4

1.5K 84 15
                                    

ჯერ შუადღეა და არაფერი საინტერესო არ მომხდარა, არადა ამ რამდენიმე დღეში რამდენ რამეს მოვასწრებდი რომ ვფიქრობ ნერვები მეშლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი და ზეინის მომენტებს ვიხსენებ

~ზეინი~
ბიჭები კაბინეტში ვსხედვართ და ფლეშკაზე ლაპარაკობენ, მე კი კვლავ ნინაზე ვფიქრობ. რომ ვიხსენებ აბაზანის ინციდენტს კმაყოფილს მეღიმება. თავდაჯერებული გოგოს როლს თამაშობს, თუმცა ელემენტარულ რაღაცებზე იბნევა. ოთახშიც რომ შემოვიდა და ჩვენ შეგვამჩნია სასწრაფოდ გაბრუნდა, თუმცა მაინც მოვასწარი მისი მოკლე კაბის დანახვა, რომელიც სინამდვილეში გრძელი მაისური იყო. მაგიჟებს. ხან დაბნეული და უცოდველია, ხანაც გარყვნილი, თამამი, თავდაჯერებული... უცებ უხეშმა შეხებამ გამომაფხიზლა. ლიამი მანჯღრევდა

-რაიყო შეჩემა ვერ იტყვი რო არ გამინგრიო ძვლები ტოო?-ბიჭებმა ერთმანეთს თავშეკავებული ღიმილით გადახედეს და ცოტახანში ახარხარდნენ. მე გაშტერებული ვუყურებდი
-მითხარიო ისე თქვი გეგონება მე ვიყავი გაფრენილი და 100ჯერ ნათქვამი ვერ გავიგე-ლიამი
-აცადეთ ბიჭო დღეს აბაზანაში რო იყვნენ ერთად იმაზე ფიქრობს. აცადეთ ვაა-თქვა ჰარიმ სიცილით. უცებ ნაილმა გაოცებულმა გამოგვხედა

-რააა?
-აუ ეს იქ არ იყო ხო? - დანანებით თქვა ლუიმ-კიი ძმაკაც, დღეს ზეინი შევიდა აბაზანაში და ცოტახანში იქიდან ნინა გამოვიდა
-ოპაა... აბა დაფქვი ძმაა-თქვეეს, ფეხი ფეხზე გადაიდეს და ჩაფიქრებული სახეებით შემომხედეს

-არაფერი არ მომხდარა ტო. ვბანაობდი და უცბად შემოვარდა და ეგრევე გავარდა
-ხოო, 5წუთი მე ვიყავი იქ-ლიამმა 'დებილები ვართ' სახით გამომხედა
-ბიჭო მართლა არაფერი ყოფილა რაა

-კაი ხოო გვჯერა. მეც არაფერი მქონია ლოტისთან-ამჯერად 'თავს ვიტყუებთ რომ გვჯერა' სახით ჰარიმ გამომხედა
-ეე ეხა მოიცაა-ლუის უცებ შეეცვალა სახე. ამაზე ყველას გაგვეცინა მის გარდა
-ბიჭო რამე ზედმეტი ხოარ მოგსვლია ჰა?
-ე რა ჩემი ბრალია მაგან თუ ვერ გაუძლო ჩემს შესაძლებლობებს. გეფიცები იმის ნახევარი გავაკეთე რაც შემეძლო-ჰარის სიტყვებზე ლუი სულ გაწითლდა და სკამიდან წამოვარდა

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now