შევძლებ გაუმკლავდე...

17 4 0
                                    

ოთახში მარტო ვრჩები ჩემს თავში ქაოსია ვცდილობ გავიაზრო მოსმენილი. დედას რომ რთული ცხოვრება ჰქონდა გარკვეულწილად ვიცოდი მაგრამ რაც ახლა გავიგე ეს... გული საშინლად დამძიმებული მაქვს არ ვიცი რა ვიფიქრო რა უნდა დავიჯერო ბებიაჩემს ყოველთვის უგულო ქალად ვთვლიდი მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. ამდენი ემოციებისგან დაღლილი ვარ ასე მგონია ფიქრისგან თავი სადაცაა ამიფეთქდება.
- გაიღვიძეთ ბატონო ენრი - ძილში ვიღაცის ხმა ჩამესმის თვალებს ძლივს ვახელ არ მახსოვს როდის ჩამეძინა ან რამდენი ხანი მეძინა მაგრამ ისევ დაღლილი ვარ
-საუზმეზე დააგვიანებთ ბატონო ენრი გთხოვთ ადექით.- ის ბიჭია ვინც თავი ჩემს მომსახურედ გამაცნო. საწოლიდან ვდგები სააბაზანოში შევდივარ წყალი გამომაფხიზლებს და ენერგიას შემმატებს თან ფიქრის დრო მექნება.
- შენი აქ ყოფნა შეიძლება? - აბანოდან გამოსული პირველი ამას ვკითხულობ რადგან ვამჩნევ რომ ოთახს ათვალიერებს
- მაპატიეთ ბატონო ენრი ბაბუამ ნება დამრთო რადგან დღეიდან მე ვიქნები იქ სადაც თქვენ ხართ და გავაკეთებ ყველაფერს თქვენთვის რაც კი შემეძლება.
- რა გქვიათ?
- მომო ბატონო
- მართლა ასე გქვიათ?
-დიახ ბატინო დედას ლაპარაკი არ შეეძლო ამიტომ ის დამარქვა რის დაძახებასაც შეძლებდა
- საინტერესო სახელია
საწოლზე ტანსაცმელია გამზადებული რომელიც უნდა ჩავიცვა. შავი შარვალი და შავი პიჯაკი თეთი პერანგით ასეთი ჩაცმულობა არასოდეს მომწონდა ამიტომ კარადასთან მივდივარ ყველა განყოფილებაში ტანსაცმელია რამდენიმეს ვარჩევ ვცდილობ ტანზე მოვირგო. რამდენიმეს შეცვლის მერე ჩემს ზომა შარვალს ვპოულობ ზედა აშკარად დიდი მაქვს და ცალ მხარზე მივარდება მაგრამ მისი სილურჯე დანის თვალებს მაგონებს.
- წავიდეთ მომო და არანაირი ბატონო - ოთახიდან გავდივარ და მის უკმაყოფილო სახეს და სიტყვებს "ასე ჩაცმული ვერ გახვალთ" ყურადღებას არ ვაქცევ.
სასადილო ოთახში ყველა მე მელოდება თუმცა ჩემს დანახაზე ყველას სახე ეცვლება მათი შემხედვარე თეთრი ყვავივით ვარ ყველა ოფიციალურ ტანსაცმელშია გამოწყობილი თმა კი ისე აქვთ დავარცხნილი თითქოს სალონიდან პირდაპირ იყვნენ მოსულები, მე კი ჯინსი და ლურჯი მაისური მაცვია რომელიც ცალ მხარზეა ჩამოწეული და სველი თმები დაუდევრად მაქვს კეფაზე მოკოჭილი.
- ეს უპატივცემულობაა - აღშფოთებით ამბობს მოხუცის მოპირდაპირედ მჯდომი ქალბატონი რომლის თვალებშიც გაბრაზებაზე მეტი იკითხება.
- ეს ჩემი ენრის ტანსაცმელია მადლობ რომ ჩაიცვი - ღიმილით მეუბნება მოხუცი და სკამზე მითითებს.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა იგივე ხალხი და იგივე პროცედურა რაც ვახშამზე.
ყველაფერს ჩუმად ვაკვირდები მინდა გავიგო რატომ ვარ აქ და რა ფუნქცია მაკისრია თუმცა ყველა ისე მექცევა თითქოს მათი უფროსი ვიყო.
სასადილოდან კაბინეტში ვინაცვლებთ რაღაც საბუთები მოაქვთ და ჩემს წინ აწყობენ.
- ყველამ იცით ენრი ვინ არის ამ დღეს წლებია ველოდებით - საუბარს ანრი იწყებს - დასაწყისისთვის ვასწავლით ყველაფერს რაც ჭირდება ყველა ანგარიშსწორებას მასთან ერთად მომახსენებთ. როგორც კი მზად იქნება მაშინვე შეხვედრას დავნიშნავთ და ოფიციალურად გადაიბარებს მის ქონებას.
მოხუცი კიდევ აპირებდა საუბარის გაგრძელებას მაგრამ ოთახში აქოშინებული გოგო შემოვარდა
- სად არის მაჩვენეთ - ოთახი მოათვალიერა და ჩემსკენ წამოვიდა. სკამიდან ადგომა ძლივს მოვასწარი რომ კისერზე შემომეხვია ისე ჩამეხუტა თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ან შეყვარებული ნახა
- როგორც იქნა შეგხვდი რა მაგარია ახლა სულ ერთად ვიქნებით ყველაფერს ერთად გავაკეთებთ ერიკასაც აქ მოვიყვანთ სამივე ერთად ვიქნებით - ისეთი გახარებულია ვერც ვეუბნები ხელი გამიშვას და უხერხულად აწურულმა არ ვიცი რა გავაკეთო
- გეყოფა შე გადარეულო ამოასუნთქე- თბილი ხმით ამბობს მოხუცი
- მე ერი ვარ შენი ბიძაშვილი - როგორც იქნა მომშორდა მაგრამ მაინც ახლო დგას ჩემს გვერდით - იმდენი ხანია შენი გაცნობა მინდა ერთხელ მოვედი კიდეც შენთან ცოტა ხნით ვისაუბრეთ მაგრამ დაცვამ არ მაცადა და ძალით წამათრიეს.
მხოლოდ ახლა მახსენდება უცნაური გოგო სახეზე ჩამოყრილო თმით და დაუდევრად შეკრული კიკინებით მაშინ მეორე კლასში ვიყავით. მე და ერიკა ეგრედ წოდებულ მამაჩემს ველოდებოდით უცებ ვიღაც დაგვეტაკა და მე ერიკას მოულოდნელად ჩაგვეხუტა
- მართლა ჩემსავით ლამაზები ხართ არ მჯერა რა მაგარია - გახარებული ყვიროდა და ჩვენს წინ დახტოდა. ჩვენ შეშინებულები ერთმანეთს ვეკროდით. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეხსიერებაში ჩამრჩა როგორ მიათრევდნენ ორი შავებში გამოწყობილი მამაკაცი და როგორ ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა. მაშინ ყოველ გახსენებაზე მეშინოდა ახლა კი გამეცინა.
- გახსოვს? მართლა გახსოვარ? - გახარებული ისევ მეხვევა.
გოგოს ხელით ვწევ თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ ძალიან გვგავს მე და ერიკას ფიზიკურად. იგივე თვალის ფერი, იგივე ნაკვთები მაგრამ ხორბლისფერი კანით და წელამდე გრძელი თმით. გულში რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ. ახლა მე ვიხუტებ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ერიკას ვიხუტებ.
- ამდენ სისულელეში შენი გაცნობა ნამდვილად საუკეთესოა ჩემთვის.
საათი საღამოს ათს ასრულებს მე ისევ კაბინეტში ვარ ეს დღე ინფორმაციულად დატვირთულია ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ვიგებ ჩემი ოჯახის, მათი წარსულის, საქმიანობის, ქონების და ჩემთვის დატოვებული ვალდებულების შესახებ ბევრი ადამიანი გავიცანი რომელიც იმ საქმეებს აგვარებენ რასაც მე უნდა ჩავუდგე სათავეში მაგრამ არავის აინტერესებს ერთი მარტივი კითხვის პასუხი: მინდა თუ არა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს ჩემს მაგივრად უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე დიდხნით ადრე და ეს ადამიანებიც ისე აგრძელებენ თავიანთ საქმეს თითქოს ამის მეტი დანიშნულება არ გააჩნიათ ცხოვრებაში.
- მოხუცო ჯერ კიდევ მაქვს უამრავი კითხვა რომლის პასუხიც მაინტერესებს
- მინდა ბაბუას მეძახდე ენრი
- რატომ? ისედაც ყველა ბაბუას გეძახის
-ამ ბავშვს ვინმემ უნდა ასწავლოს უფროსების პატივისცემა - ეს ის ქალია ვინც ჩემი ჩაცმულობა გააპროტესტა ამ დილას. როგორც გავიგე მოხუცის მდივანია და საკმაოდ მტრულადაა განწყობილი ჩემს მიმართ
- ყველა ვერ მოგეწონებათ ქალბატონო ნადია მაგრამ იქნებ ამიხსნათ რით დავიმსახურე თქვენი ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ? - თვალებს ვუსწორებ და ისე ვეკითხები თუმცა არაფერს ამბობს უბრალოდ გაბრაზებული მიყურებს
- ლიზი მისი შვილიშვილი იყო ენრი მისი ერთადერთი ნათესავი - მის მაგივრად მოხუცი მპასუხობს.
- ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ კაბინეტში არსებულ მონტორს ვაკავშირებ და ეკრანზე ჩემი და ლიზის სურათებს ვხსნი
- ალბათ ვერ მპატიობთ ლიზის ცხოვრებაში ჩემს არსებობას მაგრამ ლიზი ბედნიერი იყო ჩემთან - ვეუბნები და ლიზის სურათებს ვათვალიერებინებ თან ყველა ფოტოს ისტორიას ვუყვები. ქალი ეკრანს თვალს არ აშორებს თან ცდილობს ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდოს. ლიზის ყველა ფოტოში ბედნიერი სახე აქვს მე ყველაფერს ვაკეთებდი მის გასაბედნიერებლად რადგან მის წინაშე თავს ყოველთვის დამნაშავედ და დავალებულად ვგრძნობდი. ბოლო ფოტომდეც მივაღწიე სადაც ლიზი საავადმყოფოშია გულზე კი პატარები უწევს ფერმკრთალ სახეზე ტკივილის კვალი ემჩნევა მაგრამ სუსტი ღიმილი აქვს თვალებში კი ცრემლები. ამ ფოტოს ვერასოდეს ვუყურებ ცრემლების გარეშე ვეღარც ქალბატონი ნადია იკავებს თავს და ანრის მხარზე ხმამახლა ქვითინებს.
ლიზის სურათს ბავშვების სურათით ვცვლი მოხუცი მანიშნებს რომ ეკრანი გავთიშო მაგრამ გვიანია ნადია ეკრანს მიჩერებია
- ეს დანიელი და დანიელაა ჩემი და ლიზის შვილები....
- ეს... ისინი.... სურათი.... შეუძლებელია.... ეს რა ფოტოშოპია? ისინი....-ისე დაბნეული ამბობს ვერაფერს ვიგებ
- ჩემი ანგელოზები ახლა ოთხი წლისები არიან
- ისინი ცოცხლებია? არ მომკვდარან? მართლა ცოცხლებია - მხრებში ჩამეჭიდა და სასოწარკვეთილი მიყურებს თვალებში
- რა თქმა უნდა ცოცხლები არიან რატომ უნდა მომკვდარიყვნენ ლიზიმ სიცოცხლე დათმო მათთვის ისინი კი აუცილებლად იცოცხლებენ დიდხანს და ბედნიერად - ჩემს პატარებზე საუბრისას მეღიმება მაგრამ ქალის რეაქცია მაშინებს სახე მთლად გაუფითრდა და ტუჩები სიბრაზისგან ისე მოკუმა მთლად გაუქრა
- იქნებ ამიხსნა ეს რას ნიშნავს ანრი - ამ ხნის განმავლობაში პირველად მიმართა მხოლოდ სახელით
- როგორ ახერხებ ყოველთვის ყველა სიტუაციის თავდაყირა დაყენებას ისევე როგორც ბაბუაშენი - მოხუცის სიტყვებში აშკარად წყრომა იყო მაგრამ რაში დაჭირდა ამ ქალის მოტყუება?
- ნადია ოდესმე შეგიმჩნევია რომ გითვალთვალებენ? როგორ ფიქრობ შენი შვილის დაკრძალვის დღეს რატომ შევცვალე შენი გადაადგილების მარშუტი და რატომ გიწევს აქ მოსასვლელად კილომეტრების გავლა ან სპეციალური შემოწმება თითქმის ყოველ დღე?
- რაზე ლაპარაკობ რა თვალთვალი?
- წლებია გითვალთვალებენ ცდილობენ შენი მეშვეობით გავიდნენ იმ ადამიანზე ვინც ამ ყველაფერს მართავს. ორივემ ვიცით რომ შენი შვილის და რძლის სიკვდილი შემთხვევითობა არ ყოფილა, არც ლიზის მეურვეს გაქრობა იყო შემთხვევითობა. რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი ლიზის დასაცავად, მაგრამ არის რაღაცეები რასაც ვერ ვცვლით ჩვენ ღმერთები არ ვართ მხოლოდ ისღა დამრჩენოდა ჩვენი შვილიშვილები დამეცვა იმ დროისთვის კი ეს ერთადერთი გამოსავალი იყო მაპატიე რომ გული გატკინე მაგრამ არ ვნანობ ყველაფრის მოგვარების მერე აუცილებლად გეტყოდი სიმართლეს - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა ხმას არავინ იღებს. ტელეფონის ვიბრაციას ვგრძნობ ის ტელეფონია მამიამ რომ მომცა ვპასუხობ და დანიელას ხმაა მაშინვე ხმამაღალზე ვრთავ
- მამიკოოო მომენატლეეე
- როდის მოხვალ მამიკო მეც მომენატრე- ბავშვების ხმის გაგონებაზე ნადია ჩემთან გაჩნდა და გაღიმებული სახით ისმენდა საუბარს.
- მეც მომენატრეთ ჩემო პატარებო არ ვიცი როდის მოვალ მაგრამ ძალიან მიყვარხართ და დედიკოს დაუჯერეთ კარგი?
- მამიკო მე დიდი ტოლტი ვჭამე ბიძიამ მიკიდა ლომ მოხვალ შენც გიკიდის
- ვისზე ლაპარაკობს? - შეშინებული ვეკითხები ლილის
- დაბლა კაფეში ის მაიმუნი ხომ გახსოვს იმან დამპატიჟა - ლილის ხმაში სიმორცხვემ გაიჟღერა
- ფრთხილად იყავი პრინცესა
-მამიკო ნუ გეშინია მე დიდი კაცი ვარ დედას და დაიკოს დავიცავ
-კარგი საყვარლებო დედიკოს დაუჯერეთ ჩემს მოსვლამდე არ გააბრაზოთ კარგი? პრინცესა დევიდი სად არის უთხარი დამირეკოს
- არ ვიცი ენრი რაღაც საქმეებს აგვარებს არ მეუბნება. თავს მიხედე და მალე დაგვიბრუნდი გთხოვ.
ტელეფონს ვთიშავ გული დამძიმებული მაქვს ლილი და პატარები მომენატრენ. დევიდიც არსად ჩანს, რამხენი ხანია არ დამკავშირებია აღარ ვიცი რა ვიფიქრო, თან მოხუცის სიტყვებიც არ ამომდის თავიდან რა გავაკეთო მათი უსაფრთხოებისთვის? როგორ მოვიშორო ეს წყეული მემკვიდრეობა? ფიქრს კარის გაღება მაწყვეტინებს მომო შემოდის უკან კი დევიდი მოყვება გაკვირვებისგან პირი მრჩება ღია დევიდი არავის უყურებს პირდაპირ ჩემთან მოდის წარბი გახეთქილი აქვს თვალი ჩაწითლებული და შესიებული ფეხსაც თითქოს ითრევს ტკივილის გამო. აშკარად ეტყობა ჩხუბის კვალი. ალბათ ვინმე მასზე ძლიერთან იჩხუბა, მაგრამ მისი ნახვა მახარებს ერთმანეთს ძლიერად ვეხუტებით.
- მაპატიე მარტო რომ დაგტოვე სხვა გზა არ მქონდა. - დევიდის ნახვამ ისე გამახარა სულ დამვიწყდა რას ვფიქრობდი მასზე ერთი წუთის წინ.
ჩემს ოთახში შევდივართ დევიდი ინტერესით ათვალიერებს:
- ეს ოთახი ჩვენს სახლზე დიდია მომწონს
- დევიდ სად იყავი მთელი ეს დრო? და რა გჭირს სახეზე?
-მერე მოგიყვები ენრი ახლა კი მაპატიე მარტო რომ დაგტოვე ყველაფერი უნდა გამერკვია რასაც მამაჩემი და ბიძაჩემი მალვდნენ შედეგად კი აქ ვარ არ მეგონა თუ აქ გნახავდი ძალიან გამაკვირვე
- ჰო ასე გამოვიდა - მეცინება როცა მახსენდება როგორ ვებრძოდი ცოცხით ობობებს
დევიდმა ყველაფერი მომიყვა თუ რას საქმიანობდა რეალურად მამამისი და ბატონი გიორგი მისი მონაყოლი დიდად არ განსხვავდება მოხუცის ნათქვამისგან როგორც ჩანს ისინი დედას ნამდვილი მეგობრები იყვნენ და დღემდე იმ კომპანიისთვის მუშაობენ რომელიც რატომღაც მე მეკუთვნის. ასევე ბებიაჩემის და მამაჩემის საქმეების შესახებაც გაარკვია ბევრი რამ რაც ნამდვილად გამომადგება მათ წინააღმდეგ მემკვიდრეობის მიღების დროს. მეც ყველაფერს ვუყვები რაც გავიარე ყველა დეტალს და მხოლოდ ახლა მახსენდება ის ტილოები რომელიც სურათებიდან ამოვიღეთ. დევიდი ტილოებს გულდასმით ათვალიერებს და ისიც ვერაფერს პოულობს. კარზე კაკუნია და ნებართვის მიღებისთანავე მომო შემოდის
- მაპატიეთ ბატონო ენრი ბატონი დევიდის ოთახი მზადაა მისი აქ ყოფნა არ შეიძლება გთხოვთ ნება მომცეთ ოთახამდე მივაცილო
- ჯერ ერთი ბატონოს გარეშე მომმართე და მეორე სანამ ამ ოთახში მძინავს ეს ჩემი ოთახია და ვისაც მინდა იმას შემოვიყვან და კიდევ დევიდი აქ რჩება არანაირი სხვა ოთახი - საკმაოდ გაღიზიანებული ვარ ვერ ვიტან წესებს აქ მცხოვრებნი კი წესებს და ეტიკეტს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.
- როგორც გინდა შვილო - კარში მოხუცი შემოდის - თქვენ ორნი ალბათ წყვილი...
- არა - ერთდროულად გავაწყვეტინეთ მეც და დევიდმაც
- ვერასოდეს ვხვდებოდი რა ურთიერთობა გქონდათ ორივეს
- ბაბუა იმედი უნდა გაგიცრუოთ მე მხოლოდ ქალები მიზიდავენ ენრი კი ჩემი ძმაა - დევიდის სიტყვებში გამბედაობა და პატივისცემა ისახება რაც ნამდვილად სიახლეა ჩემთვის
- მოხუცო სიმართლე გითხრა კაცები მომწონს მაგრამ დევიდი არა. ის ჩემი ძმაა და კიდევ ჩემი კომფორტის ზონა. არ მინდა ჩემი და დევიდის ურთიერთობა ვინმემ არასწორად გაიგოს.
- ეს რა ნაჭრებია? სად ნახე? - საუბრის თემა შეცვალა მოხუცმა
- დედამ დამიტოვა მაგრამ ვერაფერი გავიგე უბრალოდ ძველი მატერიაა - მხრები ავიჩეჩე
- ბავშვო არის რაღაცეები რომელიც მეც კი არ ვიცი ელე ჭკვიანი იყო ღმერთმა უწყის მის თავში რა ხდებოდა რადგან შენ დაგიტოვა ეს იმას ნიშნავს რომ იმედი ქონდა მხოლოდ შენ მიხვდებოდი რის თქმა უნდოდა - ნაჭრებს საწოლზე აბრუნებს და ისე გვემშვიდობება უკან არც გვიყურებს. ამოვიოხრე როდის უნდა დასრულდეს ეს გაურკვევლობა რა უბედურებაა ამდენი საიდუმლო ძირიდან ერთერთ ნაწილს ვიღებ რომელიც შემთხვევით დავარდა და მთელი საუბრის განმავლობაში ძირს ეგდო
- ენრი შეხედე - უცებ წამოიძახა დევიდმა ნაჭერს რამდენიმე ადგილზე ხაზები ემჩნევა.
"დაიმახსოვრე სიცხეში ყველაფერი კარგად ჩაანს" მახსენდება ბაბუას დის ერიკას სიტყვები
- რა თქმა უნდა დევიდ ოთახი იატაკიდან თბება ესენი ძირს უნდა დავაფინოთ.
რამდენიმე წუთის მერე ნაჭრები გათბა და ნელნელა დაემჩნა გამოსახულება. სწორი ნაწილები ერთმანეთს შევუსადაგეთ და რუკის მსგავსი გამოსახულება მივიღეთ. მე და დევიდი გაკვირვებული ვუყურებდით ოთხი ნაწილი ისე შეერთდა ერთი დიდი ტილო გამოვიდა მაგრამ აშკარად ორი სხვადასხვა რუკა იყო რომელიც ერთი შეხედვით ერთმანეთს გავდა
- ენრი მინდა... - ოთახში მოულოდნელად ერი შემოვიდა დევიდი იცებ წამოდგა ფეხზე
- შენ? - ორივემ ერთდროულად წამოიძახა
- თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? - ვკითხულობ გაკვირვებული
- კი ენრი გრძელი ისტორიაა მერე მოგიყვები - დევიდი ერის თვალს არ აშორებს ისე მპასუხობს
- აქ რას აკეთებ მე გამომყევი? - დაბნეულად კითხულობს ერი და დევიდს თვალს არიდებს - ეს რა... ეს ხომ ჩვენი ძველი რუკებია მაგრამ ნაჭერზე რატომაა? - უხერხულობის გასაფანტად თემა შეცვალა
ამ ორს შორის აშკარად რაღაც მოწონების მსგავსია მაგრამ ამას მერეც გავიგებ ახლა მთავარია გავიგო ეს რა რუკაა
- იცი ეს რაა? - იატაკზე ვჯდები და ერის ვანიშნებ ჩემს გვერდით დაჯდეს
- ეს მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ დასახლების რუკაა მაგრამ ძალიან ძველი რომელი წლისაა ახლა გაცილებით დიდ ტერიტორიას ვფლობთ ვინ მოგცა ეს რუკა?
- ეს დედამ დამიტოვა ერი არ ვიცი რატომ ან რის თქმა უნდოდა - ნაჭრებს კარგად ვაკვირდები კუთხეებში ვარდები აქვს წითელი და თეთრი ვარდები.
- ერი შეგიძლია ახლანდელი რუკა მომიტანო? - ერი თავს მიქნევს ოთახიდან გადის მე და დევიდი რუკას მივჩერებივართ ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და რუკას სურათებს ვუღებ. ერის მოტანილი რუკა საკმაოდ დიდია და დიდ ტერიტორიასაც მოიცავს.ერი მთელი ღამე გულმოდგინედ გვიხსნიდა სად რა შენობა მდებარეობდა, სად იყო გასასვლელი და სად შემოსასვლელი. ასევე გავიგეთ რომ ყველას ვინც აქ შემოდის სპეციალური გზის გავლა და შემოწმება უწევს რომელსაც პირადად მოხუცი აკონტროლებს. ასევე ვერავინ გადის და შემოდის მისი ნებართვის გარეშე ერიც კი.
დილით მომოს სადილის ოთახში მიტანა ვთხოვე მითხრა რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება მაგრამ როცა მეორედ გავიმეორე ყოყმანით დამთანხმდა. ისე ვისადილეთ რუკებისთვის თვალი არ მოგვიშორებია მისი ყველა სანტიმეტრი უნდა ვისწავლო აუცილებლად ვიპოვი რის თქმა უნდოდა დედას. მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვართ. ერიმ იმაზე საჭირო ინფორმაცია მომაწოდა ვიდრე მოხუცმა.
ოთახში ანრი შემოდის გადაღლილი სახე აქვს თუმცა არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში უძილობისგან ძლივს ვაზროვნებთ
- რატომღაც მამაშენის ხალხი გააქტიურდა ენრი დასაკარგი დრო არ გვაქვს მინდა დაფიქრდე და ბავშვები შენგან შორს გაგზავნო ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებიან. - პასუხს არც დალოდებია ისე განაგრძო საუბარი - სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. დევიდ მინდა წახვიდე და ბავშვებს მიხედო ისეთ ადგილას წაიყვანო სადაც არავის ეცოდინება სად იქნებით. ერი შენ ბებიაშენს და მათ ხალხს მიხედავ. ისიც კი უნდა გაიგო რით სუნთქავენ. მე ყველა ზომას მივიღებთ რომ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს იმ მონსტრმა, შენ კი შვილო ელეს დღიური უნდა მოძებნო მხოლოდ ასე შეძლებ სრული ძალაუფლების მოპოვებას იმ ქონებაზეც კი რასაც ბებიაშენი აკონტროლებს კომპანიაში. დროა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.
სასოწარკვეთილი ვარ არ მინდა ჩემი პატარები შორს იყვნენ რამდენიმე დღეა არ მინახავს და უკვე ძალიან მენატრებიან მათ გარეშე როგორ გავძლო ვინ იცის რამდენ დროს წაიღებს ეს ყველაფერი. დევიდი ჩემთან მოდის თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს გულში მიკრავს და ჩემს თმებზე თამაშს იწყებს. მისი საქციელი მამშვიდებს და საღად აზროვნების საშუალებას მაძლევს არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე დევიდს ვშორდები ხელებს მხრებზე ვადებ
- გენდობი - მხოლოდ ამ სიტყვას ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. არ მინდა ჩემს თვალებში ჩამდგარი ცრემლები ნახოს. თავს ხელში ვიყვან და რუკებს ძირიდან ვიღებ. არ ვაქცევ ყურადღებას ერის გაკვირვებულ სახეს და მოხუცის სიხარულ ჩამდგარ თვალებს.
- ჩემი ელე შენით იამაყებდა შენ ბაბუაშენის ღირსეული მემკვიდრე ხარ - ამაყად ამბობს მოხუცი და ერის ნებას აძლევს წავიდეს. - როგორც ვიცი წუხელ არ გიძინია ახლა დაისვენე ხვალიდან ისედაც ბევრი საქმე გაქვს.
ოთახში მარტო ვრჩები საათი საღამოს ხუთს აჩვენებს რაც იმას ნიშნავს რომ გარეთ უკვე ბინდდება. საწოლამდე ძლივს მივდივარ. რატომღაც დანიზე გამირბის ფიქრები. ვიცი ახლა ამის დრო არ არის მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ შეშინებული ყვირილით ვიღვიძებ. ტანსაცმელი მთლად სველი მაქვს ოფლისგან. ისე ცხადი იყო ყველაფერი ძლივს გავიაზრე რომ რეალობა კი არა სიზმარი ვნახე. სიზმარში მონსტრის მსგავსმა არსებებმა ლილი მოკლეს ყველგან სისხლი იყო და ჩემი პატარები ამ სისხლში დარბოდნენ ტირილით. მათკენ გავიქეცი მაგრამ რაც მეტს გავრბოდი მით შორს იყვნენ ჩემგან. ვხედავდი როგორ მივიდა მათთან ლიზი, როგორ მოკიდა ხელი ორივეს და იქიდან წაიყვანა. ვეძახდი ჩემთან მოეყვანა მაგრამ ის საპირისპირო მხარეს მიდის და ბავშვებს ვიღაცასთან ტოვებს შემდეგ კი ჩემსკენ ბრუნდება. ვცდილობ დავინახო ვინ არის მაგრამ მხოლოდ ბიჭის გამოსახულებას ვხედავ სახე არ უჩანს. მან ჩემს პატარებს ხელი ჩაკიდა ზურგი შეგვაქცია და სამივე გაუჩინარდა. ვყვიროდი ლიზის ვეძახდი ვემუდარებოდი ასე არ მომქცეოდა ის კი უბრალოდ მიღიმოდა.
სიბნელეში საწოლზე დაგდებული ტელეფონის ეკრანი აინთო. ძლივს შევძელი განძრევა. რატომღაც ტელეფონი საშინლად მძიმე მეჩვენება ჯერ კიდევ სიზმრის ზემოქმედების ქვეშ ვარ. ეკრანზე დევიდის ნომერია გამოსახული სასწრაფოდ ვპასუხობ
- მაპატიე - დევიდს ხმა უწყდება მესმის როგორ ტირის. თავზარი მეცემა მისი ცრემლებიც კი არასდროს მინახავს ის კი პატარა ბავშვივით ღრიალებს სიტყვებს ძლივს ვარჩევ მთელი სხეული მეყინება ჩემი სიზმარი თვალწინ მიდგება - ენრი მაპატიე.... ლილი საავადმყოფოშია არ ვიცი ცოცხალია თუ არა... ბავშვებს ვერ ვპოულობ.... მაპატიე...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now