თავი 10

532 43 3
                                    



ერთი კვირის მანძილზე სახლიდან არ გავდივარ.ვერონიკა ყოველდღე მაკითხავს და ცდილობს გამართოს.საღამოობით ფილმებს ვუყურებთ და ასე ვირთობთ თავს,თუმცა ესეც მომწყინდა.ჯეიმიც იყო მოსული და გამამხნევა.პიტერმა რამდენჯერმე მომაკითხა.ყვავილებით დატვირთული მოვიდა,შემდეგ კი შოკოლადებით სავსე კალათა მომართვა.იცის რაც მიყვარს,თუმცა მისგან ამ ყველაფრის მიღება მიჭირს და არც მინდა.მხოლოდ ერთი ვიღაცის ნახვა მინდა და სწორედ ეგ ადამიანი არ მოდის ჩემთან.იმ დღის მერე არ მინახავს,რაც სახლში მომიყვანა.ვერონიკას ვეკითხება ისე სხვათაშორის სემზე.არ მინდა ბევრი კითხვა დავუსვა და იფიქროს,რომ მე მის მიმართ გრძნობები მაქვს.ვიცი ჩემი საუკეთესო დაქალია,თუმცა ამას ვერ ვაღიარებ,ვერ ვაღიარებ იმას,რომ სემ რეინოლდსით ვარ დაინტერესებული და საერთოდაც ძალიან მომწონს,შეიძლება მიყვარს კიდევაც... ამ ყველაფრის საკუთარ თავთან აღიარებაც კი მიჭირს. სემის გამოჩენის შემდეგ საერთოდ ყველაფერი აირია.მანამდეც საკმაოდ არეული იყო,თუმცა მისი გამოჩენა პიკი იყო.

ვერონიკას წასვლის შემდეგ დედა ჩემს ოთახში ამოდის და საწოლის კუთხეზე ჯდება.

-აბა თავს როგორ გრძნობ?-მეკითხება და თან ახალგამომცხვარ პიცის ნაჭერს თეფშით მაწვდის.ზურგით საწოლს ვეყრდნობი და პიცას გემრიელად შევექცევი.

-უკეთესად ვარ... ფეხიც აღარ მაქვს გასივებული და შეშუპებული.შემიძლია გავლა და ხვალ წავალ სკოლაში.-ვპასუხობ დედას.

-იქნებ აჯობებდა არ გეჩქარა? ნორა შენზე ვნერვიულობ...

-დედა კარგად ვარ... არაფერი არ მჭირს. ფეხი აღარ მტკივა და სიარულიც შემიძლია.ნუ ღელავ გთხოვ.-ხელზე ხელს ვუჭერ და ვუღიმი.

-კარგი... გთხოვ თავს გაუფრთხილდი-ჩემსკენ იხრება და შუბლზე ნაზად მკოცნის-ძალიან მიყვარხარ!

-მეც ძალიან მიყვარხარ დედა. მადლობა პიცისთვის-ოთახიდან გადის და კარს ხურავს.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now