როგოც იქნა გიპოვე მაგრამ....

41 5 0
                                    

ფიქრისგან ლამის ტვინი ამიდუღდეს. როგორც იქნა ჩემი ენრი ვიპოვე, მაგრამ არის კი ნამდვილად ჩემი? რას ნიშნავს მამა და მამიკო, დედა და დედიკო? მთელი ღამე წინ და უკან დავდივარ, სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი არადა უკვე ორი წელია აღარ მომიწევია.
"- მამიკო და მამა დიდი კაცების საქმეზე წავიდნენ დედამ კანფეტები უნდა გვიყიდოს დედიკოს კი ძინავს აღარ გაიღვიძებს
- რას ქვია აღარ გაიღვიძებს?
- მამიკომ თქვა რომ ჩვენ რომ დავიბადეთ მან მაშინ დაიძინა და აღარ გაიღვიძებს.
- შენს დედიკოს ლიზი ერქვა?
- დიახ ბიძია შენ იცნობ ჩემს დედიკოს?"
ბავშვებთან საუბარი მახსენდება, გონებაში ვატრიალებ: დედიკომ დაიძინა როცა დავიბადეთ ეს ლიზია. რა თქმა უნდა, რადგან გარდაიცვალა აღარ გაიღვიძებს. ბავშვების მამა ენრია, რადგან ეს პატარები წყლის წვეთებივით გავნან ენრის, მაგრამ მაშინ ვინ არის მამა და დედა? ღმერთო გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები. საათი დილის ხუთს აჩვენებს, აბაზანაში შევდივარ წყალს ვივლებ. უნდა დავწყნარდე, უნდა მოვიფიქრო რა გავაკეთო, უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო. აუცილებლად უნდა გავიგო სიმართლე.
დილის ცხრა საათზე უკვე სკვერის სიახლოვეს ვტრიალებ, უნდა ვნახო, გარეთ ხომ გამოვა ოდესმე გამოვა. დრო საშინლად იწელება თითქმის არ გადის ყცელაფერი ჩემს ნერვებზე მოქმედებს. თვალმოუშორებლად მივჩერებივარ მწვანე შენობას რომელზეც ბავშვებმა მითხრეს რომ მათი სახლია. როგორც იქნა, სადარბაზოდან ენრი გამოდის, ეს ენრია, ჩემი ენრი. სიხარულისგან ლამისაა ხმამაღლა ვიყვირო. სადღაც შიგნით, რაღაც მახსენებს რომ ენრი ჩემი აღარ არის, მაგრამ ჩემს გონებას და სხეულს არც ერთს არ უნდა დაჯერება. ენრი სკვერისკენ მოემართება ხელში დანიელა უჭირავს მასთან ერთად ის გოგოა შოკოლადზე რომ ჩხუბობდა და კიდევ ვიღაც ბიჭი რომელსაც დანი უჭირავს ხელში ერთ ადგილზე ვშეშდები არ ვიცი რა ვქნა. როგორ ველოდებოდი მასთან შეხვედრას და ახლა როგორ მივიდე რა ვუთხრა რომ მივალ? ვინ არის ის გოგო, ცოლი? და ის ბიჭი? ჩემმა სხეულმა თითქოს ისევ დაკარგა მოძრაობის უნარი ცრემლები კი თავისით ტოვებენ თვალებს. გოგო, რომელსაც ბავშვები დედას ეძახიან, განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა შავი გაწეწილი თმები მხრებზე დაყრია შავი თვალ - წარბი თხელი ტუჩები და მოგრძო სახე აქვს მასზე ეშხიანს უფრო იტყვი ვიდრე ლამაზს აი ბიჭი კი სხვა საქმეა: შავი მოკლედ შეჭრილი თმა, გვერდებზე რამდენიმე ზოლი, ცალ ყურზე პატარა საყურე, შავი თვალ - წარბი, პატარა კოხტა ცხვირი, მუქი ვარდისფერი მომსხო ტუჩები, ხორბლისფერი კანი და დაკუნთული ჩასხმული სხეული მისი დანახვაც კი არ მინდა რამდენიმე წამია რაც ვუყურებ და უკვე ვერ ვიტან ჩემს თავს ვიჭერ რომ გოგოზე კი არა მასზე ვეჭვიანობ. ისინი როგორც ბედნიერი ოჯახი ისე გამოიყურებიან, მაგრამ ვერ ვხვდები ვინ ვისი ვინაა, რადგან სამივე ძალიან ახლოს ჩანან ერთმანეთთან. უნდა გავიგო ცრემლებს ვიწმინდავ, სკვერს ვათვალიერებ, ეს სამნი საუბრით არიან გართულნი ხოლო დანი და დანიელა საქანელაზე ქანაობენ.
იქვე ახლოს საბავშვო სახლია, იქ უნდა შევძვრე ნეტავ შევეტევი? უნდა ვცადო. რადგან დილაა სკვერში ხალხმრავლობა არ არის ეს მაწყობს. სკვერს მეორე მხრიდან ვუვლი და ძლივს ვეტევი ამ პლასმასის სახლში. მადლობა ღმერთს ფანჯრები მაინც აქვს და ყველა მხარეს შემიძლია გახედვა.
პატარა კენჭს ბავშვების მიმართულებით ვისვრი, ხმაზე იხედებიან მე კი ვანიშნებ ჩუმად მოვიდნონ.
- აქ ლას აკეთებ ბიძია? თამაშობ?
- რატომ იმალებით - დანი გაბრაზებით მიყურებს
- მე შენს მამიკოს სურპრიზი უნდა გავუკეთო ამიტომ უნდა გავიგო რა უყვარს დამეხმარები?
- კარგი მაგრამ მეც მინდა სურპრიზი
- მეც მიკალს სუპლიზი
- ბავშვებო არავის უთხრათ რომ აქ ვარ კარგი სურპრიზი აღარ იქნება.
ბავშვებთან საუბარში ისე გავერთე ლამის გამოგვიჭირეს.
- ჩემო საყვარლებო აქ რას აკეთებთ? - ეს ენრია მისი ხმა ოდნავ შეცვლილია ოდნავ დაბოხებული
- საიდუმლოა მამიკო არ მოხვიდე - დანი მის ასაკთან შედარებით დიდივით იქცევა.
- კარგი პატარავ არაფერი იტკინოთ
- არ ვარ პატარა მამასავით დიდი კაცი ვარ
- კარგი კარგი დანი შენ ჩემი დიდი კაცი ხარ მაგრამ მე ძალიან მიყვარხარ ხომ იცი?
- მე მე მიკალხართ ყველა დანი. მამიკო. მამა. დედა დედიკო და დანი - დანიელამ დანი ორჯერ თქვა შეეშალა თუ მე მიგულისხმა?
- მოდი ანგელოზო სახლში უნდა წავიდეთ მამას და მამიკოს საქმე აქვთ გთხოვთ დედას დაუჯერეთ კარგი.
ენრიმ ბავშვებს ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა ვხედავდი როგორი დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ მისი თვალები ბედნიერებას ასხივებდნენ ბავშვებთან საუბრისას. მეც სწორედ ასე მიყურებდა მაშინ, ასეთი ბედნიერი თვალებით. დანიელა მოტრიალდა ხელი დამიქნია შემდეგ კი სირბილით გაიქცა: - მამაააა
ბავშვები მაინც ბავშვები არიან როგორ ადვილია მათი გულის მოგება რამდენიმე კანფეტი მივეცი და ყველა კითხვაზე ისე მიპასუხეს ვერც მიხვდნენ. გავიგე რომ გოგოს ლილი ქვია და დიდ ოთახში მარტო წევს. ენრი მეორე ოთახში წევს ბავშვებთან ერთად. იმ ბიჭს კი დევიდი ქვია და მარტო წევს. ანუ ჯერ კიდევ მაქვს შანსი რომ ენრი დავიბრუნო. ისევ მაქვს იმედი რომ ენრი ისევ ჩემი ენრია. ახლა ისღა დამრჩენია მოვიცადო როდის დარჩება მარტო რომ ვნახო. ვუყურებ როგორ ტოვებენ სკვერს. მინდა გამოვიდე, მაგრამ მათ უკან შორიახლო მოსიარულე ორ კაცს ვხედავ. ახლაღა მახსენდება რომ ესენი მაშინაც იყვნენ როცა ბავშვებს პირველად შევხვდი, დილითაც ბინასთან ტრიალებდნენ, მათი დაცვაა თუ უთვალთვალებენ? არ მომწონს ეს სიტუაცია. შეუმჩნევლად ვტოვებ სკვერს მანქანაში ვჯდები და შორიდან ვაკვირდები რას იზავენ ის კაცები ენრის სიახლოვეს რომ ტრიალებენ.
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია ენრი და დევიდი სადარბაზოდან გამოდიან მანქანაში ჯდებიან და სადღაც მიდიან. იმ კაცებს ვუყურებ და ადგილიდან არ იძვრიან ნუთუ შემეშალა ან იქნებ ბავშვების დაცვაა? მანქანას უკან ავედევნე ქალაქს საკმაოდ გაცდა. სადღაც მივარდნილ ადგილას გაჩერდნენ, გზას ფეხით გაუყვნენ. მეც იგივეს ვაკეთებ არ უნდა შემამჩნიონ. ძველ სახლთან ჩერდებიან ვხედავ როგორ კიდებს ხელს ენრი იმ ვიღაც დევიდს. ვიღაცას ესაუბრებიან მერე კი სახლისკენ მიდიან თითქოს არაფერი განსაკუთრებული მაგრამ რაში ჭირდებათ ასეთი დაცვა ძველი ნახევრად დანგრეული სახლისთვის? ახლა რაღაში გაეხვიე ენრი? ამაზე მეტად ვერ მიუახლოვდები სარისკოა ვინმე დამინახავს. უბრალოდ მოთმინება უნდა გამოვიჩინო და ნელ ნელა გავარკვიო ყველაფერი ნეტავ ერიკამ თუ იცის რამე მის შესახებ? ლოდინის მეტი რა გზა მაქვს? ველოდები როდის გამოვლენ. გადავწყვიტე ვუთვალთვალო და მანამ არ გამოვჩნდე სანამ ყველაფერს არ გავარკვევ. მართალია ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გავიქცე და ჩავეხეტო, მაგრამ არ მინდა მისი ტვირთი გავხდე. იმდენად მიყვარს რომ მზად ვარ ყველაფერი გავიღო მისი ბედნიერებისთვის. გადავწყვიტე არ გამოვჩნდე, თუ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის. მტკივა, ძალიან ძალიან მტკივა იმის გააზრება რომ მის ცხოვრებაში შეიძლება ზედმეტი აღმოვჩნდე არ მინდა სიცოცხლე სადაც ენრი ჩემი არაა. აქამდე იმედი მაძლებინებდა, მაგრამ ახლა ჩემი იმედი სადღაც გულის კუნჭულში სულს ღაფავს...
ისევ უკან მივდევ ჩვენს ერთერთ კაფესთან ჩერდებიან. გაოცებული ვარ ენრი მაკიაჟით გადმოდის მანქანიდან. წარმოუდგენელი მსგავსება აქვს ერიკასთან. რომ არ ვიცოდე ენრია, მეც კი შეიძლება შემშლოდა.
კაფეში პერსონალის შესასვლელით შევდივარ სანდო მიმტანს ვეძახი ვთხოვ მათ მოემსახუროს არც ხმის ჩამწერი დიქტოფონის მიცემა მავიწყდება, რომელიც ყოველთვის ჯიბით დამაქვს. არ ვიცი წერის დროს როდის რა ინფორმაცია გამომადგება. პროფესიული ჩვევაა.
მიმტანი დიქტოფონს ახლოს მდგომ მაგიდაზე ტოვებს ზედ რეზერვის ნიშანს აფარებს რომ არ გამოჩნდეს და ისე ემსახურება. მომწონს მოხერხებული ადამიანები.
სანამ ანგარიშს იხდიან მიმტანი დიქტოფონს მიბრუნებს. მანქანაში ვჯდები საუბარს ვისმენ ძლივს მესმის მაგრამ გარჩევას ვახერხებ. არ მომწონს რასაც ვიგებ, მაგრამ კიდევ უფრო არ მომწონს ენრის დამოკიდებულება იმ ვიღაც დევიდთან. ვგრძნობ რომ მასთან გახსნილია, თავისუფალი და უფრო კომფორტულად არის ვიდრე ჩემთან იყო. ნეტავ როგორ გაიცნო? როდის დაახლოვდნენ? რა ურთიერთობა აქვთ? იქნებ ერთად არიან? ტელეფონს ვიღებ თან გზას ვუყურებ თან რამზისთან ვრეკავ. უფრო ფიქრებისგან გასაქცევად, ვიდრე საქმის გამო
- გისმენთ დიადო მწერალო - როგორც ჩანს კარგ ხასიათზეა. ასე მას შემდეგ მეძახის რაც ჩემი წიგნის რაღაც მონაკვეთები ინტერნეტში ავტვირთე და არეულობა გამოვიწვიე. ჰაჰაჰა ის კი არ იცის რომ კიდევ ერთ არეულობას მოვაწყობ მალევე. ალბათ ორ სამ დღეში გამოვა ჩემი წიგნი და არა შეზღუდული ტირაჟი როგორც ჩვეულებრივ ხდება პირველ ჯერზე, არამედ გაცილებით მეტი და ხელმისაწვდომი იქნება ყველა წიგნის მაღაზიაში.
- ჩემო უსაქმურო სად ხარ?
- სახლში რა ხდება? გასართობად მეპატიჟები?
- რა ხდება ერიკასთან ახალი? ენრიზე ხომ არაფერი გაგიგიათ?
- არა რატომ მეკითხები? არაფერია განსაკუთრებული თუმცა ერიკამ რამდენჯერმე შეამოწმა კამერები. ერთი ღამის ჩანაწერი სრულიად წაეშალა მგონი შემთხვევით.
- მისამართს გამოგიგზავნი და მოდი. მჭირდები.
ტელეფონი გავთიშე და მისამართი გავუგზავნე. სავარაუდოდ ენრი და დევიდი ჯერ არ გამოვლენ სახლიდან, მაგრამ დახმარება მაინც დამჭირდება. ვინმემ უნდა უთვალთვალოს, როცა მეძინება, თან წიგნის საქმეც ბოლომდე უნდა მივიყვანო. დასასრული უნდა შევცვალო და უფრო ადრე დავაბეჭდინო ვიცი შეუძლებელის ტოლფასია, მაგრამ როცა "ვიპ მომხმარებელი" ხარ ალბათ გამოვა.
რამზი მანქანაში მიხტება:
- აბა დიადო მწერალო დღეს სად ვერთობით?
- დანი ვიპოვე
- რა? როგორ? ერიკას უნდა ვუთხრათ.
- არა! მისმინე, რაღაც ისე არ არის როგორც საჭიროა, უნდა გავარკვიო გთხოვ დამეხმარე და არავის უთხრა.
- რა უნდა გავაკეთო?
- უნდა გავიგო რომელ სართულზე ცხოვრობს და ვცადოთ თვალთვალი. უცნაურად არ გეჩვენება რომ ერთიდაიგივე ქალაქში ვცხოვრობთ და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვეთ, ახლა კი უცებ გადავეყარე?
- ან ახალი დაბრუნებულია ქალაქში - ჩაფიქრებით თქვა რამზიმ.
რამზის ყველაფერს ვუყვები რაც ვიცი და რატომღაც მგონია ერიკას კამერების ნახვა ენრის უკავშირდება. ტერიტორიას ვათვალიერებთ. ზუსტად ენრის ბინის მოპირდაპირე შენობაში ფართი ქირავდება. არც მიფიქრია, მფლობელს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ნახევარი საათიც არ დაგვჭირდა უკვე შენობაში ვიყავით. როგორც აღმოჩნდა ფართის მფლობელს იმავე ბინაში დაკეტილი სახლიც ქონდა და მის მოქირავებაზეც ადვილად დავითანმეთ. ჩემდა საბედნიეროდ ეს ქალი საკმაოდ მოლაყბე აღმოჩნდა. მხოლოდ მის ბინაში მცხოვრებლებს კი არა მთელ უბანს იცნობდა.
- შეხედე, ისინი ისე დადიან თითქოს დიდი ვინმეები იყვნენ. გამარჯობასაც არ გეტყვიან, ვერ გაიგებ ვისი ვინ არიან. ბავშვებსაც კი არ მიგაკარებენ.
- ისინი ვინ არიან? - ქუჩის მეორე მხარეს მიმავალ ენრიზე და დევიდზე ამბობდა
- მეექვსე სართულის მცხოვრებლები, ახალი გადმოსულები არიან. ჩემი დის მაღლა ცხოვრობენ. ბინის წინა მეპატრონე ისეთი კარგი გოგო იყო. ჩემს დას ძალიან მოსწონდა, მაგრამ ერთ დღეს ისე წავიდა არაფერი ვიცოდით. მერე გავიგეთ რომ სახლი გაყიდა. ჩემს დას ისე....
უკვე აღარც ვუსმენდი. გავიგე რომ მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ახლა მხოლოდ ერთი სული მქონდა კობი მოსულიყო და ამ მოსიარულე მოლაყბისგან გადავერჩინე. ერთი საათი ისე ილაპარაკა არ გაჩუმებულა, მე კი მთელი უბნის ჭორები ვიცოდი.
კობი გაბრაზებული მოდის. დახმარების და საქმის შემსუბუქების მაგივრად პირიქით დაუმატე, მაგრამ მასაც ყველაფერს ვუყვები და სხვა გზა აღარ აქვს ჩუმდება.
რამზი უთქმელად გაყვა ენრის. უკან დაბრუნებისას იმდენი რამე ქონდა ნაყიდი, გაკვირვება ვერ დავმალე: - ისინი მაღაზიაში იყვნენ სურსათი და საოჯახო რაღაცეები იყიდეს. დალაგებაზე და კარგად დასვენებაზე ლაპარაკობდნენ. მეც ვიყიდე რაღაცეები მათ დევნაში.
ბინა მერვე სართულზე იყო მისი ერთი მხარე ქუჩას გადაყურებდა მეორე კი - სკვერს. ბევრი არაფერი, მაგრამ სუფთა ნამდვილად იყო. არ მოუტყუებია, ყველა საჭირო ნივთი დაგვხვდა. მე და კობიმ რამზის ნაყიდი საჭმელის გაცხელება და მაგიდის გაშლა დავიწყეთ, რამზი ფანჯარასთან იდგა და იმ ბინოკლით იყურებოდა, მაღაზიაში სათამაშოების სექციაში რომ იყიდა.
- ჰაჰაჰა ჭკვიანი ვარ! ვიცოდი რომ გამოგვადგებოდა. ვიპოვე შენი ენრი.
მაშინვე ფანჯარასთან მივდივარ რამზი ბინოკლს მაძლევს, მეც სავარაუდო ფანჯრისკენ ვტრიალდები და ენრის ვხედავ. ფანჯრიდან ზურგით ზის როგორც ჩანს ბავშვებს საჭმელს აჭმევს.
იმ ღამეს არ მიძინია არც საჭმელი მიჭამია, მხოლოდ ვუყურებდი. როგორ გამოიყვანა შიშველი ბავშვები მან და იმ დევიდმა, ალბათ ერთად დაბანეს, ლილიმ ბავშვებს ჩააცვა და ოთახიდან გავიდა. აქედან მხოლოდ სასადილო ოთახი და მისაღები ჩანს. აი ჩემი ენრი მდივანს შლის და ბავშვებს აწვენს. გული გამალებით მიცემს, მინდა ვნახო სად დაწვება ჩემი ენრი და სად ის ვიღაც დევიდი. ენრი თვალთახედვიდან მიქრება, მე დროს ვნახულობ ყავას ვაკეთებ. ფანჯარასთან ვბრუნდები მაგრამ მხოლოდ დევიდს ვხედავ მაგიდაზე ორი ყავის ჭიქაა. გული მწყდება. მინდა ახლა მის მაგივრად მე ვიყო. ენრი მაგიდასთან ჯდება თმები სველი აქვს. მეღიმება მახსოვს როგორ მომწონდა მისი თმის სურნელი, მისი თმის გაშრობა, დავარცხნა და სხვა და სხვა ფორმის მიცემა. ყველაზე მეტად მისთვის კიკინების გაკეთება მომწონდა. დევიდი მხარზე ხელს ადებს და გადის. ვრჩებით მე, ენრი და მანძილი ჩვენს შორის. ორივე მარტო ვზივართ ფანჯარასთან ორივე ყავას ვსვავთ, ორივე ვფიქრობთ... ნეტავ შენი ფიქრებს სად მიყავხარ ენრი? ვიცი გახსოვარ და შენთვის სულ ერთი არ ვიყავი, რადგან შენს შვილებს ჩემი სახელი დაარქვი, მაგრამ ახლა ვინ ვარ შენთვის? თვალებზე ცრემლები მადგება, ვერ ვიკავებ. ვუყურებ, ჩემგან რამდენიმე მეტრი აშორებს და არ შემიძლია მისვლა, არ შემიძლია შეხება, მე კი ისე მენატრება... თუმცა როგორც ჩანს ენრიც ტირის, ვხედავ როგორ იწმენდს ცრემლებს სახიდან. გული მტკივა მინდა ჩავეხუტო, ცრემლები შევუმშრალო დავამშვიდო და კოცნით დავუფარო ჩემი ყველაზე საყვარელი სახე ამ ქვეყანაზე. მინდა მჯეროდეს რომ ეს ღამე ჩვენია და მასაც ისე ტკივა ჩემი მონატრება როგორც მე - მისი. რომ ეს ცრემლები მე მეკუთვნის, ისევე როგორც ის არის ჩემი ცრემლების მიზეზი.
ენრის ყურებაში დროის შეგრძნებას ვკარგავ. ვხედავ როგორ წვება ბავშვების გვერდით. დევიდს სავარძელი აქვს გაშლილი და იქ წევს, თუმცა მაინც ვერ ვიტან ერთ ოთახს რომ იზიარებენ.
- შენ რა არ დაწოლილხარ? - კობი როგორც ყოველთვის გამთენიისას იღვიძებს - გინდა ყავა? დღეს ბევრი საქმე გვაქვს ყველას უნდა დავუძახოთ დახმარება დაგვჭირდება
- არა საშიშია ინი გოგოა ამ საქმეში მისი გარევა არ მინდა გუგამ თუ იცის ავტომატურად ერიკაც მოიაზრება, ხოლო ლევმა თუ იცის, იცის ინმაც, თან თვალ-თვალს ვერ შევწყვეტ.
- ამაზე ვიფიქრე ჩემს დამხმარეს დავტოვებთ სანამ საქმეებს მოვაგვარებთ. სანდოა. შეკრება კი აუცილებლად გვჭირდება. ის მაინც გვეცოდინება მათ რა იციან.
ენრის დატოვება არ მინდოდა, თუმცა კობი მართალი იყო. ამიტომ ვეთანხმები და ისიც ჩატში წერს
"თორმეტ საათზე ყველა სახლში იყავით მიზეზები არ განიხილება! "

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now