კიდევ ერთი დამალული ოთახი...

28 5 0
                                    

- ენრი გაიღვიძე ადგომის დროა- ერიკა მაღვიძებს.
თვალებს ვახელ, გარეთ უკვე ღამეა. ოთახში დევიდი, ერიკა და გუგაა. მაგიდაზე საჭმელი აწყია და მე მელოდებიან
- რამეს აპირებთ? თან უჩემოდ? - ოთახიში წვრილი მკივანი ხმით ვიღაც შემოიჭრა. შავი გრძელი ნაწნავი წელამდე ჩასდიოდა. უჩვეულოდ ნაცრისფერი თვალები, წითელი ლოყები, ვარდისფერი ტუჩები და გამხდარი სახე აქვს. ვარდისფერი ნახევრად გამჭირვალე საღამურები აცვია საიდანაც თითქმის მთელი მკერდი მოჩანს. საღამურის მოკლე შორტიდან კი სწორი გრძელი ფეხები ძალიან სექსუალურად გამოიყურება. მეც კი თვალი ვერ მოვაშორე.
- ვაუ რა ვიდზეა? - დევიდის ნაგლური ღიმილი აესახა სახეზე
- ინ შენ თუ ყოველ ღამე ასეთი საღამურებით წევხარ, ლევის ვუთანაგრძნობ - გუგამ საწოლიდან პლედი აიღო და გოგოსკენ წავიდა უნდოდა ტანზე მოეფარებინა, მაგრამ ვითომც არაფერი ყურადღება არ მიაქცია. გუგა ხელით გაწია და ჩემთან მოვიდა. მე საწოლში ვიყავი წამომჯდარი და გაკვირვებული ხან გოგოს ვუყურებდი ხან დევიდს.
- არ მჯერა სახე, თვალები თმა ყველაფერი იგივეა - ისე მათვალიერებდა და ლაპარაკობდა თითქოს მუზეუმის ექსპონანტი ვიყავი
- ენრი გაიცანი ეს ინია გუგას და დანის მეგობარი - ერიკამ გაცნობა ცადა მაგრამ ვინ აცალა ახლა დევიდს მიადგა თავიდან ფეხებამდე დაათვალირეა არც დევიდს დაუკლია ნაგლად უყურებდა
- შენ ვიღა ხარ?
- ინ დამშვიდდი ყველაფერს აგიხსნი კარგი? - ერიკა გოგოს დამშვიდებას ცდილობს
- ახლავე ამიხსნით ყველაფერს არა დაიცადეთ ჯერ დანის დავურეკავ დანიმ იცის რომ აქაა?
- ინ გთხოვ მოითმინე - ერიკა ისევ ცდილობს ამ ბობოქარი გოგოს დამშვიდებას
- რა არ იცის? დანი მთელი ეს წლები სულელივით ყველგან ეძებს ეს აქ წამოწოლილა ვითომც არაფერი თქვენ კი ხელს აფარებთ
- ინ იქნებ გაჩუმდე და ჯერ მოისმინო როგორი სულსწრაფი ხარ გაჩერდი - გუგამ პირზე ხელი მიაფარა - ახლა ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეინახო გთხოვ არის რაღაცეები რაც უნდა გავარკვიოთ დანის კი აუცილებლად ვეტყვით ყველაფერს მაგრამ ახლა არა არც ლევიმ არც რამზიმ და არც კობიმ უნდა იცოდეს გთხოვ თუ გიყვარვარ შეინახე ცოტა ხნით ეს საიდუმლო ჩემთვის
- შენ როგორ არ უნდა მიყვარდე? რა თქმა უნდა მიყვარხარ მაგრამ თუ ყველაფერს არ მეტყვით თუ ყველა კითხვაზე არ გამცემთ პასუხს ერთი წუთიც არ გავჩუმდები
- შანტაჟისტი სექსუალურ სამოსში - ჩაიცინა დევიდმა
- დამშვიდდით როგორი ხმაურიანი ხარ - საწოლიდან წამოვდექი და მაგიდასთან მივედი - იქნებ ჯერ გვეჭამა? ძალიან მშია
ყველამ ისე შემომხედა თითქოს რამე სისულელე ვთქვი არადა მართლა მომშივდა წინ კიდევ რა მელოდა კაცმა არ იცის დავნაყრდით, მოვწესრიგდით სახლში დავრეკე ჩემს ანგელოზებს ძინავთ ლილი კარგადაა ცოტა კი იწუწუნა რომ ბავშვებმა მთელი მისი ენერგია წაიღო მაგრამ ახლა შემიძლია მშვიდად შევუდგე საქმეს
ბიბლიოთეკაში შევდივართ მაგრამ კედელი ჩაკეტილია არ ვიცი როგორ გავაღო ინი გაუთავებლად კითხვებს სვავს მე კი ვცდილობ გავიხსენო როგორ გავაღე კედელი კიბეზე ვდგავარ ჰო აქ ვიყავი როცა კარების ხმა გავიგე და რომ არ გადმოვარდნილიყავი ხელი თაროს გამყოფ ძელაკს მოვჭიდე ახლაც იგივეს ვიმეორებ და ჩემსკენ ვქაჩავ ისევ ის ტკაცუნი ისმის და წიგნების თარო გარეთ გამოდის ჩამოსვლას ვაპირებ მაგრამ ჩემს ყურადღებას რაღაც ძველი წიგნი თუ ალბომი იქცევს ყველას გვინდა გავიგოთ რა არის მაგრამ დევიდი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს ამიტომ კედელს ვწევთ და პატარა ოთახში შევდივართ სავარძელბში ინი და ერიკა ზიან, დივანზე მე და გუგა ხოლო დევიდი ძირს დაჯდა. ბიბლიოთეკიდან წამოღებული, ძველი ფპტოების ალბომი აღმოჩნდა პირველივე გვერდზე ჩემი და ერიკას სურათი იყო დედასთან ერთად სურათს ხელით ვეფერები ერიკას ცრემლები ჩამოდის გუგა ვერ ითმენს ერიკას ხელს კიდებს კალთაში ისვამს თავზე ეფერება შუბლზე კოცნის ღმერთო როგორ ძალიან მაგონებს დანის საერთოდ არ გავნან ერთმანეთს და ამავე დროს საერთოდ არ განსხვავდებიან თვითონაც არ ვიცი როგორ ავხსნა. დევიდის შეხებას ვგრძნობ მზერა მასზე გადამაქვს თავს ვუქნევ თითქოს ვეთანხმები რომ ახლა სისუსტეების დრო არ არის და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვიკავებ. ალბომიდან სურათს ვიღებ ფოტოს ადგილას წარწერაა
"ლაყვე პარიშიაზღა რთლესიმა"
- ეს რა არის? რა წერია? - ინი ცნობისმოყვარეობით უყურებდა ნაწერს
- ყველა ზღაპარშია სიმართლე - ვამბობ დაფიქრებით
- ისევ? რა წერია ბოლოს და ბოლოს მაგ ზღაპარში? - დევიდის ხმა გაღიზიანებულია არ უყვარს თავსატეხები
- ზღაპარში არსბობს ვარდების სამეფო რომელიც მეფეს ეკუთვნის მეფეს ორი შვილი ყავს პრინცი და პრინცესა. დედოფალი პრინცს და პრინცესას დააშორებს და გაჩნდება წითელი და თეთრი ვარდების სამეფო
- თეთრი ვარდები როგორც ბიბლიოთეკის მაგიდაზე? იქაც ხომ წერია ჩემი ზღაპარი - დევიდი თან ამბობს თან ალბომს ათვალიერებს.
- შენც ხომ გიყვარს თეთრი ვარდები ანგელოზო? - გუგამ შებლზე აკოცა ერიკას
- შენც ხომ გიყვარს ენრი - დევიდმა პირველად აწია თავი ალბომიდან - რა მოხდება თუ ზღაპარი ბავშვების ენაზე დაწერილი სიმართლეა და თეთრი ვარდების სამეფო თქვენი ოჯახია მაშინ ვინ არის წითელი ვარდების სამეფო?
- ეს ყველაფერი სიმართლეს შეიძლება გავდეს მაგრამ ესენი ვინ არიან უცნაურ ტანსაცმელში - ინი ყურადღებით ათვალიერებდა ერთერთ ფოტოს
მე და ერიკა ერთმანეთს ვუყურებთ ფოტოზე არც მე და არც ერიკა არაა თუმცა აშკარად ტყუპები არიან მაშინ ვინაა სურათში? იქნებ დედა მაგრამ ის მეორე? სურათს ვიღებ მის ადგილას ცარიელია მაგრამ სურათის უკანა მხარეს წვრილი ასოებით აწერია
"ემ ად ნციპრი" (მე და პრინცი)
- ეს რა დედას ძმა ყავდა? - ერიკა გაკვირვებას ვერ მალავს - აქ წერია მე და პრინცი ანუ?
- ღმერთო სახლი კი არა საგიჟეთია - წამომცდა უნებურად რამაც იქ მყოფთა სიცილი გამოიწვია.
- ანუ რა გამოდის მეფე ბაბუაშენია პრინცესა დედაშენი და პრინცი ბიძაშენი? ენრი მათზე იცი რამე?
- არა დევიდ მაგრამ მგონი ვიცი ამ კითხვებზე პასუხს ყველაზე კარგად ძიძა და ბატონი გიორგი გაგვცემენ სახლში წასვლის დროა.
- ვინ არის ბატონი გიორგი? ენრი არ მინდა წახვიდე ძლივს გიპოვე
- დავბრუნდები მიჩე, აიცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ახლა უნდა წავიდე კითხვებზე პასუხები მჭირდება.
- იქნებ აქედან გავიდეთ ფეხები გამეყინა, საიდანღაც ქარი მიბერავს. ოთახში ვილაპარაკოთ - აწუწუნდა ინი
- მეტად შიშველი რომ წამოსულიყავი უფრო არ შეგცივდებოდა - წაკბინა დევიდმა
- შენნაირებმა მოდის და ნორმალური ჩაცმის რა იციან საერთოდ?
- დაწყნარდით დევიდ გთხოვ
- კარგი თქვენ გადით მეც მალე გამოვალ. ენრი ცოტა ხანს დავრჩეთ მართლა უნდა დავწყნარდე. ასე გამომწვევად უცხო ადამიანთან არ უნდა იარო რომ იცოდე.
ინი პასუხის დასაბრუნებლად მოემზადა მაგრამ. ერიკამ და გუგამ გარეთ გაიყვანა.
- დევიდ რა დაგემართა?
- მომისმინე, სპეციალურად მოვიქეცი ასე ინი მართალია დაბლიდან ქარი უბერავს რაც ნიშნავს რომ გასასვლელია
დევიდი ისე ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურში ვინმეს რომ შემოეხედა იფიქრებდა ჩახუტებულები ვიყავით დევიდმა და მე მაგიდა წვალებით გადავწიეთ, მის ადგილზე სიცარიელე დაგვხვდა ტელეფონით ჩავანათეთ და კიბეები დავინახეთ, როგორც ჩანს დაბლა ჩასასვლელი იყო. მაგიდა ისევ თავის ადგილზე დავაბრუნეთ და ოთახი დავტოვეთ.
საათი შუაღამის სამს აჩვენებდა. ყველას დავემშვიდობეთ ინს ვთხოვე რომ ჩემი საიდუმლო შეენახა რადგან მე მარტო არ ვიყავი და სანამ ყველაფერს არ გავარკვევდი ვერავის შევუქმნიდი საფრთხეს. ალბომი სახლში მიმაქვს ერიკას ვთხოვ არ გამიბრაზდეს და ვპირდები მალე ვნახავ.
დილა ჩემს პატარებს დავუთმეთ, სკვერშიც გავიყვანეთ სათამაშოდ, ლილის კი ყველაფერი მოვუყევით. არ მომწონს, რომ ჩემსდაუნებურად ლილიც ამ საქმეში გავხვიე. ვთხოვ, რომ ჩემს პატარებზე იზრუნოს სანამ ყველაფერი დასრულდება.
ადგილი, სადაც ბატონ გიორგის ვხვდები საკმაოდ უცნაურია. ყველა ფეხის ნაბიჯზე დაცვა დგას. სახლი დიდი არაფერი ერთსართულიანი ნაგებობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სილამეზესთან. ძველი ნახევრად გალესილი კედლები, მოუვლელი ბაღი, ფანჯრებზე კი ყველგან გისოსები აქვს. მძიმე რკინის კარები ჭრიალით გაიღო აქაც დაცვაა დევიდს უნებურად ხელს ვკიდებ რატომ ჭირდებათ ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას ამდენი დაცვა? შესასვლელი ნახევრად ჩაბნელებულია თუმცა სანახავიც არაფერია. სამი კარიდან დაცვამ ერთერთ კართან მიგვიყვანა და გვითხრა შევსულიყავით. ოთახში დივანი რამდენიმე სკამი და დიდი სამუშაო მაგიდაა რომლის ბოლოშიც ბატონი გიორგი ზის. არც შემოუხედავს ისე გვითხრა რომ დავმსხდარიყავით. მაგიდასთან ქაღალდებში იქექებოდა. რამდენიმეს ხალიც კი მოაწერა მხოლოდ მაშინ იკადრა თავის აწევა:
- რამ შეგაწუხათ ბავშვებო? დღიური მომიტანეთ?
- არა და არც ვაპირებ სანამ არ მეტყვით ყველაფერს რაც იცი და იმასაც თუ რისთვის გჭირდებათ დედაჩემის დღიური. რა წერია იქ ასეთი? - ვცდილობ შიში არ შევიმჩნიო არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ფაქტი რომ დევიდი ჩემს გვერდითაა ძალას მაძლევს.
- ჰოო როგორც ჩანს ბავშვი გაზრდილა. მისი ტონი დამცინავია მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
- ბატონო გიორგი ან ჩემს კითხვებს უპასუხებთ ან თვითონ იპოვეთ რაც გინდათ.
- თუ ფიქრობთ რომ ჩემთან მოსვლის და მოთხოვნების წაყენების უფლება გაქვთ შეგეშალათ, იმას გააკეთებთ რასაც გეტყვით ნუ დაგავიწყდებათ რომ ყველანი შენი შვილების ჩათვლით ჩემს ხელში ხართ! - გაბრაზებული მუშტებს მაგიდას ურტყავს
- ძია შეიძლება ფიქრობთ, რომ შენს ხელში ვართ, მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ. სიყვარულს ყველაზე დიდი ძალა აქვს და თქვენ ვინ დაგრჩათ ამ ქვეყანაზე ვინც გიყვართ? რა აზრი აქვს თქვენს ძალას და ქონებას იმათ გარეშე ვისთვისაც ეს გჭირდებათ?
- როგორ ბედავ ლაწირაკო! ჩემი ერთი სიტყვა და აქედან ცოცხალიც ვერ გახვალთ!
- როგორ ფიქრობთ ლილი გაპატიებთ თუ მის საყვარელ ადამიანებს დაუშავებთ? შეიძლება ყველაფერი დაგეგმო, მაგრამ ადამიანის გულს ვერაფერს უზავ. ვერ გამოიცნობ ვინ როგორ და რა დონეზე შეგვიყვარდება.
- ბატონო გიორგი მომიყევით ჩემს ოჯახზე უფრო სწორად დედაჩემზე და მის ძმაზე საიდან იცნობ და რად გინდა ეს დაწყევლილი დღიური?
- ძია როგორც შენ თქვი თუ 25 წლის ასაკში ენრი და ერიკა ქონებას არ მიიღებენ ყველაფერი გაიყინება, მგონი შენს ინტერესშიც შედის მისი დახმარება. ასე არაა ძია?
დევიდის ეს მხარე არასოდეს მინახავს ისე საუბრობდა და იქცეოდა თითქოს მან წყვეტდა ყველაფერს და საერთოდ ის იყო ჩვენი მასპინძელი და არა პირიქით. მისი თვალები უფრო შავი ჩანდა და რაღაც იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე უბრალო გაბრაზება ან სიჯიუტე იყო. ის ქურთუკის ჯიბიდან ძველ სურათს იღებს და ბატონი გიორგის წინ დებს არ ვიცი ამან მოახდინა გავლენა ბატონ გიორგიზე თუ რამე მიზეზი იყო, მაგრამ მისი ტონი შერბილდა: - რისი კითხვა გინდათ ბავშვებო? საიდან ვიცნობ ელეს? მე, ელე, რეზი დედაშენის ყტუპისცალი, თემო მამაშენი, თათა შენი ძიძა, ჩემი ცოლი ლინდა, მამაშენი და დედაშენი დევიდ ერთად გავზარდეთ - სურათზე ბავშვები იყვნენ რომელთაც ერთმანეთზე ხელი ქონდათ გადახვეული გიორგი კი ჩამოთვლის დროს სათითაოდ ადებდა თითს მხოლოდ ერთი ბავშვი დარჩა რომელიც არ უთქვამს
- ეს ვინ არის ბატონო გიორგი?
- ეს... ეს ლიზის მამაა - რამდენიმე წამიანი ყოყმანის მერე განაგრძო: - თქვენსავით ადვილი ბავშვობა არ გვქონია
- თითქოს ჩვენ გვქონდა - ჩაიცინა დევიდმა თუმცა ამ სიცილში საკმაოდ დიდი სიმწარე იყო
- პატარა ასაკიდანვე მოვალეობები გვქონდა. ჩვენი მშობლები მხოლოდ მეგობრები კი არა საქმიანი პარტნიორებიც იყვნენ. პატარაობიდანვე გვასწავლიდნენ როგორ გაგვეგრძელებინა მშობლების საქმე, როგორ გვემართა მათი ბიზნესი და არავის აინტერესებდა რომ ბავშვები ვიყავით. ბევრჯერ დავსჯილვართ მხოლოდ იმიტომ რომ ერთად თამაში გვინდოდა. ყოველთვის ვიცოდით რომ რეზი ჩვენი უფროსი იქნებოდა. ისევე როგორც ბაბუაშენი იყო მამაჩვენების უფროსი. ელე კი მისი მეწყვილე და პარტნიორი უნდა ყოფილიყო ყველა საქმეში მაგრამ რეზი და ელე ერთმანეთს დაშორდნენ მშობლების განქორწინების გამო. ბებიაშენმა ქალბატონმა ლიდამ ელესთან ურთიერთობა აგვიკრძალა ყველას მათ შორის რეზისაც. რადგან რეზიმ მამასთან ყოფნა აირჩია, არც თვითონ ნახულობდა და არც ელეს და რეზის აძლევდა უფლებას ერთმანეთი ენახათ. ლიდას ოჯახს ძლიერი გავლენა ქონდა ბატონ ენრის კი არ უნდოდა ამ ოჯახთან მტრობა, ამიტომ შეძლებისდაგვარად დათმობაზე მიდიოდა და იცდიდა სანამ ელე ოცდახუთი წლის არ გახდებოდა.
- რატომ ოცდახუთი ადამიანი სრულწლოვანი ხომ თვრამეტის ხდება?
- მაგრამ არა ჩვენს სფეროში. ეს დრო ყველასთვის ძნელი იყო, განსაკუთრებით ჩვენთვის. ორი უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანის სიჯიუტეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება შეეწირა. მე მხოლოდ ამის დასრულება მინდა ბავშვებო. ვფიქრობ ელეს დღიური იმას გვეტყვის რაც აქამდე არ ვიცით.
- როგორ ფიქრობ რა წერია დედას დღიურში ასეთი?
- სიმართლე თუ რა მოხდა სინამდვილეში რაზე საუბრობდნენ და თანხმდებოდნენ ელე და რეზი საიდუმლო შეხვედრების დროს.
- ბატონო გიორგი თქვენ დედაჩემი გიყვარდათ? - მის გაოცებულ სახეს ვაიგნორებ - ამდენი წლის მერეც კი როცა დედაჩემს ახსენებთ თვალები გიბრწყინავთ და ცრემლებით გევსებათ.
- კი მიყვარდა. ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბედის ირონიით მამაშენს გაყვა ცოლად - ამ სიყტვების თქმის დროს მხოლოდ წამიერად მის სახეზე იმხელა ტკივილი აისახა რომლის წარმოდგენაც კი არ მინდა არასდროს.
ოთახში აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა არ ვიცოდი რა მექნა ნუთუ მეც ეს ბედი მელის? ნუთუ ოცი წლის მერეც დანის გახსენება ისეთივე მტკივნეული იქნება ჩემთვის როგორც დღეს? ამის გააზრებაზე როგორც არასდროს ისე შემეცოდა ჩემი თავი. სიყვარული რომელიც აკრძალულია, სიყვარული რომელიც ჩემი სულელური ეჭვიანობის გამო დავკარგე და ახლა რომც მინდოდეს გაგრძელება, ენდომება კი ჩემთან შეხვედრა? ჩემთან რომელსაც ორი შვილი და უამრავი სარისკო პრობლემები აქვს...
- და ძიძა? რას იტყვი თათაზე? - ფიქრებიდან დევიდის ხმას გამოვყავარ - რატომ დარჩა თემურთან და რატომ იტანდა მის მუშტებს და შეურაცყოფებს?
- სიყვარული დევიდ, როგორც შენ თქვი სიყვარული. თათა ასაკით ყველა ჩვენგანზე პატარა იყო ლიდამ კი ჩათვალა რომ ელეს და თათას ურთიერთობა უსაფრთხო იყო. ამ სულელ ბავშვს კი თემო შეუყვარდა და ყველაფერს აკეთებდა რომ მის სიახლოვეს ყოფილიყო.
ეს ინფორმაცია ჩემთვის მოულოდნელად თავს დამტყდარი ქარიშხალივით იყო, რომელიც ყველაფრრს ანადგურებდა. ძიძა, ჩემი ძიძა, ნუთუ მხოლოდ იმიტომ იყო ჩვენ გვერდით რომ სადისტი მამაჩემი უყვარდა? ცრემლებს ძლივს ვიკავებ არ მინდა გაგონილის დაჯერება. დევიდი ჩემთან მოდის სკამის უკან დგება მხარზე ხელს მადებს მე კი თავს მას ვაყრდნობ მისი ასეთი მოქმედება ყოველთვის მაძლევს ძალას თავი ხელში ავიყვანო.
- იმ მოძალადე ადამიანთან მხოლოდ იმიტომ იყო რომ უყვარდა? მხოლოდ ეს?
- არა ენრი მას თქვენ უყვარდით მხოლოდ ეს იყო მიზეზი რაც მას იმ ამბის მერე აკავშირებდა, რაც თემომ გაუკეთა
- რა ამბავი? - ახლა ჩემი გაოცების ჯერია
- მამაშენმა მასზე ძალა იხმარა. გააუპატიურა და როცა გაიგო რომ ორსულად დარჩა, მანამ ცემა სანამ მუცელი არ მოეშალა. მაშინ გავიგეთ რეალურად როგორ დღეში იყო ის და თქვენც. გაქცევა შევთავაზეთ რადგან თემო ცოცხალს არ გაუშვებდა. ზედმეტად ბევრი რამ იცის, თუმცა უარი გვითხრა. შენ და ერიკა ვერ დაგტოვათ. იმაზე მეტად უყვარხართ ვიდრე უნდოდა, ჩვენ კი სხვა გზა არ გვქონდა ვერაფრით გშველიდით ვერც თქვენ და ვერც მას.
- სად არის ახლა?
- საიმედო ადგილასა. იქაა სადაც ვერავინ მიაგნებს.
- მისი ნახვა მინდა!
- აუცილებლად ნახავ, მაგრამ ჯერ ადრეა. მამაშენის კავშირებს ნუ ეხუმრები მეც კი ძლივს ვახერხებ შენს და შენი შვილების დამალვას მისგან.
- ვინ "ჩვენ" ძია? შენ თქვი ჩვენ.
- მე და მამაშენი დევიდ.
- ვაუ თურმე მამაჩემს ვიღაცაზე ფიქრი შეძლებია სასწაულია.
- ბავშვებო რაც ნაკლები გეცოდინებათ მით უკეთესი თქვენთვის. დაიმახსოვრეთ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.
- მართალი ხართ ბატონო გიორგი მადლობა კითხვებისთვის. თქვენ იმაზე მეტი მითხარით ვიდრე გკითხეთ, არ დაგივიწყებთ.
დევიდს ხელს ვკიდებ იქიდან გამოვდივართ, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი შვებით ამოვისუნთქე.
- დევიდ მოდი სადმე წავიდეთ ყავა დავლიოთ - მოჩვენებითი მხიარულებით ვეუბნები დევიდს. ხელზე ხელს ვკიდებ და ოდნავ ვუჭერ - ბატონ გიორგისთან შეხვედრამ დამამშვიდა.
- კარგი წავიდეთ და შევირგოთ დასვენება - დევიდი თავს მიქნევს, თან ვითომც არაფერი ისე იღიმის, მაგრამ ვიცი რომ მიმიხვდა რის თქმა მინდოდა სინამდვილეში.
მანქანაში მაკიაჟს ვიკეთებ. ისევ გოგოს ფორმა. ჯანდაბა რატომ არ შეიძლება უბრალოდ ჩემი თავი ვიყო?!
კაფეში კუთხეში ვჯდებით.
- ახლა ვიცი რა უნდა ვქნა დევიდ, სად რა უნდა მოვძებნო. ზღაპარი სინამდვილეა და დედას მინიშნებები მიგვიყვანს სიმართლესთან. მისი დღიური კი მისი ანდერძია ამიტომ ეძებს ყველა ამდენხანს.
- მგონი სახლში ყველა კუთხე - კუნჭულის დალაგება მოგვიწევს რას იტყვი?
- არც მანქანა დაივიწყო დევიდ არავინ ვიცით როგორ და რა ხერხებით გვისმენენ.
- ოპერაცია მოვძებნოთ კამერები და მოსასმენი აპარატები, დაწყებულად ვააცხადებ. მზად ხარ ენრი?

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now