თავი 15

414 43 2
                                    




მე და სემმა გარეთ გასეირნება და ტრიუმფალური თაღის მონახულება გადავწყვიტეთ.

-მე ვერანდაზე გავალ,შენ კი წასასვლელეად მოემზადე.-მეუბნება და ლოყაზე ნაზად მკოცნის.

საპირფარეშოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ.მგზავრობის შემდეგ საკმაოდ გადავიღალე. ჩანთიდან ლურჯი,მოშვებული ჯინსის შარვალი და ყვითელი მაისური ამოვიღე.ტანზე მოვირგე და ფეხზე კედები ჩავიცვი.ჯობია სპორტულად ჩაცმული წავიდე,რადგანაც საკმაოდ ბევრი გვექნება სასიარულო.იქვე გადაკიდებულ ქურთუკს ვიცვამ და ვერანდაზე გავდივარ,სადაც სემი მხვდება.

ჩემსკენ ტრიალდება და სახეგაბადრული მიყურებს.

-აბა წავიდეთ?-ვეკითხები

-რა თქმა უნდა!-მეუბნება და ხელზე ხელს მკიდებს.

სასტუმრო პარიზის ცენტრთან ახლოსაა,თუმცა აქედან მაინც საკმაოდ შორსაა ტრიუმფალური თაღი.ეიფელზე კი საუბარიც ზედმეტია.

სასტუმროდან გამოვდივართ და ქუჩას ვკვეთ,სადაც ფანტანებია.იქვე ახლოს ლუვრის მუზეუმისკენ უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი ტრიალებს.

-გინდა ეშმაკის ბორბალზე?-მეკითხება სემი.

-რატომაც არა?!-გამომწვევად ვუყურებ.

სემი სალაროსთან მიდის და ბილეთებს იღებს,შემდეგ კი ეშმაკის ბორბალზე ჩვენს ადგილს ვიკავებთ.პატარა კაბინაა,რომელიც მხოლოდ მინითაა დაფარული,ირგვლივ და ფეხქვეშ ყველაფერს გარკვევით ხედავ,რაც გასაოცარია. თუ კი სიმაღლის გეშინიათ ამ ატრაქციონზე დაჯდომა დიდი წამება იქნება თქვენთვის.

სემს მხარზე თავს ვადებ და ირგვლივ ვიხედები.ვტკბები პარიზის მომხლიბვლელი ხედით.

-აქ 15-20 წუთის მანძილზე ვიქნებით და იქნებ რამით გავირთოთ თავი?-მთავაზობს სემი.

-სიმართლე თუ მოქმედება?-ვეკითხები.

-სიმართლე

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now