*ნინა
რბილ საწოლში მეღვიძება. გემრიელად ვიზმორები და ახლაღა ვამჩნევ ზეინს, რომელიც ზის და ღიმილით მიყურებს. როდესაც შეამჩნია რომ ვუყურებდი თავი ჩახარა და თითების ნერვიულად წვალება დაიწყო
-ბოდიში-ამოიჩურჩულა და მზერა ამოაპარა. გამეღიმა და ხელით ვანიშნე მოსულიყო. საწოლზე დაჯდა თუარა მის კალთაში მოვთავსდი, მოვეხვიე და დასაწოლად ვუბიძგე. თავი ყელში ჩავურგე და მისი სურნელი ღრმად შევიგრძენი
-მმმ-ამოვიზმუვლე სიამოვნებისგან-საშინლად კარგი ხარ. ვუთხარი და ტუჩებზე ვეამბორე-ძალიან კარგი
-მაგრამ.. - არ დავასრულებინე
-მაცადე, მშია-წამოვხტი და მაისური გადავიცვი-წამოდი-ზეინს ხელი გავუწოდე. ღიმილით ჩამკიდა და ქვედა სართულზე საფეხურების გამოტოვებით ჩავრბოდი-ნელა! გინდა ისევ დაგორდე? - შემომიღრინა დივანზე მჯდომმა ნიკამ. ღიმილით გავიქეცი მისკენ და ძლიერად მოვეხვიე
-ჩემი იხვი-ვაკოცე-პუფსიკ-კიდევ ერთხელ ვაკოცე და სამზარეულოში გავვარდი
-ისევ ისეთი ბავშვური და ვირთხაა-გავიგე როგორ ამოიოხრა ნიკამ. გემრიელად მივირთვით და დემეტრეს დავურეკე-გისმენთ-გავიგე გოგონას ნაზი ხმა
-გამარჯობათ, ვის ვესაუბრები? - ხმა დავიწვრილე, თან ვიდეო ჩავრთე რომ გართულებისას ყველაფრის ახსნა შემძლებოდა
-ამ, მე დემეტრეს შეყვარებული ვარ, სოფია-ოდნავ დაბნეულმა მიპასუხა
-უკაცრავად, ვიინ?
-ქალბატონო, თვითონ ვინ ბრძანდებით? - ხმაში გაბრაზება დაეტყო
-მე თქვენი შეყვარებულის ცოლი ვარ...ვიყავი...მაგ გაიძვერას გადაეცი აღარასოდეს დამენახოს! - დავიყვირე და გავთიშე. სოფია ძალიან შემეცოდა, ცუდი გოგო არაა, მაგრამ მოწყენილი ვიყავი, რა მექნა.ცოტა ხანში ტელეფონზე ზარი შემოდის
-ცოცხალი ვერ გადამირჩები! - იყვირა დემემ და გათიშა. ჩამეცინა და დაველოდე როდის მოვიდოდნენ ის და სოფია. მართლაც, ცოტა ხანში კარი შემოამტვრია,სოფია დივანზე დასვა და წინ დამიდგა
ВЫ ЧИТАЕТЕ
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Фанфикნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...