დილით ყველა წასული დაგვხვდა. ზეინმა ალბათ სასეირნოდ გავიდნენო და ჩვენც აღარ შევაწუხეთ. ჯერ კიდევ საწოლში ვნებივრობდით, როდესაც კარზე ზარი დარეკეს
-ის დებილები კიდე გასაღებით ვერ გააღებენ? - ამოიბუზღუნა ჩემთან დაშორებით უკმაყოფილო ზეინმა და დაბლა ჩავიდა. მეც ზეინის შავი მაისური გადავიცვი და დაბლა ჩავირბინე
ბავშვებს ველოდებოდი, თუმცა არა ამ ბავშვს. ზეინი კარს ხურავდა და ხელში ბავშვი ეჭირა-ადამ! - წამოვიყვირე უცებ. ზეინმა ღიმილით გამომხედა და ჩემსკენ შემობრუნდა. მივედი და ბავშვი ხელიდან გამოვტაცე
-გამარჯობა პატარა კაცუნა- გაიკრიჭა და ხითხითი დაიწყო- პატარა გოჭუნიავ-ვეუბნებოდი და ვკოცნიდი
-ადამ, ამას ღალატი ჰქვია-თავი გააქნია ზეინმა. გავიცინე, მივედი და ტუჩებზე წამიერი კოცნა დავუტოვე, მე და ადამი კი სამზარეულოში გავედით-გშია პატარავ? - იკითხა ზეინმა. გაკვირვებული სახით ავხედე მას კი გაეცინა-ბავშვს ვუთხარი. მაგრამ შენ თავზეც შეგიძლია მიიღო-თვალი ჩამიკრა.
-შენმა დამ მოიყვანა?
-არა, ჩემი სიძე იყო(არ მახსოვს სიძის სახელი თუ დავწერე, ხოდა მოდი სტივი იყოს)
-მეგონა დაშორდნენ
-არ დაშორებულად, უბრალოდ ერთმანეთს იშვიათად ნახულობენ სამსახურის გამო. ადამიც შეიძლება დღეს წაიყვანონ, შეიძლება სამი თვის შემდეგ, ვინ იცის-ბოლოში ამოიოხრა
-და შენც მზრუნველი ბიძის როლს ითავსებ
-რათქმაუნდა, ვერ დავუშვებ რომ ერთი ბავშვი მაინც დავტოვო უზრუნველად-გავიღიმე და ყელში ვაკოცე
YOU ARE READING
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanfictionნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...