ჭექა-ქუხილი

1.4K 77 11
                                    

ხუთი დღეა ზეინი არ გამოჩენილა. როგორც ვიცი დაცვას უკავშირდება დღეში რამდენჯერმე და ამის მიხედვით გვაკონტროლებს. ერთხელ დამლაგებელიც გამოუშვა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ზეინს არც დავლაპარაკებივარ. რომ არ მოგატყუოთ რაღაცნაირად მინდა რომ აქ იყოს, თუნდაც ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ გვქონდეს. ადამი ჭკვიანად იქცეოდა, ხანდახან ღამით არ მაძინებს მაგრამ არაუშავს. თავისთვის რაღაცეებს ტიტინებს.

დღეს დილიდან წვიმდა, რაც ყველაფრის ხალისს მიკარგავდა. თბილისში ასეთი ამინდი მსიამოვნებდა, თუმცა ახლა მისი თავი არ მაქვს. მე და ადამი ვერთობოდით, ხანაც გვეძინა. როგორც იქნა დღევანდელი დღეც ნელ-ნელა ილევა. ამინდი გაუარესდა და ალბათ ჭექა-ქუხილიც დაიწყება, რაც საშინლად არ მინდა. ადამი დავაძინე და მეც ვცადე, თუმცა ჭექა-ქუხილი დაიწყო და შანსი აღარ მქონდა. ახლა აქ რომ დემეტრე ან ნიკა იყოს ჩავეხუტებოდი და აღარ შემეშინდებოდა.

უცბად გარედან რაღაც ხმები მომესმა, რამაც უარესად შემაშინა. გარეთ დაცვა იყო, თუმცა არაფრისგან დაზღვეული არ ვიყავი. ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა უფრო მკაფიო ხდებოდა. ხელში იქვე მდგარი მძიმე შანდალი ავიღე და კარებისკენ ჩუმად დავიძარი. უკვე ჩემი გულისცემა მესმოდა, ყოველი შემთხვევისთვის რევოლვერიც ავიღე და კუთხეში დავდექი ისე, რომ მას ვერ დავენახე. კარები ჩუმად გააღო და შიგნით გალუმპული, შავებში ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა. ცოტა ხანში მაღლა ამოიხედა და ჯანდაბა! აი თურმე ვინ ყოფილა! კუთხეს ოდნავ მოვშორდი. როდესაც შემამჩნია გაუკვირდა, შანდლისა და რევოლვერის დანახვაზე კი თვალები გაუფართოვდა. ჯანდაბა, ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს. ოდნავ კანკალს ავეტანე. ღმერთო როგორ შემეშინდა, ჩემ თავზე მეტად კი ბავშვზე ვინერვიულე

-ჰეი, რამე მოხდა? - მკითხა ზეინმა, პარკები ძირს დაალაგა და ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა. ცოტა ხანი ხმას ვერ ვიღებდი
-არაფერი, უბრალოდ... როდესაც ხმა გავიგონე მე-ე... მე უბრალოდ შემეშინდა და თავდაცვის მიხნით, ხომ ხვდები... - ვუთხარი ბურტყუნით. ჩაიცინა, მოვიდა და ხელები მჭიდროდ მომხვია, თან თავზე მაკოცა. გამიკვირდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მჭირდებოდა, ამიტომ მეც მოვეხვიე

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang