ისვ გშორდები...

18 4 0
                                    

მანქანის საჭეზე თავი ჩამოვდე ცრემლებს ვერ ვიკავებ არასდროს ვყოფილვარ ასეთი საშინელი არჩევანის წინაშე გული ძალიან მტკივა ენრის ხმა მშვიდია მაგრამ დიდი ტკივილი იგრძნობა რამდენი რამის გამოვლა მოუწია. ნეტავ თუ გნახავ კიდევ... როგორ მენატრები...
- ბიძია მამას ხმა გავიგე უკვე მივედით? - ფიქრს დანიელა. მაწყვეტინებს ცრემლებს ნაჩქარევად ვიშორებ ვცდილობ ჩემი მწუხარება არ დავანახო
- დაიძინე პატარავ უნდა დაისვენო
- მე მამიკოსთან მინდა - უკან ვტრიალდები დანიელას ვეფერები პატარავ დაისვენე ხვალ ვილაპარაკოთ ენრისთან ახლა გვიანია კარგი?
დანიელა თავს უხმოდ მიქნევს, მე კი მანქანას ვქოქავ და გზას ვაგრძელებ. სად უნდა წავიდე სად არის უსაფრთხო ადგილი მათთვის?
" - ჩემი გუგა მინდა ყველაფერი რომ დასრულდება ჩვენ სადმე მთაში წავიდეთ ბუნებაში დავისვენოთ. თოვლში ვიკოტრიალოთ ან მდინარეში ვიბანაოთ. ძალიან მინდა. გახსოვს ის მთა ბავშობაში რომ გვინდოდა გაპარვა იქ წავიდეთ იქ გავიპაროთ.". მახსენდება გუგასთან საუბარი და ვიღებ გადაწყვეტილებას იქ წავიდე. ასე თუ გუგას ჩემი მოძებნა ენდომება იქიდან დაიწყებს ძებნას...
იმ მთაზე ერთხელ ვიყავით მამაჩემის ერთერთი პაციენტის სახლია რომელიც მისმა ნაბუამ დაუტოვა ისე ძალიან მომეწონა იქ ყოფნა ყოველთვის მინდოდა დაბრუნება მაგრამ რამდენჯერაც გაპარვა დავაპირეთ ვერ მოვახერხეთ. უკვე გონებაში დავხაზე ჩვენი გზა რამდენიმე ადგილას გავჩერდებით რომ მდევარი მოვიშოროთ დიდი იმედი მაქვს არავინ გამოგვყვა.
ბენზინ გასამართ სადგურთან ტაქსს ვამჩნევ როგორც კი კამერების არიალს ვცდები მანქანიდან გადმოვდივარ კარებს ვკეტავ თავზე ქუდი მახურავს თავდახრილი მივდივარ სიფრთხილეს თავი არ ტკივა.
ადრიანი დილაა პატარა რაიონში ვართ ოცდაოთხ საათიანი სწრაფი კვების შენობასთან. ბავშვებს ვაღვიძებ თბილად ვაცმევ და ჩვენი ბარგით შევდივართ და ვცდილობ შედარებით ჯანსაღი საჭმელი ავურჩიო მენიუდან.
- მე მამიკოსთან მინდა - ტირილნარევი ხმით ამბობს დანიელა
- პატარავ მოდი ვისაუზმოთ მერე მოვძებნოთ ადგილი სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით და აუცილებლად ვისაუბრებთ ცოტა მოითმინე გთხოვ.
დანიელა ძმას უყურებს თითქოს ეკითხება რა ქნას.
- კარგი ბიძია მაგრამ მე მინდა მამიკოსთან საუბარი - დანიელი ისევ დიდი ადამიანივით იქცევა.
გაღიმებული ვდგები ბავშვების სკამებს შორის. ორივეს ხელებს ვხვევ.
- ახლა ვჭამოთ და მერე აუცილებლად ყველაფერს გაიგებთ. გპირდებით.
პატარა სასტუმროში ოთახს ვქირაობ მაშინვე ბავშვები შემყავს აბანოში ვაწესრიგებ თბილად ვაცმევ და მეც ვწესრიგდები. თმებს შეძლებისდაგვარად ვიშრობ მუჭში ვიგროვებ და კეფაზე ვიმაგრებ. სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებ ვცდილობ აზრები დავალაგო ბავშვებთან დასალაპარაკებლადას მაგრამ არაფერი გამომდის. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სააბაზანოს ვტოვებ. ბავშვებთთან მივდივარ რომლებიც საწოლზე ზიან და ტელევიზორში მულტფილმს უყურებენ. მათთან ერთად ვჯდები სასაუბროდ ვემზადები როცა დანიელა ახლოს იწევა და საფეთქელზე ხელს მკიდებს
- მამიკოსაც ასე აქვს მაგლამ ეს უფლო დიდია
გაკვირვებული ვუყურებ და მერე მახსენდება ის ღამე ენრის რომ გადავეფარე. სწორედ იმ ღამიდან მაქვს ეს იარა საფეთქელთან ზუსტად იმ ადგილას სადაც ენრის. თითებს ნაიარებზე ვიდებ. მეღიმება მახსენდება როგორ ვეფერებოდი და ვკოცნიდი ენრის და როგორ მომწონდა მისი შრამი. ფიქრებიდან დანის ხმას გამოვყავარ
- როდის უნდა ველაპარაკოთ მამიკოს?
- პატარებო ენრის ვესაუბრე ის ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებს...
სიტყვა მიწყდება დანიელას თვალები ცრემლით აქვს სავსე დანიელი კი წარბშეკრული მიყურებს.
- დამშვიდდი პატარა ბოლომდე მომისმინე არ იტირო, გთხოვ, ენრი და დევიდი ჯერ ვერ მოვლენ რადგან ბევრი საქმეები აქვთ მაგრამ ნახე ხმოვანი გამოგზავნეს თქვენთვის. - ტელეფონზე მოსულ ხმოვან შეტყობინებას ვრთავ და ოთახში ენრის ხმა ვრცელდება
" დანი, დანიელა ძალიან მიყვარხართ პატარებო. მაპატიეთ რომ ახლ თქვენთან ერთად არ ვარ. მამიკოს ბევრი საქმე აქვს გთხოვ კარგად მოიქეცით. მაგ ადამიანს დაუჯერეთ ის თქვენთან იქნება სანამ მე მოვალ გახსოვდეთ მიყვარხართ."
მეორე ხმოვანს ვხსნი და ახლა დევიდის ხმაა
"- ჩემო ანგელოზებო მამას ძალიან უყვარხართ ხომ იცით არა? დედა ახლა ტელეფონთან ვერ მოვა მაგრამ ჩვენ მალე მოვალთ თქვენთან მანამდე დანის დაუჯერეთ ის ჩვენი მეგობარია... მპირდებით? "
-პირობა
-პილობა - ერთად დაიძახეს ორივემ
- მე კალგი გოგო ვიქნები ბიძია - დანიელა ჩემს კალთაში ჯდება და კისერზე მეხვევა
- მეც დაგიჯერებ ბიძია - მორცხვდ ამბობს დანი. ვიღიმები. ხელს ვხვევ, ახლოს ვწევ ჩემსკენ და ორივეს გულში ვიკრავ.
- ბიძია ჩემს დედიკოს სძინავს დედა არ დაიძინებს ხო?
- რა თქმა უნდა არა პატარავ დედას უბრალოდ ბევრი საქმე აქვს ის არ დაიძინებს ჩვენ ყველას მალე ვნახავთ უბრალოდ უნდა დაველოდოთ.
სასტუმროში დიდხანს არ დავრჩენილვართ. ისევ ტაქსში ვზივართ და ისევ გზაში ვართ. რამდენიმე ტაქსი გამოვიცვალეთ უკვე ბინდდება ჩვენ კი ჯერ ნახევარი გზაც არ გაგვივლია. მიუხედავად იმისა რომ თებერვლის შუა რიცხვებია აქ საგრძნობლად იგრძნობა სიცივე. რაც უფრო ვუახლოვდები მთას თოვლიც მატულობს.
- გზას მეტად ვეღარ გავაგრძელებ თოვლი საშუალებას არ მომცემს - შეწუხებული მეუბნება მძღოლი
სხვა გზა არ მაქვს ბავშვებს ქურთუკებს ვაცმევ და ტაქსიდან გადმოვდივარ თბილად აცვიათ მაგრამ მაინც მეშინია არ გაცივდნონ. დანიელა ხელში ამყავს ჩანთას ვიღებ ხელში, დანის ვთხოვ ჩანთას მოკიდოს ხელი და გზას მივუყვები ცოტა მანძილის გავლის შემდეგ ბავშვებს გზის პირას ვტოვებ და დარჩენილი ბარგის წამოსაღებად ვბრუნდები. ასე წვალებით საკმაო მანძილი ვიარე საშინლად მცივა დავიღალე მაგრამ გულს ვიმშვიდებ მთავარია ბავშვები თბილად არიან.
სოფლის განაპირა სახლს მივადექი და მასპინძელს ვეძახი. როგორც იქნა გამომხედეს. მოხუცი ქალია დასარჩენი ვთხოვე ყოყმანობს არ უნდა ჩვენი მიღება მაგრამ ორი პატარა ბავშვით ვერც უარს გვეუბნება
- ვინ არის დედა? კარში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა
- ბოდიში გაწუხებთ გზაში მანქანა გამიფუჭდა ტაქსმა კი მეტი გზა ვეღარ გაიარა იქნებ ამაღამ შეგვიფაროთ უფასოდ არ მინდა
ბიჭმა ქალს მხრებზე მოხვია ხელი და სახლში შეგვიპატიჟა. მისაღებ ოთახში საკმაოდ თბილოდა შესვლისთანავე ბავშვებს მივხედე მაღაზიაში ნაყიდი მზა საჭმელი ჩანთიდან ამოვიღე და მაგიდაზე დავალაგე სადაც მასპინძელი სუფრას შლიდა. სახლი პატარა იყო მაგრამ სიმყუდროვე იგრძნობოდა ჩვენი მასპინძლებიც სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და დედა არიან სახლის მაცხოვრებელნი. ვახშამმა მშვიდად ჩაიარა დასაძინებლად კი იმ ქალბატონის ოთახი დაგვითმეს ვინც პირველად გამოგვხედა. ბავშვები მოვაწესრიგე საწოლში დავაწვინე და რომ არ შემეწუხებინა მათ ფეხებში დავწექი.
დილით ადრე ვიღვიძებ მისაღებში გამოვდივარ სადაც ღუმელი უკვე ანთია და სასიამოვნო სითბო ტრიალებს.
ვხვდები რომ ჩვენს მასპინძელს საუბარი უნდა წუხელ რამდენიმე კითხვა დასვა მაგრამ ვანიშნე რომ ბავშვებთან გაჩუმებულიყო.
- ჩემი და ავარიაში მოყვა ახლა კომაშია ბავშვებმა არ იციან აქ იმიტომ წამოვიყვანე რომ სიტუაციას გამერიდებინა ექიმები იმედს გვაძლევენ ჯერ პატარები არან არ მინდა ტყუილად ინერვიულონ.
- ასეთ თოვლში როგორ წახვალთ? ვერანაირი მანქანა ვერ ავა მაგ მთაზე ამ თოვლში
- ამაზე ვფიქრობდი არ მეგონა ასეთ პრობლემას თუ წავაწყდებოდი სიმართლე გითხრა ბავშვობის მერე იქ არც ვყოფილვარ. იქნებ სოფელში იყოს რამე გადაადგილების საშუალება რომელსაც ვიქირავებ ან სულაც ვიყიდი.
- მეზობელს ცხენი ყავს შეგვიძლია მარხილი დავაბათ მაგრამ ისეთი ადამიანია ადვილად არ დაგვთანხმდება იქნებ ფულმა გაჭრას - მცირე ფიქრის შემდეგ მასთან ერთად წასვლას მთავაზობს. ოთახში ვბრუნდები ბავშვებს დავხედე ისე საყვარლად ძინავთ ჩახუტებულებს თავი ვერ შევიკავე და ორივეს ვაკოცე საბანი გავუსწორე, ჩანთიდან საკმაო რაოდენობის ფულს ვიღებ და მასპინძელს მივყვები.
მოხუცი კაცი ვისგანაც ცხენი უნდა მექირავებინა საკმაოდ ფულის მოყვარული აღმოჩნდა თავიდან უარზე იყო მაგრამ როგორც კი ფული ვახსენე მაშინვე შეარბილა საუბარი.
სოფელში არსებულ ერთადერთ მაღაზიაში იმდენი პროდუქტი ვიყიდე რაც ჩემი გაანგარიშებით ერთ თვეს გვეყოფა.
ბავშვები გავაღვიძე ვასადილე თბილად ჩავაცი და წასასვლელად მოვემზადე. ჩემს მასპინძელს ფული მაგიდაზე დავუდე. უარობდა მაგრამ დავარწმუნე რომ მისი ორსული ცოლისთვის და მომავალი პატარისთვის საჩუქარი იყო და არა ღამის გათევის საფასური.
საღამო ხანს როგორც იქნა მივაღწიეთ სახლს. ბავშვებს თავიდან უხაროდათ თოვლი და ურმით სიარული ცხენითაც აღფრთოვანებულნი იყვნენ მაგრამ მერე მოიწყინეს და მალმალე მეკითხებოდნენ როდის მივიდოდით.
სახლის წინ ვდგევარ გაკვირვებული სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდის ნუთუ აქ ვინმეა? ღრმად ჩავისუნთქე რაც არის არის თუ დარჩენის საშუალება არ გვექნება ღამეს მაინც გავათევთ. ორივე პატარა ხელში ამყავს და გაჭირვებით მივიკვლევ გზას თოვლში. სახლის კართან ვჩერდები ბავშვებს ძირს ვსვავ და კარზე ვაკაკუნებ.
- დანი აქ როგორ? - კარებში გაოცებული დედაჩემი დგას. მეც არანაკლებ გაოცებული ვუყურებ ასეთი დამთხვევა შესაძლებელია?
- იქნებ ჯერ სახლში შემომიშვა დედა ბავშვები დაიღალნენ აქ მოსვლამდე.
დედაჩემი გვერდით დგება და სახლში გვიშვებს. გაკვირვებული ათვალიერებს ბავშვებს.
როგორც კი გაკვირვებული მშობლების მისალმებას მოვრჩი ბარგი სახლში შევზიდე მამაჩემი დამეხმარა. მისაღებთან ყველაზე ახლო ოთახი ავირჩიე და ბავშვებს მივხედე. ტანსაცმელი გავხადე, გამოვუცვალე და საჭმლის საძებნად დავიწყე სამზარეულოში ტრიალი. რადგან დედა აქ არის ბევრი რაფრის გაკეთება მომიწევს. სადაც მივდიოდი ყველგან მომდევდნენ ამიტომ ორივე სამზარეულოს მაგიდაზე დავსვი და მაღაზიაში ნაყიდი მზა საჭმლის თეფშებზე გადატანა დავიწყე. დედა სამზარეულოში შემოვიდა და უკმაყოფილო სახით დაიწყო ჩემი დახმარება.
- დედა ბოდიში უხეშად გამომივიდა უბრალოდ ძალიან დაღლილები და მშივრები ვართ ხვალ ვისაუბროთ. გთხოვ.მაპატიე კარგი?
მაგიდა გავშელეთ ბავშვები ჩემს წინ დავსვი რომ დავრწმუნდე კარგად შეჭამენ რადგან შევამჩნიე რომ საჭმელებს არჩევენ განსაკუთრებით არ მოწონთ ხახვი.
- ბიძია თხოვ არ შევჭამ? - დანიელა თითქმის ჩურჩულით მეუბნება რადგან ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ეუცხოვებათ.
- ჩემი ხათრით ჭამე საყვარელო შენ ხომ კარგი გოგო ხარ. - დანიელა უხმოდ მიქნევს თავს. ლუკმას პირში იდებს და ცრემლ მორეული თვალებით იწყებს ჭამას.
- გინდა შენ ხახვებს მე შევჭამ ანგელოზო - დანიელი დისკენ შებრუნდა და მისი თეფშიდან ხახვების ამოღება სცადა. დანიელას კალთაში ვისვავ ვეფერები.
- დღეს ამოვარჩიოთ ხახვები შენი საჭმლიდან ხვალ კი მოვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ოღონდ ტირილის გარეშე.
გაღიმებული დანიელა კისერზე მეხვევა შუბლზე ვკოცნი და მისი საჭმლის გამორჩევას ვიწყებ. დანის სკამიც ახლო მოვწიე და ორივეს ჩემი ხელით ვაჭმევ. ვხედავ როგორ მიყურებენ გაოცებული სახით მშობლები, რადგან მზრუნველობა ეს ყველაზე უკანასკნელია რაც მახასიათებს. მათ არასოდეს უნახავთ ჩემი ასეთი ვერსია არასდოს გამჩენია ვინმეს მიმართ ასეთი ძლიერი ზრუნვის და დაცვის სურვილი არავის მიმართ გარდა ენრისა და ამ პატარებისა. მე თვითონაც მიკვირს ჩემი თავის მაგრამ ეს ფაქტია მე შევიცვალე. ენრიმ ბევრი რამ შეცვალა ჩემში უმეტესწილად სიკარგისკენ. .
ბავშვრბს ღუმელითან ვსვავ ვთხოვ რომ არ გამომყვნენ და სათამაშოებს ვაძლევ რომელიც ერთერთ რაიონში გაჩერების დროს ვუყიდე, მაგრამ არ უნდათ ჩემს გარეშე არ ჩერდებიან ამიტომ თან მიმყავს. აბანოში წყალი შეშით თბება დიდი არაფერის გაკეთება მჭირდება, რადგან მამაჩემს უკვე გაუკეთებია რაც საჭიროა. ამიტომ ბავშვებს ვაბანავებ თან ვეთამაშები წყალში. მათი სიცილი ექოსავით ისმის სააბაზანოში და ახლა ვხვდები რატომ მსაყვედუტობდა დედაჩემი შვილიშვილებზე და რატომ ამბობდა რომ სახლი სადაც ბავშვები არ არიან უსიცოცხლოა. ბავშვები დავბანე, წყლიდან ამოვიყვანე გავამშრალე საღამურები ჩავაცვი და ვთხოვე დედაჩემს გაყოლოდნენ მაგრამ ისევ უარი მივიღე ისღა დამრჩენოდა მეც მათი თანდასწრებით მებანავა. და აი ახლა ვდგავარ წყლის ქვეშ ტრუსით და თითქმის გახდილი ვიბან. ბავშვებს გავხედე და სახით კედლისკენ დგანან მეღიმება ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ჩემი და ენრის გზები გადაკვეთა და ამ პატარებს შემახვედრა. თავის მოწესრიგებას მოვრჩი ორივე ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ წავედი.
- ღამე მშვიდობის ძვირფასებო - მშობლებს ვეუბნები და კიდევ ერთხელ ვტოვებ გაოცებულს მე კი სახეზე ფართო ღიმილით შევდივარ ოთახში და ბავშვებს საწოლში ვაწვენ.
- ბიძია ცემი მამიკო იქნები? - დანიელას ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ.
- დანიელა ჩვენ გვყავს ორი მამა - წარბშეკრული საყვედურობს დანი
- მელე ლა? ბიძიაც ცემი მამა იქნება მე მენატლება მამა და მამიკო - თვალებში ცრემლები ჩაუდგა - შეიძლება მამა დაგიძახო?
- მე ძალიან მინდა ვიყო თქვენი მამა საყვარლებო თუ თქვენც გენდომებათ. - დანიელას გაეხარდა და კისერზე შემომეხვია დანიელი კი ისევ წარბშეკრული მიყურებს - დანი ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მენდობით, ჩემს გვერდით ხართ და რომ გიყვარვართ ამიტომ ის დამიძახე რაც გინდა კარგი?
- შეიძლება დანი დაგიძახო?
-კი შეიძლება მაგრამ ასე როგორ გავიგოთ რომელ ჩვენგანს გვეძახიან? - ვპასუხობ ღიმილით და მასაც ვეფერები
- მე დანი მქვია შენ მოიფიქრე რას დაგიძახებ - ბურტყუნით ჩემს კალთაში ამოდის. მეცინება ისეთი საყვარელია როცა ცდილობს დიდი ადამიანივით მოიქცეს.
- იცი მე მწერალი ვარ წიგნებს ვწერ ჩემი მეორე სახელია დეი. ეს მხოლოდ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან გინდა ასე დამიძახო? - ვეუბნები მცირე ფიქრის შემდეგ
- კარგი შენ დეი იქნები მე დანი.
დილით ადრე მეღვიძება არ მახსოვს როდის ჩამეძინა ზღაპრების მოყოლაში. ენერგიით ვარ სავსე. ასე მშვიდად მაშინ მეძინა როცა ბავშვობაში ვიწექი ჩემს მშობლებთან ერთად, როცა გუგასთან ჩახუტებულს მძინავს და როცა ენრი მყავდა ჩემს მკლავებში. ნეტავ როგორ არის? სარრთოდ როგორ არიან?
ოთახში ფეხის ხმა ისმის. თვალებს ვახელ. დედა ჩემს საწოლთან მოდის გაკვირვებული მაგრამ ღიმილიანი სახით. მეც მეღიმება. ორივე პატარას ჩემს მკერდზე უდევთ თავი მე კი ორივეზე მაქვს ხელები მოხვეული. საწოლიდან ფრთხილად ვდგები არ მინდა გავაღვიძო. საბანს ვუსწორებ დედაჩემთან მივდივარ ვეხვევი ლოყაზე ვკოცნი და დილამშვიდობისას ვეჩურჩულები.
მისაღებში გავდივარ მამას ვესალმები და მაგიდასთან მის პირდაპირ ვჯდები დედა კი ყავის ფინჯანს მაწვდის. კარგია რომ სადღაც გადაკარგულში ვართ და აქ ტელეფონი ვერ დაიჭერს უნდა დაველაპარაკო მაგრამ მათი მოტყუება არ მინდა იქნებ ნაწილობრივ ავუხსნა ყველაფერი?
- დანი აქ რატომ ხარ - ფიქრს მამაჩემის ხმა მაწყვეტინებს
- გრძელი ამბავია მამა აუცილებლად მოგიყვებით მაგრამ ბავშვებთან ერთად ამ თემაზე საუბარი არ მინდა. თქვენ რატომ ხართ აქ?
- დიდი ხანია დასვენება და თოვლში ნადირობა მინდოდა ჰოდა ძლივს მოვახერხე მაგრამ რად გინდა ჩემი ქალბატონიც უკან გამომყვა - იქვე მჯდომ დედას მოხვია ხელი და თავზე აკოცა
ახლა ჩემი ჯერია გაკვირვების. დედ-მამას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდად მაგრამ ახლა მამა რატომღაც უფრო თბილი მეჩვენა.
- რამდენი ხანია აქ ხართ? ვინ იცის აქ რომ ხართ? - არ მინდა ასე პირდაპირ ვკითხო მაგრამ მათი აქ ყოფნა მათაც უქმნის საფრთხეს.
- ორი დღის წინ ჩამოვედით და ვინ უნდა იცოდეს? რა ხდება დანი? - დედას ხმაში შეშფოთება იგრძნობა
- გთხოვთ ნურავის ეტყვით რომ აქ ხართ განსაკითრებით ჩემზე ამის სერიოზული მიზეზი მაქვს ყველაფერს აგიხსნით მაგრამ ახლა არა ბავშვები სადაცაა გაიღვიძებენ მათთან ერთად ლაპარაკი არ მინდა
- ლატომ ალ გინდა მე ცუდი გოგო ვალ? - უკან მოვტრიალდი და კარებში მდგარი დანიელა დავინახე
- პატარავ ფეხშიშველი ნუ დადიხარ გაცივდები - მაშინვე მასთან მივდივარ ხელში ვიყვან - შენ ძალიან კარგი გოგო ხარ ანგელოზო უბრალოდ ჩვენ დიდი ადამიანების საქმეზე ვსაუბრობთ
ოთახში შევდივარ დანი უკვე ამდგარა და ტანსაცმელიც ჩაუცვამს დანიელას საწოლზე ვაჯენ და მასაც ვაცმევ ტანსაცმელს. თმას ვვარცხნი და კეფაზე ვუმაგრებ, დანიც მთხოვს ისე გავუკეთო როგორც მის დას და მეც მაიძულებენ ისეთივე თმის ვარცხნილობის გაკეთებას როგორიც მათ აქვთ.
ბავშვებს სკამზე ვსვავ მაგრამ დანიელა უარზეა
- მამიკო მე შენს კალთაში მინდა
-მეც მინდა დეი - დანი სკამიდან ჩამოდის და ჩემთან მოდის ვგრძნობ წუხანდელი საუბრის შემდეგ დანი უფრო და უფრო იხსნება ჩემთან და ბავშვს ემსგავსება.
-მოდი დიდო ბიჭო - სიცილით ვეუბნები და მასაც კალთაში ვისვავ - ახლა როგორ ვჭამოთ?
- ბოდიში დეი მე ჩემით შევჭამ - დანი თავდახრილია და ცდილობს დაბლა ჩავიდეს.
- მოდი სამივემ ერთი თეფშიდან ვჭამოთ რას იტყვით? - გახარებულებმა თავი დამიქნიეს და ჩვენი ჭამასთან დაკავშირებული საკითხიც გადაწყდა. ორივეს წინ ვისვამ მაგიდიდან აღებულ საჭმელს ჯერ დანიელა, მერე დანი და მერე მე ვჭამ.
- რადგან დასვენებულები და დანაყრებულებიც ვართ ვფიქრობ ჩემი მშობლები უნდა გაგაცნოთ - დედაჩემის უამრავი მცდელობის მიუხედავად ისინი მაინც არ მიდიან მასთან თან მეც არ მითქვამს ჩემი მშობლებისთვის არაფერი მათ შესახებ - ესენი ჩემი დედა და მამა არიან. მინდა თქვენი ბებია და ბაუა იყვნენ და მათთანაც ისე ისაუბროთ როგორც ჩემთან
- ჩვენ ალ გვკავს ბებია და ბაბუა - დანიელა მე მეხუტება და ისე უყურებს მათ
- ასე შეიძლება - კითხულობს დანი
- რა თქმაუნდა საყვარელო - საუბარში დედა ერევა
- დანი - მამა მეძახის მე და დანი კი ერთად ვპასუხობთ - ბატონო
ჩემი მშობლების გაოცებულ სახეს კიდევ ერთხელ ვუყურებ და მეღიმება
- შენ რა გქვია პატარავ? - დედა დანის ეკითხება
- დანიელი - ისიც გაუბედავად პასუხობს
- მე დანიელა ვალ ბებიააა
- ისინი შენი შვილები არიან დანი? - მამაჩემის ხმის ტონი მაგრძნობინებს რომ დიდი მოთმინება აღარ დარჩა.
- ისინი ჩემი საყვარელი ადამიანის შვილები არიან და დიდი იმედი მაქვს თქვენი მომავალი შვილიშვილები
- შენ ბავშვებიან ქალს ხვდები? გაუთხოვარი ქალები დაილია? - მამას ხმაში გაბრაზება ირევა
- არავის ვხვდები მამა გარემოებებმა არ შეგვიწყო ხელი. და ნუ ბრაზდები გთხოვ, ბავშვებს აშინებ - ვეუბნები და ჩემზე ამოფარებულ ბავშვებს ვეფერები - მამა კარგი ადამიანია საყვარლებო უბრალოდ ახლა მე მიბრაზდება
- ჩვენს გამო გიბრაზდება დეი? - დანის შეწუხებული სახე აქვს
- ბავშვებო თქვენს გამო არ ვბრაზობ დანის უპასუხებლობის გამო ვბრაზობ - მამას ხმაში სირბილე იგრძნობა და ვფიქრობ ქარიშხალმა გვერდით ჩამიარა ყოველშემთხვევაში ცოტა ხნით მაინც



მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now