ეგოისტი

1.3K 67 33
                                    

ზეინმა ხელგადახვეულმა მიმაცილა ოთახამდე და წავიდა, ცოტა ხანში კი დემე შემოვარდა და მივხვდი, რომ წინ გრძელი ღამე მელოდა ... ძაალიან გრძელი...

ლოგინზე დახტა, ზეხები გადააჯვარედინა, იდაყვებით ფეხებს დაეყრდნო, თავი ხელებზე ჩამოდო და ღიმილით გამომხედა

-აბა?

-აბა? - ამ პასუხზე თავში ბალიში გამომიგზავნა

-კარგად იცი რაზეც ვლაპარაკობ, ლოქო! -ამჯერად გაბრაზებულმა წარმოთქვა. ამოვიოხრე და საწოლზე დავჯექი

-ჰაა ეხა, მაღირსეებ? - უკვე მოყოლა უნდა დამეწყო, როცა წამოვიყვირე

-მოიცა! - დემემ წარბაწევით გამომხედა-ახლა შენ თუ მოგიყვები, მერე ბეტისაც უნდა ავუხსნა. მე ორჯერ არ მოვყვები! - მტკიცედ განვაცხადე. დემემ თვალები გადაატრიალა

-კარგი, დაუძახე იმ მაჩვზღარბასაც, მაგრამ დროზე მოეთრიეთ, ციყვებო! - თქვა და ოთახიდან გამომაგდო.

გზაში იმაზე მეცინებოდა, რომ ცალ-ცალკე სხვადასხვა სახელს გვეძახის მაგრამ ერთად ციყვს. ამ დროს,, ბეტის ოთახამდეც'' მივაღწიე. დავაკაკუნე, მაგრამ ხმა არ გამცა. კარი ჩუმად გამოვაღე და რას ვხედავ, ქალბატონი ლიამთან ერთად ჩახუტებული წევს. ლიამი თმაზე ეფერება და კოცნის. ესენი ნახე რაა!ცოტა ხანი შევყოვნდი. კარი ისევე ჩუმად გამოვხურე და ფეხაკრებით დავბრუნდი უკან. დემემ წარბაწევით გამომხედა

-მარტო რატომ ხარ ციყვო?-კარები ბოლომდე არც დამიხურავს ისე მივუჯექი გვერძე

-არ იყვირო, არ გავარდე და არ სცემო! - მკაცრად გავაფრთხილე და მივხვდი რომ დროზე უნდა მეთქვა-ბეტის ლიამთან ერთად ჩახუტებულს სძინავს-ეს ვთქვი თუ არა დემე წამოხტა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მალევე გავაჩერე

-დემე! შენ ხომ შემპირდი!

-რას შეგპირდი გოგო! ის ჰიპოპოტამი ახლა მშვიდად წევს, აქ კი ასეთი ამბავი ხდება. არა იქაც არაა ნაკლები მარა-ბოლოში ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა და მალევე გამოფხიზლდა-არა იმ მოღალატეს უყურე რაა. დეგენერატი. გაიძვერა. ქვეშქვეშა. და მაინც, მარტო რატომ დაბრუნდი-მკითხა როცა ლანძღვას მორჩა

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now