7

1.4K 83 9
                                    

ჩახუტებულები ვიდექით და იმ სითბოს ვინაზღაურებდით, რომელიც ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისგან გვაკლდა. ცოტახანში ხელები გავუშვი, მიწაზე დავდექი და აცრემლებული თვალებით შევხედე. ჩაიცინა, თვალები ცერა თითებით შემიმშრალა და შუბლზე მაკოცა

-მშვიდად, პიგი(გოჭი) -მითხრა და ჩაიცინა. ერთხელაც ჩავეხუტე, შემდეგ კი ჩემს გარშემო გაოცებულ სახეებს შევხედე და ჩამეცინა. ყველა გაოგნებულები მიყურებდნენ, ბიჭები კი განსაკუთრებით
-არ თქვა, რომ იცნობ-თქვა ზეინმა იმედიანი ხმით, ხოლო როდესაც დადებითი პასუხი მიიღო ამოიოხრა და მან და ჰარიმ ერთმანეთს ხო გეუბნებოდი სახეებით გადახედეს
-თანაც იმაზე კარგად, ვიდრე წარმოიდგენ-თვალის ჩაკვრით დავამატე. ცოტა ხანი წყნარად ვიყავით, შემდეგ კი ნაილმა დოინჯი შემოიკრა და

-კარგით. ამ ამბავს ერთი დადებითი მაინც ააქვს. ოთახები არ გვყოფნის, ამიტომ რადგან ასე კარგად იცნობთ ერთმანეთს არამგონია ერთად დაძინებაზე პრობლემა გქონდეთ-თქვა ნაილმა, მე კი ზეინის დაძაბული კუნთები კარგად შევამჩნიე და ახლა უფრო თამამად ვუპასუხე
-რა თქმა უნდა-ვთქვი ღიმილით და მე და დემე ჩემს ოთახში ავედით. შესვლისთანავე საწოლზე ჯერ ის დაეცა, შემდეგ კი მეც გადამიყოლა და ცალი ხელით გულში ჩამიკრა, მეორეთი კი თმებზე მეფერებოდა

-საშინლად მომენატრე-თქვა ჩურჩულით. მე გამეღიმა, ხელები მკერდზე დავადე, თავი კი ხელებზე და შევხედე
-თაგვს გავხარ-თქვა სიცილით. ამაზე მეც გამეცინა და წამოვდექი, შემდეგ კი იქვე მიგდებული მისი ჟაკეტი მოვიცვი.

-აბა რა ხდება საქართველოში?
-უფროსმა რომ გაიგო, ნებართვის გარეშე წახვედი გარეკა, თითქოს პირველად მოიქეცი ასე. ბოლოს კი დააყოლა, მაინც ეგ უნდა გამეგზავნა და ეჭვიც მქონდა რო ეგრე მოიქცეოდაო-ჩაიცინა-უშენოდ მოვიწყინეთ. უფროსს ვერავინ ვეღარ ამწარებს. დაკითხვებზე ვერ ვერთობით. განყოფილება დაშოშმინდა.

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Место, где живут истории. Откройте их для себя