მინდოდა შენზე გამეგო...

18 6 0
                                    

დღის წესრიგში ჩემი დედაქალაქში წასვლა დგას დევიდი წაყვანას მთავაზობს მაგრამ როგორ უნდა გამოვჩნდე ქალაქში ისე რომ არ მიცნონ?
- ენრი იცი რომ ლამაზი ხარ რას იტყვი ქალის ტანსაცმელზე? - გულუბრყვილოდ იკითხა ლილიმ მე კი სიცილი ამიტყდა ძლივს მოვითქვი სული - რა ვთქვი ასეთი - გამინაწყენდა
საძინებლიდან ლიზის ტელეფონი გამომაქვს სატენზე ვაერთებ და ვრთავ ფოტოებში შევდივარ ერთ ერთ ფოტოს ვარჩევ და მათ ვაჩვენებ
- ვაუ ვინ არის - კითხულობს დევიდი ლილის კი სიცილისგან ცრემლები მოსდის
- მე ვარ და ასე ქალივით ჩაცმულმა გამოვაპარე ლიზი და საკუთარი თავი მამაჩემის ხალხისგან
- ჰოდა ასე ჩაცმული წახვალ უკან მე ვიტყვი რომ ჩემი ცოლი ხარ ბავშვები ისედაც ჩვენია ლილიც წამოვა და მამაშენი ვერასდროს იფიქრებს რომ მე და შენ შეიძლება ერთად ვიყოთ
სხვა გზა მაინც არ მქონდა ასე ჩემი ერიკას და ძიძას ამბავს გავიგებდი იქნებ მენახა კიდეც მენატრებიან
დევიდის სახლში მივდივართ ძალიან მეშინია თან ასეთი ტყუილი არ ვიცი ჩვენი მისვლა დიდადაც არ გახარებიათ დევიდის მამამ ზედაც არ შემოგვხედა მხოლოდ ლილის მიესალმა დედამისი მოგვესალმა მაგრამ უკმაყოფილება არც კი დაუმალავს დევიდმა მისი ოთახიდან ის ნივთები აიღო რომელიც გაქცევისას ვერ წამოიღო და ლიზის სახლში მივდივართ სახლი ნაომარს გავს როგორც ჩანს ჩვენი წასვლის მერე თავიდან ბოლომდე გაუჩხრეკიათ დევიდმა ბავშვები გაიყვანა სასეირნოდ მე და ლილიმ კი ოთახის დალაგება დავიწყეთ
გარდირობში გადმოყრილ ტანსაცმელს ვალაგებ იმ ჰუდს ვპოულობ დანისგან რომ წამოვიღე მასზე მისი სუნი აღარაა მაგრამ მაინც ვიცმევ ასე მგონია მას ვხედავ ვეხები ვეხუტები თვალებიდან ცრემლები თავისით პოულობს გზას მოგონებებში ვიკარგები სახეზე ღიმილი მეხატება ალბათ როგორი საცოდავი ვარ როცა ერთდროულად ბედნიერებისგან ვიცინი და მწუხარებისგან ვტირი
ოთახში ლილი შემოდის როცა ვერკვევი შეშინებულ სახეს ვხედავ
- გაგიჟდი? ამ სიცხეში ამაზე სქელი ვერაფერი ჩაიცვი ან რომ გეძახი რატომ არ რეაგირებ
დანი... - მეტის თქმა ვერ მოვახერხე არც იყო საჭირო რადგან მათ იცოდნენ დანის შესახებ ლიზის წერილიდან გაიგეს მერე მე მოუყევი და ჩემდა გასაკვირად ლილის არ შევძულვებივარ ისე მიიღო თითქოს რაღაც ჩვეულებრივი უთხარი
დევიდი დაბრუნდა ჩემი პაწიები მოიყვანა არც საჭმლის მოტანა დავიწყებია ჩვენთვის და არც ლილის საყვარელი შოკოლადი რომელსაც ყველგან ვერ იყიდი რადგან ყოველთვე შეზღუდული რაოდენობის გამოდის მთელი ქვეყნის მაშტაბით
- ენრი დღეს ჩემი ძველი ნაცნობები ვნახე ერიკა და ძიძა სამოგზაურად წასულან შენ კი უძღები შვილი აღმოჩნდი სახლიდან გაიქეცი და მამაშენი ერთი წელი თავგადაკლული გეძებდა მაგრამ ვერ გიპოვა რადგან ქვეყანა დატოვე ჰო კიდევ დედაშენის სამკაულები მოგიპარავს და იმ ფულით გაქცეულხარ
სიცილი ამიტყდა ლიზი რომ არა შეიძლება შიმშილით მომვმკვდარიყავი სადღაც ქუჩაში და თურმე სამკაულები მომიპარია კიდევ იერთი ბედის დაცინვა
- კარგია თუ მამაჩემი ასე ფიქრობს მაგრამ ერიკა და ძიძა დასასვენებლად? მაღაზიაშიც კი არ გაუშვებდა.უნდა შევამოწმო ამაღამ სახლში წავალ უნდა შევამოწმო
- არა გაგიჟდი მე არ მაქვს რამე ძალაუფლება მამაჩემი ხომ ნახე სახლიდან გაქცევის მერე შვილად აღარ მთვლის ვისი იმედი უნდა გქონდეს თუ დაგიჭირა? თან ასე პირდაპირ ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი ერიკა სად გყავსო
- არის სახლში საიდუმლოდ შესასვლელ - გამოასვლელი რომელიც მამაჩემმა არ იცის უნდა შევამოწმო არ გამოვრიცხავ რომ ორივე სარდაფში ყავს ჩაკეტილი ის ადგილი უფრო იყო ჩვენი საძინებლი ვიდრე ნორმალური ოთახი
ლილი გაკვირვებული გვიყურებს ხან ერთს ხან მეორეს - საერთოდ რაზე ლაპარაკობთ შენ რა ოჯახი გყავს და აქამდე არ გითქვამს?
- ლილი მაპატიე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს როცა სახლში დავბრუნდებით მაგრამ ახლა არა და რაც არ გეცოდინება უკეთესი ბოდიში ლილი
ღამის ორი საათია მე და დევიდი უკვე გალავანში ჩატანებულ ხესთან ვართ კაციშვილის ჭაჭანება არაა ქუჩაში. ცოტა ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი და კარები რომელიც ხის ქერქი იყო გაჭირვებით გავაღე და ხეში შევედით კარი დავხურე და მოვიცადე სანამ თვალი სიბნელეს მიეჩვეოდა სახლში ჩუმად შევდივართ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სახლში
არავინაა მაგრამ თავზე კეპები გვახურავს და სახლში არსებულ კამერებს ვერიდებით თუმცა ისეთ ადგილებში სადაც ჩვენზე ძალადობდა კამერები არაა არ უნდოდა ფაქტების დატოვება სარდაფისკენ მივდივართ ჩემდაგასაკვირად ჩაკეტილი არაა სარდაფი ცარიელია იატაკზე სისხლი შავ ლაქებადაა დარჩენილი რამდენი მტკივნეული მოგონება მაქვს ამ სარდაფითან დაკავშირებით მაგრამ რაც მთავარია ერიკა აქ არაა მის საძინებელში ვიპარები ცარიელია ჩემი საძინებელი, ძიძის ოთხი ცარიელია მინდა მიხაროდეს მაგრამ რატომღაც ცუდზე მეფიქრება იქნებ დახოცა?
კაბინეტს ჩაუარეთ და მამაჩემის ყვირილი მესმის შიშისგან გავშეშდი
- შენი ბრალია ყველაფერ შენი ბრალია შენ და შენი სულელური ანდერძი-შვებით ამოვისუნთქე რადგან მივხვდი რომ დედაჩემის იმ ერთადერთ სურათს ელაპარაკებოდა რომელიც კაბინეტში იყო დანარჩენი ყველა გაანადგურა და რომ არა ძიძა, შეიძლება საერთოდ დაგვიწყებოდა როგორი იყო დედაჩემი - ახლა სად არიან შენი სათაყვანო შვილები ჰა? სახლიდან ისე გაიქცნენ თეთრიანიც კი არ მიმიცია ალბათ სადმე ქუჩაში ყრიან ან იქნებ ბორდელებში
სიცილის ხმა მესმის ეს არ არის ნორმალური ადამიანის ხმა დევიდი ხელს მკიდებს და მივყავარ ბოლოს რაც მესმის მტვრევის ხმაა ალბათ ისვ სასმელის ბოთლი ისროლა
ისევ ხის გავლით ვბრუნდებით რომ თავში ერთი აზრი მაქვს დავათვალიერო ხე შიგნიდან რადგან მის შესახებ არავინ იცის იქნებ რამე მინიშნება მაინც დამიტოვეს დევიდს მანქანის მოსაყვანად ვაგზავნი რადგან როცა სანათს ავანთებ შუქმა შეიძლება გარეთ გაანათოს და თუ ვინმე ჩვენს დაჭერას ეცდება მალე გავიქცეთ
ყურადღებით ვათვალიერებ არსად არაფერია დაბლა მხოლოდ ძველი ქურთუკი გდია ვიღებ და ყურადღებით ვათვალიერებ ჯიბეებასც ვნახულობ და რაღაც ქაღალდს ვაწყდები ბევრს არ ვფიქრობ კურტკიანად ვტოვებ ხეს და სახლში მშვიდობიანად ვბრუნდებით ლილის და ბავშვებს ძინავთ ამიტომ ჩუმად გავდივართ სამზარეულოში.
ქურთუკი საკმაოდ შელახულია ჯიბეები ცარიელი მაგრამ ერთერთი ჯიბის შიგნით ნამდვილად მხვდება რაღაც ქურთუკის სარჩულს ვჭრი და ჩემთვის კარგად ნაცნობი ნაწერს და სიტყვებს ვხედავ
<მიჩე რინე ემ ად ძაძი გორცრო ნაიქ ვებთვტო მა ლსსახ დიაიმე გადკარ არხ რა ცივი ადს ებითვიქნ რამმაგ ენსჩვ ლასადგი ენსჩვ ოსდრ ლთვისყოვე ვალმო
მიჩე>
ასეთი ბედნიერი დიდიხანია არ ვყოფილვარ დევიდს ვეხუტები ის რა თქმა უნდა ვერაფერს იგებს ამიტომ წერილს წესიერ ენაზე ვუკითხავ
<ჩემი ენრი მე და ძიძა როგორც იქნა ვტოვებთ ამ სახლს იმედია კარგად ხარ არ ვიცი სად ვიქნებით მაგრამ ჩვენს ადგილას ჩვენს დროს ყოველთვის მოვალ
ჩემი >
- სად და რა ადგილი? - დაფიქრებული მეკითხება დევიდი და თან წერილს ათვალიერებს
- როცა პატარები ვიყავით დედა დაგვპირდა იმ პარკში წაგვიყვანდა სადაც მის მშობლებს დაყავდათ მაგრამ ვერ მოასწრო ავადმყოფობის გამო გარდაიცალა.....
ადვოკატთან ყველაფერი მოვაგვარეთ როგორც აღმოჩნდა ლიზის რაღაც ანგარიშებიც ქონია რომელსაც ბავშვები მიიღებდნენ სრულწლოვანების მიღწევისას ამ ამბავმა გამახარა ჩემს პატარებს რაღაც მაინც ექნება როცა გაიზრდებიან
რომელიღაც კაფეში შევდივართ ლილი მიხსნის რომ ეს კაფე ყველაზე პოპულარულია "გუ-დანის გუნდი" ასე ქვია კაფეს ლილი აღფრთოვანებულია:
- საინტერესო დიზაინია ინტერნეტშიც კარგი შეფასებები აქვს მოდი ვნახოთ თუ ისეთივე გემრიელობები აქვთ როგორც აქებენ
გუ - დანი სად გამიგია ეს სიტყვები გუ... დანი რა თქმა უნდა დანი მაგიდიდან ვხტები სუნთქვა აჩქარებული მაქვს უნდა გავიგო ვინ არის მფლობელი რამე უნდა გავიგო მაგრამ ჯერ უნდა დავწყნარდე ხელსაბანისკენ მივდივარ უკან გაკვირვებული დევიდი მომდევს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ახლა მხოლოდ ცივი წყალი მჭირდება სახეზე. ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი დაცემისგან მისმა ხელებმა მიხსნა მან დამიჭირა
- ბოდიში - ადგილზე ვშეშდები ის არის ბიჭი სურათიდან ერთიანად ვკანკალებ აზროვნება მიჭირს ის არის ვისაც დანი ეუბნეოდა რომ უყვარდა წამებში დევიდიც მომვარდა
- კარგად ხარ?
სადღაც ოთახში შემიყვანეს მდივანზე დამსვეს წყალი მომიტანეს ტელეფონი რეკავს და ის ადამიანი ვისაც დავეჯახე პასუხობს
-ჰო მაპატიე ძვირფასო წამოვალ ახლა უბრალოდ ვიღაც გოგოს დავეჯახე შემთხვევით ცუდად გახდა და შევყოვნდი საუბარს ამთავრებს ბიდიშს იხდის რადგან წასასვლელია და იქვე უხერხულად მდგარ გოგოს უბრუნდება
- შორე რაც საჭირო იქნება გააკეთეთ ჩვენს ხარჯზე დაპატიჟე მე სასწრაფოდ უნდა წავიდე
- ბატონო გუგა საბუთები...
- თუ კიდევ დავაგვიანებ დანი მომკლავს
ყველაფერი იგივეა ერთად არიან მე კი ისე მინდოდა მასზე გამეგო ჰოდა გავიგე მასთან არის ვინც უყვარს.
- დევიდ სახლში მინდა წამიყვანე....

მიჩე რაპატაWhere stories live. Discover now