მთელი საღამო მხოლოდ სემზე და ლეიკემიაზე ვფიქრობ. მითხრა,რომ მკურნალობას შემდეგ კვირაში იწყებს და სკოლაში მოსვლას ვერ მოახერხებს,თუმცა მე ყოველდღე მივალ მის სანახავად საავადმყოფოში. ექიმები განკურნების შანსს იძლევიან,თუმცა მთლად ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები ამაში. გააჩნია როგორ გადაიტანს სემის ორგანიზმი ქიმიოთერაპიებს. სანამ სემს საავადმყოფოში დააწვენენ უნდა,რომ ერთად სადმე წავიდეთ და ეს ყველაფერი დავივიწყოთ.ამის წინააღმდეგი არ ვარ,თუმცა მასზე ვღელავ.ზუსტად არ ვიცი სად აპირებს ჩემს წაყვანას,მაგრამ მოუთმენლად ველი ამ დღეს.
დილით ადრე ვდგები და სკოლისთვის ვემზადები.შავ ჯინსის შარვალს,თეთრს მაისურს,შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და შავ ტყავის ქურთუკს ვიცვამ.თმებს ვიშლი და მაკიაჟს ვიკეთებ.
მას შემდეგ,რაც საუზმობას ვამთავრებ სემისგან შეტყობინება მომდის: ,,მე უკვე გარეთ გელოდები"
,,გამოვდივარ"-პასუხს ვუბრუნებ და დედას ვემშვიდობები.
გარეთ გავდივარ და სემის მანქანაში ვჯდები.ის მოულოდნელად ჩემსკენ იხრება და პირდაპირ ტუჩებში მკოცნის.მართალია არ ველოდი,მაგრამ მომეწონა.
-ჰმმ...-ჩაფიქრებული მაკვირდება.
-რა იყო?-ვეკითხები და ვიღიმი
-ძალიან სექსუალური ხარ!-ამ კონპლიმენტის გაგონებისთანავე ჭარხალივით ვწითლდები.
-ოჰოო, მადლობა... შენც ასევე-ვეუბნები და ტუჩს ვიკვნეტ.
-მართლა ასე ფიქრობ?-თვითკმაყოფილი იდიოტის გამომეტყველებით მიყურებს.
-დიახ, იქნებ მანქანა დაგეძრა?-ვიცინი
-ჰო რა თქმა უნდა... შენ რომ გიყურებ ყველაფერი მავიწყდება.-მაქნანას ძრავს.
ამას უკომენტაროდ ვტოვებ და უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურები.ვცდილობ სიტყვა არ დამცდეს ლეიკემიასთან დაკავშირებით და სემს გუნება არ მოვუშხამო.
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...