-არა!
-რა? - იკითხა გაოცებულმა ზეინმა ხალხთან ერთად
-ხო, უარს ვაცხადებ...
-ნინა ჩაგარტყავ ახლა ამას თავში-შემომიღრინა ზეინმა და ხელი ლარნაკს სტაცა. გავიცინე და სწრაფად გავაგრძელე სათქმელი
-პირველი-ჩემს გარეშე ვერასოდეს დალევ, დაიმახსოვრე ვე-რა-სო-დეს! - შემდეგ კი ყურში ჩავჩურჩულე-და მეორე, შენს მიტოვებას სიკვდილიც ვერ მაიძულებს-თვალი ჩავუკარი და ტუჩებზე ნაზად ვეამბორე-ჯერ კოცნის უფლება არ მომიცია- თქვა რეგისტრატორმა
-მართლაა? ისე ამ საღამოს ბავშვის გაკეთებას ვგეგმავთ და თუ გინდათ იქაც დაგვესწარით. დასწრება უფასოა, მაინც, რამე რომ არ შეგვეშალოს და თანმივდევრობით მივყვეთ, ჯერ კ... -ამ დროს ზეინმა პირზე ხელი ამაფარა და არ გინდა სახით გამომხედა. რეგისტრატორი აწითლებული ლოყებით იდგა და მათ დაფარვას ცდილობდა. ეს ისევ ქალიშვილია?-კარგით, უფლის მიერ მონიჭებული...
-შენი ჭირიმე რაა-გავაწყვეტინე-ეგ ტექსტი ორასჯერ მაინც მაქ მოსმენილი შვიდ სხვადასხვა ენაზე. აღარ გინდა, ტყუილად ნუ დაიხარჯები. ვუთხარი და მალევე შენობა დავტოვეთ.დღემ კარგად ჩაიარა. ერთი უჩვეულო ის მოხდა რომ შვიდი ჭიქის შემდეგ მე და ზეინი ქორწილიდან გამოვიპარეთ...
*ორი კვირის შემდეგ
მე და ზეინმა თაფლობის თვე არაჩვეულებრივად გავატარეთ. მან ლონდონში, მე დუბაიში. როგორმე საქმე და ოჯახი ერთმანეთისთვის უნდა შეგვეთავსებინა...
კარი იღება და ზეინი შემოდის.
-გამარჯობა პატარავ - მეუბნება და მოგვიანებით გარშემომყოფებსაც ესალმება. ხო, ჯერ საჩვენო ბინა ვერ ვიპოვეთ და ყველა მაინც ერთად ვართ.-როგორ ხარ? - სამზარეულოს მიეყრდნო
-რავი მე ორსულად, შენ?
-რავი მეც კარგ... ჰა? - უცებ ვერ მიხვდა რა ვუთხარი. გამეცინა და გავუმეორე
-ორსულად ვარ-ბავშვებმა ყვირილი დაიწყეს, ყველა მეხუტებოდა და მილოცავდა. მხოლოდ ზეინი იდგა გაშეშებული, უცებ სახლიდან გავარდა და კარი ძლიერად მოიჯახუნა.
VOCÊ ESTÁ LENDO
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanficნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...