დილით სკოლაში გაჭირვებით მივდივარ.ფეხი კვლავ ძალიან მტკივა,თუმცა ამ ტკივილს როგორმე გავუმკლავდები.
ჩემი საუკეთესო დაქალი,ვერონიკა ათას კითხვას მისვამს იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ ვიტკინე ფეხი.მეც რა თქმა უნდა ყველაფერს დაწვრილებით ვუამბობ და როცა სემის სახელს ვახსენებ სახე ეცვლება,მაგრამ არ ბრაზდება იმის გამო,რომ მას კვლავ ვხვდები ხოლმე.
-თავს გაუფრთხილდი ნორა... ხომ იცი ამ დღეებში ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე შენთან ერთად როგორმე დროის გატარება.ამ შაბათ-კვირას მაინც მოვახერხოთ სადმე ერთად წასვლა,თუმნდაც კინოში.იმედია ჯეიმი ჩემს გარეშე ცოტახნით გაძლებს,თუმცა შეგვიძლია ორმაგი პაემანიც მოვაწყოთ,შენ და პიტერი და მე და ჯეიმი.მგონი კარგი იდეაა,რას იტყვი?-მეკითხება ვერონიკა და თან კარადაში იქექება.
-ჰმმ... კარგი. პიტერი ხომ არ დაგინახავს?-ვეკითხები ვითომ ძალიან მაინტერესებდეს.
-თუ არ ვცდები მათემატიკის კაბინეტში შევიდა.-მეუბნება და კარადიდან ფრანგულის წიგნს აძვრენს.-კიდევ კარგი ვიპოვე.-გულში იკრავს-თორემ მისტერ ფრიდრიხი მომკლავდა.-იცინის და ლოყაზე ნაზად მკოცნის.-ლანჩზე შეგხვდები ლამაზო!
-დროებით!-ვემშვიდობები და მათემატიკის კაბინეტისკენ მივდივარ,რადგან პიტერი ვნახო.ვიცი,რომ სემიც იქ იქნება და სწორედ ამიტომ მივდივარ პიტერთან.ვიცი რომ ცუდი საქციელია და ბოროტებაა ადამიანის გამოყენება,მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო...კაბინეტს ვუახლოვდები და შიგნით ვიხედები,რათა პიტერს მოვრა თვალი და მისკენ გავემართო.
-ნორა!-მეძახის პიტერი და ჩემსკენ მოდის.-მხედავს,თუ როგორ ვკოჭლობ და გაკვირვებული მეკითხება-რა მოგივიდა?
-უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა სერიოზული არაფერია.-ვეუბნები და ვიღიმი
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...