ანდერძი...

17 4 0
                                    

    დანის გამოგზავნილი წიგნი ენერგიას მმატებს თითქოს ყველაფერი გაცოცხლდა. ნაცრისფერიდან ისევ ფერად ფერებში გადავიდა ჩემი სამყარო. ახლა როგორც არასდროს ისე მინდა ყველაფრის მალე დამთავრება რომ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო. ახლა ვიცი რომ ყველაფერს გავაკეთებ მათი გულისთვის.
     ლილიმ გაიღვიძა ყველა დღე უფრო და უფრო უკეთესად ხდება. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის კობი გვერდიდან არ შორდება. ლილის სიტყვა დამთავრებული არა აქვს მას კი უკვე გაკეთებული აქვს მათ შემხედვარეს უცნაური გრძნობა მაქვს. არ ვიცი უნდა ვენდო მას თუ არა.
      დევიდი ერისთან ერთად ფირმის საქმეებითაა დაკავებული როგორც კი ყველაფერი დამთავრდება საქმეებს მას გადავაბარებ ის ნამდვილად არის ლიდერობისთვის დაბადებული. მისი და ერის შეხვედრა კი ნამდვილად სასაცილოა ვინ იფიქრებდა რომ დევიდი იმ გზას გამოივლიდა რაც მე გავიარე მამაჩემის საძინებლიდან იმ ოთახამდე სადაც რამდენიმე გასასვლელი იყო. დევიდი ერთ - ერთ კარში გავიდა სადაც ერის გადაეყარა და იჩხუბეს, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ერი მოერია რას არ მივცემდი ოღონდ ეს სანახაობა არ გამომეტოვებინა. რომ არა დევიდის მამა ალბათ კარგად ნაცემი იქნებოდა თანაც გოგოსგან, ან სულაც მკვდარი...
     დანიზე არავინ არაფერს ამბობს დევიდიც კი, უცნაურია თუ ასე მნიშვნელოვანი ვარ მისთვის მაშინ რატომ ერთხელ მაინც არ მოვიდა ჩემს სანახავად? ან რატომ ვერ ვურეკავ მიჩეს არც გუგა ჩანს სადმე რა ვიფიქრო არ ვიცი.
  თითქოს ყველაფერი ნელნელა უკეთესობისკენ მიდის მაგრამ დედას დღიური ისევ თავსატეხია ჩემთვის. დედას კაბინეტში ყველაფერი გადავქექე მხოლოდ ერთი თაროღა დამრჩა. ეს თარო ყველაზე მოუწესრიგებელია დიდი არაფერი რაღაც ძველი საოფისე ნივთები და რამდენიმე სააღრიცხვო წიგნაკია. იმედი მთლად გადამეწურა მეზარება მაგრამ ეს თაროსაც გადმოვალაგე. დედას  ბავშვობის საძინებელშიც კი მოვახერხე შეპარვა მაგრამ იქ არაფერია მხოლოდ სუფთა ახლად გარემონტებული სტუმრების საძინებლი.
     სამი წიგნაკი გადავათვალიერე არაფერია უასრგებლო ინვენტარების აღრიცხვის გარდა. ბოლო წიგნაკი გადმოვიღე და სადღაც შუაში ორი სურათი ვიპოვე დედას სურათებია ერთი აქ აქვს გადაღებული ოფისში როგორი ახალგაზრდა და ლამაზია. მეორე ალბათ მისი ბავშვობის სურათია. სურათებს ვატრიალებ და წარწერაა
     "იქ სადაც მზეა მთვარე არ ჩანს როცა მზე ჩავა მთვარე ამოვა
                                                    ელი "
რას უნდა ნიშნავდეს მზე და მთვარე? მოხუცთან მივდივარ როგორც ყოველთვის კაბინეტშია დაუკაკუნებლად შევდივარ ქალბატონი ნადიას საყვედურს ეტიკეტთან დაკავშირებით,   ყურადღებას არ ვაქცევ.
- მოხუცო ეს რა სურათებია? - პირდაპირ მასთან მივდივარ და  სურათებს ვაწვდი ანრი სურათებს გაღიმებული სახით უყურებს მაგრამ თვალებში ცრემლები უდგება. ეს ადამიანი ყოველთვის იწვევს ჩემს გაკვირვებას ნუთუ ასეთი ღიმილი შეუძლია?
- ეს სურათი მე გადავიღე როცა ცხრა წლის იყო.  თქვა რომ მისი საძინებლის სამახსოვროდ შენახვა უნდოდა სანამ რემონტს გააკეთებდნენ. ამ ყვითელ ხაზებს ხედავ? ეს მზის სხივებია. ამბობდა ასე შემიძლია მზეზე ვიაროო - ისევ ის ღიმილი გამოეხატა სახეზე რაც სურათების პირველად შეხედვისას.
- დედას საძინებელში იატაკზე მზე იყო?
- კი შვილო ენრის იქამდე ეხვეწა სანამ არ გააკეთებინა. აღარაფერს ვამბობ სურათებს ვართმევ და კაბინეტში ვბრუნდაბი. უცნაურია საძინებელში იატაკზე მზე ქონდა ოფისში ჭერზე ვარსკვლევები და მაშინ სად არის მთვარე? და საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი დღიურთან? იქ სადაც მზეა მთვარე არ ჩანს ვფიქრობ და ჭერში ვარსკვლავებს ვუყურებ ერთი დიდი ვარსკვლავია და გარშემო პატარა ვარსკვლავები აქვს. მაგიდაზე ვდგები დიდ ვარსკვლავს ვხსნი ჭერიდან და ჩემს და გასაკვირად მთვარე ჩანს გაოცებული ვარ მთვარეს ხელს ვუსმევ და ყვითლად ინთება  მასზე ციფერბლატი ისახება  გაკვირვებული ვუყურებ რა შეიძლება იყოს პაროლი?  "დაიმახსოვრე ყველაზე რთული ამოცანის პასუხი ყველაზე მარტივია" ჩემდაუნებურად მიტივტივდება ბოლოს დაწერილი სიტყვები დედისგან.
რა იქნება ყველაზე მარტივი? ალბათ ჩემი ან მიჩეს სახელი ციფერბლატზე მიჩეს სახელს ვკრებ მაგრამ არასწორია ჩემი სახელი შემყავს ისიც არასწორია. მხოლოდ ერთი ცდა მაქვს რა შეიძლება იყოს ვარსკვლავს თავის ადგილზე ვაბრუნებ და დანის წიგნთან ერთად კაბინეტს ვტოვებ. რატომღაც წიგნი ყოველთვის თან დამაქვს თითქოს ასე უფრო ახლოს ვიყო დანისთან. მას შემდეგ რაც დანი მივატოვე ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი. ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ ვცადე მისი დავიწყება მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვერც გულიდან ამოვიგდე და ვერც თავიდან. მასზე ფიქრები ყოველთვის თან მდევდა ხშირად მტანჯავდა და მანადგურებდა, მაგრამ მიყვარდა კიდეც. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მასზე ფიქრის გარეშე არასოდეს დაღამებულა და არასოდეს დამდგარა დილა. ახლა როცა გარკვეულწილად ვიცი სიმართლე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ. ყველა პრობლემას შემიძლია გავუმკლავდე ცივი გონებით რადგან ვიცი რომ დანის არასდროს დავვიწყებივარ.
      კაბინეტში შევდივარ ჩემსდაგასაკვირად მოხუცი იქ არ არის მისაღებისკენ მივდივარ  ის არის უნდა შევიდე რომ ანრის ხმა მესმის. რატომღაც ვჩერდები და ვუსმენ, რადგან უცნაურია მოხუცი მისაღებში ხვდებოდეს ვინმეს ის ყოველთვის კაბინეტშია, ყოველთვის რაღაც საქმით არის დაკავებული და ყველა დღე ისე მუშაობს თითქოს ხვალინდელი დღე აღარასოდეს დადგება.
   - რამ შეგაწუხა ძვირფასო ექიმო? - მესმის მოხუცის ხმა
- არ გნახავდი ჩემი შვილი რომ არა შენთან თხოვნით ვარ მოსული - მესმის უცნობის ხმა. ვიძაბები ეს ხმა საოცრად გავს დანის ხმას მაგრამ მისი საუბრის სტილი აშკარად განსხვავდება დანის საუბრისგან მისი საუბარი უფრო დინჯი და დამჯდარია რაც მაფიქრებინებს რომ ხმის პატრონი დანიზე გაცილებით ასაკიანია.
- რით შემიძლია შენი დახმარება? - ისევ მოხუცის ხმაა
- ის თქვენს წრეებში  უნდა ტრიალებდეს და მინდა გთხოვო რომ ყველა საქმეს ჩამოაშორო რასაც არ უნდა აკეთებდეს. გთხოვ.
- ჩემო ექიმო შენი შვილი რომ ჩემთვის მუშაობდეს პირველი რასაც გავაკეთებდი გნახავდი და ჯერ შენ დაგელაპარაკებოდი.
- მაგრამ ის ფლობს ისეთ ინფორმაციებს რაც მხოლოდ თქვენთან ახლოს მყოფს ეცოდინება. - მცირე პაუზის შემდეგ გაისმა უცნობის ხმა.
- ჰო ვიცი, ვიცი მაგრამ გარწმუნებ ამ ჯერად მე არაფერ შუაში ვარ ის არ მუშაობს ჩვენთვის უბრალოდ იმას აკეთებს რაც უნდა ასე ვთქვათ თავის გულს მიყვება ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარები.
- გთხოვ ანრი შენ იცი რამდენად ძვირფასია ის ჩემთვის. არ მინდა მას რამე დაემართოს მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი გააზრებული არ აქვს
- ექიმო მე შენთან სიცოცხლით ვარ დავალებული შენ მე ორჯერ მაჩუქე სიცოცხლე, ორჯერ მომეცი შანსი ბედნიერი ვყოფილიყავი მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ვერაფრით დაგეხმარები. შენი შვილი უკანასკნელი ადამიანი იქნება ვისთან ერთადაც ვიმუშავებდი მაგრამ გარწმუნებ ის თუ რამეს აკეთებს მხოლოდ თავისი სურვილით.
- მაგრამ ანრი...
- იცი ახლა სადაა შენი შვილი? - საუბარს მოხუცის  შეფიქრიანებული ხმა აწყვეტინებს.
- რა თქმა უნდა ახლა იქიდან მოვდივარ - რა მოხდა ანრი?
- სამწუხაროდ ძვირფასო ექიმო სტუმრობისთვის ძალიან ცუდი დრო შეარჩიეთ და მე იძულებული ვარ დაგაყოვნოთ აქ სანამ ყველაფერი არ დასრულდება.
  - მაგრამ მე უნდა დავბრუნდე
- ექიმო აქ რჩებით მანამ სანამ ყველაფერი არ დამთავრდება ვერ დავუშვებ ვინმე საფრთხეში ჩავაგდო
- მოხუცო ვისზეა საუბარი? - სალონში შევდივარ და მინდა გავიგო ვინ არის მისი შვილი
- მოდი შვილო მინდა ის ადამიანი გაგაცნო ვინც სიცოცხლე და ბედნიერება მაჩუქა - ანრი მე მიტრიალდება მაგრამ მისთვის არც კი შემიხედავს თვალს ვერ ვაშორებ ადამიანს რომელიც ისე დაჟინებით მიყურებს თითქოს რაღაც წარმოუდგენელი დაინახა
- ის ძალიან გავს...
- რა მოხდა ექიმო ენრის ასლია არა? მეხსიერება რომ მღალატობდეს ვიფიქრებდი რომ ენრია ახალგაზრდობაში. - არ აცდის წინადადების დამთავრებას
- ჰო ის ძალიან გავს ენრის და კიდევ მას, მათ...
- ენრი და მისი და მართლაც ძალიან გავს ცხონებულს ერი კი არც ამდენად და- ანრის ხმა დაუსევდიანდა მაგრამ ნამდვილად არ მომჩვენებია, რომ ექიმმა, როგორც ანრი უწოდებს შვებით ამოისუნთქა.
- ანრი მე მართლა უნდა დავბრუნდე როგორც ჩანს შენ ჩემი დახმარება არ გინდა. თვითონ...
- ექიმო თქვენ აქ რჩებით ეს საკითხი აღარ განიხილება - ისევ არ დაასრულებინა წინადადება და საკმაოდ მკაცრი ხმით გააწყვეტინა საუბარი
- მოხუცო მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერ დააყოვნებ - არ მომწონს ეს სიტუაცია
- მისმინე შვილო შენ ჩვენი მომავალი ხარ ჩვენი ლიდერი და მოგიწევს ცივი გონებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება რომელმაც შეიძლება შენთვის საყვარელი ადამიანები გაანაწყენოს. რაც შეეხება ამ სიტუაციას ექიმო ვიცი ახლა ბრაზობ მაგრამ დამიჯერე როცა ყველაფერი დამთავრდება მადლობას გადამიხდი.
- მადლობას რისთვის? ჩემი აქ ძალით დატოვებისთვის თუ იმისთცის რომ არაფერს აკეთებ - ექიმის ხმაში სიბრაზე ჭარბობს      
- შენი ოჯახის დაცვისთვის ექიმო.
     უცნობს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ სალონში ბატონი გიორგი შემოვიდა.
- ექიმო თქვენს აქ ნახვას არ ველოდი როგორ ხართ?
- როგორც ჩანს რაღაცეები მხედველობიდან გრჩება გიორგი ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ხომ არ დამიბერდი? - ღმერთმა არ ქნას ჩემი მხედველობის არეში მოხვდე ექიმო
ექიმი გაღიმებული გადაეხვია გიორგის, თუმცა არც ამ უკანასკნელს დაუკლია გულწრფელი ღიმილი და ჩახუტება. და ექიმი როგორც მას ეძახიან სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ნამდვილად საპატიო სტუმარი იქნებოდა. როგორც კი გიორგი მისალმებას მორჩა ახლა ჩვენ შემოგვიტრიალდა
- ბატონო ანრი და ბატონო ენრი გთხოვთ კაბინეტში გადავინაცვლოთ სასწრაფო საქმეა. - არ მომწონს როცა ბატონოთი მომმართავენ არ ვთვლი რომ ვინმე აქ მყოფი ჩემზე უკეთესია მაგრამ არც ვინმეზე უკეთესად ვგრძნობ თავს.
- მომო - დაიძახა მოხუცმა და ისიც დაბარებულივით რამდენიმე წამში ჩვენთან გაჩნდა. მიუხედავად იმისა რომ თითქმის არასოდეს არ ვიღებ მის დახმარებას ის მაინც ყოველთვის ჩემს შორიახლოს ტრიალებს. - ძვირფასი ექიმი მის ოთახამდე მიაცილე და და ისე მიხედე როგორც ბატონ ენრის.
   როგორც გიორგის საუბრიდან და მისი მოტანილი მასალებიდან გაირკვა ეგრეთწოდებული ბებიაჩემი სიბრაზისგან უკვე თვითონ გადავიდა მოქმედებაზე რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი განიცადა. მისი არალეგალური  ბარები დაილუქა პოლიციის მიერ. ასევე დააკავეს ბევრი ის გავლენიანი პირი რომელიც წლების განმავლობაში მასთან მუშაობდა და მის დანაშაულებს ფარავდა. ჩემდა გასაკვირად ეს ქალი ნარკობიზნესსაც კი ეწეოდა. მის ბარებში აღმოჩენილი ნარკოტიკი საკმაო რაოდენობით იყო მართალია მას ამ ბიზნესთან კავშირს ვერავინ დაუმტკიცებდა, მაგრამ მთლად სუფთად მაინც ვერ გამოვიდოდა. ბებიაჩემი ნელნელა კარგავდა გავლენას და იმ ხალხის მხარდაჭერას ვის წრეებშიც ტრიალებდა წლების განმავლობაში. გამწარებულს ისიც კი უთქვამს რომ მეც თავის ხელით ისე მომიშორებდა როგორც ბაბუაჩემი და მისი ბინძური საყვარელი. ამ სიტყვების გაგონებაზე ანრის ისეთი სიცილი აუტყდა, მისი ისტორია რომ არ მცოდნოდა ნამდვილად ვიფიქრებდი რომ ჭკუიდან გადავიდა. მამაჩემი როგორც ვარაუდობდით ბებიაჩემს ყავს გამოკეტილი თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. ცხოვრება ბუმრანგივით მუშაობს ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება მისი ჩადენილის შედეგები ზოგს ისე როგორც თვითონ მოიქცა ზოგს კი განსხვავებულად მაგრამ მაინც მოუწევს ყველაფრისთვის გადახდა როგორც კარგი ისე ცუდისთვის.
      იმ დღის მერე ორი კვირა გავიდა ანრიმ ყველამხრივ გააძლიერა დაცვა. ექიმს რამდენჯერმე შევხვდი, გაბრაზებული და წარბშეკრულია თითქმის არ კონტაქტობს არავისთან ჩემთვისაც არაფერი უთქვამს თუმცა მის ინტენსიურ მზერას ყოველჯერზე ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ადამიანი სულს მიფორიაქებს ყოველთვის დანის მახსენებს და რასაც არ უნდა ვაკეთებდე კონცენტრაციას მიკარგავს. მინდა მასზე მეტი ვიცოდე მაგრამ მარტო არასდროს არის. მოხუციც არაფერს ამბობს და საერთოდ მის შესახებ საუბარს ყველა ერიდება. ორი კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა თუ იმას არ ჩავთვლით რომ ლილი მესტუმრა და რამდენიმე დღე დარჩა კიდეც. მიჩესგან წერილიც კი მომიტანა სადაც წერია რომ ძალიან მოვენატრე და ერთი სული აქვს როდის მნახავს კიდევ რამდენჯერმე ეწერა ბოდიში მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მებოდიშება რომ არ მნახულობს თუ დანის გამო? ჩემი პატარების შესახებ არაფერი გამიგია მხოლოდ ის შემიძლია ვიფიქრო რომ კარგად არიან. არც დანიზე გამიგია რამე თითქოს დედამიწიდან აორთქლდა. მე კი ისევ ისე ძალიან მენატრება როგორც მაშინ როცა მივატოვე.
      ამ ორი კვირის მანძილზე ვერანაირად ვერ მივხვდი რა შეიძლება იყოს კოდი ანრიც არაფერს ამბობს. იმის გათვალისწინებით რომ ყველაზე რთული ამოცანის პასუხი ყველაზე მარტივი უნდა იყოს ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს. დედას საყვარელი ადამიანები რამდენიმე ათეულს ითვლის მაგრამ ამას ჩვენთან მე და ერიკასთან ვერ ვაკავშირებ. იქნებ ჩვენი საყვარელი ადამიანის სახელია პაროლი? მამაჩემის სახელს არ დაწერდა  რადგან დედას სიცოცხლეშიც კი არ ყოფილა კარგი მამა... იქნებ... იქნებ მისი სახელია პაროლი? უნდა ვცადო რაც იქნება იყოს ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ნებისმიერი ბავშვისთვის დედა იქნება პირველი ვინც გაახსენდება. დედას ოფისსში შევდივარ ჭერიდან ვარსკვლავს ვხსნი და ციფერბლატზე დედას სახელს ვწერ. მთვარის გამოსახულება გვერდით იწევა, ტელეფონზე შუქს ვანთებ და შეძლებისდაგვარად შიგნით ვიხედები ჩემს და გასაკვირად იქ დედას დღიური და კიდევ საქაღალდეა რომელიც ძველი საბუთებითაა სავსე. ჩემს საძინებელში შევდივარ ვიბარებ რომ არავინ შემაწუხოს და საბუთების შესწავლას ვიწყებ აქ არის ჩემი დიდი დიდი ბაბუას დროინდელი ხელშეკრულებები და ანდერძები. ჩემდა გასაკვირად მე მეთორმეტე თაობა გამოვდივარ. და ყველა თაობის ანდერძი იდენტურია თითქოს დააკოპირეს და მხოლოდ სახელები და თარიღები შეცვალეს. ამ ანდერძების თანახმად ჩვენი საგვარეულო ქონება, ის შემოსავალი და მოგება რაც დროდადრო დაემეტებოდა მემკვიდრეობით გადაეცემოდა და გადაეცემა მხოლოდ ვაჟს. ქალიშვილის არსებობის შემთხვევაში ვაჟი ვალდებულია ფინანსურად ყველამხრივ უზრუნველყოს ამ გვარის წარმომადგენელი ქალები. ვაჟის არ არსებობის შემთხვევაში ქალები მხოლოდ განკარგავენ ქონებას მანამ სანამ გვარში ვაჟი არ გაჩნდება და ოცდახუთი წლის ასაკს არ მიაღწევს. თუ გვარში რამდენიმე ვაჟია ქონების მფლობელი თანაბრად არიან, მაგრამ ყველა ემორჩილება უფროს ვაჟს. ბაბუას ანდერძი წინა ანდერძებისგან განსხვავებით სხვანაირია, სხვა პირობებით. ანდერძში მისი უპირობო მემკვიდრე მისი ვაჟია მაგრამ მისი გარდაცვალების შემთხვევაში დედაჩემი ხდება ყველაფრის მემკვიდრე. თუმცა დედა ვალდებული იყო ეზრუნა როგორც მის შვილებზე ისე მის ძმის შვილებზე როგორც მემკვიდრეებზე.. დედას ანდერძმა კი ნამდვილად გაკვირვებული დამტოვა. მისი ანდერძით მისი უპირებო მემკვიდრე მე ვარ მაგრამ ქონების ნახევარი ეკუთვნის ერიკას და ერის. მათ შეუძლიათ მოგების გამოყენება თავიანთი ქონების მართვა რაც არცერთ წინა ანდერძში არ იყო, მაგრამ თუ მათ არ ენდომებოდათ  მართველობითი საქმიანობა მათ საქმის მიხედვა მხოლოდ მე შემეძლო. ასევე დედას ანდერძით როგორც კი ქონება გაიყოფა მისი უპირებო მფლობელები ვხდებით და აქ მთავრდება საიჯახო ქონების ერთი თაობიდან მეორეზე გადაცემის ვალდებულება. დედას ანდერძი სრულდებოდა შემდეგი სიტყვებით; ჩემო ძვირფასებო რაც გინდათ ის აკეთეთ. როგორც გინდა იცხოვრეთ მაგრამ ბედნიერები იყავით. დედას ანდერძი ძალაში შევა მას შემდეგ რაც მას მე ან ერიკა  წარვადგენთ
ყველა იმ ხალხის წინაშე ვინც ახლა ფირმის სათავეშია. ახლა გასაგებია რატომ ცდილობდა ბებიაჩემი ასე ძალიან  მამაჩემის გაკონტროლებას და რატომ უნდა ჩემი სიკვდილი. თუ დედას ანდერძი არ გამოჩნდება მაშინ ჩემი შვილების მეშვეობით მინიმუმ ოცი წელი ექნება ძალაუფლება. საბუთების შემდეგ დედას დღიურის კითხვა დავიწყე მისი ბავშობიდან მოყოლებული იმ დრომდე გრძელდებოდა როცა ძალიან ცუდად იყო და მისი დღეები ნელნელა მცირდებოდა. დედას ბევრი სევდიანი და ბედნიერი დრო ქონდა აღწერილი განსაკუთრებით სიყვარულით ეწერა ჩვენს შესახებ და დიდ ტკივილს გამოთქვამდა რომ მის გარეშე გავიზრდებოდით. ასევე ეწერა დედამისზე თუ როგორ ცუდად ექცეოდა და ეწერა მამამისზე და ანრიზე მათ ურთიერთობაზე და იმ სიყვარულზე რასაც ისინი აძლევდნენ.
    ორი დღე არ გამოვსულვარ ოთხაიდან მხოლოდ მიმოსთან ვკონტაქტობდი და ისიც მაშინ თუ ყავა ან შიმშილისგან გადაქცევაზე მისულს საჭმელი მინდოდა. მესამე დღეს დევიდი ერი და ბაბუა დავიბარე კაბინეტში.
- დედას დღიური მე მაქვს დროა ყველაფერს თავის ადგილი მივუჩინოთ. ამ სიყტყვებმა მოხუცი ისე აღაფრთოვანა პატარა ბავშვივით ცეკვა დაიწყო ერის ამის შემხედვარე ისეთი სახე ქონდა სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. მოხუცი რომელიც ყოველთვის სერიოზული და მკაცრია ცეკვის ისეთ ილეთებს აკეთებდა რაც ჯერ არ მენახა არსად ხოლო ერი პირდაღებული უყურებდა და სახეზე ათასნაირი ემოცია იკითხებოდა.
     სათათბირო ოთახში ნელ - ნელა იკრიბებოდნენ ყველა ის თანამდებობის პირი და მათი მდივნები ვინც ფირმაში რამე თანამდებობას იკავრბდა მათ შორის ადვოკატები ბუღალტრები და ფირმის მმართველები და ჟურნალისტებიც კი. ერი და დევიდი როგორც ფირმის ერთერთი მმართველები ადგილზე არიან.
      ოთახიდან გასვლას ვაპირებდი მაგრამ ჩემს და გასაკვირად ერიკას და გუგას მოვკარი თვალი ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა მოხუცს მივუტრიალდი მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი მან დაიწყო საუბარი
- მაპატიე შვილო მაგრამ ეს აუცილებელი იყო.
- აუცილებელი ვისთვის? შენთვის? - გაბრაზება ნელ-ნელა მერევა
- არა შენთვის მისი ხმა გჭირდება.
- წავედით ვეუბნები და კარისკენ  მივდივარ
- მე ვრჩები მან არ უნდა გაიგოს ჩემს შესახებ, ჯერ არა.
   კარი ნორმალურად შეღებულიც არ მქონდა ბებიაჩემის ხმა რომ მომესმა
- აქ ლაწირაკებს და უსარგებლო ხალხს არაფერი ესაქმება ჩემს დროს ტყუილად ნუ ხარჯავთ.
- მართალი ხართ ქალბატონო ლიდა თუ ბებია უნდა დაგიძახოთ?
- შენ... - ბებიაჩემს ხმა უწყდება ვიცი რა გავლენაც მოვახდინე მასზე თმა უკან მაქვს გადავარცხნილი ზუსტად ისე როგორც ბაბუაჩემი ატარებდა შავი შარვალ კოსტუმი მაცვია და მწვანე ვერცხილისფერ ზოლებიანი ჰალსტუხი მიკეთია. ის ტანსაცმელია რომელიც ბაბუას ეცვა სასამართლოში ბებიაჩემთან განქორწინების დღეს. ამაზე კი მოხუცმა იზრუნა. მიჩესთან მივდივარ ძლიერად ვეხუტები არ მადარდებს აქ შეკრებილები და მათი წესები
- როგორ ხარ მიჩე მომენატრე - ვეუბნები და კიდევ ერთხელ ძლიერად ვეხუტები. მის თვალებში სიხარულის ცრემლებს ვხედავ ახლა როცა ჩემს გვერდითაა თავს მშვიდად ვგრძნობ თითქოს ჩემი სხეულის ის ნაწილი დავიბრუნე რომელიც მაკლდა.
- ვფიქრობ წარდგენა არ მჭირდება ვინც არ მიცნობთ ბაბუაჩემთან ძლიერი მსგავსების გამო მაინც მიხვდებით ვინ ვარ. თქვენი აქ შეკრების მიზეზი კი ის ცვლილებებია რომელიც მინდა გაგაცნოთ.
- შენ ვერაფერს გაგვაცნობ უფლებამოსილი პირიც კი არ ხარ ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ შენს გამო დრო დავხარჯო - ბებიაჩემი სკამიდან წამოდგა.
- პირიქით ქალბატონო ლიდა თუ აქ ვინმე რამეს არ წარმოადგენს ეს თქვენ ხართ და ამას მალე გაიგებთ რატომ.
- შენ ოცდახუთი წლისაც კი არ ხარ რომელ უფლებაზე ლაპარაკობ?
- ყველამ იცით რომ არსებობს დედაჩემის ანდერძი, თუმცა ის არასდროს არავის უნახავს მაგრამ დადგა დრო ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. - დევიდი დედას ანდერძს მაწვდის ერის კი ანდერძის ფოტოები ეკრანზე გამოაქვს. სათათბირო ოთახში ხმაური ატყდა.
- არა ეს სიმართლე არაა ის გაყალბებულია და ამას არავინ დაეთანხმება - ბებიაჩემის გაბრაზებული ყვირილი გაისმა დარბაზში.ყველა გაჩუმდა არავის უნდოდა ბებიაჩემის წინააღმდეგ წასვლა მაგრამ ის რაც მოვისმინე ყველა საზღვრებს გასცდა. ამას ნამდვილად არავინ ველოდით მით უმეტეს ლიდა
- ანდერძი ნამდვილია და მე ამას ვადასტურებ - მამაჩემის ამ სიყტვებმა ყველა შოკში ჩააგდო მათ შორის მეც.
- შენ უმადურო ლაწირაკო როგორ მიბედავ - ლიდა მამაჩემს მივარდა მაგრამ ლევი მათ შორის ჩადგა  ქალბატონო ლიდა მე მაქვს ექსპერტების მიერ გამოკვლეული ანდერძის შედეგები გთხოვთ დამშვიდდით. - არ ვიცი ლევი რა ძალას ფლობს მაგრამ მისმა ხმამ ბებიაჩემზეც კი იმოქმედა
     დასკვნის მიხედვით რომელიც ლევმა და ინმა წარმოადგინა დედას ანდეძი ორიგინალია და არანაირი გაყალბება არ არის
    რამდნიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა რომელიც ბებიაჩემის ხმამ დაარღვია
- ამ ფირმას და ჩვენი გვარის ქონებას წლებია თემური და მე განვაგებთ ვინ ხართ მომხრე ამ ცხვირმოუხოცავმა არაფრის მცოდნე ბავშმა მართოს კომპანია - ლიდამ სხვა ხერხი ცადა ჩემს მოსაშორებლად.
- მე ჩემს სრულ ძალაუფლებას ვუთმობ ენრის და ვტოვებ ჩემს თანამდებობას - მამაჩემის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ყველას გაკვირვება ბებიაჩემი კი სიბრაზისგან ერთ ადგილს ვერ პოულობდა.
- მე ჩემს წილს შენს მფლობელობაში ვტოვებ ენრი - ერიკას მორიდებული ხმა გაისმა დარბაზში.
- არც მე ვარ წინააღმდეგი ჩემი წილი ენრიმ მართოს - ერის ამ სიტყვების წარმოთქმისას თვალები ეშმაკურად უელავდა რაც მაფიქრებინებს რომ კიდევ ერთი სურპრიზი მელოდება.
- ეს კომპანიის ნახევარია ნახევარი კი ჩემს განკარგულებაშია ასე რომ შენ ვერაფერს შეცვლი ცხვირმოუხოცავო. - გამარჯვების აღმნიშვნელი სახით წარმოთქვა ბებიაჩემმა და ის ანდერძი ააფრიალა რომლითაც მოხუცის სიკვდილის შემთხვევაში მისი ქონება ბაბუაჩემს რჩებოდა.
- მართალი ხართ ლიდა - ოთახში მოხუცი შემოდის - ამ ანდერძით ჩემი ქონება ენრის დარჩებოდა მაგრამ ის გარდაცვლილია შენი წყალობით თან მის მემკვიდრედ ყოფილი ცოლი ნამდვილად არ ითვლება. მე კი როგორც ხედავ ცოცხალი ვარ და საღსალამათი.
- შენ დიდიხნის წინ მოკვდი ჩემი ხელით მოგკალი აქ როგორ ხარ როგორ გადარჩი - არ ვიცი როგორ აღვწერო ეს მდგომარეობა რაც დარბაზშია ან რა სიტყვა დავარქვა ბებიაჩემის საქციელს ან გამომეტყველებას - აფექტი?
- მე მხარს ვუჭერ ანრის და ჩემს მფლობელობაში არსებულ ყველა აქციას და უფლებებს მას გადავცემ.
- შენ დაანგრიე ჩემი ოჯახი. ჩემი და ენრის ურთიერთობა გაანადგურე შენ, ჩემი ქმრის ბინძურმა საყვარელმა ახლა შენც ისე მოგკლავ როგოც ენრი მოვიშორე წლების წინ - ბებიაჩემმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ჩანთიდან რევორვერი ამოიღო და გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე გაისროლა ანრის მიმართულებით თუმცა რატომღაც მამაჩემი გადაეფარა. ლიდა კი ლევმა და დევიდმა გააკავეს. თათბირი ისე დასრულდა რომ მამაჩემი სასწრაფომ წაიყვანა ბებიაჩემი კი პოლიციამ.
- ამ აღიარებას წლები ველოდი შვილო ახლა მის ციხეში გაგზავნას ნამდვილად შევძლებთ. - მხარზე ანრის ხელს ვგრძნობ. ერთ ადგილზე ვარ გაყინული მომხდარის გამო ვერ ვიჯერებ რომ ბებიაჩემს ყველას დასანახად ასე შორს წასვლა შეეძლო მამაჩემის საქციელი კი ლოგიკას ნამდვილად არ შეესაბამება.
- არა ეს ქალი იქაც ადვილად გადარჩება მას ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოვკეტავ რომ თავისი უსუსურობა კარგად იგრძნოს. ეს იქნება მისი ყველაზე დიდი სასჯელი. - ნელნელა მიბრუნდება საღად აზროვნების უნარი.
    თათბირი რა თქმა უნდა გადაიდო მიჩე და გუგა მამაჩემს გაყვა საავადმყოფოში დევიდი, ერი, ინი და ლევი კი იმ არეულობას აგვარებენ რაც ანდერძის გამოჩენამ და ბებიაჩემმა გამოიწვია.
    დამღლელი დღე იყო ჩემს საძინებელში შევდივარ საათი ღამის ორს აჩვენებს გამოცვლაზე თავი არ შემიწუხებია დანის წიგნს დავუწყე ძებნა მაგრამ არსად არაა. პანიკაში ვვარდები დედას ოფისში გავრბივარ არც იქ არაა. ასე მგონია იმ წიგნის გარეშე ვერ ვარსებობ თითქოს ჰაერი არ მყოფნის რომ ვისუნთქო. კაბინეტში შევდივარ არც იქ არაა სასოწარკვეთისგან არ ვიცი რა ვქნა. მიმოს ვეძახი, მაგრამ არ მაგონებს ალბათ სძინავს მაგრამ არ მაინტერესებს მის საძინებელში გავრბივარ დაუკაკუნებლად ვიჭრები ოთახში და საცოდავ მიმოს საწოლიდან ძალით ვაყენებ
- მიმო გამოფხიზლდი ჩემი წიგნი მინდა სად არის ჩემი წიგნი. - თხუთმეტ წუთიანი ნჯღრევის შემდეგ მიმო როგორც იქნა გამოფხიზლდა
- ბატონო ენრი თქვენ ხართ? აქ ჩემს საძინებელში? არ მესიზმრებით?
- მე ვარ მიმო მე სად არის ჩემი წიგნი?
- რა წიგნი ბატონო ენრი?
- წიგნი მიმო, რომელიც ბოლო დროს სულ თან დამაქვს
- ჰო წიგნი... ჰო მისაღებში დაგრჩათ და ექიმი კითხულობდა
- რა ექიმი? ჩემს წიგნს კითხულობდა? კი მაგრამ რატომ? მას ეს წიგნი ნამდვილად არ მოეწონებოდა რად უნდოდა? - დღეს ნამდვილად ქაოსური დღე მაქვს.
- არ ვიცი მეც მომეჩვენა რომ კითხვის დროს გაღიზიანებული იყო. საერთოდ თავაზიანია მაგრამ  უხეშად მითხრა რომ წიგნი მასთან დამეტოვა. თქვა რომ აინტერესებს კიდევ რა სიბინძურეს უნდა ელოდოს ავტორისგან.
    მიმოს საძინებელს ვტოვებ მაგრამ მისი სიტყვები გონებიდან არ ამომდის რა შუაშია ავტორი? მესმის რომ ის რაც წიგნში წერია ბევრისთვის ნორმალური და მისაღები არაა მაგრამ მის წაკითხვას არავინ აძალებს მაშინ რატომ? ჩემს ოთახში არეული ვბრუდები იმდენი რამ მოხდა ახლა ეს ექიმიც და საერთოდ ვინაა ეს კაცი? სხვა გზა არ მაქვს დილას უნდა დაველოდო ხვალ პირადად დაველაპარაკები და გავარკვევ ვინა და რატომ აქვს ასეთი რეაქცია მის ავტორთან დაკავშირებით. ნუთუ ის დანის იცნობს? ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო საწოლში ვტრიალებ და ერთ ადგილს ვერ ვპოულობ.
     საათი შუადღის ორს აჩვენებს როგორ ჩამეძინა არ ვიცი ელვის სისწრაფით ვწესრიგდები საძინებელს ვტოვებ სახლში უჩვეულო სიწყნარეა თითქოს არსად არავინ არაა.
- მომო - ვიძახი მაგრამ არავინ ჩანს - მომო - უფრო ხმამაღლა ვიძახი და მისაღებისკენ მივდივარ
- ბატონო ანრი - მისაღებში აქოშინებული მომო შემორბის - თქვენი წიგნი მაპატიეთ
- ექიმი სად არის? - ვეკითხები და წიგნს ვართმევ, მაგრამ ისეთ დღეშია თითქოს ვიღაც მის ერთიანად გადახევას ეცადა.
- მაპატიეთ საუზმის შემდეგ ვთხოვე წიგნის დაბრუნება მან მკითხა თუ ვისი იყო წიგნი და მეც ვუთხარი რომ თქვენი დაბადების დღის საჩუქარია. მაპატიეთ გთხოვთ. - მიმოს იმდენად შეწუხებული სახე ქონდა ვერაფერი ვუთხარი - ის ძალიან გაბრაზდა წიგნის დახევა ცადა რომ არ გამოუვიდა გინებით მოისროლა და მეც მიყვირა. მერე ის ამბავი მოხდა და ყურადღება ვეღარ მივაქციე ახლა კი ვეღარ ვპოულობ მაპატიე.
- რა ამბავი რაზე ლაპარაკობ - აღელვებული და გაოცებული ვარ მოსმენილისგან.
- ბებიათქვენი ის გაიქცა როცა პოლიციიდან გადაყავდათ.
    სასწრაფოდ კაბინეტისკენ გავრბივარ ისევ დაუკაკნებლად შევდივარ მაგრამ ამ ჯერად არავინ მითითებს ეტიკეტზე.                       
- მოხუცო ეს მართალია? ის ქალი მართლა გაიქცა?
- დიახ შვილო მის მოძებნას ვცდილობთ.
- რატომ არ გამაღვიძეთ?
- უნდა დაგესვენა...
- ექიმი სადაა?
- რა ექიმი ახლა მისთვის ვის ცალია ის ალქაჯი უნდა მოვძებნოთ
კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ტელეფონი მირეკავს ეკრანზე გუგას ნომერია ალბათ მამაჩემის გამო რეკავს არ მინდა ვუპასუხო მაგრამ მიჩეს გამო რომ რეკავდეს? გაფიქრებისთანავე ვპასუხობ
- ანრი ბავშვები საფრთხეში არიან მზად იყავი შენთან მოვდივართ
   გაგონილმა თავზარი დამცა ჩემი პატარები. დევიდისკენ ვტრიალდები ვხედავ როგორ პასუხობს ტელეფონს
- დევიდი? როდის მერე მეძახი ასე ძვირფასო? - დევიდი გაკვირვებული სახით მიყურებს. რატომღაც გული მეუბნება  რომ ჩემი პატარები არიან დევიდს ვუახლოვდები და ტელეფონს ხმა მაღალზე ვრთავ
- ჩემს მამიკოს უშველე ვიღაც კაცებმა დაიჭირეს - მესმის დანიელას ტირილნარევი ხმა
- დამშვიდდი პრინცესა - ჩავძახი ტრლეფონში და ვერ ვიგებ ვისზე საუბრობს რადგან მეც და დევიდიც აქ ვართ - ჩვენ კარგად ვართ საყვარლებო მალე მოვალთ კარგი?
- დეი, არა დანი მამიკო მას დახმარება ჭირდება ჩქარა მოდით - გაგონილმა თავზარი დამცა ჩემი პატარა ყოველთვის დიდივით იქცევა მაგრამ ახლა მის ხმაში თითქოს ტირილი ერევა - არ ინერვიულოთ პატარებო დამშვიდდით მალე მოვალ სად ხართ?
- სოფელში.... - მხოლოდ ამის თქმას ასწრებს და ზარი წყდება უკან გადარეკვას ვაპირებ რომ კაბინეტში გუგა შემოდის წავედით ენრი ვიცი სადაც არიან.
- ვერტმფრენი მზადაა ენრი ჩვენი ხალხიც უკვე გზაშია დროს ნუ დავკარგავთ. - მოხუცი ამ სიტუაციაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს მაგრამ მის თვალებში აშკარად ვხედავ შეშფოთებას.
    უკვე ვერტმფრენში ვზივართ დანის მეგობრები და დევიდი ჩემთან ერთად არიან მოხუცი და მისი დაცვის წევრები ორი ვერტმფრენით მოგვყვებიან.
- მთელი ეს დრო...
- ჰო ენრი მაპატიე - საუბარს დევიდი მაწყვეტინებს - ბავშვები დანისთან იყვნენ და ვერ გითხარი
- წიგნი ხომ წაიკითხე მათ მართლა თქვენი ტატუების და ბავშვების სამაჯურების მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი - საუბარში გუგა ერევა - მაპატიე რომ მთელი ეს დრო მეც და ერიკაც თავს გარიდებდით მისი უსაფრთხოებისთვის იყო
- რა უსაფრთხოება - ვკითხულობ შეშფოთებული
- ის... ორსულადაა არ მინდოდა ენერვიულა - თავჩახრილი მპასუხობს გუგა
- რა?
- ახლა უნდა ამბობდე? - გაისმა მისი მეგობრების ხმა აქეთ-იქიდან მე კი ვცდილობ ეს ინფორმაცია გადავხარშო ნორმალურად ვერაფერს აღვიქვამ ჩემი ფიქრები დანისთან და ჩემს პატარებთან არიან. არ ვიცი როგორ გამიხარდეს რომ ჩემი პატარები ამ ხნის განმავლობაში დანისთან იყო და რომ მიჩე ორსულადაა, როცა  არ ვიცი რეალურად  ახლა როგორ არიან. ვინერვიულობ. ძალიან არეული ვარ
- მაგარია მალე კიდევ ორი ბავშვის ბიძა გავხდები? - რამზიმ სიხარულისგან ტაში შემოკრა
- მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთს ველოდებით. - გუგას გაკვირვების გამო ყველამ რამზის შეხედა ამ უკანასკნელმა კი პირზე ხელი აიფარა და ჩაიცინა
- რამზი არ მითხრა რომ... - საუბარში ლევი ჩაერთო თუმცა გვატყობინებენ რომ დასაშვებად მოვემზადოთ.
    რაციაში მოხუცის ხმა ისმის რომელიც გვატყობინებს რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან. შვებით ამოვისუნთქე.   ჩემი პატარები კარგად არიან მაგრამ დანი? არ მინდა რამე ცუდზე ვიფიქრო გთხოვ დანი ცოტაც გაუძელი გთხოვ...

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now