თავი 22

332 40 5
                                    

სახლის კარი როგორც კი დავკეტე შვებით ამოვისუნთქე. აღარ შემეძლო სემის გაყინული მზერის ცქერა. როგორ მატკინა გული!!! მაგრამ ალბათ მართლა არ ვუყვარვარ ან უბრალოდ თამაშობს,რომ თავიდან მომიცილოს,რადგან მკურნალობა ისე არ მიდის,როგორც საჭიროა...
თუმცა ის ისეთი ნამდვილია,საერთოდაც არ ეტყობა,რომ თამაშობს და უბრალოდ ტყუილს ამბობს.
-რა მოგივიდა?-მეკითხება დედა,როცა ჩემს აჭარხლებულ სახეს ხედავს.
-ამმმ... გზაში ვირბინე. ხომ ხვდები ჯანსაღი ცხოვრება და ჯანმრთელობა!!!-ხალისიამად ვამბობ და ვცდილობ თავი დავიძვრინო.
-ნორა, მატყუებ...-თვალებში მიყურებს.-დავინახე,როგორ მიხვედი რეინოლდსებთან და როგორ ესაუბრებოდი სემს...
-ჰოო... სათქმელი არაფერია...-ვამბობ და ჩანთას იქვე დივანზე ვაგდებ.
-ძალიან გიყვარს?
-სიგიჟემდე...-ლოყაზე ვგრძნობ,როგორ მიგორდება ცრემლი. დედა ჩემსკენ მოდის და მკლავებს მხრებზე მხვევს და მიხუტებს.
-ვიცი,რომ გული გაგიტეხეს და ძალიან გტკივა,მაგრამ ცხოვრება ასეთია... ხშირად დაეცემი,მაგრამ ყოველ ჯერზე უნდა წამოდგე და არასდროს თქვა,რომ ამას ვერ შეძლებ. არ დაღონდე და იბრძოლე. აუცილებლად იქნები ბედნიერი,შენ ხომ ცხოვრება უამრავ სასწაულს გიმზადებს წინ! ნორა, მალე მიხვდები,რომ ცხოვრება მშვენიერია და ის ნამდვილად ღირს!!!
-მადლობა დედა... ახლა კი ჩემს ოთახში ავალ საკმაოდ ბევრი მაქვს სამეცადინო. 1 კვირაში გამოცდები მეწყება და უმაღლესი ქულები უნდა მივიღო...
-წარმატებებს გისურვებ საყვარელო!-შუბლზე მკოცნის,მე კი ჩანთას ვიღებ და კიბეებზე ავდივარ.
ოთახში შევდივარ და კარს ვკეტავ,ჩანთას საწოლზე ვაგდებ შემდეგ კი  ფანჯარას ვაღებ,რათა სუფთა ჰაერი შემოვიდეს ოთახში.
რვეულები,კალმები,ფანქრები და წიგნები მაგიდაზე გავშალე. ბიოლოგიით ვიწყებ... ციტოლოგია მაქვს გადასამეორებელი. მადლობა ღმერთს, თავის დროზე კარგად ვისწავლე ახლა კი რთული არ იქნება...

მთელი სამი საათი ბიოლოგიას ვიმეორებ და რვეულში აღნიშვნებს ვაკეთებ. ციტოლოგიის ნაწილი თავიდან ბოლომდე სრულყოფილად ვიცი... ახლა მხოლოდ ფიზიკა დამრჩა,თუმცა ეს დღეისთვის...
მობილურზე შეტყობინება მომდის. ბლოკს ვხსნი და მონაწერს ვკითხულობ.
ალექსი: ,,ჰეი ნორა!!! დღეს ჩემთან წვეულება იქნება და მოკლედ გელოდები!!!💛"
- ,,ვწუხვარ ალექს,ვერ შევძლებ...😓"
ალექსი:,, არ მაინტერესებს! გელოდები!"
- ,,კარგი... 15 წუთში გამოვალ...😩"
სულ დამავიწყდა იმის თქმა,რომ მე და ალექს ტერნერი ამ ბოლო დროს ძალიან დავვახლოვდით... კარგი მეგობრები ვართ.
მასთან შეკამათებას აზრი არ აქვს,ამიტომაც ფიზიკის წიგნს ვხურავ და გარდერობში შესაფერის სამოსს ვეძებ...
კარზე ვიღაც აკაკუნებს,მაშინვე ვაღებ,ვერონიკა კი მთელი ძალით მეხუტება არა და ერთმანეთი დღეს შუადღით ვნახეთ...
-აბა რას იცვამ სიამო?-გამომწვევად მიყურებს.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now