის ხმა მაწყვეტინებს შეშინებული ვუყურებ ჩემს წინ ვიღაც ბიჭი დგას თავდახრილი - გამომყევი თუ შეიძლება მე თქვენი თანმხლები ვიქნები დანიშნულების ადგილამდე
უხმოდ მივყერბი და ვცდილობ გარშემო არაფერი გამომრჩეს როგორც იქნა გრძელი დერეფანი დასრულდა კარს აღებს და ოთახში შევდივართ სასიამოვნო გარემოა ოთახი საკმაოდ კომფორტულად არის მოწყობილი
- გთხოვთ სავახშმოდ გელოდებიან
სასადილო ოთახში გრძელი მაგიდაა გაშლილი რომლის ორივე მხარეს ჩემთვის უცნობი ადამიანები ზიან. როგორც კი შევდივარ ყველა ფეხზე დგება და თავდახრილი მელოდებიან როდის დავიკავებ სუფრის თავში ერთადერთ თავისუფალ ადგილს
- მიხარია შენი ნახვა შვილო - ხმის კანკალით მეუბნება ჩემს გვერდით მჯდმი მოხუცი
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა არავის არაფერი უთქვამს მაგრამ გამუდმებით ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა ყველა. მაგიდას ათი ადამიანი უჯდა თითოეულს თავის მომსახურე ყავდა რომელიც მათ უკან იდგა. მიუხედავად იმისა რომ სუფრასთან ქცევის ყველა წესს ვიცავდი ყველას დეტალურად დათვალიერება მაინც მოვახერხე ვცდილობდი დამემალა გაკვირვება როცა სუფრასთან მყოფთ შორის ბატონი გიორგი დავინახე. ვახშმის მერე ჩემი თანმხლები ოთახში მაცილებს. როგორც კი მაგიდიდან ვდგები ყველა დგება და ასე თავდახრილი დგანან სანამ სასადილო ოთახს არ ვტოვებ.

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now