უხ თქვენი

1.2K 76 14
                                    

-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? - იკითხა ლუიმ
-წამო საქართველოში წავიდეთ! - წამოვიყვირე უცებ

ბეტის წყალი გადასცდა და ხველება აუტყდა. მობეზრებული ვუყურებდი სანამ მოასულიერებდნენ.

-კარგი, მაგრამ ეს ჯეიკს(იმენა უფროსს და გლავნს რაა) როგორ უნდა ავუხსნათ? - იკითხა ლუიმ. ეს რა, ასე მარტივად დამთანხმდა?
-შენ დებილი ხოარახარ? შენ გგონია მართლა წავალთ?-ზ
-წავალთ, აბა რას ვიზავთ. აქ ყოფნით უკვე თავი გამისკდა- დაიწყო ბუზღუნი ნაილმა
-ნაილ, თავი რომ გაგსკდომოდა ახლა ის შუაზე იქნებოდა გაპობილი-უაზრო სახეებით მივაშტერდით-რაა, რა ვთქვი ასეთი? - გაიკვირვა. თვალები გადავატრიალე და გავაგრძელე

-ანუ პრობლემა მარტო ჯეიკია?
-არა, ძალიან ბევრი პრობლემაა. არსადაც არ მივდივართ! - მუშტი მაგიდას დაარტყა ზეინმა და ოთახში ავიდა
-ეუჰ! დაასვა ბიჭმა ბეჭედი-ვთქვი სიცილით
-ნინ, მას ასე ნუ ეხუმრები-დამარიგა ლიამმა
-ნეტაი ერთი შენა რაა. პრობლემა მარტო ჯეიკია?
-არა, ზეინის გარეშე ვერსად წავალთ! ჯეიკმაც ბევრი საქმე ჩაგვაბარა-ამოიდუდღუნა ჰარიმ. ჩამეცინა და დემეს ეშმაკურად გავხედე. მანაც იგივეთი მიპასუხა

-ჰაროლდ, ტელეფონი მათხოვე რა
-არა! - თვალები ავატრიალე-კარგი,დემე ჰარის ტელეფონი მომაწოდე-დემემაც უპრობლემოდ გამომიწოდა ტელეფონი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ამოაცალა გაროლდას. ჰარიმ ჯიბეებში ქექვა დაიწყო და საკუთრება რომ ვერ იპოვა გაბრაზებულმა გამომხედა. თვალი ჩავუკარი და ჯეიკის ნომერი ავკრიფე

-ახლა მასტერკლასს ჩაატარებს- ღიმილით თქვა დემემ და ერთმანეთს თვალი ჩავუკარით. ისიც უდარდელად გაწვა დივანზე. უკვე იცოდა რომ ბარგი უნდა ჩაელაგებინა. როგორც იქნა უპასუხა

-რა გინდა? - გაღიზიანებული ჩანდა
-ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ ბოს? - ღიმილით ვკითხე. ცოტა ხნით დადუმდა
-შენ არანორმალურო-დაიყვირა უცებ. მეც გამეცინა-ვერხარ გოგო?
ან რას გეკითხები, როდის იყავი რო. რამ შეგაწუხათ, დედოფლურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ? თუგინდა ცოტას გავტისკავ-მითხრა მხიარულად
-ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ მაგას მეც მოვახერხებ. ერთი სათხოვარი მაქ

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now