განვლილი ცხოვრება

1.4K 75 9
                                    


-აბა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე რას იტყვით? - წამოვიყვირე დაუფიქრებლად. ბიჭების გაშეშებულ სახეებზე მივხვდი რომ ეს არ უნდა მეთქვა. ოთახში დაძაბულობა გაჩნდა. ერთმანეთს გადახედეს და ამოიოხრეს. ჯანდაბა...

უხერხულ სიჩუმეში წყნარად ვისხედით, სანამ ზეინმა არ ამოიღო ხმა

-ეს მაშინ დაიწყო, როდესაც 15წლისები ვიყავით-თქვა და გამომხედა. გაოცებულმა შევხედე. არ მეგონა, თუ რამეს მოყვებოდა, თუმცა მის შეჩერებას არ ვაპირებდი. დანარჩენებსაც ისეთივე გაკვირვებული სახეები ჰქონდათ, როგორიც მე

-არ გინდა-თქვა ლიამმა, თუმცა ზეინმა ხელის აწევით გააჩერა

-მე და ბიჭებს ერთმანეთი მამებმა გაგვაცნეს. ისინი მეგობრები და ზოგი მათგანი თანამშრომლებიც იყვნენ. თავიდან ერთმანეთთან ვქიშპობდით, თუმცა ნელ-ნელა დავძმაკაცდით. მამაჩვენები ცუდ საქმეებში იყვნენ გარეულები. ეს ვიცოდით. როდესაც 17წლისები გავხდით მათ დაწვრილებით გვიამბეს თავიანთი საქმიანობის შესახებ და აზრი არც უკითხავთ, ისე გაგვატარეს პრაქტიკა. გვასწავლიდნენ თავდაცვას, ჩხუბს, მანიპულირებას, შეუმჩნევლად ყოფნას და ა. შ. თავიდან ეს მოგვწონდა, თუმცა როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს შეეხო, ჩვენ მივხვდით, რომ ეს თამაში არ იყო. მამებმა არჩევანის უფლება არ მოგვცეს და საქმეში ჩაგვრთეს.  თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გვითხრეს, რომ საქმიდან წასვლა შეგვეძლო. როგორც გაირკვა, მათ უბრალოდ უნდოდათ გაგვეცნობიერებინა, თუ რას აკეთებდნენ ისინი და რა რისკზე მივდიოდით ჩვენ. ერთად შევიკრიბეთ და ამისთვის თავის დანებება გადავწყვიტეთ. მამებსაც არ ჰქონიათ გართულება. ხვდებოდნენ, რომ ეს ჩვენი ცხოვრება იყო-აქ პაუზა გააკეთა. მოიცა, თუ თავი გაანებეს, აბა ახლა აქ რაღა მინდა? რა მოხდა ისეთი, რომ კვლავ გააგრძელეს. მალევე ჩემს თავში არსებულ კითხვებს ზეინმა პასუხი გასცა

-ყველაფერს თავი დავანებეთ და წამოვედით. ამის გამო მამებს ცოტა პრობლემები შეექმნათ, მაგრამ მოაგვარეს. თავადაც ფიქრობდნენ აქედან თავის დაღწევაზე და ჩვენც აღარ გაგვინადგურეს მომავალი, თუმცა რამდენიმე კვირაში ჩვენ ხუთნი შარში გავეხვიეთ. მოხდა ისე, რომ ვიღაც კაცთან ვალში აღმოვჩნდით, ის კი ჩვენდა საუბედუროდ მამაჩვენებთან მუშაობდა. მოითხოვა, რომ საქმეში დავბრუნებულიყავოთ. რა აღარ ვცადეთ, რომ გადაეფიქრებინა, უფროსებიც ჩავრთეთ, თუმცა მათი წამოსვლის მცდელობის გამო ესენი დაქვეითებულან და ის კაცი უფრო გავლენიანი აღმოჩნდა. მოგვიწია, რომ უკან დავბრუნებულიყავით. ეს საქმე თავიდანვე გვძულდა და ახლაც გვძულს...

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now