შენც მიმატოვე...

18 7 0
                                    

ავტოსტოპით მგზავრობა სამი დიდი ჩემოდანით არც ისე ადვილია მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებ როგორც გამოვიყურები მანქანის გაჩერება არაა პრობლემა მთავარია ვინმე ნორმალური შემხვდეს
ნორმალურად გზაზე დადგომაც ვერ მოვასწარი რომ მანქანამ ფეხებთან გამიჩერა
- წაგიყვანო ლამაზო - მანქანაში სამი ბიჭია რაც პოტენციური საფრთხეა
- ქმარს ველოდები მადლობა - ზურგი შევაქციე და მანქანას ცოტათი მოვშორდი ერთერთმა კარი გამოაღო და ის იყო გადმოსვლას აპირებდა რომ სხვა მანქანა გაჩერდა კარი გააღო და მანქანიდან საკმაოდ სიმპატიური აღნაგობის 30 წლამდე მამაკაცი გადმოვიდა
- ძალიან დავაგვიანე?
მისი მოსვლა ზუსტად დროული იყო რადგან მის დანახვაზე პირველი მანქანა სასწრაფოდ წავიდა
- სულზედ მომისწარით მადლობა შეგიძლიათ წამიყვანოთ?
მისი მანქანით თითქმის ნახევარი გზა გავიარე გზას განსაკუთრებით ვათვალიერებდი საგზაო კამერებს ვაკვირდებოდი ისეთ ადგილას გავაჩერებინე სადაც კამერები არ იყო და არც დასახლება ისევ გზაზე ვდგავარ მაგრამ ტანსაცმელი გამოცვლილი მაქვს და მაკიაჟი მოშორებული. რამდენიმე მანქანა გამოვიცვალე როგორც იქნა ქალაქამდე ჩავაღწიე, ახლა ისღა დამრჩენია სასურველი მისამართი მოვძებნო
სახლი რომელიც ვიქირავეთ მყუდრო და ლამაზია ასევე პატარა ეზო აქვს რომელიც ყვავილებით არის სავსე სახლის პატრონი მოხუცი ცოლ-ქმარია სახლის ნახევარს ისინი იკავებენ, ნახევარს ჩვენ ლიზის ჩემი დანახვა ისე გაეხარდა თითქოს ჩემზე მნიშვნელოვანი ქვეყანაზე არავინ იყო და ჰო მისთვის ასეც არის. ფრთხილად ჩავეხუტე შუბლზე ვაკოცე მერე მუცელზე მოვეფერე რამდენიმე ლამაზი სიტყვის თქმაც არ დამვიწყებია რადგან რომელიღაც საიტზე წავიკითხე რომ დედის განწყობას ბავშვი გრძნობს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მუცელში ყოფნის დროს არჩევს მშობლების ხმას და მასზე რეაგირებს მართალია ეს ბავშვი არ იყო ჩემი სიყვარულის ნაყოფი მაგრამ ყველაზე თბილი და მოსიყვარულე მშობლები ვიქნებოდით მე და ლიზი
ერთი კვირა ისე გავატარეთ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ყველანაირად ვცდილობ ლიზისთვის ყურადღების მიქცევას დილით ადრე სასეირნოდ გავდივართ ყველანაირად ვცდილობდი კარგად იკვებოს ხანდახან ძალითაც კი მიწევს ვაჭამო. ხშირად ვეფერები მუცელზე სახლში რაღაც საინტერესო წიგნი ვიპოვე და ახლა ყველა საღამოს ხმამაღლა ვკითხულობ მე და ლიზის ერთ საწოლში გვძინავს ასე უფრო მშვიდად ვარო არ მინდა ვანერვიულო ყველაფერს ვაკეთებ რომ არ ვიფიქრო დანი არ გავიხსენო მაგრამ ვერც ტვინიდან ამოვიგდე და ვერც გულიდან ლიზის ჩემს გულის ტკივილს არ ვანახვებ მაგრამ ხვდება და უსიტყვოდ მიგებს. თუ ვინმე მეორე ნახევარს ინატრებს ის ლიზისნაირი კარგი ადამიანი უნდა იყოს და რომ არა დანი და ჩემი ორიენტაცია მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი მთელს დედამიწაზე მაგრამ....
დღეს ოცდახუთი მაისია დედაჩემის დაბადების დღე სწორედ დღეს ვაწერთ ხელს მე და ლიზი. ხანდახან მისი გამოხედვა მართლაც მაგონებს დედაჩემს ისეთივე თბილი მზერა ჰქონდა როგორიც მას აქვს...
ლიზის ანალიზები კარგი აქვს გულის რევაც შეუჩერდა ახლა ექოსკოპიაზე მივდივართ ვიცი რომ შემიძლია ბავშვის გულისცემა მოვისმინო ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები სქესი დიდად არ მაინტერესებს მაგრამ ლიზის უნდა რომ იცოდეს ამიტომ ამასაც გავიგებთ
ეკრანს მივჩერებივარ ვცდილობ გავარკვიო ჩემი შვილის გამოსახულება.
- ორივე პატარა ჯანმრთელია - მე და ლიზი ერთმანეთს გაკვირვებული ვუყურებთ ყურებს არ ვუჯერებ ორჯერ გავამეორებინე ორნი არიან გოგო და ბიჭი ტყუპები ისევე როგორც მე და ერიკა შოკში ვარ მაგრამ მიხარია ლიზი რომ არა შვილები არასოდეს მეყოლებოდა ახლა კი პატარა ლამაზი ოჯახი მეყოლება ჩემი საკუთარი ოჯახი....
ჩემი ყოველი დილა ლიზისთან სეირნობით იწყება შემდეგ ვსაუზმობთ ეს მნშვნელოვანია რადგან უნდა დავრწმუნდე რომ საჭმელი ბოლომდე შეჭამა მე მუშად დავიწყე მუშაობა თვითონაც მიკვირს ჩემი თავის. არანაირ სამუშაოს არ ვერიდები ბაღებში ხილის კრეფა გინდა თუ შეშის დაჩეხვა ლიზი ხშირად მეუბნება ასე არ ვიმუშაო რადგან ჯერ საკმარისი ფული გვაქვს მაგრამ მაინც ვმუშაობ ისედაც საკმაოდ გავურთულე ჩემი არსებობით ცხოვრება ამიტომ ყველანაირად ვცდილობ პასუხისმგებლობები ავიღო და ოჯახს მივხედო
ჩემი მუშაობით იმდენი ვქენი რომ ლიზის ბეჭედი ვუყიდე ისეთი არ არის როგორც მას შეეფერება ოქროს მაგივრად ვერცხლია და ბრილიანტის თვლის მაგივრად სვაროვსკი მაგრამ ჩემი პირველი საჩუქარია ამიტომ ძვირფასია მისთვის
დღეს მე და ლიზი ბავშვებისთვის ტანსაცმელების საყიდლად ვიყავით სასიამოვნო დრო გავატარეთ ლიზი ტელეფონს მჩუქნის ვსაყვედურობ რომ ფული დახარჯა მაგრამ მიხარია ჩემი პირველი ტელეფონია და ასე უფრო მივაქცევ ყურადღებას როცა სამუშაოდ ვიქნები...
შვიდი თვე გავიდა რაც დანი არ მინახავს და შვიდი წუთი არ იქნება ისეთი მასზე რომ არ ვიფიქრო რაც დრო გადის უფრო გაუსაძლისი ხდება უიმისობა ამას ისიც ემატება რომ არც ძიძაზე და არც ერიკაზე რამე არ ვიცი ვერ ვუკავშირდებით ლიზის ძველი ნომერიც გადავაგდეთ ახლა მეც და მასაც ახალი ნომრები გვაქვს რომელიც სახლის მეპატრონის სახელზეა გაფორმებული....
ოქტომბრის დასაწყისია ნელნელა სიცივეები იწყება ლიზის იმხელა მუცლი აქვს მოძრაობა უჭირს მანქანას ვქირაობთ დროა წავიდეთ და ახალ ქალაქში ახალ სახლში ჩვენი პატარა კუთხე შევქმნათ იმედია აღარასოდეს მოგვიწევს გაქცევა...
სახლის მოწესრიგებას ორი კვირა მოვანდომე წლებია აქ არავინ ყოფილა ამიტომ კოსმეტიკური რემონტი გავაკეთე ყველაფერი ჩემი ხელებით რადგან ხელოსანს ვერ დავიქირავებდი ამაში ფულს ვერ დავხარჯავ სანამ ამ უცხო ქალაქში ავეწყობი ან რამე სამუშაოს ვნახავ მანამდე ისედაც ლიზის დანაზოგის დახარჯვა მოგვიწევს დამატებითი ხარჯები არ მინდა ამ დროის განმავლობაში ლიზი ქალაქის გარეუბანში ნაქირავებ სახლშია მასთან არ მივდივარ ბინაში ვრჩები მაინც ვფრთხილობ თუ მამაჩემის ხალხი ჩვენს გამოჩენას ელოდება ჯობია ლიზის შესახებ არაფერი იცოდეს
ლიზის სახლი მოსწონს თბილ და ნათელ ფერებში მაქვს შეღებილი ბავშვების საწოლს, კალიასკას და იმ ნივთებს რომელიც ჭირდებათ ერთად ვარჩევთ ლიზი ბედნიერია და ეს მახარებს. ის მაინც იყოს ბედნიერი
- ლიზი როგორ ფიქრობ რა უნდა დავარქვათ ბავშვებს? გინდა მშობლების სახელები...
- არავითარ შემთხვევაში ჩვენს შვილებს მიცვალებულის სახელი არ ექნება
- მაგრამ ისინი...
- არა - ისევ მაწყვეტინებს - მე ვიცი რომ დადაშენი ძალიან გიყვარს მეც მიყვარს ჩემი მშობლები მაგრამ ისინი გარდაცვლილები არიან ჩვენს შვილებს კი სხვა სახელები დავარქვათ დამოუკიდებელი სახელები და არა ვინმესი
ბევრი სახელი ჩამოვთვალეთ მაგრამ ვერ ავარჩიეთ ამიტომ შევთანმხდით რომ ცოტას კიდევ ვიფიქრებდით.....
პირველი დეკემბერია დღეს ლიზის საკეისროს უკეთებენ დღეს ჩემი პატარები მოევლინებიან ამ ქვეყანას.
საავადმყოფოს შესასვლელში წინ და უკან დავდივარ საკეისრო იმაზე დიდხანს გრძელდება ვიდრე საჭიროა ძალიან ვნერვიულობ ერთი კოლოფი სიგარეტი უკვე მოვწიე. მოწევა მას შემდეგ დავიწყე რაც დანისგან წამოვედი. დანი ნეტავ ახლა რას აკეთებს როგორ მენატრება...
მესმის როგორ იძახიან ჩემს სახელს და გვარს შეშლილივით შევდივარ ექთანს ხელებს ვუჭერ და მოუთმენლად ველოდები რას მეტყვის
- გილოცავთ თქვენი შვილები ჯანმრთელები დაიბადნენ - გახარებული ექთანი ხელში ამყავს და მასთან ერთად ვატრიალებ
- ლიზი? ჩემი ცოლი? როგორ არის
- დანარჩენს ექიმი დაგელაპარაკებათ წამობრძანდით
კაბინეტში შევდივარ ექიმი ასაკიანი სასიამოვნო შესახედაობის ქალია სკამზე ვჯდები და ველოდები როდის მეტყვის რამეს
- ოპერაციის დროს ძლიერი სისხლდენა დაეწყო მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ახლა ის სტაბილურად მძიმეა ოცდაოთხი საათი მისთვის კრიტიკულია
- უნდ ვნახო
- უნდა დაველოდოთ ახლა ნახვას ვერ შეძლებთ და თქვენი მშობლები?
- ექიმო ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა გთხოვ უნდა ვნახო
მე და ლიზიმ თავიდანვე ვიპ ოთხი ავარჩიეთ რომ დარჩენა მეც შემძლებოდა ახლა ამ ოთახში მე და ბავშვები ვართ, ჩემი სიცოცხლეები. ის ღამე საუკუნოდ გაიწელა მხოლოდ ჩემი პატარები მამშვიდებდნენ მთელი ღამე მათთან საუბარში გავატარე დილით ლიზი შემოიყვანეს პალატაში ექიმის თქმით კრიტიკული საათები გადაიტანა და ახლა მის გაღვიძებას უნდა დავლოდებოდით
ბავშვების საწოლი ლიზის საწოლთან ახლოს მოვწიე მათ შუა ჩავჯექი და მათთან საუბარი დავიწყე. ეძილობამ თავისი ქნა ვერც შევამჩნიე როგორ ჩამეძინა ლიზის საწოლზე დამხობილს. შეხება მაღვიძებს ლიზი გონს მოვიდა სიხარულისგან ვტირი ხელებს ვუკოცნი და ექიმის დაძახებას ვაპირებ მაგრამ ცდილობს ხელი არ გამიშვას
- ენრი ჩვენს პატარებს მინდა რომ დანიელი და დანიელა დავარქვათ რას იტყვი გთხოვ
ვერაფერს ვეუბნები გაოგნებულივარ დანი ჩემთვის აქილევსის ქუსლია იცის როგორ მტკივა ეს ადამიანი და რატომ უნდა მისი სახელი ბავშვს დავარქვა?
- ენრი გთხოვ ლიზის ხმა სუსტია ძლივს ისმის ამიტომ ვეთამხმები არ მინდა რომ გავანერვიულო ექიმს ვეძახი ლიზის ანალიზებს უღებენ ექთანი მეხმარება ბავშვებს ვაჭამო გვერდით ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა არ ჩერდება საბედნიეროდ ჩემი ბავშვები წყნარები არაინ მაგრამ თუ ტირილს იწყებენ აუცილებლად ერთად ტირიან და ამ ორი პატარას ერთად გაჩუმება ჩემს ძალებს აღემატება
ლიზის ანალიზები არც ისე კარგია ექიმი მალ მალე ამოწმებს სხვა აღარაფერი უთქვამს მხოლოდ სუსტ ღიმილს ვამჩნევ მის სახეზე როცა მე მიყურებს ან როცა პატარებს ვაჩვენებ, როცა ცოტა ხნით მის გულზე ვაწვენ პატარებს თვალები ცრემლებით ევსება ასეთ დროს ყოველთვის თბილ და ლამაზ სიტყვებს ვეჩურჩულები არ მინდა ინერვიულოს
შეშინებული მეღვიძება ღამის ორი საათია საშინელი სიზმარი ვნახე: ლიზი დანისთან ერთადაა მეუბნება რომ მშორდება და ბავშვებს მიტოვებს არ მინდა წავიდეს ხელს ვკიდებ რომ არ გაუშვა მაგრამ ძალით მაშვებინებს დანი კი მიჭერს რომ არ დავედევნო ვტირივარ და ვთხოვ მე და ბავშვები არ დაგვტოვოს ის კი გაღიმებული მშორდება...
ლიზის დავხედე მისი დასუსტებული სხეული საწოლზეა დასვენებული თითქოს არ სუნთქავს შუბლზე რამდენიმე წვეთ ოფლს ვამჩნევ შეშინებული ექიმს ვეძახი მეუბნება რომ ყველაფერი რიგზეა რომ სტაბილურად მძიმეა ვეღარ ვიტან ამ სიტყვების მოსმენას ჩემი ლიზი მინდა ისეთივე მხიარული და სიცოცხლით სავსე როგორიც ყოველთვისაა
გამთენიისას ლიზის შეტევები დაეწყო მისი მდგომარეობა დამძიმდა რეამინაციაში გადაიყვანეს არ ვიცი რა ვქნა ნორმალურად ვერ ვაზროვნებ...
ოთხი დღეა სავადმყოფოში ვათენებ და ვაღამებ სახლში გამოსაცვლელად მივდივარ წყალს ვივლებ და უკან ვბრუნდები თმასაც არ ვიშრობ რომ დრო არ დავკარგო ახლაც სახლიდან მოვდივარ ქუდი მაფარია მაგრამ გარეთ საშინლად ყინავს და სველი თმა მაინც თავისას შვება საავადმყოფოში აკანკალებული შევდივარ სითბო მსიამოვნებს მაგრამ სიცივე ჯერ კიდევ გამჯდარი მაქვს ტანში ლიზის ექიმს ვხედავ სირბილით მიდის არ მესიამოვნა ორი დღის წინ ნანახი სიზმარი თავიდან არ ამომდის შეშინებული გავრბივარ რეანიმაციისკენ მაგრამ იქ ვინ შემიშვებს ვხედავ როგორ შერბიან და გამორბიან ექთნები ვცდილობ რამე გავიგო ლიზის შესახებ მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება
- ვწუხვარ ყველაფერი ვიღონეთ...
მეტი არც არაფერი გამიგია ყველაფერი ნელნელა შავდება


მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now