თავი 27

329 41 5
                                    



დილით ადრე ვდგები და წასასვლელად ვემზადები.გუშინ ღამით სემს ველაპარაკე და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.

შხაპის მიღების შემდეგ ლურჯ ჯინსის შარვალს,გალა ვარდისფერ მაისურს და ჯინსის ლურჯ ქურთუკს ვიცვამ,ფეხზე კი მაღალ ვინტაჟური სტილის შავ ფეხსაცმელს.

 შხაპის მიღების შემდეგ ლურჯ ჯინსის შარვალს,გალა ვარდისფერ მაისურს და ჯინსის ლურჯ ქურთუკს ვიცვამ,ფეხზე კი მაღალ ვინტაჟური სტილის შავ ფეხსაცმელს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სამზარეულოში ჩავდივარ,სადაც დედა და მამა მხვდებიან.

-დილამშვიდობისა!-ორივე ერთდროულად მესალმება.

-დილამშვიდობისა!-მეც ვესალმები და ჩემს ბარგს იქვე ვდებ.

-რომელზე მიფრინავს თვითმფრინავი?-დედა ბლინებს აკეთებს.

-ცხრა საათზე.-იქვე სკამზე ვჯდები და ბლინებს თეფშზე ვდებ,შემდეგ კი ზემოდან შოკოლადს ვასხამ.

-მმმ...გემრიელია!-გემრიელად შევქცევი ბლინებს.

-რომ ჩახვალ დარეკე...-მეუბნება მამა.

  რამდენიმე წუთში მანქანის სიგნალის ხმა ისმის და ვხვდები,რომ ვერონიკა მოვიდა.

-წავედი... ვერონიკა მოვიდა. როცა ჩავალ დაგირეკავთ.-ჩემს მშობლებს ვემშვიდობები და ვერონიკას მანქანაში ვთავსდები.საჭესთან ჯეიმი ზის.

-ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ!-აღფრთოვანებას ვერ მალავს ვერონიკა.

-რვა საათი ალბათ მაინც დასჭირდება მგზავრობას.-ამბობს ჯეიმი.

-ჰოო...-ვბურტყნებ და თან სემს ვწერ.

რამდენიმე წუთში უკვე აეროპორტთნ ვაჩერებთ მანქანას.ჩემს ჩანთას მივაგორებ და აეროპორტის შენობაში შევდივართ.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now