თავი4

572 50 0
                                    


სკოლის შემდეგ ,,corner café"-ში შევდივარ,სადაც ვერონიკა მელოდება.ყოველ სამშაბათს და პარასკევს ამ კაფეში ვსხედვართ და თავს ვირთობთ სკოლის ამბებზე საუბრით.ვერონიკა ,,ჩვენს ადგილზე" ზის.რადგანაც ამ კაფეში ხშირად დავდივართ,ჩვენი ადგილიც გვაქვს.მისკენ მივდივარ და გვერდით ვუჯდები.

-რას დალევ,ჩემო პუდინგო?-მეკითხება ჩემი საუკეთესო დაქალი.

-ცივი ყავა ნაყინით...-ვეუბნები-შენ როგორც ჩანს უკვე შეუკვეთე...

-ჰოო შოკოლადის მილქშეიქი,ხომ იცი როგორ მიყვარს-ამბობს და თან სვამს.ბარისტას ეძახის და ცივ ყავას ნაყინით უკვეთავს.

-ღმერთო,როგორ დავიღალე!-ვამბობ

-ოჰ,ნუ იტყვი! დღეს ქიმიის გაკვეთილზე რაღაც ავაფეთქე.მასწავლებელი გაცოფებული იყო...-ამბობს ვერონიკა,მე კი ვიცინი.

-რა? როგორი ბოთე ხარ!!!-თვალწინ წარმომიდგა მთელი ეს სურათი.

-ჰო ვიცი... ქიმიაში შენი დახმარება მჭირდება ნორა!

-რა თქმა უნდა ვერონიკა! ხომ იცი,რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!-მხარზე ნაზად ვუსვამ ხელს.

კაფის კარი იღება და სემი შემოდის.რამდენიმე წამით მაკვირდება,შემდეგ კი ბარისტასთან მიდის,რაღაცას უკვეთავს და ჩვენს გვერდით მაგიდასთან ჯდება.

-ესღა გვაკლდა-ჩურჩულებს ვერონიკა

-არ მიაქციო ყურადღება!-ვამბობ და ვიღიმი.

-როგორ მინდა თმებით ვითრიო! სემიც და ლინაც!-ამბობს გამწარებული ვერონიკა

-მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ,კარგი?

-კარგი...-სემი ჩვენსკენ მოდის და ჩემს გვერდით ჯდება. ახლა რაღა უნდა?!

-ჰეი!-ვცდილობ მისგან ცოტა მოშორებით დავჯდე.

-ჰეი!-მეც ვესალმები

-რა გინდა?-ეკითხება ვერონიკა

-როგორი თავაზიანი გამხდარხარ ვერო!-ეუბნება სემი

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now