I'll Try My Best

1.2K 75 17
                                    

მას შემდეგ, რაც ორივე დაზარალებული დავამუშავე კაბინეტში ავიდნენ. ჰარის არაფერი სჭირდა საგანგაშო , ზეინი კი ოდნავ მძიმედ იყო მაგრამ რამდენიმე დღეში კარგად იქნებოდა. სპირტის წასმისას ორივე არაამქვეყნიურად ღრიალებდა. რამის თავი ამხადეს...

*ზეინი

ბიჭები კაბინეტში ავედით ნინას წინადადებაზე სალაპარაკოდ
-კარგი, ახლა ყველაფერი უფრო რთულადაა-ამოიოხრა ლიამმა და თავი მოიქექა
-ხო. ჯეიკმა გაგვიშვა, მაგრამ ზეინი... - ლუი
-მე არაფერი მიჭირს, ორ დღეში კარგად ვიქნები. ახლაც ჩიტივით ვარ-წამოვდექი და ცეკვა უნდა დამეწყო, მაგრამ ტკივილმა ამის საშუალება არ მომცა
-აი და ნენევ სიბეერეოო-წაიმღერა ნაილმა, რომელიც პირს ხელით მალავდა
-რა თქვიი?-მისკენ გავიწიე
-არაფერი, არაფერი-უცებ შეეცვალა აზრი. თავი გავაქნიე და შევეშვი.

ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ბილეთები ზეგისთვის აგვეღო. ამ დროში თან გამოვკეთდებოდი, ბავშვს პატრონს ჩავაბარებდი და საბუთებსაც მოვაწესრიგებდით.

*ნინა

ნახევარ საათში ხუთივე მისაღებში შემოვიდა. ზეინი ჩემთან მოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია

-ჯეიკმა დარეკა. ჩემი ნახვა უნდა და მალე მოვალ, კარგი?
-დღეს თუ ხვალ, როდის მოხვალ? ზეგ თუ მაზეგ, არ ვიფიქრებ სხვაზე. მჯერა მოხვალ, გიცნობ ხმაზე, ჩაგეხუტები და მოგეფერები თმააზეე(ბედინა მაინც სხვა თემაა😂) - ღიმილით წავიღიღინე, ჩაიცინა, მაკოცა და წავიდა.

თურმე მთელი დღე ბავშვი ელეს ყოლია. გამიკვირდა როგორ გაჩერდა, ამიტომ ახლა კვლავ ჩემს თავზე ავიღე მისი მოვლა. ბევრი ვითამაშეთ, მულტფილმებს ვუყურეთ და დაღლილი დავაძინე. სამზარეულოში ვიჯექი, როცა როგორც იქნა ხუთი საათის შემდეგ ზეინი მოვიდა.კიდევ კარგი, თორემ უკვე ვნერვიულობდი, ეს ჩემი სტილი არ არის. უკნიდან მომეხვია და კისერში მაკოცა

-გამარჯობა პრინცესავ- ამოიჩურჩულა. ღიმილით მივუბრუნდი
-რაო პატარავ, მოგენატრეე? ისევ და ისევ? ლამაზ თვალებში ჩაგხედავ ისევ-მისი თავი ხელებში მოვიქციე-ამაყად გეტყვი მიყვარხარ ისევ- ორიგინალის გადაკეთება გადავიფიქრე, უბრალოდ გონებაში ბრჭყალებში,, ვერახარ'' გავივლე,, მიყვარხარს'' მაგივრადდა თვალი ჩავუკარი. ზეინმა თვალები გადაატრიალა და მომშორდა. ამაზე სიცილი ამიტყდა და ლუის გვერდით მივუჯექი. ხელი გადამხვია და საზურგეს მიეყუდა.

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now