კოშმარები...

50 8 0
                                    

სავარძელში ჩაძინებულ ენრის ვუყურებდი შემდეგ პატარა ბავშვივით ხელში ავიყვანე და მდივანზე გადავაწვინე.
- ღმერთო როგორი საყვარელია.
აბაზანისკენ მივდივარ, მაგრამ ღიმილი არ ტოვებს ჩემს სახეს გული უცნაურად მიცემს. პირველად ჩემს ცხოვრებაში ხდება რაღაც რასაც ვერ ვაკონტროლებ და არ მაწუხებს.
საღამოს რუტინა დავასრულე და ინსტიქტურად ენრისკენ წავედი. საშინლად ბორგავდა ოფლისგან ტანსაცმელი მთლიანად სველი ჰქონდა დივანთან ჩავიმუხლე ასე ვერ დავტოვებდი, ისევ ხელში ავიყვანე და ჩემს საწოლზე დავაწვინე ტანსცმლის გახდა დავუწყე რომ სუფთა ჩამეცმია, მაგრამ ხელები დამიჭირა: "არ ქნა, არ გინდა თავი დამანებეთ! " განწირულმა წამოიძახა და ტირილი დიწყო. ნეტავ რა კოშმარი გესიზმრება ასეთ დღეში რომ ხარ? დამშვიდდი პატარავ, ნუ გეშინია, უსაფრთხოდ ხარ. ისევ ჩავეხუტე და მისი მოფერება დავიწყე დამშვიდდა ძილი გააგრძელა ახლა საშუალება მომეცა გამომეცვალა და ტანი სველი ნაჭრით გამეწწმინდა ტანსაცმელი ფრთხილად გავხადე მისი რძის ფერი კანი მიზიდავდა, სურვილს მიჩენდა. მისი ყველა ნაწილის დეტალურად შემესწავლა მინდოდა. ენრი გამხდარი იყო მაგრამ მის სხეულს აშკარად ეტყობოდა ვარჯიშის კვალი მუცელზე მისმა კუბიკებმა ნამდვილად გამაოცა. ჩემი ყურადღება მარცხენა მხარეს, ნეკნებთან, შრამმა მიიპყრო. დავიხარე რომ უკეთ დამენახა შრამი უკანა მხარეს გრძელდებოდა ენრი ფრთხილად გადმოვატრიალე და გავშეშდი. მისი ზურგი სხვადა სხვა ზომის შრამებით იყო დაფარული: ზოგი ღია, ზოგი კი უფრო მუქი. თითქოს გული შუაზე გამიგლიჯეს იმხელა ტკივილს ვგრძნობ რა გამოიარე ასეთი? ვფიქრობ და ცრემლებს ძლივს ვაჩერებ. ენრის ისევ შფოთვა ეწყება: ისევ ნერვიული წამოძახილები. ისევ ვამშვიდებ და ვცდილობ მალე ჩავაცვა. "რა დაგემართა რა არა ადამიანი უნდა იყო რომ შენისთანა ანგელოზს ასე მოექცეს." მისი გაწმენდა და ჩაცმა დავამთავრე. საწოლში ჩავაწვინე საბნის ქვეშ. ვფიქრობ დივანზე დავწვე, მაგრამ არ მეთმობა. არ მინდა ჩემგან შორს იყოს. მისი შფოთვები არ გამქრალა, მაგრამ აღარც ისეთი ძლიერია, როგორც პირველიად. საწოლზე მის გვერდით დავწექი, ხელი მხარზე დავადე არ მინდა რამე აწუხებდეს. ჩემსკენ მოიწია, ჩვენს შორის არსებული მანძილი შეამცირა, თავი მკერდზე მომაყრდნო და ძილი გააგრძელა. თავი უცნაურად ვიგრძენი სხეულში რაღაც უცნაური სითბო ტალღებად ვრცელდებოდა. შეძლების და გვარად მჭიდროდ ჩავიხუტე და დასაძინებლად მოვემზადე, თუმცა როგორ შემეძლო ძილი იმ განცდის გამო რასაც ის მმართებდა, ხოლო ის ფაქტი, რომ მისი ჩახუტების შემდეგ შფოთვა გაუქრა და პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now