6

1.4K 83 16
                                    

~ზეინი~
ჯანდაბა, არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი მოგვარდა. უკვე მზად ვიყავი ნინას მივვარდნოდი და მადლობა დაჩოქილს... არა, ახლა ვიტყუები და ვაჭარბებ, თუმცა... არა, მაინც რა დამპალი ბავშვია. ყველაფერს ხვდება, არადა ეს მხოლოდ ჩვენ ხუთს და სკოტს უნდა გვცოდნოდა. დატვირთული და დაღლილი რომ არ ვიყო კარგადაც მოეკითხებოდა მაგრამ ახლა,ახლა...ფიქრს შევეშვი, მაგრამ იმედგაცრუება მაინც არ მტოვებდა. თვალები მოვიფშვნიტე და საათს დავხედე. მალე გათენებასაც დაიწყებდა, მე კი საქმეები მქონდა და ახლა ალბათ ერთი საათითაც ვერ მოვასწრებ ძილს, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ჩემს ოთახში შევსულიყავი.

როდესაც გარეთ გამოვედი დივანზე ვიღაც იწვა. გამიკვირდა და ცოტახნიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი რომ ნინა იყო. ერთი წამით ვიფიქრე, მაღლა ხომ არ ავიყვანოთქო, მაგრამ ეგღა მაკლია ახლა რომანტიკული პრინცივით გოგო აქეთ იქით ვათრიო, მით უმეტეს ტყვე. ცოტახანი ვუყურე, შემდეგ კი გამოვერკვიე და მაღლა ავედი.

ღმერთო ხვალ რამდენი საქმე მაქვს, არადა როგორ მეზარება. ჯერ ახალი ტყვეებია მოსაყვანი, ისე რომ საფრთხეში არ ჩავვარდეთ. ყველაფერი დაგეგმილია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. პოლიციაშიც თუ რამე ჩვენი კაცი გვყვავს. მერე ტყვეები ოთახებშია გადასანაწილებელი. იმედია ოთახები გვეყოფა, რადგან არცისე ბევრი ადგილია დარჩენილი. წინა პარტიის ნახევარი სხვაგან უნდა გადაგვეყვანა, რაც ვერ მოვახერხეთ ამ ფლეშკის გადამკიდე. და აი, ფლეშკაზე ისევ ნინა გამახსენდა.

არა მაინც როგორ ახერხებს, რომ ასეთი თავდაჯერებულია. თითქოს ყველა მხრიდან ვიღაც იცავს და მეც არ მაქვს უფლება, რომ რამე დავუშავო...ამ ფიქრებში ვიყავი, ოთახში რომ ლიამი შემოვიდა. არც დაუკაკუნებია არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ საწოლზე დაწვა ჩემს გვერდით და ჩუმად იყო. ცოტახანი მეც გავჩუმდი

-გოგო მინდა-მითხრა და გამომხედა. მეც გაკვირვებულმა გავხედე. რაღა გოგო უნდა, სუ ქალებში გულაობს. გინდა გარეთ და გინდა ტყვეებთან. ნუ მართალია ამ ბოლოს ვერ მოვახერხეთ, თუმცა არაუშავს. ცოტახანი კიდევ უნდა იყვნენ და მანამდე მოვასწრებთ. ისე რო დავფიქრდი თვენახევარია ქალთან არ ვყოფილვარ. გესმით ხალხო? ეს ჩემთვის რეკორდია და ერთი სული მაქვს ხელში რომელიმე ჩავიგდო, მაგრამ ყველაზე მეტად ნინას ვისურვებდი. აბა სხვები ნანახიც არ მყავს, საკვებს სხვა აწვდის და ოთახებიდან არ გამოდიან. ხო ნუ რავიცი. სანამ მე ამას ვფიქრობდი ლიამმა მოწვა ჩემი გაკვირვების მიზეზი და დააყოლა

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin